იტალიელი მწვრთნელი ეტორე მესინა "ლეიკერსის" ახალი მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბრაუნის კონსულტანტის მოვალეობებს შეასრულებს
ოფიციალურად დადასტურდა ცნობილი იტალიელი მწვრთნელის, ეტორე მესინას NBA-ში გადასვლა - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპეციალისტი კალიფორნიული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის მაიკ ბრაუნის კონსულტანტის მოვალეობებს შეასრულებს.

გაზეთი "კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ სერჯო სკარიოლომ "მილანის" ხელმძღვანელობას ორი კალათბურთელის შეძენა მოსთხოვა - "ნიუ ორლეანიდან" შემტევი მცველის მარკო ბელინელის და "მილუოკიდან" ფორვარდ კარლოს დელფინოსი. ორივენი თავისუფლები არიან, რადგან NBA-ში ლოკაუტია. სატრანსფერო ბაზარზე "მილანი" ძალიან აქტიურია - როგორც ჩანს, იქ სუპერგუნდს ქმნიან.

ევროლიგის მონაწილის - "ჟალგირისის" შემადგენლობა შეავსო მცველმა სონი უიმზმა, რომელმაც ბოლო სამი სეზონი NBA-ში "დენვერისა" და "ტორონტოს" შემადგენლობაში ითამაშა. გასულ სეზონში ამ კალათბურთელმა 59 მატჩი ჩაატარა (28 - სასტარტო ხუთეულში) და საშუალოდ 9.2 ქულა და 2.6 მოხსნა დააგროვა.

NBA-შიც შეიძლება მიბაძვით შედგეს გარიგებები. ჯერჯერობით არანაირი ტრანსფერი არ განხორციელებულა, მაგრამ საინტერესოა ერთი ინფორმაცია. "მაიამის" ვარსკვლავმა დუეინ უეიდმა შეიტყო დერონ უილიამსის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც თითქოს შეათანხმა ტრანსფერის დეტალები თურქულ "ბეშიქთაშთან" და თავადაც გამოთქვა "ბებერ კონტინენტზე" თამაშის სურვილი.

"ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდ ბრიტანულ გუნდებთან", - დაწერა თავის "ტვიტერში" "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდის რონ არტესტის აგენტმა. ეს კალათბურთელი ხან ფინეთში მიდის სათამაშოდ, ხან ბრიტანეთში... ყველაზე საინტერესო ის არის, სად ნახეს არტესტმა და მისმა აგენტმა ნისლიან ალბიონზე უმაღლესი დონის კლუბი?!

"ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა როჯერ მეისონმა Newsday-ის განუცხადა, რომ მას რჩევით მიმართა რამდენიმე სუპერვარსკვლავმა - ისევ და ისევ ევროპაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ როჯერმა ძალები მოსინჯა ისრაელის "ჰაპოელში" და საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში".

თუ მეისონს დავუჯერებთ, მისი გამოცდილებით დაინტერესდნენ ამარე სტაუდმაიერი, კარმელო ენტონი და კრის პოლი. როგორც ჩანს, არ მართლდება სკეპტიკოსთა პროგნოზები იმის შესახებ, რომ NBA-ის ვარსკვლავები არ მოისურვებენ ოკეანის გაღმა თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა