ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებისას გია გეგუჩაძის გუნდმა "დავით აბაშიძეზე" წყალტუბოს "სამგურალთან" ისპარინგა და 6:0 გაიმარჯვა
"ზესტაფონი" სადებიუტო ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს, შაბათს კი გია გეგუჩაძის გუნდმა "დავით აბაშიძეზე" წყალტუბოს "სამგურალთან" ისპარინგა და 6:0 გაიმარჯვა. თამაშს 300-მდე ქომაგი დაესწრო.

"ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ჩემპიონებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს, შემადგენლობის დაკონკრეტება კი კლუბმა საჭიროდ არ მიიჩნია.

სამაგიეროდ, ცნობილია გოლების ავტორები: 38-ე წუთზე ანგარიში გიორგი ჭანკოტაძემ გახსნა, 42-ზე თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი "სამგურალის" კარში გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: საბა ლომია (48), ალექსი ბენაშვილი (59), კახა ალადაშვილი (85), შოთა გრიგალაშვილი (90).

როგორც ხედავთ, "ზესტაფონის" მთავარ გუნდს დაუბრუნდა კახა ალადაშვილი, რომელიც ფეროელებს ავსტრიულ შეკრებაზე არ გაჰყოლია და დუბლშემადგენლობასთან ერთად ზესტაფონში ემზადებოდა. მისი დარჩენის საკითხი ამ დროისთვის ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.

საკითხავი ისაა, შეიყვანენ თუ არა ალადაშვილს სამეორეეტაპო განაცხადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა