Managing Madrid-ი "რეალის" მეკარის პოზიციაზე წერილს აქვეყნებს და გიორგი მამარდაშვილის ვარიანტს განიხილავს.

საქმე ისაა, რომ ტიბო კურტუა კიდევ დიდხანს იქნება "რეალის" ძირითადი მეკარე, მის 23 წლის დუბლიორ ანდრეი ლუნინს კი თამაში სჭირდება. სწორედ უთამაშებლობის გამო მას საერთოდ არ იძახებენ უკრაინის ნაკრებში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გუნდის ფეხბურთელია და თანაც, გიორგი ბუშანი, რბილად რომ ვთქვათ, ეროვნულ გუნდში მთლად დამაჯერებელი არ არის. "ბლანკოსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მეორე გოლკიპერის საკითხთან დაკავშირებით პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

კურტუამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გუნდის 54 მატჩიდან 50-ში ითამაშა და ლუნინმა მიანიშნა, რომ ან მეტად უნდა ენდონ, ან სხვა კლუბში გაუშვან. შესაძლოა, მას თასის შეხვედრებში მისცენ შანსი, რაც პრობლემის გადაჭრა არ არის. ამიტომ გამოცემა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს და კანდიდატებს შორის ქართველს ასახელებს.

პრობლემის გადაჭრა: გიორგი მამარდაშვილი

"მისი სადებიუტო სეზონი "ვალენსიაში" შთამბეჭდავი იყო და ამ ზაფხულს კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი კარში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მართალია, ხანდახან შეცდომებისადმი მიდრეკილი იყო, თუმცა 18 ჩატარებული მატჩიდან 8-ში გოლი არ გაუშვა. ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს, რომ "რეალი" ამ ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს, მით უმეტეს, ლუნინი, ალბათ, მადრიდში დიდი ხნით დარჩება".

K
Kai raa shen gjera ro courtois dajdeba skamze da giorgi ikneba pirveli mekaree ?? Machine courtois 40 clis unda iyos mise rom moxdes
T.q
ბებიათქვენისამ რა მადრიდელებო ქართველები თქვენ მემგონი პენესივით უნახავები გგონიათ! გულზე არ დაგადგეთ მამარდაშვილის თადარიგობა! მომინდომეს აქ ტკბილი ფლავის ჭამა!
დ
რეალის დედაც გიო, არ გაგიჟდე და იქ არ გადახვიდე, შენი ადგილი საბოლოოდ იქაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ახლა არა შვილო, იყავი იქ, სადაც ახლა ხარ, ვალენსიამ გულში ჩაგიხუტა და ნდობა გამოგიცხადა, შენც უნდა გაუმართლო მათ იმედები, ცოტაც მოიცადე, დაამტკიცე შენი მაღალი კლასი და ვნახოთ, იქნებ კურტუა გახდეს სკამის მეკარე.
ტარიელ მაღალდაძე
ავტორს უნდოდა ეთქვა, მამარდაშვილის აზრზეა ანჩელოიოა, ან რეალიო, ანაც მადრიდში იციანო! მე სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე!

ამაზე გამახსენდა ტყიბულის მეშახტის მეკარე როინ თაბაგარი. უნიჭიერესი იყო, დინამოში ეხვეწებოდნენ და არ გადმოვიდა კონკურენციის გამო. შეიძლება სხვა პირადი მიზეზებიც ჰქონდა.
ალექს
23 წლამდელებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე შეიძლება სათადარიგო იყოს??? თუ გინდა რეალზე ათჯერ დიდი გუნდი იყოს,რა სისულელეა!
ჟორა გაბრიჭიძე
თავი და ბოლო ვერ გავუგე ამ წერილს, ანუ რისი თქმა უნდა ავტორს. ბატონებო, თუ ვინმეს გახსოვთ ერთ დროს საბჭოთა კავშირის ნომერ მეორე მეკარე ბელიაევი? არავის, რადგან მას უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, არადა ის მოსკოვის დინამოში და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ლევ იაშინის დუბლიორი იყო. ისე დაამთავრა კარიერა მოსკოვის დინამოს დუბლებში თამაშობდა და 2-3-ჯერ შეცვლაზე შევიდა ძირითადში. გახსოვდეთ, მეკარისთვის ჭიათურის მაღაროელის ძირითადში დამაში ჯობია, რეალისა და ბარსელონას სათადარიგოთა სკამზე ჯდომას.
ქართველი
ვიღაცამ უცხოურ საიტზე ნახა რაღაც ინფორმაცია , მისი ჭკუით გადმოაქართულა და აერია რამსები! წავაო მაგრამ არ წავაო! გაიგეთ თქვენა რა სიბნელეა ქვეყანაში?
Vasili
რა სტატია იყო მე მაინც ვერ გავიგე, რეალმა შეიძლება იყიდოს მამარდაშვილი, და თან სავარაუდოდ რეალმა ამ ტრანსფერზე მუშაობა არ დაიწყოს
ბადრი
არავითარი რეალი. მუდმივ სათადარიგოთა სკამისთვის იქნება განწირული. აღარავის არ ემახსოვრება მამარდაშვილი, როგორც არ ვიცოდით ლუნინის არსებობა.

რეალი კი არა, ხო, რა უნდა თქვა რეალზე პრესტიჟული, რამდენად ტიტულობანი და ძლიერი გუნდიც არ უნდა იყოს მეორე მეკარედ წასვლა არსად არ ღირს. 35 წლის მეკარეზე რომ იყოს საუბარი კიდევ ზო, მაგრამ ახლა იქ უნდა იყოს სადაც მუდმივი პრაქტიკა ექნება
Piper
ლუნინი თუ გარბის იმიტო რო შანსი არ არის კურტუას ამოგდების მანდ ვინმე ვეტერანი პენსიონერი თუ მივა თორე ახალგაზრდა ამბიციური კაცი რატო უნდა წავიდეს წლები სკამის სახეხად.
სოსო
რეალი ოცნებაა ყველა ფეხბურთელისთვის, თუმცა, არ მგონია, ამ ეტაპზე ღირდეს გიორგის გადასვლა უთუოდ სათადარიგო სკამისთვის იქნება განწირული.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო