Rugby World Georgia-მ გაგვიზიარა ინტერვიუ იტალიის ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან, იტალიის ნაკრებთან თამაშის წინ.

- 10 ივლისს ბათუმში საქართველოსა და იტალიის ნაკრები გუნდების მატჩი შედგება. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ კონკრეტულ მატჩზე...

- უპირველესად, ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა ბათუმში გაიმართება. 2018 წელს იტალიამ ფლორენციაში უმასპინძლა საქართველოს. მახსოვს, მაშინ ძალიან კარგი მატჩი ვიხილეთ. ახლაც მჯერა, რომ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. წმინდა სპორტული კუთხით, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა. იტალიის ნაკრები 6 ერის წარმომადგენელი გუნდია, საქართველო კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და იქ საუკეთესოა.

- რა დატვირთვა აქვს ამ შეხვედრას სპორტული და არასპორტული კუთხით?

- ამ მატჩში, მსოფლიო სარაგბო პერსპექტივით, ორი რელევანტური ძალის გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. სპორტული კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება არასპორტულ მხარეს, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართველი და იტალიელი ხალხის შეკრებისა და ურთიერთობის გაღრმავების.

- როგორც ახსენეთ, 2018 წელს იტალიის ნაკრებმა საქართველოს ფლორენციაში უმასპინძლა (იტალიამ გაიმარჯვა – 28:17). მაშინ სტადიონზე 7 000-ზე მეტმა ქართველმა მოიყარა თავი. ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ იტალიელი ქომაგების დიდ ჯგუფს ბათუმში?

- თქვენ იცით, რომ იტალიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს. იმ მატჩზე ქართველ ქომაგთა უმრავლესობა სწორედ ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენელი იყო, მათ შანსი გამოიყენეს და ფლორენციაში მშობლიური ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდნენ. საქართველოში იტალიელთა დიასპორა გაცილებით მცირეა, თუმცა, ვფიქრობ, იქნებიან იტალიელი ქომაგები, რომლებიც მატჩის სანახავად ბათუმში ჩავლენ.

- რამდენად ხშირად ადევნებთ თვალს სარაგბო მატჩებს? გამორჩეული მორაგბე თუ გყავთ?

- ვერ ვიტყვი, რომ რაგბის ძალიან ხშირად ვუყურებ. იტალიელი ბავშვები ფეხბურთთან ერთად იზრდებიან, შემდეგ შეიძლება დაინტერესდნენ სპორტის სხვა სახეობებით: ფრენბურთით, კალათბურთით, რაგბით... იტალიის სარაგბო ნაკრების მატჩებს ვუყურებ, როცა 6 ერში ვასპარეზობთ. არიან მორაგბეები, რომელთა თამაშსაც გამოვარჩევ. ძალიან მომწონდა სერჯო პარისე, რომელიც არა მარტო იტალიური, არამედ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავია. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ რომელიმე მორაგბე გამოვყო.

- იმედია, 10 ივლისის მატჩის შემდეგ ფავორიტი ქართველი მორაგბეც გეყოლებათ...

- დიახ, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

ქუთაისელი
მოდი გავაკეთოთ ტურნირი სამხრეთელების თასი, სადაც იტალია, რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალიის გაერთიანებული ნაკრები და ჩვენ ვითამაშებთ. ისე გადავნაწილდეთ რომ ჩვენ და იტალია შევხვდეთ ფინალში. პირველი ჩავატაროთ ბათუმში. სანამ 6 ერში შევალთ, დაწესდეს, რომ ბოლო ადგილოსანი მიიღებს ამ თასის გათამაშებაში მონაწილეობას. მეორე დონის ქვექნები რომ გაუთამამდნენ პირველი დონის ქვეყნებს, ასე იქნებოდა შესაძლებელი. რას იტყვით?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა