გასულ წელს არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად დათრგუნული ჩანდა, თამაშის ხასიათზეც ვერ იყო და სამშობლოში დაბრუნება ძალიან წაადგა, ბათუმის „დინამოშიც“ კარგად იასპარეზა და საქართველოს ნაკრების წარმატებაში ლომის წილი დაიდო. „ნაპოლიში“ გადასვლისთანავე გამოიჩინა თავი, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე გადის ადაპტაციას და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ენა არ იცის. თუმცა, მან იცის ფეხბურთის ენა - ბურთთან თქვენობით კი არა შენობითაა და იქ ყველას მოაწონა თავი. ის გამორჩეული ფეხბურთელია, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, საოცარი ტექნიკის მქონე და დრიბლინგისას ბურთი ისე მიაქვს, თითქოს ფეხზე აქვს მიბმული. მოედნის ხედვაც აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და საერთოდ - მაღალი საფეხბურთო ინტელექტი.

ამას გარდა, ჩინებული პირიოვნებაა და ეტყობა, რომ კარგ ოჯახშია აღზრდილი. მის მიმართ უკვე იტალიაშიც პატივისცემით არიან განმსჭვალული და ეს გუშინდელ პრესკონფერენციაზეც იგრძნობოდა, სადაც 21 წლის ბიჭი ხალიასიანად და რაც მთავარია დიპლომატიურად პასუხობდა კითხვებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხვიჩა ჩვენი სიამაყე და იმედია, საქართველოს სახეა იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში და რაოდენ გასაკვირი და საწყენია, როდესაც ზოგიერთი თანამემამულე ვაიგულშემატკივარი შეურაცხყოფას აყენებს. მათთვის ხომ მთავარი თავიანთი პირადი, ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური მიზნებია და სხვა არაფერი. ზოგმა გვისაყვედურა, როდესაც მათი პოსტები გამოვაქვეყნეთ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რამეთუ საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“.

sportall.ge ხვიჩას ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს - შენ აბსოლუტურ უმეტესობას უყვარხარ, შენი იმედი გვაქვს და ძლიერ, ძლიერ გგულშემტკივრობთ, ისე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს.

მიმომხილველი

laozy2
გეხუნტულე საქართველოს მარგალიტო!!!!!!!!! მასე, ბრძნულად და "ასი თვალი-ასი ყურით" გააგრძელე მოღვაწეობა!!! შენ, მილიარდობით (ბოროტ-კეთილი) "თვალი" გიყურებს, და შენი ღვაწლით სამშობლო უნდა განადიდო... არ დაგაბნიოს მაქ, უმაღლესი "დონის" საცდურებმა. გაკოცე სულში, გულში, მუხლებში და ფეხბურთის ღვთითბოძებულ ნიჭში აბა, შენ იცი. ღმერთი გედგას "ორივე" მხარზე!!!
მიმინო
საქმშობლო ასევე უნდა იცნობდეს "გულშემატკივრებს"--სანაია,......
მოსეხონელი
ეს ბიჭი კვარაცხელეია ქართველი სამგრელოდან და არა კვარცხენკო კარაპატებიდან.ეს იმის ბრალია უკრაინის დროშები რო აქვთ ავატრზე საქართველოს ნაცვლად.ნამეტანი არ ვარგა არაფერიი.რათქმაუნდა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ.თბილად მივიღოთ საქაართველოში მარა საქართველო და ქართველები უპირველეს ყოვლისაა.
ავთო
ამ საიტის ადმინისტრაციას ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის. კარგი ფეხბურთელია რომაა ამიტომაა გმირი? გმირობაზე ცოტა არასწორი წარმოდგენა ხომ არ გაქვთ (ან კარგ ფეხბურთელობაზე ზედმეტი წარმოდგენა). არერთი კარგი სპორცმენი გვინახავს არასწორი სამოქალაქო პოზიციით და პირიქით სრულიად უბრალო ადამიანი ძალიან სწორი და ლოგიკური აზრივნებით და სწორი პოზიციებით. ხვიჩაც არის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი არასწორი სამოქალაქო პოზიციით.
ოსო
არც ეგრე არაა, ეს გახდა რარაც ციებ ცხელებასავით ან გმირი ხარ ან მოღალატე...ადამიანი არის ფეხბურთელი და ეგაა მაგის პროფესია ....ვინ კიდევ რითი შოულობს თავის საშოვარს ჯერ იმაზე ილაპარაკონ და მერე ამოეფარონ სამშობლოს
T.q კახელი
ასე რაა აი ამით უკვე გასაგებია რომ ეს ინტერნეტ გაზეთიც გულშემატკივრის მხარეს და სიმართლის მხარეს არის. ხვიჩა ისე შეუყვარდა სრულიად სააართველოს რომ მისი ლანძღვისა და პიროვნების გაშავების გამო ხალხი იმდენი გამოვა ქუჩაში იმდენი ჩემი აზრით რომ მონაგონი იქნება რევულუციური აქციები გეშინოდეთ ვინც ამ კაცის სახელზე ჩირქის წასმას ცდილობთ თვითონ კეთროვანებო!
gogi
კატეგორიულად არ ვეთანხმები კვარაცხელიას მოკრიტიკეებს - არაფერი უთქვამს ასეთი ამბავი რომ მოჰყოლოდა. ამასთანავე ეს ისტერიაც სამარცხვინოა - არ მოეწონა იმ ხალხს კვარაცხელიას ნათქვამი და არ მოეწონა, რა ვქნათ ახლა ჩავქოლოთ? არ ახსოვს ეტყობა ბევრს რომ 80-იან წლებში იყო ხალხი ყიფიანიც რო არ მოწონდათ, დღეს მესი არ მოწონთ და ა.შ. შევეგუოთ რომ ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით.
ანტა
ჩემი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ? რა ნახეთ უწმაწური? თუ კრიტიკა არ გსიამოვნებთ? ვიმეორებ კითხვას ყველას კომენტარი და ინტერვიუ დაწერეთ გარდა ფიფიასი, ჭიაბრიშვილის და სხვა დინამოელების. კვარას დაცვა არ ჭირდება მას ხალხის სიყვარული აქვს და ამას ვერაფერი შეცვლის თქვენ საქმეს მიხედეთ და ყველაზე ძალიან ვინც გულს გვტკენს და გვარცხვენს იმათან ინტერვიუები მოიპოვეთ
ლევანი
შენს გვერდით ვართ ხვიჩა, გულთან ახლოს არ მიიტანო სექტანტების კაკანი, მაგათ ტიპიური სექტანტური მენტალობა აქვთ, აი ვთქვათ ვიღაც იეღოველების ლაპარაკი ნერვებს ხო არ მოგიშლიდა ხოდა ეგრე მიუდექი სანაიას და მისთანათა უსამართლო და გახრწნილ ნარატივს. უნამუსოები, სხვა პოლიტიკური პლატფირმაზე შეიძლება იდგე მარა ამ ბავშვისგან ასეთ გადამწყვეტ მომენტში ფუ ჩემი, დანის ჩარტყმა ზურგში რა… 99% შენს გვერდით ვართ ხვიჩა და გვჯერა შენი, ოღონდ შენ წნეხად არ მიიღო ეს :) მარა მაგარი ბიჭი ხარ და ამასაც დაძლევ!
G.LA
ვერ ვხვდბი ასეთი აჟიოტაჟი სპეციალირად გააჩალიჩეს იმ პიროვნებებმაა, რომ ყველას პირზე მათი სახელი გვაკერია მთელი დღე? ხვიჩა ჩვენი იმედია, ჩვენი ყველასი და ის ყველას გვიყვარს. ამიტომ ყველას იმედს უნდა დაარტყა რომ ყველას ატკინო? ხვიჩა ასეთები აქაც ყოფილან კომეტარებში გამონაკლისები. რას ვიზამთ ცხოვრებაში ყველა სწორ ჭკუაზე ვერ ვიქნებით, შეშლილებიც გვყავს და ავიტანოთ. ჩვენ უმეტეს უმრავლესობას შენი იმედი გვაქს და გვიყვარხარ. წარმატება ხვიჩას.
zura222
ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა იმ ნაც საქონლების ქმედებებს მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ის უნდა გავიგოთ რატომ გააკეთეს ეს ? რაა არ იცოდნენ რამხელაც აჟიოყაჟი მოყვენოდა ? ძალიანაც კარგად იცოდნენ ! ეს ყველაფერი იქ ზემოთ ნაცების ზემო ეშელონებში მოიფიქრეხ და აი რატომ--ასეთი აჟიოტაჟის მერე ხვიჩამდე აუცილებლად მივიდოდა ეს არაკაცობა და ბობოლა ნაცების აზრით დაიგრუზებოდა ვარჯიშზე ხელს ჩაიქნევდა და ხვიჩა და საქართველოც დამარცხდებოდნენ და თვითონ კი გაიმარჯვებდნენ @ მაგრამ ერთი ვერ გაითვალისწინეს--ხვიჩა აღარაა 17-18 წლის ბიჭი ! უკვე დაღვინებული კაცია და სულ ცალ ფეხზე დაიკიდებს იმ არარაობებს ნაცებს სოროსის ვირთხებს და სხვა გადაგვარებულ ავადმყოფებს ! ბოლოს მინდა ვთქვა--ნაცებოო სოროსის ვირთხებო და საქართველოს სხვა მოღალატეებო და მტრებო ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში და აკოცეთ ხვიჩას ერთ ადგილზე PPP
Winter
კიდე დაწერა ვახომ სტატუსი ხვიჩაზე და ისიც გადმოიტანეთ აბა:) პატარა აღარ ხარო ხვიჩას მიმართავს და ვინც ხვიჩას ვიცავთ რაღაც კარეგოიებად დაგვყო, ქოცებად თუ რუსეთუმეებად. ასეთი ვიწრო აზროვნება როგორ უნდა გქონდეს, ვინც არ გეთანხმება ყველას რუსეთუმე უწოდო. სირცხვილია. ყველაზე დიდი ანტირუსეთუმე ადამიანი ვარ პირადად და ეგ რომ რუსეთუმეს დაგიძახებს საყვარელი ფეხბურთელის გამოქომაგებისთვის :დ
საავედრა
ხვიჩა არის თავისი საქმის პროფესიონალი და სულიერად ძლიერი ადამიანი, რაც ახასიათებს დიდ სპორცმენებს და ადამიანებს. ასე რომ მას ესეთი მყეფავები ვერაფერს დააკლებენ.. ბედნიერი და ამაყი ვარ რომ კვარა არის ქართველი. პრესკომფერენციაზე მან ისაუბრა ქართულად და მთელს იტალიას და საფეხბურთო მსოფლიოს გააგონა ეს უძველესი დალოცვილი ქართული! გაიხარე კვარა! ვამაყობთ შენით!
ლევან მაღლაკელიძე
რას წარმოადგენს მაქარაშვილი საერთოდ. ვინ ოხერია. რა გინდათ ამ ბავშვთან, რომელმა პოლიტიკოსმა გააკეთა ამაზე მეტი ქვეყნის სახელისათვის? არ ვერევიო პოლიტიკაშიო. ეხლა იდგამს ფეხს და აბა რა უნდა ეთქვა? კი ბატონო, შეიძლებოდა ეთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავისი საზღვრებიო, ან ვგმობ რუსეთის აგრესიასო, ან ზოგადად აგრესიასო, მარა იმ იტალიაშიც რუსეთს უჭერენ მხარს მგონი, მთავრობა რუსეთს ეფერება და აბა რა ექნა, ნაკრებში თამაშობს და დაკარგოს მომავალი? თუ მაქარაშვილი არჩენს? მიდი ხვიჩა, ღმერთი შენსკენ. გული არ გაიტეხო.
Георгій Дніпро
Vaxo sanaia da misnairebi ar ugulshematkivreben xvichas ufro kargia motivaciistvis. Sanaia aris ar shemdgari jurnalisti. Zmis landic araa. Xvicha zalian gtxov rom aset nazirlebs ar ayve. Gaakete is rac umaglesad gamogdis. Bolomde gaanadgure sheni kargi tamashit es aramzadebi
მგელი
ახლა სპორტალ ჯე 10 ქულიანი შეფასებით 10 ქულას გიწერ ამ წერილისთვის
გია
მიდი კვარა ასახელე სამშობლო! უბრალოდ ვერ ვხვდები ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე რატომ უნდა ისაუბროს ომზე, 2008 წელს არ მახსენდება უკრაინელ ფეხბურთელებს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ესაუბროთ, ჩვენგან ნუ ითხოვენ იმას რასაც თვითონ არასოდეს აკეთებდნენ,წარმატებები კვარა, საქართველოს მოსახლეობის 99.9 % შენი გულშემატკივარია და იცოდე რომ შენს სამშობლოს უყვარხარ
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
შენ კითხვა არ გცდოდნია ძმაო..:)
L.J .
Kargad waikitxe da mere were...
სიმართლე
მართლა არ მესმის რას ელოდნენ უნდა ეგინებინა პუტინისთვის? ფეხბურთელია და საერთოდ არ აინტერესებს პუტინი და რუსეთი, არააო ჩემი საქმეო. ჯობია კვარა შენ საქმეს მიხედო, პუტინს არ დაელევა მგინებელი
გივი
აი შენ თუ ტვინის ნატამალი გაგაჩნია საერთოდ რა. სტატია რაზეა საერთოდ თუ მიხვდი, რა შუაშია ხვიჩას გმირობა, ვიზე საუბრობს ავტორი თუ გაიგე რამე და "გმირები" ბრჭყალებშია ჩასმული თუ ხედავ
ქობულეთიდან
ასეთი არსებები ყველა დროში იყვნენ, არიან და იქნებიან.რა ვუყოთ, ბოღმა ახრჩობთ ასეთებს.შენ კი, მაგარო კაცო, მიდი და უფრო მაგრად მიაწექი და აკეთე შენი გასაკეთებელი და ასახელე სამშობლო, ამისთანებს ნუ მიაქცევ ყურადღებას. წარმატებები კვარას!
გოგა
გიერთდებით მეც, ხვიჩა შენით ვამაყობ!
მიშა
რატომაა გმირი? თამაშობს ადამიანი საკუთარი თავის სიამოვნებისთვის? ამაში იღებს გასამრჯელოს და არც თუ ისე ცოტას და გმირი რატომაა? ეტყობა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით. იაზროვნეთ, ეს ფეხბურთელიც დაასვენეთ და მარადონად ნუ გამოგყავთ. ნუ აგდებთ ფსიქოლოგიურ წნეხში.
დიმო
პატივისცემა ჩემგან სპორტალ.გი!!! შემოგევლე ხვიჩა!!!
beqa
წარმატებები კარგო აადამიანოო !! ასახელე ოჯახი
დინამო
პასუხად აქ ერთს, ნიკით პატრიოტს..."მაგაზე დიდი სპორცმენები არ ამბობენ პოლიტიკააო" ბრძანებს... რაღაც არ მახსენდება, რომ 2008 ში უკრაინელი ფეხბურთელები ლოყებს იხოკდნენ ჩვენი ომის გამო...ეხლა, ამერიკა, ინგლისი, პოლონეთი ომშია რუსეთთან და არ მომისმენია, რო ან ლევანდოვსკის, ან სტერლინგს, ან კარის და დურანტი ამერიკაში პუტინ ხუილო და სლავა უკრაინე ეყვიროთ ...ფეხბურთელთა პრეზენტაციაზე არც არი მიღებული რაიმე მკვეთრი განცხადებების გაკეთება და არც ჟურნალისტები სვამენ მსგავს კითხვებს ...არ არის გამორიცხული, რომ ნაპოლის სტაფმა სთხოვა კიდეც კვარას მოზომილი პასუხების გაცემა...ერთ ფაქტს გავიხსენებ...1982 წელს გადავიდა მარადონა ბარსელონაში...ზუსტად ამ დროს მიმდინარეობდა ინგლისის შეიარაღებული კონფლიქტი არგენტინასთან ფონკლენდის კუნძულების ხელში ჩასაგდებად...მარადონას თავის პრეზენტაციაზე სიტყვა არ დაუძრავს ამაზე...და ფიქრადაც არავის მოსვლია არგენტინაში, მის საუკეთესო შვილზე ამის გამო აუგის თქმა...და ბოლოს, ამ პატრიოტს მინდა მივმართო...თუ ასე შეგტკივა გული უკრაინაზე და საქართველოზე, მაშინ რას აკაკუნებ ამ ტელეფონზე და აკრიტიკებ ...წადი უკრაინაში და ომი თუ არ იცი, აკოფის გათხრას ხო მაინც შეძლებ...
პაატა
ეს ერთდამწვარუჯრედიანი გაურკვეველი წარმოშობის და წარმომავლობის მარქარიანი, თუ ვინმეზე რამეს იტყვის დაიკიდეთ,ეგ არაფერი,ისე მიუჩინონ ასეთ იმბეცილებს თავისი ადგილი ნაგავში.ფორცა კვარა! ფორცა ნაპოლი!!!
giusga
აბაა რაა ოქროოსს კაციი გვყაავს და გაფრთხილება სჭირდება..
Skeleton
პირადად მე დათუნაშვილსაც ვიცავდი, კაშიასაც და ხვიჩასაც დავიცავ ყოველთვის. ამაზრზენია ეს ყველაფერი, როცა სპორტსმენები ნაც-ქოცების მიხედვით ჰყავთ დახაირსხებული. კაშიაც დასაცავი იყო ბნელი უმრავლესობისგან და ხვიჩაც დასაცავია ამ ვითომ პროგრესუილი, სინამდვილეში იგივენაირად ბნელი საზოგადოებისგან. ეს ქვეყანა არ არის არც ქოცების და არც ნაცების. ვისაც სიხარული მოაქვს ამ შავ-თეთრ რეალობაში, იმას რომ გალანძღავ სირცხვილია. ვინმემ დათუნაშვილი თუ არ დაიცვა, იმას არ ნიშნავს, რომ ხვიჩას ამაში რაიმე ბრალი მიუძღვის. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია ხვიჩა და ასეც რომ არიყოს არაფერი დაუშავებია იმის ფასი, რა სტრესსაც აყენებს თავის ქვეყანა, სრულიად უსამართლოდ.
ილია
ფორცა კვარა !!
ქუთაისი
ვუერთდები! ფორცა კვარა!
ჯონი
ვინც ხვიჩას აგინებს ყველას!!! ხვიჩა ჩვენი იმედია, რა გინდათ ვრრ გავიგე ? ხვიჩა შენ გენაცვალე !
ალეკსანდრე
რეა საჭიროა სანაია-მაქარაშვილების ღვარძლით და შურით სავსე კომენტარების დადება? ან რომელი ფეხბურთის ქომაგი და ექსპერტი მყვანდნენ
პატრიოტი
არავის გაულანძღავს, შენიშვნა მისცეს და უნდა მიიღოს, მაგაზე დიდი სპორსმენები არ ამბობენ, რთულია, პოლიტიკაა და ა.შ. ბარბაროსში ბარბაროსი უნდა ამოიცნო და მკვლელში მკვლელი, ეტყობა ვიღაცამ ასე დაარიგა, მაგრამ მე მანც მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ
Batumski
Forza Kvara !!!
გიორგი
ხვიჩას არაფერს ვერჩი, წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ რაღაც თქვენი თანადგომა არ მახსოვს დათუნაშვილის ამბავზე. თქვენ კი არა, ერთმა მოჭიდავემაც არ ამოიღო ხმა. სარაგბო სამყაროს რომ ვიღაც არსაიდან მოყვანილი ვაიბიზნესმენი მოასვეს თავზე, არც მაგაზე ამოგიღიათ ხმა ისე როგორც საჭიროა.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?