10 ივლისს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ ისტორიულ ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, აჭარის ზღვისპირა დედაქალაქში სამდღიანი სარაგბო ზეიმი გაიმართება.

ქართული რაგბი გულშემატკივართა განწყობის ამაღლებას 8 ივლისიდან იწყებს. ბათუმის ევროპის მოედანზე 20 საათზე დაიწყება მიუზიკლი „გაყრა“, ასევე „ფანკ ბენდის“ და „მგზავრების“ კონცერტი, დღეს კი DJ გურული დაასრულებს.

იმავე ლოკაციაზე, 9 ივლისს 20 საათზე – road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე.

9-10 ივლისს დრამების შოუ მთელს ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს, 10 ივლისს კი ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან „ფრანების შოუ“ შედგება.

ამავდროულად, 9 ივლისს 11-იდან 20 საათამდე, ხოლო 10 ივლისს 11-დან 16 საათამდე, გაიმართება ტურნირები ქვიშის რაგბსა და ფრენბურთში, რომელშიც 14 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.

10 ივლისს 20 საათზე ზეიმის კულმინაციაა – დაიწყება საქართველოსა და იტალიის მატჩი, მისი დასრულების შემდეგ კი გულშემატკივარს სიურპრიზი ელის – მატჩზე მისული 6 იღბლიანი შინ დაუვიწყარი საჩუქრით დაბრუნდება, რადგან თამაშდება niu-ს ფირმის 3 ელექტრო მოპედი კომპანია „ავტოგალერი ჯორჯიასგან“ და შიაომის ფირმის 3 ელექტრო სქროლი.

რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ. ეს ლოკაციებია:

თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).

ყველამ ერთად გავიტანოთ ლელო!

rugby.ge

გიორგი
რაგბი ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდათელი გულით ვგულშატკივრიბ მაგრამ როცა 3 დღეში დინამო ბათუმი ასეთ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს,ნეიძლებოდა რაგბის სხვა სტადიონზე გამართვა.
კახაბერი
ბიჭებო -ბურთი არ დაუთმოთ,ე.ი. ფეხით არ გადაუგდოთ,არ აყვეთ,ხელით შეუტიეთ,შერკინებაში დაჩეჩქვეთ, ჯარიმები ააღებინეთ,რაქქბში აგრესიულად,აუტი,მოლი და ლელო ...ასე აჯობებს,ასე მოვიგებთ! როცა ეროვნულ ჩემპიონატს გავაძლიებებთ,100-ული მლნ-$-ის ფული ჩაიდება (ეროკავშირში შესვლისთანავე ეგრევე), სერიოზულად კონკურენტული გახდება... უკანა ხაზი მერე ათამაშდება ტოპ- ბის დონეზე!
ქომაგი
რა გჭირთ ბიჭო, რამ გამოგაშტერათ, ქართველები არ ხართ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ ითამაშებს მთავარია ბევრი მოგებები დაგროვდეს ფეხბურთშიც და რაგბშიც. არ შეიძლება ქართველბო ეგრე დაყოფა. ყველგან და ყველაფერში ერთი გულით უნდა ვუგულშემატკივროთ ნებისმიერ ქართულ კლუბს და ნაკრებს. წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!
გიორგი
უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს სად შეუძლიათ უყუროთ?
ილია
მოედანს ეტირება ყოფა. იმედია გამოცვლიან ბათუმის თამაშამდე
საქართველო
და დინამო ბთ-სლოვანი ყველას ჰკიდია?!მიდით იგუგუნეთ,დრო ატარეთ,ოღონდ ნუ იკვირვებთ ხოლმე როცა ფეხბურთელები ვერ იგებენ. ჩვენ ხომ დროს ტარება 1 ადგილზე გვიყენია.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში