ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" სანდრო თოდუამ, რომელსაც 2 ნოემბერს 37 წელი შეუსრულდა, 10 ნოემბერს "ოლ ბლექს XV"-ის წინააღმდეგ 115-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეკო კვირიკაშვილს გაუტოლდა.

"ბორჯღალოსნების" 35-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი - 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული და თოდუას მისი რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა გაისად ექნება, თუმცა ფრთის მოთამაშისთვის ეს თვითმიზანი არაა:

“ნაკრებში ჩატარებული თითოეული თამაში უდიდესი ბედნიერებაა და მოხარული ვარ ჩემი ქვეყნის სახელით ამდენი შეხვედრის ჩატარება რომ მომიწია. სიმართლე გითხრათ იმაზეც კი არ მიფიქრია 100 მატჩამდე თუ ავიდოდი. ეს თავისთავად მოხდა და ახლა არც იმაზე ვფიქრობ, გაისად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენი გავხდები თუ არა. როგორც მოხდება ისე იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მედგა და მენდობოდა” - ამბობს სანდრო თუდუა.

"ოლ ბლექს XV"-თან თოდუამ მოედანზე 80 წუთი გაატარა, ახლა კი გუნდთან ერთად იტალიაშია და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება:

“ოლ ბლექს XV"-თან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და მომენტებიც გვქონდა, თუმცა პირველი თამაშის სინდრომმა აქაც იჩინა თავი. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოც სურათი იცვლებოდა. ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და არ ვიმსახურებდით იმ შედეგს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა (13:31). რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, თანაბარი თამაში იყო და ანგარიშიც უფრო თანაბარი უნდა ყოფილიყო”.

“ახლა უკვე იტალიასთან თამაშისთვის ვემზადებით. სამშაბათი მთლიანად დაეთმო გასული შეხვედრის გარჩევას, დავაფიქსირეთ შეცდომები და გავიარეთ იტალიის ბოლო თამაში არგენტინასთან. შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ, უკეთ ავიღოთ მოედანი, შევუზღუდოთ სივრცეები, გვქონდეს უკეთესი კომუნიკაცია და მეტი წნეხი დავადოთ მოწინააღმდეგეს”.

იტალიას 2022 წლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველად ვერკინებით და მეტოქე არც მალავს, რომ შარშანწინდელი წყენისთვის რევანში სწყურია. ორი წლის წინ, "აძურას" ბათუმში ერთის წილ 3 ლელო გავუტანეთ და 28:19 დავამარცხეთ. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან. იმ თამაშში ერთი ლელო სწორედ თოდუამ მიითვალა.

“იტალია ბოლო წლებში სულ ვითარდება, ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ და დაძაბული თამაშის მოლოდინი მაქვს. ისინი კონტრშეტევებზე ცდილობენ თამაშს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბრძოლო დარტყმები შევასრულოთ, მეტოქე კარგად ჩავხუროთ და არ მივცეთ კონტრშეტევების წამოღების შესაძლებლობა. კარგად მახსოვს როგორი ნაწყენები იყვნენ ბათუმში განცდილი მარცხის შემდეგ და რევანში სწყურიათ. ისინი საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩვენის მხრიდან ძალიან მაღალი დონის თამაშს წააწყდნენ. ახლაც ვეცდებით, რომ ორი წლის წინანდელი შედეგი გავიმეოროთ და ამისათვის თავს არ დავზოგავთ”.

იტალიისა და საქართველოს შეხვედრა 17 ნოემბერს გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. სტადიონზე, რომელიც 33-ათასზე ოდნავ მეტ მაყურებელს იტევს, მრავლად იქნებიან ქართველი ქომაგებიც, რაც ჩვენი მორაგბეებისთვის დამატებითი სტიმულია:

“გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. ასე იყო ადრე, ასე არის ახლა და ასე იქნება მომავალშიც. 2018 წელს იტალიას ფლორენციაში ვეთამაშეთ. იმ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მახსოვს თანაგუნდელების ემოციები, როდესაც მათ ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით ქართველები და საქართველოს დროშები დაინახეს. ქომაგის მხარდაჭერა ძალიან დიდ ენერგიას იძლევა და მათი თანადგომა 17 ნოემბერს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება”.

Rugby.ge

Bs
აბა თქვენ იცით ბიჭებო! ვიცი რომ ემიგრანტები ქართულ სპორტულ საიტებს კითხულობენ და ყველა საიტმა უნდა წეროს წინა სამატჩო თემებზე, რომ ქომაგებმა მოასწრონ ბილეთებზე ზრუნვა და მომზადება გენუაში წასასვლელად.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | შემოდგომაზე იტალიაში
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
მიიღე პოზიტივი: "ბორჯღალოსნები" სამოაში სტუდენტებს შეხვდნენ [PHOTO]
მეოთხე ცენტურიონი "ბორჯღალოსნებში" - სანდრო თოდუა
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში