ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ქუთაისის „აია არენაზე“ პორტუგალია 23:14 დაამარცხა.

ისტორიულ შეხვედრაში იტალიის ძლევის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და აბჟანდაძის ორი საჯარიმოთი დავწინაურდით. მეტოქემ მალევე შეძლო ანგარიში გათანაბრება, მერე თედომ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და წინ გავედით. ამას ჩვენი გუნდის შტურმი მოჰყვა, რომელიც მოწინააღმდეგემ მოიგერია და პირველი ტაიმი 9:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ხშირი იყო შეცდომები და პორტუგალიამ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე კი ნავსი გატყდა და მოდებაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. სამწუხაროდ, ხანგრძლივი იერიშებისას შანსები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ვიზავიმ ლელო დადო, გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყეს, სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ბოლოს ნინიაშვილმა ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა და მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, იტალიასთან ურთულესი დაპირისპირების შემდეგ ძნელი იყო სრულად ძალების აღდგენა და მობილიზება, წუნმაც იმატა, მაგრამ მთავარია „ბორჯღალოსნებმა“ გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ ბაბუნაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა შვანგირაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

2 ლელო: მოდებაძე, ნინიაშვილი

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

3 ჯარიმა: აბჟანდაძე

გიორგი
ზაალ, გაბო, თქვენც ტყემალაძე-მაისაშვილის ნათელ-მირონები ხართ?
გიორგი
არაფერი არ მოუგია მაისაშვილს. ბიჭებმა მოიგეს უმწვრთნელოდ. ჰიდა, მწვრთნელით ბევრს მიაღწევვენ, თუ ეღირსად.
სოსო
კვირას,დიმა ობოლაძესთან სტუმრობისას,ლევან მაისაშვილმა გვიამბო,რომ თამაშის წინ 16 კაცი გაუხდათ ავად და ბოლოს,ისინი ათამაშა,ვისაც ფიზიკურად შეეძლო მოედანზე გასვლა.ორი მესამე ხაზელი,სულაც 20 წლამდელთა ნაკრებიდან გამოიძახეს,სასწრაფოდ და ნაკრებთან ერთად უვარჯიშებლად დააყენეს შემადგენლობაში.ასეთ პირობებში გუნდის გადაწყობას რომ შესძლებ,მგონი მწვრთნელსაც უნდა დავუფასოთ.მეტოქის მიუხედავად,ყველა თამაშში ახერხებს,სანაკრებო დებიუტანტების წარმატებით გამოცდას და ესეც დასაფასებელია,მამუკა გორგოძე,პირადად მისი გამზრდილია და ესეც ეყოფოდა სხვას,კვალიფიკაციის დასადასტურებლად.შინაურ მღვდელს,შენდობა არა აქვსო,მაგრამ არავისზე ნაკლები მწვრთნელი რომ არ არის,ჩემთვის ცხადია.სუპერ მწვრთნელებს,სუპერხელფასები სჭირდებათ,იაპონურ რაგბში,მილიარდზე მეტი დააბანდესო,ახლა ამერიკაშიც მსგავსი პროცესები მიდის და კანადაშიც.ცხადია,ეს ქვეყნებიც ძალიან სწრაფად განვითარდებიან.ადვილი შესაძლებელია კი არა,წესით და რიგით,უნდა გაგვასწრონ კიდეც.ბექა გიგაშვილიც ხომ ვნახეთ,როგორი მომზადებით ჩამოვიდა,ამერიკიდან.ასე რომ ,ძალიან მოკლე ხნიანი შუალედი გვაქვს,როცა 6 ერთან რაიმე ფორმით მიერთება უნდა მოვახერხოთ,თორემ მერე,შესაძლოა ამერიკა და კანადა მიიერთონ,ისინი ხომ შესანიშნავად არიან ფინანსურად წელგამართულნი და მათი მონაწილეობა,პირველ რიგში ფინანსურად მომგებიანი იქნება,6 ერის მამებისათვის.ძალიან სწრაფი ტემპით უნდა განვვითარდეთ.შესაძლოა დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი ფრანჩიზის შექმნა უკეთესი გამოსავალი იყოს.თუმცა არ ვიცი,ფინანსები რამდენად გვეყოფა. პ.ს.7 კაცას შესახებ,სამწუხაროდ მეც არაფერი ვიცი და ვერაფრით დაგეხმარებით.
გიორგი
მაისაშვილის ხელში მსოფლიოზე ვერაფერს ვიზამთ. ერთი ეს გამაგებინე, რატომაა გვიან ნორმალური მწვრთნელის მოწვევა? ერთი წელი საკმარისია გუნდის ამისაქაჩად, თუ მწვრთნელი კარგი იქნება.
Sandro
შენ გენაცვალე მაგ სიმართლეში . კარგი კაცი ხარ
ანდრი
პორტუგალია სხარტი, ჯიგრიანი, ძალიან კარგი გუნდია, და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეტოქეა. სტადიონზე მიკროფონით ტრიბუნები მწყემსვა და უნიფორმირებული სექტორები სირცხვილია. ორკესტრირებულ ზეიმი სულ უფრო ხელოვნური და შეუსაბამო ხდება თამაშთან.
თორნიკე
უხერხული მეტოქეა მართლაც რომ, რადიკალურად სხვადასხვა ფილოსოფიის რაგბს ვთამაშობთ და ძალიან კარგია პორტუგალიას რომ ვხვდებით, შეიძლება ერთ დღეს რუმინეთი გავსრისოთ, მაგრამ პორტუგალიასთან რთულად ვითამაშოთ. ფიზიკური რაგბი გამოგვდის და სწრაფ ბურთაობასაც და სწრაფი მეტოქის განეიტრალებას უნდა შევეჩვიოთ, რომ სინთეზი მოვახდინოთ. პორტუგალია იდეალური გუნდია ამისთვის, ბოლომდე ვერ ქაჩავენ თამაშს, ფიზიო მომზადება და სიმძლავრე არ ყოფნით, რის ხარჯზეც ვამარცხებთ, ამ დროს დინამიურ რაგბსაც ვეჩვევით.
ბოკინიო
უხერხული მეტოქე ყველას ყავს! რა შევჭამეთ ეს ბიჭები. იგებენ ცუდად იგებენო. იტალიას მოვუგეთ უნდა მოგვეგოო. არ დაგავიწყდეთ სუ 3 მილიონი ვართ და 30 წლის სახელმწიფო.( 3000 წლოვან სახელმწიფოებრიობას არ ვითვლი.) და 30 წელში 3 ომი და ორი რევოლუცია გადავიტანეთ კიდე მაგრა ვდგავართ და ერთმანეთს თუ შევიყვარებთ ყველაზე მაგრები გავხდებით!
გიორგი 50
მხოლოდ ერთ კონკრეტულ შეკითხვას დავსვამ : დათუნა ნინიაშვილს იტალიასთან და პორტუგალიასთან რომ არ ეთამაშა, მოვიგებდით რომელიმეს? გაიხსენეთ, ერთის გარდა, ან თვითონ დადო ლელო ან ოქროს პასი გაუკეთა! ეს ბიჭი მოვლენაა ქართულ რაგბში... გაუმარჯოს ნაკრებს....გული ამიჩუყდა ბუკას სიტყვა რომ მოვისმინე იტალიასთან მატჩის წინ გასახდელში... იქნებ, ყველამ, მ.შ. პოლიტიკოსებმაც მიბაძონ ქვეყნის სიყვარულში....
ბ-ნო სოსო
მომეწონა თქვენი კომენტარი. იქნებ 7-კაცას შესახებაც გქონდეთ ინფორმაცია და თუ არ შეწუხდებით აქვე გამოაქვეყნეთ. მადლობა წინასწარ!
dem
პორტუგალია ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და იდეალური ოპონენტია ჩემი აზრით, რადგან სწრაფ და გამართულ რაგბს თამაშობენ, ძლიერ გუნდებთან სიჩქარეების დაწევა თუ გვინდა, პორტუგალიას ბევრჯერ უნდა ვეთამაშოთ, იაპონიას არაფრით ჩამოუვარდებოდა შარშან, გარდა ფიზიკური მომზადებისა და გამძლეობისა, იტალიასაც ძალიან კარგად ეთამაშნენ, მოკლედ ის პორტუგალია არ არის რაც ადრე იყო, ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. ჩვენ ნაკრებზე არ ვიტყვი რომ მწვრთნელი იდეალურია, ან ცუდია, მაგრამ უნდა გაიაზროთ რომ ახლა არაფრის შეცვლა არ შეიძება. ნაკრები უნდა დადგეს თავის რელსებზე რომ 2023 წლის მსოფლიოსთვის სათანადოდ იყოს მომზადებული და არ შეიძლება უბრალოდ მანამდე მწვრთნელის გამოცვლა, ახლა ვინც იძახით მწვრთნელი უნდა წავიდესო ძირს უთხრით ნაკრებს. ვნახავთ რა მოხდება მსოფლიოზე და მერე განვიხილოთ ეგ ყველაფერი, ახლა ზედმეტ წნეხს მატებთ მაისაშვილს.
BARSA
bolobolo xart kmakopili kutaiseli gulshematkivrebis tu ara . tu batumshi roa atmospero stadionze iseti arsad msoplioshi ar ginaxavt.
zaali
დღეს 6-7 მორაგბის პირველი ან მეორე თამაში იყო საქართველოს ნაკრებში, რად უნდა ამას ბევრი ცოდნა რომ თამაშიც ხარისხი არ იქნებოდა ისეთი როგორივ მოგვეწონებოდა, ჯარიმებიც და შეცდომების ამის ბრალია..
zaali
არავითარი ახალი მწვრთნელი, ძალიან კარგი მწვრთნელია მაისაშვილი, რისი საბაბით უნდა გაუშვან? იტალიასთან რომ მოიგო? თუ უელსს, ირლანდიას და ინგლისს რომ ვერ მოუგო? დანარჩენი ყველა თამაში მოიგო, ფიჯისთან ფრე ითამაშა, დღესაც ნახევარი გუნდით პორტუგალიასაც მოვუგეთ, იმ პორტუგალიას რომელიც ბოლო წუთამდე იტალიას უგებდა. უცხოელები ჰყავს ასისტენტებად, ქართველი არავისზე ნაკლები არ არის.. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
zaali
ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, ყველა თამაში მოიგო, იტალიას მოუგო, აგერ ნახევარი გუნდით პორტუგალიასაც მოუგო, ფიჯისთან არ წააგო, რა გნებავთ? ასეთი კარგი ნაკრები არ გვყოლია!!! რატომ გგონიათ უცხოელი უკეთესი? ნუ გავიწყდებათ რომ ეს პორტუგალია ბოლო წუთამდე იტალიას უგებდა! და ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ...
სოსო
გაგვიჭირდა.იტალიასთან დახარჯული ენერგიის და ემოციების შემდეგ,ცხადი იყო რომ გაგვიჭირდებოდა ამ მატჩისათვის განწყობა.ამას ისიც დაემატა,რომ ბოლო დღეებში შემადგენლობიდან იძულებით გამოთიშული სამი მორკინალის ნაცვლად,ახლები დაემატებინა და მათ შორის ორი,20 წლამდელებიდან.ვერ ვიტყვი,რომ ბიჭები დაიკარგნენ,მაგრამ ნაკრებთან ერთად უვარჯიშებლები იყვნენ და შერკინების სინქრონულობა,ამან აშკარად დაარღვია.შერკინებაშიც და განსაკუთრებით მოლში შეგვეტყო,შეუთამაშებლობა.ჯარიმებიც ძალიან ბევრი ავიღეთ,გამოუყენებელმა მომენტებმა თამაში დაძაბა,თუმცა ბიჭებმა მაინც შესძლეს გარდატეხის შეტანა და გამარჯვება.დღეს გამარჯვება იყო მთავარი და მიზანს მივაღწიეთ.ორივე სარეიტინგო თამაში მოვიგეთ და ესე იგი ტესტები წარმატებული იყო.სანდრო თოდუა,ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მორაგბეა და ვულოცავ ნაკრებში მეასე კეპის მოპოვებას.ოღონდ შენი წინამორბედებივით,ნაკრებში თამაშზე უარი არ თქვა, სანდრო.შენი თავი კიდევ კაი ხანს დაგვჭირდება და ეს,იტალიასთანაც დაამტკიცე.ნაკრების დებიუტანტებს ვულოცავ პირველ კეპებს და უამრავ წარმატებულ მატჩს და გამარჯვებას გისურვებთ მომავალში.ბექა გიგაშვილმა მართლაც მაგრად ითამაშა და იმ გარღვევით,მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.ნინიაშვილზე უკვე აღარც კი ვლაპარაკობთ.უკვე იგულისხმება,რომ თუ ვინმეა საუკეთესო,მასზე არანაკლებია დათოც,თუ მეტი არა.მისი ნაკრებში გამოჩენით,ჩვენმა ხაზმა სასურველი ფორმა მიიღო და ნაკრების სათამაშო სტილი ძირფესვიანად შეიცვალა.2-3 მისნაირად გამორჩეული უნარების მორაგბე კიდევ რომ გამოჩნდეს,საქართველოში,ძალიან დიდ გარღვევას გააკეთებდა ჩვენი ნაკრები.ჰო,ჩვენ კაპიტანსაც ვულოცავ საქართველოს რეკორდის დამყარებას.მისი კაპიტნობით საქართველოს ნაკრები 39 ჯერ გამოვიდა სათამაშოდ და ქართველი კაპიტნებისათვის, ეს ყველაზე მეტია.ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მატჩი ელის მერაბს სამკლაურით და ვუსურვებ,ყველაზე ტიტულოვანიც გამხდარიყოს.გმადლობთ ბიჭებო,ამ ზაფხულს მონიჭებული სიხარულისათვის და უკვე შემოდგომის ტესტებისათვის ველი,კიდევ უკეთეს თამაშებს.ეს ხომ მართლაც ძალიან დიდი შრომის შედეგია,გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად.
გიორგი
ვულოცავ ბიჭებს და გილოცავთ ყველას! ეს თამაშიც ნინიაშვილმა მოიგო. უმაღლესი დონის მორაგბეა. უკანა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მაისაშვილი კი, როგორც მთავარი მწვრთნელი გინდ იყოს და გინდ არა. თუმცა, მაისაშვილი ძალიან კარგი სელექციონერია. ამას ვერ დავუკარგავ. იდეალური იქნებოდა მაღალი დონის მთავარი მწვრთნელის დამხმარე რომ გახდეს. ტყემალაძევ, მწვრთნელი გვჭირდება, მწვრთნელი.
rable
გავიხსენოთ საქართველოს და საფრანგეთის თამაში. ფრამფები ანგარიშს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ და აქცენტი სრულად მიმართეს კომბინაციების დამუშავებასა და შერკინების დახვეწაზე, ჯარიმის დარტყმაზე აღარაა საუბარი. პრეტწნზია თუ გვაქვს ტიერ ერობაზე -მზგავსი მიდგომებია აუცილებელი. ჩვენკი რა - მხოლოდ შედეგზე ვითამაშეთ, თანაც ამდენი წუნი, ჯარიმა. გამოცდილი მორაგბეების კლასის ხარჯზე მოვიგეთ ისიც. მიდგომა არ ჩანს, სტრატეგია ხვალინდელის. -(ნინიაშვილი რაგბისთვისაა დაბადებული.) მადლობა ყველა
giorgi 3
ნინიაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი 15 ნომერია მსოფლიოში, თუ ასეთი პროგრესით გააგრძელა კლასში მატება, მალე საუკეთესოთა შორის საუკეთესო იქნება!
კახაბერი
ასე შორს ვერ წავალთ,იტალიას კი მოვუგეთ , მაგრამ -აღტკინება- ენერგია,ნინიაშვილი,აბჟანდაძე,ლობჟანიძე აფრასიძით, შერკინება,შერკინება და ლ ე ლ.ო ზ ე ითამაშეთ ბიჭებო,ლ ე ლ ო ზ ე, ქართული რაგბი- ლელოებზე უნდა იდენტიფიცირდეს(!)-ჯარიმებით პროგრესი არასოდეს დადგება,ლ ე ლ ო ე ბ ი ყველა რაგბის კომპონენტის გამოყენებით, შერკინება-ჯარიმა-აუტი-მოლი- ლელო-ც მაგარი დამუშავებული უნდა გვქონდეს(?!),დღეს რომ სამწუხაროდ პორტუგალიასაც ვერ ვუგებთ(არადა - ზელანდიასაც არ უდებდნენ ტოლს)-ასეთი რეგრესი-ა რ შეიძლება! და ჯარიმებიც კიდევ- რამდენი უნდა ავიკიდოთ(?!), შევხედოთ-სტატისტიკას,მოკლედ რა გასაკვირია- მწვრთნელის მიმართ პრეტენზიები რომ არის(?!)
გაბო
ზურა, რა? ამაზე უკეთესი შედეგი როდის გვქონდა? თუ მილიონების გადახდაა აუცილებელი?
Guja Kakhadze
გილოცავთ და ასე გაგრძელებას გისურვებთ!
კობა
მაქაროვი (მაქარაშვილი) არ დავპატიჟოთ?
ლაშა
ვულოცავთ, ჩვენს ლომებს გამარჯვებას!!!!!!!!!! ვახო სანაიააა გელოდებიიით!
ზურა
ტყემაყ სადღეგრძელოებით საუბარს თავი დაანებე!!! მწვრთნელი მოუყვანე ნაკრებს როგორსაც იმსახურებს!!!
ანდრი
გილოცავთ, ნინაშვილის ლემო სიმბოლური გამოვიდა, ცალკე მადლობის ღირსია.
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა