უეფას კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ფინურ ,,კუპსთან” ფრედ 0:0 ითამაშა, 2 მატჩის ჯამში კი 0:2 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა, იგი რამდენიმე საკითხს შეეხო.

მარცხის მიზეზებზე

ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, რომელიც თამაშს დაცვიდან კონტრშეტევაზე აგებდა, ორივე მატჩში მომენტები საკმარისად შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. ფაქტი ასეთია - 0 გატანილი გოლი. შემტევ ხაზში თორნიკე კაპანაძე მატჩისწინა ვარჯიშზე გამოგვაკლდა, სპანდერაშვილს კი ძალიან დიდი დრო გაუცდა, რის გამოც მცდელობების მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ აღწევდა. რეალაობა უნდა მივიღოთ და გუნდში სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ.

მსაჯობის შესახებ

არბიტრებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მათ ბრწყინვალედ იმუშავეს. ერთადერთი რამ, რაც გასათვალისწინებელი აქვთ, ეს არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფსიქოლოგიურ ნაწილზე ყურადღების გამახვილებაა. კუპსი 2:0-ს იგებდა, მატჩის ბოლოს დრო გაჰყავდათ, ყველაფერზე ძირს წვებოდნენ. ერთ შემთხვევაში რომ მაინც გაეფრთხილებინა ისინი, სხვა იმავეს აღარ გაიმეორებდა. მეტოქე მთელი მატჩის მანძილზე იმიტირებდა, ექიმებს ეძახდა, მაგრამ არაფერია, ახალგაზრდა მსაჯები არიან და პრობლემა არ არის. საერთოდ, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ფინეთში მოხდა. შვეიცარიელმა რეფერიმ ლამის ჭკუიდან გადაგვიყვანა, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც რეალობისგან შორს იყო. ეს მოქმედებები ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენად და ჩვენს მიმართ არასათანადო მობყრობის მაგალითად მიმაჩნია.

კაპიტნის შესახებ

ნიკას გუნდში დატოვებას, ცხადია ვეცდებით. გასული სეზონის შემდეგ ისედაც 3 ლიდერი დავკარგეთ: ბიძინაშვილი, კამარა და გუგეშაშვილი. ამ დანაკლისს ახლა ვგრძნობთ. ვფიქრობდით, რომ მათ შემცვლელებს ვიპოვიდით, თუმცა როგორც ხედავთ, არ გამოგვივიდა. სამივე საკუთარ პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობდა და გოლები გაჰქონდათ, ახლა ეს გვაკლია. ნიკა გაგნიძე გუნდის ლიდერია, ახალგაზრდა, აქტიური ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ვნახოთ როგორი იქნება მისი მომავალი.

პაატა ღუდუშაურის ცვლილება

მისი შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი გუნდი 11 ფეხბურთელით ვუტევთ და დაცვაზეც ვფიქრობთ. შეტევის დროს, ჩვენი დაცვის ხაზი უკანა ფლანგის ორგანიზებაზე ფიქრობს, რათა ბურთის დაკარგვის შემთხვევაში თავდაცვა ეფექტიანად მოვახერხოთ. ღუდუშაური კი მეტწლიად შეტევაზე ფიქრობდა და დაცვით ასპექტს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, რის გამოც ჩიტეიშვილს პრობლემები ექმნებოდა. მარტო შეტევაში კარგად თამაში საკმარისი არაა, დაცვაშიც უნდა იმუშავო. ამასთანავე, რამდენჯერმე ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა. ჩვენ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ვუთხარი, რომ მჯერა მისი, მაგრამ ბოლო შეხვედრებში კარგად არ გამოიყურებოდა. ის ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი უნდა იყოს და მშვიდად რეგირება მოახერხოს. მე ტოლერანტული მწვრთნელი ვარ, მესმის რომ ახალგაზრდაა, მაგრამ საკუთარ ფსიქოლოგიურ მხარეზე უნდა იზრუნოს, რადგან მსგავსი მოქმედებები ხელს ფეხბურთის თამაშში შეუშლის.

fcdila.ge

a a
პირველი თამაში არ მინახია მარა გუშინაც ცუდი მსაჯობა იყო, ყველა საკამათო ეპიზოდზე სტუმრების სასარგებლოთ დებდა მსაჯი ჯარიმას. ისინი კიდევ წვებოდნენ და აღარ დგებოდნენ, მსაჯს საერთოდ არ ქონდა რეაქცია. მოსიაშვილზე პენალი არ დადო და გოლიც საეჭვოდ გააუქმეს. არადა დილა ზედ აჯდა მთელი თამაში და არათუ უნდა მოეგო უნდა გასულიყო. დარწმუნებული ვარ ის გოლი რო ჩაეთვალად 21 წუთზე გავიდოდა დილა.
ქართველი
ცვლილებებს მაინც ვერ გავამართლებდი.ღუდუშაური ადრე შეცვალა, 3 ცვლილების მეტი არ გააკეთა, დრამე სკამზე დატოვა, დრამეზე უკეთესი სკამზე არავინ იჯდა. ლომთაძე მგონი პირველად ათამაშა ფლანგზე. კარგი ბიჭია მარა ძალიან დაბნეული გამოვიდა
ლეო
გუშინ თბილისის დინამოს კარშის ბოლო წუთებზე დანიშნულმა პენალტმა გამოგვთიშა, ბათუმს რაც დამართეს მსაჯებმა ყველამ ვნახეთ, ახლა გორსაც მოწვდნენ, ადრეც ვწერდი და ვიმეორებ, რაც ფეხბურთი მახსოვს ასე გვექცევიან, ალბათ ძალიან კარგი ერი ვართ და ეს შურთ, გულზეც დამსკდარან, მაინს მივაღწევთ წარმატებებს, უფალი ჩვენსკენ!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"დილამ" "კუპსს" ვერ სძლია და გათამაშებას გამოეთიშა
"დილა" ფინეთში დამარცხდა
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?