კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დღეს თბილისის "დინამო" გასვლით შეხვედრაში "პაიდეს" დაუპირისპირდება.

ქართულ გუნდს საშინაო ასპარეზზე 2:3 აქვს წაგებული და დღეს აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თქვა:

"ფეხბურთია... თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით... ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს...

პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ვფიქრობ, აქაც ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც კარგ ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენ უფრო ლაღადად და მშვიდად ვითამაშებთ, ვიდრე სახლის მატჩში, რომელსაც თავისი დაძაბულობა ჰქონდა და წნეხი ჩვენზე მოქმედებდა.

მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.

წნეხი აღარ გვაქვს... მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო... ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ... ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ...

"დინამოს" თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია... ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.

იბერია
არარატის მატჩის მერეც იმავეს იძახდა. რა ქნან? ხალხი ღიად გვეუბნება შეგვეშვით დაგვანებეთ თავიო. მალე ამათი მატჩების გაშუქებასაც აუკრძალავენ ჟურნალისტებს - ნეგატიური კომენტარები მოდის და ვითრგუნებითო და ასე იჯდებიან და ბოლომდე გამოხრავენ ქართულ ფეხბურთს ჩუმად და მარტო
იბერია
ინტელექტის პრობლემაა ქართულ ფეხბურთში მწვრთნელმა ისე გამოლანძღა თავისი ფეხბურთელები ისე უწოდა მშიშრები რომ ვერც კი მიხვდა. ისე, სხვათაშორის, იგივეს იძახდა არარატ-არმენიასთან წაგებული მატჩის შემდგომ.
სოსო
ხალხი არ მიდის და მოდით,დაგვეხმარეთო!მიდის და თქვენ დანახვაზე ფეხები გვიკანკალებსო!ასე თამაშს სულ არ თამაში და ხელფასის ისე გაცემა ურჩევნია ფიფიას.ხალხი მაინც აღარ შეაგინებს.არ მინდა რაღაცა ისე ვთქვა,მაგრამ რაღაცას რომ ამბობთ,აზრი მაინც ხომ უნდა დაატანოთ!ან რა იმდენი ხალხი იყო,რომ შეგშინებოდათ.პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და ეზო მრუდეაო,ისე გამოდის.დღეს 1500 კაცი იქნება,ყველა მათი გულშემატკივარი და იქნებ იმათაც ხელი შეუშალონ. იქ მაინც გააკეთეთ რაღაცა,ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით.
Star Lord
ძაან კომუნისტი ადმინები ყავს ამ საიტს. მაგიტო დიდი ალბათობით ამ პოსტსაც არ გამოაქვეყნებენ
ლევანი
... პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ჯერ არც გეკუთვნოდათ მაგდენი ადამიანის მოსვლა სტადიონზე, მარა გულშემატკივრები მაინც მივიდნენ და მერე როგორც დაუფასეთ ყველამ ვნახეთ. მერე კიდევ, რა წნეხი? საკუთარი გულშემატკივრების იმედად არიან ყველგან და ყველამ იცის რა ეფექტი აქვს გადაჭედილ სტადიონებს. უხარიათ რაც მეტი მივა, მით უკეთესი და საერთოდ რაზე საუბრობს ეს ადამიანი? ამ 2:3-მა მთლიანად გადაფარა ფარერების სირცხვილი და არა მგონია რომ დღეს რამე ღირებული გააკეთოთ. ძალიან გამიხარდება შემდეგ ეტპაზე დინამოს გასვლა, მხოლოდ უეფას სარეიტინგო ქულების გამო, თორემ ღირსები ნამდვილად არ ხართ. რედაქციას: ესეთ და მსგავს სამართლიანად მკაცრ პოსტებს რატომ არ აქვეყნებს საიტის ადმინისტრაცია? რა, შინ რომ 2:3 წააგეს მართლაც ვიღაცასთან, მაგაზე ხმა არ ამოვიღოთ და მხოლოდ ესეთი კომენტები ვწეროთ: "სამწუხაროა", "არაუშავს, ფეხბურთია" და მსგავსი სიბეცე???
დათა თუთაშხია
ამ კაცს გულშემატკივარზე აბარძგალებს, მხარდაჭერის ნაცვლად წნეხი გონია ხალხის სტადიონზე მოსვლა. ასე იყო საბურთალოში მიჩვეული, თავისთვის თამაშობდა გუნდი და "გულშემატკივარს ვინ ეკითხება" პოზიცია ქონდა იქაც. ზუსტად ეგ წარმოდგენა დამრჩა არარატ-არმენიასთან თამაშის შემდეგაც მისი საქციელიდან გამომდინარე. გადაიყვანეთ მუშტაიდში სადმე პატარა მინდორი მოუხაზეთ და იქ ათამაშეთ მაყურებლების გარეშე - ლიგაზეც კი გავა კონფერენს ლიგის შესარჩევებიდან, მისი ლოგიკიდან გამომდინარე ))
ირაკლი
აჰა, "ხოხბების" მთავარი მწვრთნელიც გამოჩნდა. აბა ჰე, თქვენ იცით, დაწერეთ ახალი ისტორია, ამჯერად "პაიდესთვის", თქვენთვის ხომ ფსკერი არ არსებობს ფიფანოს ჩიტებო.
JABA
კარგი გია, რა წნეხი. მაგ მოედანზე თამაშობთ სულ, პირველად ხომ არ გახვედით. თქვენ წნეხი და ხალხის ზიზღი მაშინ ნახეთ თუ გასვლაზე ვერ მოიგეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვედით.
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე გააკეთა კომენტარი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი