ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქემ "ისკრა-სტალის" 1:0 ძლევით მოლდოვის სუპერთასი მოიპოვა
პარასკევს "დაჩიამ" "ისკრა-სტალის" 1:0 ძლევით მოლდოვის სუპერთასი მოიპოვა. თამაშის შედეგი ოპერატიულად გამცნეთ, გუნდების შემადგენლობები კი მოლდოვურ ვებგვერდებზე მოგვიანებით გამოქვეყნდა.

უკვე იცით, რომ კიშინიოველებმა არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენეს, მათ შორის ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი. "დაჩიას" შემადგენლობა კი ასეთი იყო: მოშნიაგა, ატანაცკოვიჩი, ილიესკუ, პოპოვიჩი, პავლოვი (76. ნეჩაევი), ორბუ, ალომეროვიჩი (68. მიხალევი), გროშევი, მოლა, ბურსუკი, კრკოტიჩი (73. კოჟოკარი).

მატჩის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ "დაჩია" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. შეგახსენებთ, გამარჯვების გოლი ვასილი პავლოვმა გაიტანა მე-12 წუთზე. გამოკითხვის შედეგად კიშინიოვური კლუბის ქომაგებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გენადი ორბუ დაასახელეს.

სხვათა შორის, "ისკრა-სტალის" შემადგენლობაში საწყისი 46 წუთი ითამაშა 20 წლის სანდრო შუღლაძემ, რომელიც მანამდე უკრაინული "სევასტოპოლის" წევრი იყო.

სუპერთასის მატჩს დაესწრო მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, რომელიც "დაჩიას" საქომაგოდ ზესტაფონში მოჰყვება.

"საპატიო სტუმართა ლოჟაში პრემიერ-მინისტრის გამოჩენამ ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალიან გაახარა. კარგია, რომ ფეხბურთით ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი. ეს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას გვძენს", - თქვა ნამატჩევს ლევან კორღალიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა