სლოვენიელმა პოლონა ჰერცოგმა ბაშტადის ტურნირის ფინალში მასპინძელი იოჰანა ლარსონის ძლევით WTA-ის ტურნირი პირველად მოიგო
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების პირველი ლაურეატი გახდა სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი. შვედეთის ბაშტადში ფინალი შაბათს ჩატარდა და მთავარი პრიზის მოსაპოვებლად კორტზე გავიდნენ ჰერცოგი და მასპინძელი იოჰანა ლარსონი.

აქამდე მათ WTA-ის ტურნირი არ ჰქონდათ მოგებული, ასე რომ, ქალთა პროფესიული ტური ახალ გამარჯვებულს შეიძენდა.

სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ორი კვირის წინ უიმბლდონის პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჰერცოგმა სამ სეტში გაიმარჯვა - 6:7(3), 6:3, 6:4. ამჯერად სლოვენიელს ორი სეტიც ეყო შვედის დასამარცხებლად. მატჩი საათსა და 46 წუთს გაგრძელდა და ორივე სეტში ბრძოლა იყო. პირველი პარტია ჰერცოგმა 6:4 მოიგო და წესით მეორეშიც ასეთივე ანგარიშით უნდა გაემარჯვა, მაგრამ 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდებისას სამმაგი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა 5:5-ზე კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და მეორე ცდაზე მაინც შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

ჰერცოგი პირველი სლოვენიელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ვინც WTA-ის ტურნირი მოიგო. მანამდე იგივეს გაკეთება კატარინა სრებოტნიკმა შეძლო. პოლონამ ამისთვის 37 ათასი დოლარი და 280 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ბუდაპეშტსა და ნიუპორტში კი ამ დღეს ნახევარფინალური მატჩები იმართებოდა. უნგრეთის დედაქალაქში ურთულესი გზის გავლა მოუწია ფინალამდე იტალიელ რობერტა ვინჩის. მეორე წრეში მის მეტოქეს ორი ბურთი აშორებდა გამარჯვებასთან, მეოთხედფინალში კი იტალიელმა ორი მატჩბოლი მოიგერია. თუმცა ნახევარფინალში კლარა ზაკოპალოვასთან ასეთი გმირობების ჩადენა არ მოუწია.

რობერტა ძალიან დამაჯერებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე და 72 წუთში ორი სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:4. ფინალში ვინჩი შეეცდება წელს მესამე ტიტულის მოპოვებას. ეს სეზონი საუკეთესოა მის კარიერაში და სავარაუდოდ, იტალიელი სულ მალე რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შეაღწევს.

აქ მეორე ფინალისტი გახდა ირინა-კამელია ბეგუ, რომელმაც მოიგო გამოცდილ ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესთან - 6:4, 6:4. 20 წლის რუმინელისთვის ეს მეორე ფინალია კარიერაში - წელს მან მარბელიაში წააგო გადამწყვეტი მატჩი.

ნიუპორტში მთავარმა ფავორიტმა ჯონ ისნერმა წელს პირველად მიაღწია ATP-ის ტურნირის ფინალში. ამისთვის მას ორი რთული პარტიის ჩატარება მოუწია ტობიას კამკეს წინააღმდეგ - 7:5, 7:6. საათსა და 38 წუთში ამერიკელმა 20 ეისი ჩააწოდა და ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა. გერმანელს კი ასეთი ერთი შანსი ჰქონდა და ისიც უშედეგო.

შარშანდელი შედეგი გაიმეორა ოლივიე როხუსმა. მისმა მეტოქემ მაიკლ იანიმ ნიუპორტის ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო, კარიერაში პირველად მოიგო მატჩი ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში და ბოლოს ნახევარფინალამდეც მიაღწია, თუმცა იქ მოგების შანსი არ ჰქონია. როხუსმა ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი სამი ბრეიკი გააკეთა. ოლივიე კარიერაში მეცხრე ფინალს ითამაშებს და მესამე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო