100 000 ევრო ერთი თვის თამაშში? პოზნანის "ლეხმა" ასეთი გარიგება დადო, რათა კიევის "დინამოსთან" შეთანხმება მიღწეულიყო და გიორგი წიტაიშვილი გაეფორმებინა. საინტერესოა, რატომ?

"ლეხი" გარემარბებს ეძებდა, რადგან გუნდში კონკრეტულ პოზიციაზე ხსენებული ფეხბურთელების თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ხშირად დადებითად შეფასება ზედმეტიც კი იყო. ამიტომ პოლონურმა მხარემ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში იჯარის წესით გადაყვანა მოინდომა.

გიორგიმ და "ლეხმა" FIFA-ს რეგულაციით ისარგებლეს, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების კლუბისგან დამოუკიდებლად იჯარით წასვლას გულისხმობს. კიეველებს წიტაიშვილის სხვა გუნდში გადასვლა არ სურდათ, თუმცა, რეგულაციის თანახმად, ხელს ვერ შეუშლიდნენ. "ლეხი", დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, გარიგების ფურცელში გამოსყიდვის პუნქტს ვერ შეიტანდა.

ამ გარიგებაში ერთი პატარა ხრიკი იმალება, რომელსაც ბევრი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა. თვითონ პოლონელებმაც მაშინ გაიგეს, როდესაც "წიტას" პოლონეთის ლიგასა და ევროპულ ტურნირებზე არეგისტრირებდა. მართალია, FIFA-ს რეგულაციების თანახმად, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბის დაუკითხავად შეუძლიათ წასვლა, თუმცა ახალი გუნდი მათ დარეგისტრირებას მხოლოდ 1-ელი აგვისტოს შემდეგ შეძლებს.

რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველ ფეხბურთელს "ლეხში" ვარჯიშის უფლება ექნებოდა, თამაშის კი არა, ეს კი პოლონელებს არ აწყობდათ, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის და ნიჭიერი ფეხბურთელების დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ მათ კიეველებთან მოლაპარაკება დაჩქარებული წესით გადაწყვიტეს.

"დინამომ" გადაწყვიტა, რომ პოლონურ მხარეს დათანხმებოდა, მაგრამ ფეხბურთელის საკუთარი რიგებიდან მოხსნისთვის 100 000 ევრო მოითხოვა. რა თქმა უნდა, ორივე წარმომადგენელი შეთანხმდა და "წიტა" ახლა არათუ FIFA-ს მიერ მიცემული შესაძლებლობით, არამედ სტანდარტული იჯარითაა კიევიდან წასული.

შეგახსენებთ, "ლეხი" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის. პოლონელები "ყარაბახს" საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ "წიტა" აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე დაარეგისტრირეს, მოედანზე ჯერ არ გვინახავს...

განმეორებითი შეხვედრა 12 ივლისსაა ჩანიშნული.

მომზადებულია meczyki-ს მიხედვით

უვიცი
100 000 ევრო ერთ თამაშში მართლა რა ამბავია? ვერ გავიგე რა მოხდა
emigrant
ძალიან ადვილი გასაგებია
გომორძგუა მარგალეფც

მიშა
ეგ ხელფასი არაა ეგ არის კლუბმა კლუბს რაც გადაუხადა
გიგი
დამბურძგლა... სადაც არ უნდა ითამაშონ ქართველებმა კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის და უკეთესი კლუბებისთვის მიეღწიოთ. ამ შემთხვევაში წარმატებები "წიტას"
კოტე
დამიჯერეთ. ვიცი და მაგიტომ, პოლონეთში ეგეთი კუშები არაა, აგერ იყო გვილია, თან "ლეგიაში" და იკითხეთ, წიტას კი არა უპირობო ლიდერებს მაქს 20 ევრო ქონდეს.

ჩაგეთვალა D
დავიდუსი
მოკლედ, წიტა უსასყიდლოდ რომ წასულიყო,მხოლოდ 1 აგვისტოდან შეძლებდა თამაშს, ლეხ არ აწყობდა, გადაწყვიტეს ფული გადაეხადა დინამოსთვის და ჩვეულებრივი იჯარა გაფორმების.

მომკალი და ვერ გავიგე ....
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში