ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სლოვანთან" დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა ორმხრივი შეტევებით, მაღალ ტემპში დაიწყო. დავითაშვილს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბრატისლაველთა მცველ აბენას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა, მომენტები არ იქმნებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. აჭარულ გუნდს მოწინააღმდეგის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა. დავითაშვილს გატანა მეკარე ხოვანმა არ დაანება, მერე ჯიღაურის კარგი გადაცემა ფლამარიონმა ვერ გამოიყენა. სტუმრებმა კონტრშეტევით უპასუხეს და შეცვლაზე შესული ზრმჰალის დარტყმულ ბურთს კუპატაძე დაეუფლა. 75-ე წუთზე ალთუნაშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია და არბიტრმა პენალტი ისევ არ დადო. ბოლოს „სლოვანმა“ ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა და დამატებითი დრო დაინიშნა.

104-ე წუთზე დავითაშვილმა მამუჩაშვილის პასი მიიღო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. 115-ე წუთზე ბარსეგიანის დარტყმული ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 123-ე წუთზე ვაისმა კუთხურიდან ბურთი ჩაახვია და კუპატაძის შეცდომის შედეგად გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - სლოვანი 1:2 (ძირ. დრო 0:0)

გოლები: 1:0 დავითაშვილი (104), 1:1 ბარსეგიანი (115), 1:2 ვაისი (123)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ვაწაძე 85), რეხვიაშვილი, აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 105), ტეიდი (ფალავანდიშვილი 85), ალთუნაშვილი (რადინი 113), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (ჯიღაური 62), დავითაშვილი, ფლამარიონი

სლოვანი: ხოვანი, პაუშეკი (რამირესი 106), აბენა, კაშია, მედვედევი (გრინი 114), კანკავა, კუცკა (მუსტაფიჩი 114), ჩაკვეტაძე (ბარსეგიანი 62), ჰოლმანი (საპონიჩი 46), ვაისი, ჩავრიჩი (ზმრჰალი 67)

grisho
პირველი ქართელია, ვინც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა(საფეხბურთო კლუბის დირექტორი).
o o n
კარგად ვიტამასეტ წავაგეტ ცუდატ იტამასეტ და მოიგეტ ხომალდიო ნაპირიო ვინარი ეს სსსსსსსსსსსსსსსსსსსს
papai
არც არავინ აკნინებს ბიჭების მონდომებას და გარჯას, მაგრამ ის რაც ბოლო წუთზე მოხდა გამართლება არ აქვს.. ეგ მომენტი უნდა შეიყვანო ვიდეოსახელმძღვანელოებში როგორ არ უნდა იდგე კუთხურის დროს.
სოსო
არავითარი უიღბლობა.ბათუმელებმა ზღვა ენერგია დახარჯეს ამ ორ მატჩში და მხოლოდ დაუნახავი უსაყვედურებს,არ ცდილობდნენო.გააკეთეს რაც შეეძლოთ,მაგრამ სლოვანის ფეხბურთელები უფრო ჭკვიანები და ტექნიკურები აღმოჩნდნენ.ვაისს,დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები,შესაბამისად საფეხბურთო აზროვნებაც გაცილებით უკეთესი აღმოაჩნდა,ვიდრე ჩვენ ბიჭებს.ჰოდა ისიც შეამჩნია,რომ კუპატაძეც და მცველიც წინ იყვნენ გასულნი და ჯერ არ ელოდნენ ჩაწოდებას.ამას ჰქვია საფეხბურთო ინტელექტი.ბათუმი მთელი თამაში უტევდა,მაგრამ სლოვანის დაცვა,კაშიას ხელმძღვანელობით,ახერხებდა,საჯარიმოში ბურთიანი თავდამსხმელის სახიფათო ზონიდან გვერდზე და კარისაგან ზურგით გამოდევნას.მეტოქისაგან განსხვავებით,თითქმის ვერ ვახერხებდით,კარისაკენ დაუბრკოლებლად დარტყმას.როცა მეტოქე დაცვაში დგას,ან შორიდან დარტყმებით უნდა დააწიოკო,ან დრიბლინგით და ან კიდევ კედლის გათამაშებით.სწორედ ასე გაგვიტანეს პირველი გოლი.მეორე გოლზე უკვე ვთქვი.იქ სათამაშო ინტელექტით გვაჯობა, ვაისმა.ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო ლაზარემ და დარწმუნებული ვარ,ასე ვეღარავინ მოატყუებს.თუმცა მისი შეცდომა იმის ბრალიც იყო,რომ დაცვის იმედი დიდად არ ჰქონდა.ეგეც არ იყოს, ბრატისლავაში რაც მაგან ბურთები აიღო,შესაძლოა ბათუმში თამაშს აზრიც აღარ ჰქონოდა.ჯერ კიდევ ერთი ორ წლის წინ,ზურიკო იმით გამოირჩეოდა,რომ საკუთარი საჯარიმოდან ბურთს დრიბლინგით წაიღებდა,მეტოქის საჯარიმომდე მივიდოდა,რამდენიმე კაცის მოტყუებით,მაგრამ იქ უკვე ძალები აღარ ჰკმაროდა და ამის გამო,იქ უკვე ან არაზუსტ პასს აკეთებდა,ან თვითონ ურტყამდა და კარგად ვეღარ ურტყამდა.ამის გამოსწორების რჩევა,მეც მიმიცია ამ საიტიდან და სხვასაც.ალბათ სპეციალისტებმაც ურჩიეს და ზურიკომ გოლების გატანა დაიწყო.ამ თამაშშიც მან გაიტანა,სწორედ ისე,როგორც დატვირთული დაცვის გადალახვის დროს უნდა გაიტანო.პასი მიაწოდეს და დრიბლინგის დროს დარტყმით,გახსნა ანგარიში.კიდევ ერთხელ დაარტყა,საჯარიმოს ხაზიდან,თუმცა არაზუსტად.საჯარიმოს წინა ხაზთან ბურთ მიღებულს, უნდა დაეწყო სწრაფი დრიბლინგი კარისაკენ და ან თვითონ დაერტყა,ან კედლით ვინმე სხვა გაეყვანა.ვერ ვახერხებდით ამას და მხოლოდ დაძაბულობაში გვყავდა დაცვა,მომენტებს კი ვერ ვქმნიდით.ხვიჩა იყო ამ თამაშის წამალი,მაგრამ აღარ გვყავდა და მორჩა.ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.ბათუმი გააგრძელებს გამისვლას და ღმერთმა ქნას,რაღაც ქულები იქაც აკრიფოს,იქნებ რეიტინგში რაღაც ქულები მაინც შევმატოთ,და სულ მთლად კატასტროფას არ მივადგეთ.ვისაც ქართული ფეხბურთის გუნდებისათვის ფული არ ემეტება,იმათ შოთი არველაძის ნაამბობს შევახსენებ.ინგლისის პირველობაზე,მეორედან პირველ ლიგაში გუნდი რომ გადადის,უკვე ამითი გამომუშავებული აქვს 230 მილიონი გირვანქა სტერლინგიო,თანაც თუ გამოვარდი,კიდევ სამი წელი გეძლევა ეს თანხა.საქართველოში რამდენია ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი?რამდენს იღებს საქართველოს ჩემპიონი?ზუსტად ეგაა სხვაობა.იქ როცა რაღაცა არ გამოდის,უფრო მეტ თანხას ხარჯავენ და პრობლემას გადაჭრიან,ჩვენთან იმ სამსახურს თუ კლუბს აუქმებენ(ასე იყო ძველი მთავრობის დროს) და ახლაც, ბევრი იგივეს მოითხოვს.უკვე ორი წელია ბათუმი თავს დებს მოედანზე,მაგრამ მარცხდება.მიუხედავად ამისა,გუნდს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ,რადგან ბიჭები გამოცდილებას იღებენ და თუ საქართველოში,კლასით ორი სამი მის ახლოს მდგომი გუნდი,სტაბილური დაფინანსებთ თუ შეიქმნა,უკვე ესეც კი,მოგვცემს სტაბილური პროგრესის საშუალებას.ძალიან სამწუხაროა,რომ ლოკომოტივი და საბურთალო,კრიზისში აღმოჩნდნენ,მაგრამ თითქოს ქუთაისს გამოუჩნდა პატრონი,წყალტუბოც გამოჩნდა,მაგრამ დაფინანსების არა სტაბილურობა,ყველაფერს არყევს და ანგრევს.დღეს უკვე თელავია გასაჭირში ჩავარდნილი და გუნდიდან ხალხი გარბის.მშვენიერი,ძალიან მებრძოლი გუნდი იყო.სტადიონების შენებაც თავის შედეგებს მოიტანს თანდათან და საფეხბურთო აკადემიების შექმნაც.მაგრამ ამას დრო უნდა და სწორი პოლიტიკის გატარება.სულ არ მინდა ახალგაზრდულმა გუნდებმა,დიდი გამარჯვებები მოიპოვონ,მათთვის მნიშვნელოვანია სკოლის დამთავრებისას კვალიფიციური ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოუშვას.ფიზიკურადაც,მენტალურადაც და ტექნიკურადაც სრულფასოვნად მომზადებულნი.აი მაშინ ნამდვილი პროგრესი გვექნება,თორემ 20 წლის ასაკში უკვე ნახევრად დაინვალიდებიბული ტალანტების გამოშვება რომ არაფერს გვაძლევს,წესით ყველა უკვე მიმხვდარი უნდა იყოს.აგერ ინგლისს მოვუგეთ,მაგრამ სად იქნებიან ორი წლის შემდეგ ინგლისელები და სად ჩვენი ფეხბურთელები?გამოჩნდება.
თემო
აბა "ვაი გულშემატკივრებო"! როგორც გჩვევიათ დაიწყეთ ეხლა, ფეხბურთელების ლანძღვა-გინებები, შეურაცყოფები და ასე შემდეგ. ბიჭებმა თავი დადეს და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ეხლა პირიქით არ უნდა დავწეროთ უარყოფითი კომენტარები და გავამხნევოთ გუნდი, რომ ისევ ჩვენ გამოვიყვანოთ ამ სტრესულ მდგომარეობიდან. აბა ფანები რისთვის ვართ, თუ ამ დროს არ დავუდექით გუნდს გვერდით?
ჯონი
საერთოდ ფეხბურთელი გრძელი თმებით არ უნდა ათამაშო,მთელი თამაში თმისგასწორებას უნდებიან.სწორედ გრძელ თმიანებმა წააგებინეს ბათუმის დინამოს
ჯონი
საერთოდ ფეხბურთელი გრძელი თმებით არ უნდა ათამაშო,მთელი თამაში თმისგასწორებას უნდებიან.სწორედ გრძელ თმიანებმა წააგებინეს ბათუმის დინამოს
პესიმისტი
აკი ქართული ფეხბურთი აღორძინდაო,რებლენდინგიო,ახალი სტადიონიო, ბათუმის მერიის დაოგანიზებული მაგარი ფანებიო, ტემპო- რითმო კომენტატორიო, ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაო, უმაგრესი ფეხბურთის მამებიო-კალა,კობი, ხიზანა,იაშკა,ყაველა და კიდევ თვალებში ნაცრის შეყრის მრავალი საშვალებების მიუხედავათ თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდა-ისევ მაჩანჩალები ვართ სამეზობლოში-აზერბაიჯანის გაბალამ კუდით ქვა ასროლინა პოლონეთის ჩემპიონს, სომხურმა პიუნიკმა კი თამაში შემოუტრიალა რუმინეთის ჩემპიონს დამატებით დროში და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩვენ კიდევ........
შაკო
ძალიან მწარე იყო ძალიან, კიდევ გონზე ვერ მოვსულვარ!
შაკო
კვარა რო ყოფილიყო ბრატისლავაშივე გადაწყდებოდა გამსვლელის ბედი ასე მგონია. კვარას ფანტაზია აკლდა მხოლოდ ბათუმს და განადგურებული იყო სლოვანი
ABCABC
ფუ რა, შტანგასთან 1 კაცი როგორ არ დადგა აი ფუ, მეტი რა დავწერო არ ვიცი. ესე რო წააგებ ამხელა ბრძოლის მერე როგორ გინდა დაგიფასოთ რამე, მოგებული თამაში წააგეთ. ტიპური ქართული სინდრომი გოლს გაიტან და ეშვები
ნოდარიკო
დიმა ობოლაძის დააფგრეიდებული ვარიანტია :) რაც იცის, იმას აკეთებს.

დაეტოვებინათ ცოტა ხნით მაინც კვარა. სლოვანთან მაინც ყოფილიყო
simartle
ბრავო ზუკა დავითაშვილს,საუკეთესო იყო,ყველაფერი გააკეთა გუნდს რომ მოეგო მაგრამ ვერ შეინარჩუნეს,დავითაშვილი კარში ვერ ჩადგებიდა,წარმატებები მხოლოდ დავითაშვილს პირადად,წადი ევროპაში სადმე რა გინდა ამ გაურკვეველ გუნდში..
არდილეს
ბარსეგიანი
₾ადო
ყველაზე ობიექტური კომენტარი!
papai
ჩემი 10 წლის შვილი დგება კუთხურის დროს კარის ძელთან და აქ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე… არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ სიბრიყვეს
დრაივა
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლაო იკითხება თითქმის ყველა კომენტში არა და ყველაფერი პირიქით იყო--ორი თამაშის მანძილძე მიუხედავათ თითქოსდა უპირატესობისა ვერ შევქმენით ვერც ერთი რეალური მრავალსვლიანი კომბინაციით გათამაშებული მომენტი, [ისეთი როგორიც სლოვანმა შექმნა გუშინდელი თამაშის მე-2 ტაიმის ბოლოს ან პირველი გოლისას ჩვენს კარში] 104 წუთზე გაგაქვს გოლი,რომელიც მხოლოდ ეზოს ფეხბურთის თამაშისას თუ გავა,რომელი მაღალი კლასის 3 მცველი შეაცილებდა ზურიკოს ასე საჯარიმოში ან რომელი თავმოყვარე მეკარე გაუშვებდა ასე მახვილი კუთხიდან დარტყმულს ახლო კუთხეში, ასე რომ გამართლებაზე საწუწუნო არაფერი გვაქვს,ისე პირველი თამაშიც გაიხსენეთ რამდენი 100-იანი მომენტი შეგვიქმნეს და ვერ გამოიყენეს. არ დანიშნულ პენლებს რაც შეეხება-საკუთარი ტანიდან ასხლეტილი ბურთი თუ ხელზე ხვდება პენალტი არ არის, მეორე შემთხვევაში ჯერ ეპიზოტი ხაზზე იყო და მეორეც შემტევი წამოედო მცველის დაფიქსირებულ ფეხზე და არა პირიქით.ასეთ პელნებს რომ ნიშნავენ საქართველოში მსაჯები ბათუმის სასარგებლოდ იმიტომაც.........კიდევ, პირველ ნომრად თამაშს რას ეძახით-გუშინ თუ რამე ხიფათი შეიქმნა სლოვანის კართან მხოლოდ კონტრშეტევით, აიღებდა ბურთს ფლამანიონი წავიდა ბოლომდეე... თავს არ აწევს სანამ არ დაკარგავს....აიღებდა ზურიკო წავიდა ბოლომდეე.....ისე ერთი კი გაუარდა ყარაულის თოფივიდ 6 ტაიმის განმავლობაში....ეზოს ფეხბურთია რაა, კარგად შეფუთული და საიმფორმაციო მხარდაჭერით....
წაიკითხე ხმამაღლა
პროფესიონალიზმის ნაკლებობა,უსუსტესი ჩემპიონატი და კიდე დაველოდოთ მომდევნო წელს,მერე ისევ თავიდან.

მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე - ფიზიკურად ბოლომდე ვერ გავძელით და რაც არ უნდა ვეცადო მეკარის დადანაშაულებისგან თავი შევიკავო, არ გამომივა - კრიტიკულ მომენტში როცა გიტევენ, მეტი ყურადღებაა საჭირო. კუთხურის დროს არც დამცველი იდგა ძელთან და თვითონაც უაზროდ გამოვიდა წინ. იმან ეს ყველაფერი მშვენივრად დაინახა - დაბალი დაარტყა და არც ვინმეს შეხებია. ასეთ სიტუაციაში დეტალები იგებს თამაშს. პირველი გოლის შემდეგ უკვე მეორე ნომრად ვთამაშობდით და ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქის მხარეს იყო.
ილიავარ...
ხო არ ჯობდა კარში ნავალოვსკი ჩამდგარიყო და ძელთან კუპატაძე?
გია
დასანანი მარცხი იყო, ამდენი შრომა ბოლო ათ წუთში გავატანეთ წყალს. მსაჯმაც გაგვწირა ორი პენალტი არ მოგვცა. მადლობა ბათუმელებს იბრძოლეს და ბრძოლაში დამარცხდნენ.
ავაზა
მინდორზე თამაშობდა ორი საშუალოზე დაბალი დონის გუნდი. აბა სხვა რა უნდა თქვა, 120 წუთის განმავობაში კარში წესიერად რომ ვერ დაარტყავ. მითუმეტეს იყო ამის შესაძლებლობები. გოლები კი სამივე კურიოზი იყო. ეს კომენტატორები კი რა საშინელებაა, განსაკუთრებით ვინმე ნოდარი, საშინელი ხმით რომ წრიპინებდა და "ბოცმანის" ტერმინოოგიით გველაპარაკებოდა. პირვეი ტაიმის მიწურულიდან, ტელევიზორს ხმა გამოვურთე. უთხრას ვინმემ რომ საზარელია მისი ხმის ტემბრი და ისტერიკული კივილის მსგავსი, ტელემაყურებელისთვის.

კი ბატონო, ნამდვილად დასანანი მარცხი იყო და ბათუმი ნამდვილად გამორჩეული გუნდია საქართველოში, მაგრამ ემოციების გარეშე რომ ვთქვათ ფაქტები, ქართულმა ფეხბურთმა მორიგი ფიასკო განიცადა, კიდევ ერთხელ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ, კიდევ ერთხელ წავაგეთ ბოლო წუთზე ოღონდ ეხლა უკვე კუთხურიდან გავუშვით და ა.შ. როდემდე ეს წარუმატებლობები, როდემდე?!
qomagi
თუთაშხია მართალი ხარ ის თავისუფალი დარტყმის მომენტი მეც მახსოვს და კომენტატორებიც მართლა მარჩიელობდნენ დაარტყამდა თუარა.ისიც მართალია,რომ ხელოთ თამაშის დროს არ იყო პენალტი დასადები,მაგრამ მეორე პენალტის საკამათო ეპიზოდში 100 პროცენტიანი პენალტი იყო.
მოსეხონელი
მადლობა ბათუმს მადლობა მთელ აჭარს მეამყებით.ეს თამაში არც ვაის მოუგია და არც სლოვანს ეს თამაში უბრალოდ ჩვენ წავაგეთ ცოტა უიღბლობითაც.ასეთი რამეები ქუჩის ფეხბურთში ხდება.ასე გამარტლება.გაითიშა წამით გუნდი ბოძთან კაცი ვერ დააყენეს.
იკა
ერთი 2-3 წელი ესე განვითარდეს ბათუმი, როგორც ყარაბაღი განვითარდა და გადავხსნით ესეთ უბრალო გუნდებს. სლოვანის ფანი რომ ვიყო ესეთი გოლებით არც გამიხარდებოდა. იღბალზე დამოკიდებულება ყოველთვის არ ჭრის.
ლეო
ორ თამაშში რომ გადაგივლის მსაჯი და მაინც მოიგებ ასეთი დონის გუნდები სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს, ისე რომელი ჩვენი"მეგობარი" ევროპის ქვეყნიდანაც არ უნდა ყოფილიყო მსაჯი ყველა ასე გვექცევა!!, სწორი დასკვნები არა მარტო გუნდმა უნდა გააკეთოს, საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეციო!!!
გფფ
არა შეჯდა მწყერი ხესა.
მამუკა
ვინ ასწავლა ამათ კუთხურის დროს ასე განლაგება? ჯერ მეკარე სად იყო გამოსული და მერე ფლანგის მცველმა ახლო ძელი რომ უნდა ჩაკეტოს ტელევიზორში მაინც არ უნახიათ
ika
ერთია რო წააგებ და მეორეა ესეთი ტუფტა გოლებით რო წააგებ. სიტი-რეალი იყო რა სუფთა. მარა სლოვაკეთის ჩემპიონს რო ესე ამ დონეზე აჯობებ ყოჩაღ.
ვახო
ეს ხალხი გადაგრევს! გასაკრიტიკებელი არ უნდა გააკრიტიკო? ცარიელ კარში დაარტყმევინეს, კუთხურის დროს ერთი ფეხბურთელი დგება 9 მეტრში, მეორე კარის ძელთან და მეკარე კი კარში! ვინც თქვენ ფეხბურთელობა დაგაბრალათ!!! თფუი!

100%. ვაი რომ ბევრი არ ფიქრბს ასე???

გაჩერდი ერთი თუ კაცი ხარ, რავა სულ ტოტალიზატორი გელანდებაო. კარი ცარიელი დატოვეს მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთზე??? ნუთუ ვინმეს გჯერათ, რომ ეს მოხდა შემთხვევით?
გიორგი
ნამდვილად არ ეყოთ რესურსი, მაგრამ როცა ტელევიზორში კუთხურის ჩამოწოდების დროს კარის ხაზიდან წინ გასულ მეკარეს და კარის ხაზს შორის ცარიელი არე დავინახე გავიფიქრე რომ ვაისი გამიყენებდა ამ ვითარებას და ისემც აგიხდეთ. ერთი სიტყვით ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ათასობით ლარს რომ იღებ, შენ გაზმორებას არ უნდა გადააყოლო კონკეტული მატჩი და გულგახეთქილი გულშემატკივარი.აბა თქვენ იცით ქართველო ჟურნალისტებო არაფერი თქვათ კოკრეტიკაზე
simartle
შემეცოდა ბათუმი ბევრი კარგად იმუშავეს და მოსაგები თამაში იყო აქაც და იქაც ორივე. ვერ იტყვი რომ მონდომება აკლდათ და არ ირბინეს. ყველამ ბევრი სამუშაო შეასრულა და დიდი მადლობა ყველას. გულშემატკივერებსაც ვინც სტადიონზე იყო და ვინც ინტერნეტით უყურებდა სხვადასხვა ქვეყანაში. რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ თამაშიდან? - გუნდმა ორი თამაში პირველ ნომრად ითამაშა საქებია. სამწუხაროდ გოლი არ გავიდა და მიზეზი მართლაც კარგი ცენტრალური თავდამსხმელის არ ყოლაა. კვარას წარმატება ნაპოლიში, გუნდს დაეტყო და მისი შემცველი ბევრიც ვერ იქნება და ვერ გადაეწყვნენ წინა ხაზში ჯერ ჯერობით რომ ცოტა მეტი გოლები გაიტანონ, მომენტები იქმნება მაგრამ დამთავრებითი ფაზა მოიკოჭლებს. ამას გარდა როგორც გოლი გავიდა იმ წამსვე დაიწყეს იმის შენარჩუნებაზე ფიქრი და ბურთის უკან გორავი და შემდგომ უაზროდ მოგერიება რამაც გამოიწვია ეს ორი გოლი. და ძურიკოს არ სჭირდებოდა იქ ყვითლის მიღება და ზუსტად ამის გამო დაისაჯა გუნდი. შემდგომ მეორე გოლი ყოჩაღ ვაისი გამოცდილებამ გაატანინა ეს ბურთი, მაგრამ საკვირველი ის არის კუპატაზე ნაკრების მეკარეა და პირველ ბოზთან თავდამსხმელი როგორ არ დააყენა? და თვითონაც რატომ იყო ასე წინ გამოწეული? ჯერ ჩამოწოდებული ბურთის ტრაექტორიაც არ იყო განსაზღვრული და კუთხურიდამ მაში უნდა რეაგირებდეს მეკარე როდესაც ტრაექტორიას ხედავს და მაშინ უნდა წყვეტდეს ასე წინ გამოსვლას და არა ცარიელი კარის დატოვებას. მე მიკვირს რომ ამ დონეზე ესეთი შეცდომები დაუდევრობით ხდება. Aსე რომ გოლს რომ გუნდი გაიტანს დამატებითში და მოგება მართლა თუ უნდა იგივე თამაში უნდა გაეგრძელებინათ, რადგან შლოვან ბურთი საერთოდ არ ჰქონდა თითქმის, გოლის მერე ვაისები ვაბანკზე წავიდნენ და მიაღწიეს დასახყულ გეგმას. ასე რომ მწვრთნელები სცოდავენ ბევრჯერ თამაშის უაზროდ შეცვლისთვის. ბურთი დაიჭირე და შეუტიე ისევ როგორცვ მთელი თამაში რადგან მოწინააღმდეგის მთელი გუნდი შეტევაში ვეღარ გადმოვა და ბურთიც იმდენად არ ექნებათ რომ შეძლონ. თექნიკურად ბევრად ჩამორცებოდნენ დინამოს ფეხბურთელებს. ასე რომ ითამაშეთ ფეხბურთი ბოლო სასტვენამდე. ერთი გაკვეთილი კიდევ და ვიტყოდი ისევ და მერამდენე? სამწუხარო მაგრამ რეალობაა. მადლობა ბათუმს და ბათუმის დინამოს.
არტ
არ იყო წასაგები თამაში ნამდვილად. ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა. რაც შეეხება ბოლო ხუთ წუთს- გამოუცდელობის ბრალია. გამოცდილი გუნდი ასეთ შემთხვევაში "თამაშს კლავს" ბურთის მაქსიმალურად დაჭერა, გვერდზე და უკან პასები, ჯარიმები მეტოქის ნახევარზე, აუტები და ყველანაიეად ხელის შეშლა, რომ მეტოქე შენი საჯარიმოდან მაქსიმალურად გაწიო. ამას გამოცდილება, ფიზიკა და კარგი ნერვები უნდა.რაც დღეს მოხდა არ უნდა გახდეს გუნდის მორალურად გატეხვის მიზეზი. პირიქით , კონფერენც ლიგაზე აქვს სათამაშო გუნდს. იმ კონფერენც ლიგაზე, რომელსაც ძალიანაც სერიოზულად მიუდგნენ მაგარი ევროპული გუნდები, თუნდაც იგივე მაურინიოს " რომა". ბოლობოლი ასეთი რამ ფეხბურთში ბევრჯერ მომხდარა მანჩესტერი ბაიერნის ცნობილ თამაშს რომ თავი დავანებოთ, ლამის სამტაიმნახევარი არ დაარტყმევინა კარში პსჟ-მ რეალს, უპრობლემოდ იგებდა თითქოს და ბოლოს რაც დაემართა კი ვნახეთ. ასე რომ ბიჭებო გაანალიზეთ ეს მატჩი, რაც გამოსასწორებელია გამოასწორეთ და დაივიწყეთ. წინ ახალი გამოწვევებია და აბა თქვენ იცით!
Qomagi
Madloba bichebs bdzolistvis da tavdadebistvis ,shecdomebs rac sheexeba satadarigo skamis sigrme dagvaklda tavdamsxmelis moyvanas shua mcveli an sayrdeni zona gaedzlierebinat ase mwire resursebit shors ver waxval .fexfurti sprinti ar ari maratonia da yvelafristvis mzad unda iyo 7 kaci gvyavda zamenianad metoqes 12 ,gamocdilebac meti qondat rogorc bolo wutebze gamochda,shecdomebze unda viswavlot
ზურა
120 წუთი თამაში ძალიან სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს და საქართველოს ჩემპიონატის გუნდისთვის ხომ მით უფრო ბოლო წუთებზე ძალიან დავიღალეთ აშკარა იყო კონცეტრაცის დაკარგვა და დაღლა და სლოანის გოლი იყო 100% ვაისის ინდივიდუალური ოსტატობის და გამოცდილების ხარჯზე გაკეთებული გოლი და ჩვენი მცველების და მეკარის შეცდომის შედეგი ესაა რომ თამაში უკვე მორჩენილი გგონია და დაკარგე კონცეტრაცია ყველა უკვე ფიქრობდა პენლებს ვინ დარტყამდა და მოულოდნელად იღებ გოლს გამოუცდელობა და სამწუხაროდ დაბალი კლასი რაც ჩანდა მთელი მატჩი ზედმეტი ინდივიდუალიზმი თუმცა ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა მსაჯობა იყო საშინელი ორი აშკარა პენალი არ დადო მსაჯმა და დარწმუნებული ვარ მეორე მომენტი რაც იყო სუფთა პენალტი და იქ რომ გაგვეტანა საერთოდ სხვა თამაში წავიდოდა აუცილებლად გავიმარჯვებდით ასევე მოხდა შარშანაც სივასპორთან.
912
სხვას რას ველოდით როცა ეროვნულ ლიგას "კრისტალბეთი" დავარქვით და არენას "აჭარაბეთი" ... შედეგიც შესაბამისი "აზარტული" დადგა გააგრძელეთ ყველა ჯიშის "....ბეთებო" "ქვეყნის შენება"...
დათა თუთაშხია
საკუთარი ფეხიდან რომ გხვდება ბურთი ხელზე, აღარაა ეგ პენალი არსებული წესებით. ბოლომდე ამ კომენტატორებსაც ნუ უსმენთ, წესები ხომ არ იციან (წინა თამაშში თავისუფალი დარტყმის დროს იმას რომ მარჩიელობდნენ, კარში პირდაპირ დაარტყამდა თუ არა, ეგ მომენტი მახსენდება ყველაზე მეტად), სამწუხაროდ დანახულის აღქმის პრობლემაც აქვთ (გამეორებაზე ნახეთ, გამაშების ფერით მიხვდებით, ვისი ფეხი იყო, ჩვენსას საერთოდ არ გაუწევია ბურთისკენ ფეხი).
ზურა
ძალიან დამწყდა გული პირველი ეტაპი რომ გადაგველახა და დაუშვათ მე 2 დან ან მე3 დან რომ გამოვარდნილიყავით იმდენად არ დამწყდებოდა გული რადგან უფრო მეტი შანსი დაგვრჩებოდა ან კონფერენც ლიგაზე ან ევროპალიგაზე მოხვედრის პირველივე ეტაპზე გამოვარდნა ნიშნავს იმას რომ კონფერენც ლიგაზე ამ სლოანზე არანაკლებ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება და ლეხი ნამდვილად არ არის საჩუქარი პირიქით პოლონეთს ერთ ერთი საუკეთესო გუნდია და რახან ყარაბახთან წააგეს ეგ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენთანაც ასე ითამაშებენ.
gio
მსაჯმა სუფთა პენალი არ დადო ორჯერ აშკარა მიკერძოვებული მსაჯობა იყო და რაც შეეხება შედეგს 120 წუთი თამაში სრული ყურადღებით და კონცეტრაცით ვერ შეძლო ბათუმმა სლოანს უბრალოდ გაუმართლა ბოლო წამებზე კუთხურიდან ასეთი გოლი 100 ში ერთხელ გადის.
ისიდორე
საქართველოს საკლუბო ფეხბურთის მორიგი ფიასკო
კახა
დარწმუნებული ვარ იმ ორი არდანიშნულ პენალტს სლოვანს დაუდებდა ის ნაბიჭვარი პორტუგალიელი მსაჯი...მაგრამ ეს მარცხი მარტო მსაჯის ბრალი არ იყო..
Quta
ფეხბურთი ქვია ფეღები არა ფეხები!!!
Vasili
კარგით რა , იმის ბრალი ამის ბრალი, ზოგმა ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, გუნდის პრეზიდენტს თამაშოს მერე ეტიროს ეს პირველად ვნახე საქართველოს ჩემპიონატში, დაუშვებს შეცდომები რათქმაუნდა, მსაჯმაც თავისთავად და რაც მთავრია ფირტუნამ სლოვანის მხარეს დადგა, ძელთან რო კაცი უნდა დადგეს ეს უბნის ფეხბურთშიც კი იციან , მითუმეტეს ბოლო წუთზე, კუპატაძე ალბათ ასეთ შეცდომას კარიერის მანძილზე აღარ დაუშვებს, მარა ლანძღვა ამ ფეხბურთის მერე რაც დღეს ვნახე ძალიან არაადეკვატურია და ალბათ ძალიან პატარა ასაკის ადამიანები ილექსებიან ან ისეთები დღეს რო უყურებს ფეხბურთს პირველად, საერთოდ რა ტურნირი იყო ეგეც რო არ იციან, ზოგს მსოფლიო ჩემპიონატი ეგონა და ესეთი კაცი რო კომენტარს დაწერს, პრონციპში არ უნდა გაბრაზდე/ ერთი ის მაკვირვებს ზოგს რატო გაუხარდა , დავიჯერო ფული ედო და ეს ყველაფერი წინასწარ გამოიცნო??
მ.მ
მეკარე აყენებს ფეხბურთელებს ძელთან ცნობისთვის, ან წინასწარ არის დამუშავებული ვინ სად დგება. ესენი სავარაუდოდ გამოიფიტნენ და აერიათ თავგზა
Gio
კარგი თამაში იყო..მაგრამ ორი აშკარა პენალტი არ დადო...ეხლა არ დაიწყოთ ყველას უნდა აჯობოვო აშკარა პენალტი არ დადო 99%.ფსიქოლოგიაზე გინდა არ გინდა მპქმედებს
ილია
არაუშავს. ასეთ გუნდებთან თამაშით იხვეწები. შეცდომებს ყველა უშვებს. მთავარია ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და გავაანალიზოთ. -- თავს მაღლა, გაშლილ ხელში რომ ხვდება ბურთი მცველს ეგ სუფთა პენალტია. თვალში მაკლია და მე დავინახე აქედან და მსაჯმა როგორ დახუჭა თვალები მაგაზე? ჯერ რას ჩეხაობდნენ 1 ტაიმში, და არავის აძლევდა ბარათს და ჩვენ 19 წამზე გაგვაყვითლეს იქ.
მ.მ
უდისციპლინობის ბრალია, სტადიონზე 2ჯერ უკვე ვერ დავჯექი ჩემ ადგილზე, ვიღაც ბრბო ზის, განსაკუთრებით “ქომაგების” მიმდებარედ. ეს უდისციპლინობა ცხოვრებისეულია და ყველგან იჩენს თავს. როცა არ გვიმართლებს ასე მგონია მეოცე საუკუნის ცოდვების გამო ქართველმა კაცმა ძნელად რო გაიხაროს…
T.q
ეხლა კონფერენს ლიგა ვნახოთ რას იზავენ ბიჭები იქ თუ მოხვდნენ ჩვენი დონისთვის ეს ლიგაც საკმაო გამცდილებას მოგვცემს. და თუ წელს ისევ მოიპოვა ჩემპიონობა დინამომ დარწმუნებული ვარ მომავალ წელს უფრო გაზრდილი და ბევრად ძლიერი იქნება დინამო ვიდრე დღეს ვიხილეთ დავითაშვილი აზაროვი რეხვიაშვილი და ჩაბრაძე ბრავო საერთოდაც ყველამ ძალიან კარგად ითამაშა თუმცა არაუშავს ამ მარცხმა უნდა გაზარდოს და გააძლიეროს ბიჭები.
ელგუჯა
გამახსენდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბაიერნის" წაგება "მანჩესტერთან", თამაშის ბოლო წუთებში.ისე,ვიდეო რეფერი უნდა იყოს,ასეთ მატჩებზე.
T.q
გეთანხმები მას ეხლა ჩვენი მხარდაჭერა ნამდვილად ჭირდება შესაძლოა მან ვერც კი წარმოიდგინა რომ მეტოქეს ამხელა ინტელექტი და კლასი ეყოფოდა რომ ასე პროფესიონალურად ემოქმედა. ამის შემდეგ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს კაცი ასეთ მარტივ შეცდომას აღარასდროს დაუშვებს კარიერის განმავლობაში.
KOSTAKURTA
ეჰ მეკარე მეკარე.... ასეთი უპატიებელი შეცდომა ყურადღების მოდუნებისა და გამოუცდელობის ბრალია. რას ვიზამთ, შეცდომებზე სწავლობენ.
T.q
აიი შენ რომ "ფეღბურთს" უყურე და ჩვენ ფეხბურთს იმკტომ არის რომ გამოგაქვს მასეთი ჭკვიანური "საფეღბურთო" დასკვნა!
გოგა
კარიუსპატაძით ლივერპული ინტერესდებაო გაგიგიათ რამე?
რაბუ
ზალცბურგმა 10ჯერ წააგო მაგრამ ბოლოს მაინც შევიდა ჯგუფურზე. შეცდომებზე ვსწავლობთ მაგრამ მიზნამდე მივალთ მჯერა. გულს ნუ გაიტეხთ უკეთესი მომავლის იმედით
T.q
აუუუუ მოდი რაა. შენისთანა ხალხის მე ვერ გამიგია რა მოიგებენ და აუუ ცაში ააფრენთ ყველას და ყველაფერს წააგებენ და ისეთი პირით ილანძღებიან და უკმაყოდილოები არიან რო აიი შეგძულდება ყველაფერი თამაშს უყურე საერთოდ რა მოხდა??? არ გააწყალა ამ ღვარძლიანმა ხალხმა გული ბიჭო ბოლოსდაბოლოოს?!!!!
დრაივა
ეს იცის გადაჭარბებულმა ბაქი-ბუქმა და არაფრით გამორჩეული ფეხბურთელების გაფეტიშებამ.კი ბატონო ჩვენს ჩემპიონატში მაგარი გუნდია, მწრთნელიც ქაჩავს,მაგრამ ევროტურნირებზე კი გამოჩნდა რა დონის გუნდიცაა, ორ თამაშში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ბოლოს და ბოლოს სლოვანის დონის გუნდი ბოლო 5 წუთში პრინციპულ თამაშს რომ შემოგიტრიალებს ან რა გუნდი ხარ ან რა მწვრთნელი. ასე რომ ჩვენი ფეხბურთის ვითომდა აღმავლობა და ვითომ რებლედინგი მოჩვენებითია. სხვათა შორის ნაკრებსაც იგივე ელოდება, როდესაც გადამწრვეტი, აუცილებლად მოსაგები თამაშის დრო მოვა.
დდდ
შენით მოიფიქრე???

კარები ცარიელი დატოვეს მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთზე??? ნუთუ ვინმეს გჯერათ, რომ ეს მოხდა შემთხვევით?
სინქრონული ცურვის მწვრთნელი
დროის გაყვანა და უაზროდ ყრუ დაცვაში ჩადგომა დასჯადია თანამედროვე ფეხბურთში... განსაკუთრებით მაშინ, როცა საამისო კლასი და გამოცდილება არ გაგაჩნია და საკუთარი თამაშის სტილს ღალატობ...
odala
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა, თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა :)
დავით 67
5 წუთში წააგო გუნდმა,მოგებული თამაში. ვფიქრობ ასე დროის გაყვანა არ შეიძლებოდა. არადა ბათუმი აშკარად სჯობდა მთელი თამაშის მანძილზე. კუპატაძე კარგი მეკარეა,მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. არ ვიცი მოკლედ,მაგარი გულდაწყვეტილი ვარ. ძლიერებს უმართლებთო რომ ამბობენ, სულ პირიქით მოხდა დღეს. ამინდი, სტადიონი, ხალხის დიდი მხარდაჭერა, კარგი თამაში ბათუმის და კიდევ სლოვანის მოგება??? ვაისს რატომ მაკედონიასთან არ გაგიმართლა ასე!
Anjelo
არაა ჩვენი საშველი სულ რაღაც გვაკლდება და ეს რაღაც ალბათ მაინც კლასი და გამოცდილებაა ფიზიკასთან ერთად რისი სერიოზული დეფიციტი კომპლექსურად გვაქვს მთლიან ქართულ ფეხბურთს ხან მეკარე გამოდის 15 მეტრით წინ კუთხურის დროს და მეტოქე პირდაპირ ალამიდან გვიხოვს კარში და ხან მცველი ბურთის ამოტანის მაგივრად ამ ბურთს მის კარისკენ აკრუბატულად ისე ურტყამს რო მის მეკარეს შანსს არ უტოვებს ჩაო ევროპა ... კონცენტრაციის დაკარგვა ეს რა არის სხვა თუ არა კლასის დეფიციტი , ამდენი პერმანენტული შეცდომები სხვა რას დავაბრალოდ აბა მეგობრებო ? ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს დიდი ეჭვი მაქ რასაც კულუარებშიც ადასტურებენ ბათუმიდან წავა თან ამ გულაცრუების ფონზე 3-4 დამრტყმელი ძალა და დავა მეორე დინამოს ლეველზე ესეც, სანამ მინიმუმ 3 ძლიერი გუნდი არ გვეყოლება მინიმუმ 10 მილიონ $ ბიუჯეტით მაგ: ტორპედო , დინამო , და ბათუმი . რაიმე პერსპექტივაზე და რაღაც საფეხბურთო რენესანსის მითოლოგიურ თავის მოტყუებაზე იქნება ისევ ის ხალხი და თავის თავს დააჯერებს ჩვენი ფეხბურთი წინ მიდის და დღითი დღე ვითარდებაო , მაგრამ ამ დროს სამივე გუნდმა პირველივე ეტაპზე დაუქნია ევროტურნირებს ხელი. ჩახედავ უეფას საკლუბო რეიტინგს და გული გაგისკდება ადამიანს სადაც საწყლადაა ეროვნული ლიგა 53 ევროპულ ქვეყანაში საპატიო 45 ადგილზე და ჩვენს უკან მხოლოდო ანდორა სან მარინო უელსი და მსგავსი სამოყვარულო ჩემპიონატებია სადაც ნახევარზე მეტი ეს გაცვეთილ ფრაზიანი მეთევზეები ფერმერები და პოლიციის შერიფები აგორებენ ბურთს და ეს ვაი რომ სიმართლეა , ვაი ჩვენ თავს ... და თუ ვინმე ამას წარმატებად თვლის ის ფეხბურთისაგან ისეთივე შორს ყოფილა როგორც გობის უდაბნო და არქიმედეს გალაქტიკა.
roma
მსაჯი არაობიექტური. ალბათ ორიდან ერთი პენალტი უნდა დაედო. პირიქით რომ ყოფილიყო და ბათუმის ფეხბურთელს მოხვედროდა ხელზე და ისე წაექცია როგორც ალთუნაშვილი წააქციეს ორივეს პენალტად დადებდნენ. ასე რომ ბიჭებს ნურაფერს დააბრალებთ. თქვენს საქმეში რასაც აკეთებთ დაფიქრდით ვინმემ რომ თქვენ ძირს გითხრიდეთ და ზურგში დანას გირტყამდნენ შეცდომას არ დაუშვებთ? ნერვების თამაშში დამარცხდნენ ბიჭები და არა ფეხბურთში. ყოჩაღ ბათუმს თითქმის მოუგეს უეფას. სადაც პირველ მატჩში კაცი გაგვიგდეს არაობიექტურად და მეორეში ფაქტიურად დინამო უეფა თამაშობდა და სამწუხაროდ უეფამ მოგვიგო და არა სლოვანმა. წინ დინამო.
ამ გუნდს მეტი შეუძლია
ვფოქრობ გეგუჩაძე შეცდა. არ ვამბობ რომ ყველაფერი მაგის ბრალია მაგრამ როდესაც გუნდს 105 წუთი ყველაფერში ჯობიხარ, როგორ შეიძლება დაცვაში ჩაჯდე და თან როგორ, სამი თავდამსხელით (დავითაშვილი, ვაჭაძე და ფლამარიონი) ბურთის გაკონტროლება უნდა გვეცადა ყველა ვარიანთში რაც არ ისე ურიგოდ გამოგვდის
juve
admin komentari daidos
მარგალი
ყოჩაღ, ყველას დინამო ბათუმის გუნდის წევრებს მაგრად ითამაშეს. ბევრი ემოცია იყო, მაგრამ რას იზამ. ოჯახის წევრებს, პორტუგალიის ჰიმნის მომსმენლებს და გულზე ხის დამდებებს მო..... დედაა. ბო. შვილი მსაჯი. იმას ვინც აამსაჯებს იმის ოჯახი, გვარი და სის,ლი.....
batumi
ვაწაძით რო გაძლიერდები და ლიგაზე გასვლა გინდა რაღა გინდათ ბიჭო წადით ეთამაშეთ სამგურალებს
David
Realma wels ro moigo liga eg ara marto fexbutis mcodne aramed ubralod moyvarulic xvdeba tu ra xdeba da vin wyvets mogeba wagebis saqmes, dges rac moxda es ukve metis metia nateli mohfina yvelafers. Agar gvinda totalizatori........
რა უნდა ქნა
შარშანაც მახსოვს დინამო ბათუმი სივასპორთან რომ იგებდა ბათუმში და როგორ წააგეს ბოლო წუთებში, თითქმის იგივე სცენარი განმეორდა. სამუშაო აქვს ამ გუნდს როგორ უნდა შეინარჩუნონ მოპოვებული უპირატესობა, განსაკუთრებით საკუთარ სტადიონზე, თორემ არაფერი არ გამოვა და ჩაიყრება წყალში მთელი შრომა.
რაბუ
დავიღალეთ რა მერამდენედ?!!! არ კმარა ხო ხედავთ ლიგაზე ეს დონე და ტყუილა ვიშლით ნერვებს. აქ სხვა გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელი გინდა ჩვენ კიდე თავს ზემოთ ვხტებით რაც არ კმარა. იღბალი ხო არასდროს არაა ჩვენ მხარეს. დიდი ფინანსებია საჭირო და ძალიან გთხოვთ ილუზიებს ნუ ვიქმნით ამ შემადგენლობით. ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს ოთხჯერ და ხუთჯერ და მოვიდნენ კვალიფიციური ფეხბურთელები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ გარბის დრო და იგივე წრეზე ვართ
Ee
სიტყვა ფეხბურთი არ იცი და მორალს ვის უკითხავ
კოკო
ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ჯიღაურმა! ჯერ შეტევაში ბურთი არ მიუშვა ვაწაძემდე დაწოლილმა დაარტყა! მერე დავითაშვილს ჩაუჭრა ბურთი საჯარიმოში რომელივ ზირიკომ თვითონ შეიტანა! მესამე რატომ გადააგდო ბურთი კუთხურზე როცა ისედაც გადიოდა? მოკლეთ ჯიღაური სლავიას 12- ფეხბურთელი იყო!
პაატა
ეს თამაშები არ წაგვიგია მსაჯებმა მოგვიგეს.სლოვაკეთში ათი თოთხმდტზე ვეთამაშეთ და ბათუმში თერთმეტი თოთხმეტზე
გიორგი777
მე ჩემი დამემართა...გული ძალიან დამწყდა როგორც ბევრ გულშემატკივარს,2 ტაიმის შემდე პირველ დამატებულ ტაიმის მიწურულს რომ გოლს გაიტან და მერე თამაშს წაგებ არვიცი რაა ძალიან ძნელია და გულ დასაწყვეტია...ბოლო გილი საერთოთ შოკი იყო...
Omg dignity
ფეღბურთი რამე ახალი სპორტია? ერთი ფეღით თამაშობენ? :)) ხდება ხოლმე, გულს ნუ გაიტეხ! ჯობია განათლებას მივხედოთ ფეღბურთის და კალადბურთის ნაცვლად :))
სიმართლე
ეიფორიაში ჩავარდა მწვრთნელი და არასწორი შეცვლები გააკეთა გოლის შემდეგ. დავითაშვილს, რომ არ გაეტანა, არც ამ ცვლილებებს გააკეთებდა რამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი. ბურთი ვეღარ დაიჭირა დინამომ და მივიღეთ 2 გოლი
Karche ra
ბრავო ლაზარე ბრავოო ეგეთები ვართ ქართველები ბევრი ქება მაგრად გვწყენს რასიზამ ძმაო ესეთია ფეღბურთი ერთ შეცდომამ შეიძლება თავდაყირა დაგაყენოს შენ შეგეძლო წასულიყავი კარგ გუნდში და ჩემპიონატში მაგრამ დანარჩენი უკვე ღმერთმა იცის რამოხდება
ილიავარ...
ხომ არ ჯობდა კუპატაძე ძელთან დამდგარიყო და ნავალოვსკი კარში? პ.ს. ნაცი არ ვარ
მწრთვნელი
კუთხურის დროს შტანგასთან მეკარემ კაცი არ უნდა დააყენოს!? ეგ ეზოში მოთამაშებმაც იციან, რომ ჩახვევის ვარიანტი გამოირიცხოს!
a a
ამ ვაისებმა ხო გულით გულით ავადმყოფი გამხადეს, ჯერ მამა ვაისმა მაკედონიასთან და ეხლა შვილმა ბათუმის დინამოსთან.
გიორგი
სამი-ოთხი ძვირადღირებული პროფესიონალის გარეშე გუნდი არ კეთდება ! შეცდომები ხდება და ყველა უშვებს ერთ გოლს უცნაურს, მაგრამ საქმე მაგაშია რომ სამი გოლით მაინც უნდა ყოპილიყვნენ წინ ასეთი თამაშის დროს.
გეგუჩაძემ წააგო უაზრო შეცვლებით
კუთხურის დროს რომ მცველი უნდა იდგეს ახლო ძელთან, ამას რომელ კლასში ასწავლიან?!...
რუსთავი
დასანანი მატჩი წავაგეთ ((( ჩემს აზრს დავაფიქსირებ, ეს იყო იმ გამოცდილების არ ქონა რომელსაც ბათუმის დინამო ვერასოდეს მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში თუ რამე არ შეიცვალა. კარგი გავედით ევროპა ლიგაზე მერეე? მარტო გასასვლელად ვთამაშობთ? სლოვანს თუ ვერ უგებ არც ევროპაზე გვესაქმება. არა და კარგი გუნდია ბათუმის დინამო, ევროპულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ადრე თუ გვიან ჭაობი ჩაითრევს, ფეხბურთელები წავლენ თავს უშველიან ვისაც შეუძლია და დაიწყება ისევ კარუსელი. მახსოვს ასეთი გამონათებები გორის დილამ ოლიმპიაკოსს როგორ ეთამაშა, რუსთავის 2 წლიანი და ა.შ
საბურთალო
არ იყო არცერთი ბურთი მეკარის ბრალი. პირველი რეკაშეტი იყო და მეორე კი ძელთან მცველი უნდა მდგარიყო და დაბალი ბურთი მისი იყო. ეს არის სიმართლე და ეხლა ლაზარეს ნუ აბრალებთ ყველაფერს. სერიოზული უიღბლობა იყო დღეს ბათუმში სამწუხაროდ, თამაშით ჩვენ მოვიგეთ
Aywjxkpwpw znwosowl
არაუშავს ბიჭებო ხან წააგებთ ხან წააგებთ არაუშავს ჩვენ გულშემატკივრებს კი დაგვაწყვიტეთ ნერვები და თქვენი არვიციი მიდით გააგრძელეთ მასე მეტი მაინც არ შეგიძლიათ გაგანადგურრებთ ლეხი თქვე საწყლებოო
გიორგი
ასეთი სამარცხვინო შესრულების შემდეგ ალბათ ვიღაცეებს მოხვდება.
დააT
ბათუმი არის ერთადერთი პროფესიონალური გუნდი საქართველოს მოყვარულთა ლიგაში. მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი პროფესიონალურ თუნდაც სუსტ სლოვანს ვერ მოუგებს. გეგუჩაძემ ათამაშა სუსტ მეტოქესთან ფრთხილი ფეხბურთი და ამისთვის დაისაჯა ბათუმი. საქართველოში გეგუჩაძეზე უკეთესი არავინ არ არის, ყველა მასზე უარესია, ამიტომ ბათუმს სჭირდება უცხოელი მწვრთნელი. რატომღაც მჯერა რომ კონფერენს ლიგაზე პოლონურ გუნდს მარტივად გაივლის ბათუმი. წარმატებები ბათუმს
თემო
რა დავაშავეთ :დ ბუცები არ გვაქო - უყიდეს. მოედანი არ გვაქო - ააშენეს. ფული არ არიო - მისცეს. ბურთის გორაობის მეტი არაფერი ევალებათ და მაგასაც ვერ აკეთებენ. რამე სხვა საქმე აქვთ? და მაინც იგივე შედეგი როგორც ყოველთვის. ლეხს მოუგებენ? არა! ვერ!
სასაცილოა
უიღბლოები ხოვართ მაგრამ გეგუჩაძემაც რები ატარა პროსტა არვიციი ვინები შემოგყავს შე ოჯახ აშენებულო აზაროვს კაცი გაიყვანდა და ნავალოვსკის შემოიყვანდა...შარშან თუ გახსოვთ თურქებთან ზუსტად ესეთი თამაში წავაგეთ ჭკუა რითვერ ისწავლეთ დაფრინავთ ძმაო ფეღბურთს არ თამაშობთ ორი კაცი რეხვიაშვილი და დავითაშვილი მომწონდა ყველაზე მაგრად მეკარეც რათქმაუნდა მაგრამ ისეთი ჭამა მეკარემ და რეხვიაშვილმა კომენტარი ზედმეტია..უკვე ფერენცვაროშზე ფიქრობდნენ ჯიგრები
kaxa
მცველის ბრალი უფრო იყო სამწუხაროდ ვიდრე მეკარის. სრული უბედობა იყო თან, ვერ იტყვი რომ ბიჭებმა თამაშით წააგესო. ქვეყანა გლოვაშია........
ნოდო
კვარას დამატება იმ ხრივ იყო შეცდომა რომ ფიზიკურად არ ქონდათ გადაწყობის დრო და სადღაც იჩენდა პრობლემები კვარას წასვლა არ დაგეტყოს როგორ გინდა როცა ასე ცოტა ხანი ითამაშა და ასეთ პატარა ხანში ასეთი ძვირფასი მოთამაშე გახდა რატოა რო ვერასდროს გამოგვდის ფსიქოლოგიური დარტყმა პირველი გოლი ისეთ დროს გაუშვეს მეორე ტაიმი არ უნდა ყოფნოდათ გონს მოსასვლელად კაი 1-0ზე გაუშვი მარა 1-1ზე როგორ ვერ უნდა გაიყვანო დრო ბოლომდე
სიმართლე
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მიუხედავად მსაჯის არაობიექტურობისა, აჯობეს გუნდსაც და მსაჯსაც. თამაში წააგო გეგუჩაძემ ბოლო 10 წუთში, ნავალოვსკი და რადინი არ უნდა შემოეყვანა. 10 წუთს გაძლებდნენ აზაროვი და ალთუნაშვილი. ნაადრევად ირწმუნა მოგების და შეცდომები დაუშვა

შადიმანი, შადიმანი!!!!
Gela
სხვების უვიცობაზე რომ ლაპარაკობ, წესიერად წერა-კითხვა რომ ისწავლო არ აჯობებს? ფეღბურთი კი არა, ფეხბურთი; ფეღბურთრლი კი არა, ფეხბურთელი... არა, მე "ფეღებზე" მკიდია, თუ გინდა "ფეყბურთი" დაწერე, უბრალოდ ტეხავს :))
bejo
ყველაზე ძაან რამაც ნერვებზე ამთხარა იყო მსაჯი რომ იცინოდა თამაშის შემდეგ ... კარგით რაა შეიძლება სულ ჩვენი დაჩაგვრაა ??? ერთხელ მაინც რომელიმე მსაჯს დამე უთხტეს ჩვენს გამოო ??
SOS!!!
შადიმანი გამოჩნდა, ვერ შენიშნეთ? დასახელებაც კი ზედმეტია, რა თამაში წააგებინა! ასე იცის ტოტალიზატორებმა, აბა სხვა რა უნდა იფიქროს გულშემატკივარმა!
juve
ძალიან მაგრად ითამაშა დინამომ, ბრავო, სამწუხაროდ კუპატაძემ დააღალატა გუნდი, ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ დინამოს მწვრთნელი ან პრეზიდენტი, რომ ვიყო კუპატაძე გუნდში უკვე აღარ მეყოლებოდა, ტიპმა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ გაიგო მეკარე იყო თუ მცველი.
სოსო
ეს არი უიღბლობის სამაგალითო შემთხვევა, კუპატაძე არაფელ შუაშია აქ მცველი რომ იდგა წინა ძელთან რატო მოიხსნა დაუწერელი კანონია უნდა იდგეს ჩაწოდებამდე, მოგვიგეს გამოცდილებით
კაკტუსა
ტოტალიზატორმა მოიგო :D
nika
მსაჯმა 2 პენალი არ დანიშნა, იმათ მაგრად გაუმართლათ , პ.ს ბათუმის დინამომ უკეთესად ითამაშა

100%-$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$$
ზორბეგ
ვერ გავიგე, კუთხურის დროს მცველი რატომ არ იდგა ახლო ძელთან. ეხლა მოდაში აღარ არის?!
Nikoloz
ლეხი გადაურბენს ბათუმს კარგად დაიხსომე.
ირაკლი
ცუდი სიზმარივით დავივიწყოთ ეს უიღბლობა და გადავრრთოთ შემდგომი ეტაპისთვის, სადაც არანაკლები მეტოქე გვეყოლება! ბოლომდე ბიჭებოოო!!!

ყოჩაღ მსაჯს!!!!!!! რამდენჯერ შეიძლებე ბოლო წუთზე წაგება რამდენჯერ!!!!!!
aron
ვუი ტქვენს პატრონს
Kote
ბოლო წუთებში უფრო ყურადღებით უნდა ეთამაშათ.
ნიკოლოზი
წადი დავითაშვილი ამ გუნდიდან ესენი ნერვებს გაგისაზიზღრებენ
lasha
ძალიან დასანანი მატჩი წავაგეთ, ძალიან... ეს იყო უიღბლობა... ეს თამაში თამაშით მოგებული იყო, უბრალოდ ეს დასაწვავი ბურთი არ გადიოდა იმათ კარში!!!! რაც შეეხება ბოლო მომენტს, ალბათ ესეთი ამოუხსნელი რაღაცცებიც ხდება, ან თუ არ ხდება აქ მოხდა :))) სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
Nikoloz
დაიმახსოვრეთ ფერენცვაროშმა თავბედი თუ არ აწყევლიოს სლოვანს ამათან რო წაგებ კაროჩე უნდა დანებო თავი ფეღბურთს მაგარი ცუდად ვარ აღარ შემიძლია ესენი ვი არიან ესეთი ცუდი ხალხი ბათუმის ხელძღვანელობამ ვაფშე ფეღბურთი არიციან მარტო იციან როგორ იშოვონ ფულებიიი იმის მაგივრად ფეღბურთელები დაემატებინათ პირიქით 7-თუ 6-ფეღბურთელი გაუშვეს გუნდიდან ამათმა იციან ფეღბურთი ისე ამათ......
kaka
ტქვენი ბაქიბუქა მოაცილეტ ვინარი კომენტატორი კუკარეკუ
კაპიტან გარდენბურგი
ჩაკვეტაძემაც ცუდად ითამაშა და დინამოც დამარცხდა. სამაგიეროდ კარგი იყო ბარსეგიანი და ვაისმა რაღაც ჟილკა გამოიჩინა ჩხუბის მერე. კკმენტატორმა გოლის წინ კონტრშეტევა უნდა მოვასწროთო, სრულიად არაადეკვატური ნათქვამი იყო. ჩვენი ფეხბურთელები კიდევ რომ შეხედო რაღაც წაიდებილებენ. მატჩის მიმდინატეობასთან შეუსაბამო არაადეკვატური გამომეტყველებები და მოძრაობები აქვთ სრულიად. აზაროვი და დავითაშვილი მომეწონა. ისე კი განათლება მნიშვნელივანი რამეა ყველა სფეროში.
კუპაძე ფიგურისტი
ამიტომ რის კუპაძე ნაკრებიში ნომერ პირველი.. ვ ა ი შ ე ნ ს პ ატ რ ო ნ ს
ზურა
მაგრად ვითამაშეთ, წაგებას არ ვიმსახურებდით, არ გაგვიმართლა და ა.შ. ესეთი საუბრები არ ღირს, წავაგეთ მოსაგები მატჩი და გაიმარჯვა ვინც დაიმსახურა!!! სწორი დასკვნები და ანალიზი. არ ვიცი რა ემოციებში ვარ, გული გამისკდა, სამწუხაროდ იმას ვიღებთ მუდამ რა ჩემპიონატიც გვაქვს. არადა ბათუმის იმედი მართლა მქონდა და იმედია კონფერენს ლიგაზე ეს შოკი არ გაყვებათ! ლაზარეს ჩემი მხარდაჭერა!!!
ბაჩო
ყველაზე მეტად არმომწონს უაზროთ დროის გაყვანა ითამაშე რა, ან დაცვა სადიყო კარგი მეორე ბურთი მეკარის ბრალი იყო, პირველი როგორ გავიდა საიდან არტყმევინებ კარგით რა...
ანესთეზეოლოგი
უდისციპლინოდ ითამაშეს,რაც გასაცემი იყო არც ერთი პასი არ გასცეს ან დააგვიანეს და საკუთარ თავს გაუჩალიჩეს. დამატებით დრომდე მისაყვანი რა იყო. ვერც ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ამ თამაშით
100%
ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ნერვებს ვერ ვთოკავ. პირდაპირ ვიტყვი ცხელ გულზე, რასაც ვფიქრობ. 1) სულ მუხრუჭი იყო ნაკრებში კანკავა, ეხლა პასს ელვის სისწრაფით აკეთებდა, ყოჩაღ. 2) სომეხი ზურგში ხანჯალი, როგორ უნდა იყვეს, სულ. 3) კუპატაძე ამიტომ თამაშობს, საქართველოში. (ლორიასავით 1 რაღაც უნდა ,,გააკეთოს,,) 4) რაც მთავარია და მატჩის ბედი გადაწყვიტა, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ რას გავდა მსაჯის სიბრმავე!!! თამაში უნდა მოეგო ,,დინამოს,, პენალტით, ყველაზე ცოტა.
ქიშვარდი
მსაჯს ვინმე გაეგდო 10 კაცით აშკარად უკეთესად თამაშობენ. იმედია კონფერრნს ლიგაზე მაინც გავა ჯგუფში
Alexandre
კუპატაძეს შეცდომა? რა თქმა უნდა იყო, მაგრამ, დავიჯერო, ფეხბურთს პირველად უყურებთ? კომენტატორების გარდა თქვენი აზრი არ გაქვთ? სად იყო მცველი ახლო ძელთან? მგონი ფალავანდიშვილი იყო, ასეთ დაბალ ჩაწოდებულს მცველი იგერიებს. მე ასე ვიცი 60 წელია. თუ მეშლება, შემისწორეთ. ეეე, ბედმაც გაგვწირა და მსაჯმაც, მეორე პენალტი 100%-იანი იყო.
გიგო
დავითაშვილი საუკეთესო იყო! დანარჩენი უკომენტაროთ((
გივი
არ დაუწყოთ ეხლა ლაზარეს გინება. წაგებული იყო ეგ თამაში ისედაც პენალტებში.
თაზო
ამდენი უიღბლობა. რაც ჩვენს ფეხბურთ სჭირს არ მინახავს.
gia
არ უნდა ჩამდგარიყვნენ დაცვაში გოლის მერე. მაინც ყოჩაღ ერთადერთი ქართული გუნდია რომელიც ფეხბურთს თამაშობს და ნაკრების წარმატებაც ბათუმის დამსახურებაა.
პაატა
წასაგები ნამდვილად არ იყო ყოჩაღ ბათუმის დინამოს..მეკარემ წააგო თამაში მაგრამ რაც იყო იყო..წინ ლეხია.
nedved
არვიცი ალბათ უფრო გამოუცდელობის ბრალია, მაგრამ ბოლო 5 წუთში წყალში ჩაყარეს ამდენი შრომა. არვიცი ამას რა ქვია. ბოლო წუთებში სრული დაბნეულობა, კაი კუპატაძე შეცდა, ძელს რატო არ კეტავდა არავინ? ძაან ტეხავს იმიტო რო ეს სლოვანი მიუხედავად უზარმაზარი ბიუჯეტისა, ბათუმზე არაფრით უკეთესი არაა. მოკლედ ყველას ჩვენთან უნდა გაუვარდეს რა. მსაჯზე კომენტარს არ ვაკეთებ, ალბათ დანით უნდა დაეჩეხათ ვინმე ჯარიმა რო დაედო ან პენალტი
Anti
მალადეც ბიჭებო, მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ წარმატებისთვის, უიღბლობა იყო ყველაფერი, თქვენი დროც მოვა წინ კონფერენს ლიგაა. მე მაინც მსაჯს ვაბრალებ ამ ყველაფერს, არ იმსაჯა ნორმალურად და პასუხი უნდა აგოს ამაზე!
გიო
არც ვიცი რა ვთქვა... ფეხბურთს მარტო ფეხი და კუნთი არ ყოფნის, თავი და ტვინიც სჭირდება...
chitovichi
არ დამიწყოთ ახლა კარში შენ დადექი თუ ადვილია და ეგეთები. კუპატაძის მოქმედება საეჭვოა, ძალიან საეჭვო(და არამარტო მისი). ბოლო წუთზე ტიპი სამი მეტრით გამოდის კარებიდან ხელებაწეული, როდესაც მთელი გუნდი დაცვაშია. ტფუი...
dinamo
კუთხურის დროს კარის ორივე ძელთან ფეხბურთელების დგომა აკრძალულია და ყვითელი ბარათით ისჯება თუ რახდება, მეკარეზე მეტად ფეხბურთელების ბრალია ერთს მაინც მოსვლოდა აზრად რომ კარის ძელთან დამდგარიყო
Ნიკა
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ ხდება ხოლმე. წარმატებები მომავალში

რავა სულ ტოტალიზატორი გელანდებაო.(((
ზვიადი
რა ნავალოვსი რის ჯიღაური? წარმატებები და მადლობა დინამოს!!!! ზურიკო ოქროს ბიჭი ხარ!!!!
გაუმარჯოს ბათუმს!
მადლობა ბათუმს! მადლობა ბიჭებს!
გოგა
მეკარე ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს ასეთ დროს ანი ბანიც აღარ არის ეს ასობგერა აა რომელსაც ბავშვობაში გასწავლიან. კარიუსპატაძე
ოპააა
ეს ჯიღაური საერთოდ აღარ უნდა გააკარო გუნდს,რატომ გადაგდო კუთხურზე ბურთი როცა ისედაც გადადიოდო მოედნის ვარეთ...
Nikoloz
ერთში დავრწმუნდი რო არაფერი გვეშველება ეს თამაში წაგო მეკარემ და გეგუჩაძემ!!!!
თაზო
ფლამარიონი გვინდოდა ნაკრებში ხომ?
ილო
მსაჯიმაა წაგვაგებინა თამაშიი და უიღბლობამ
R
მადლოBა ვუთხრათ ბიჭებს, იბრძოლეს ბოლომდე და ეს არ დავუკარგოთ, რაც შეეხება შედეგს, რა გითხრათ აბა...
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა