ბათუმის "დინამომ" ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება და სიმპათიები არა მხოლოდ თამაშის ხარისხითა და შემტევი სტილით, არამედ განსაკუთრებული გულშემატკივრობითაც დაიმსახურა. ამ ქალაქის ახალი, მშვენიერი არენა ეროვნული ლიგის მატჩების დროსაც სავსეა და საკუთარ გუნდს ენერგიულად გულშემატკივრობს. რა გასაკვირია, რომ ბრატისლავის "სლოვანთან" სადებიუტო საშინაო საჩემპიონთალიგო შეხვედრაში ეს უფრო მეტად შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, მატჩის ეპილოგი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

SPORTALL.GE ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა გუნდ "პირატების" ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, თეონა ზოიძეს ესაუბრა. მისი პასუხები მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- "სლოვანთან" მარცხის შემდეგ ცუდ ხასიათზე იქნები, თუმცა მომავლის რწმენას მაინც არ კარგავ - წინ კონფერენს ლიგაზე "ლეხთან" დაპირისპირებაა...

- ბოლო წამებზე მარცხი საშინელი შეგრძნება იყო. შინაგანად დამსხვრეული ვარ და დღემდე ვცდილობ, ძალები მოვიკრიბო. ვიმედოვნებ, 21 ივლისს, როცა გასვლით შეხვედრას გავმართავთ, სულიერად ბოლომდე მზად ვიქნები. საკუთარი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც, თუმცა ეს წაგება ისეთი მოულოდნელი იყო და ისე სწრაფად მოხდა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს.

- ბათუმის "დინამომ" საქართველოში გულშემატკივრობის ახალი კულტურა შექმნა. შენ გარდა, აქ კიდევ რამდენიმე გოგოა. თავდაპირველად, თქვენი აქ ყოფნა რამდენად მოულოდნელი იყო თუნდაც ფეხბურთელებისთვის?

- მეამაყება, რომ წლებია, იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, "პირატები" რომ ჰქვია. ძალიან ბევრი გოგოა ტრიბუნაზე, რაც მახარებს. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მათი რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან სადაც მანდილოსნებია, გარემო გაცილებით ლამაზია. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რა როგორ იყო ფეხბურთელებისთვის, მსგავს დამოკიდებულებაზე ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

- ფეხბურთი როდიდან და რა დოზითაა თეონას ცხოვრებაში? ვიცი, რომ შენი შვილი მეკარეა...

- ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში 8 წლის ასაკიდან შემოვიდა. ჩემი ასაკის გოგონები "მეგობრობის დღიურში" ლამაზ ჩანახატებსა და ფოტოებს თუ აკეთებდნენ, ჩემსაში გაზეთებიდან ამოჭრილი ზიდანი და "კიჭა" (ბრაზილიელი რონალდო) იყვნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰქონდა, "პირატებშიც" ჩავერთე და ასე ვარ დღემდე საფეხბურთო სამყაროში.

- ფან-კლუბის წევრობა შენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება, როგორ ახერხებ დროის გადანაწილებას?

- პირველ რიგში, დედა ვარ და შემდეგ სხვა დანარჩენი. გაგეცინებათ და, ბევრ სამსახურზე უარის თქმა სწორედ იმის გამო მომიწია, რომ თამაშებზე ვერ ვივლიდი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებით ვარ დაკავებული. შესაბამისად, დრო ჩემ ხელთაა.

- საკმაოდ ხშირად მატჩებს ორიგინალური ჩაცმულობითა და ვარცხნილობით ესწრები. მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ?

- ვაღიარებ, ცოტათი ექსტრავაგანტური ვარ. გამოვიარე პერიოდი, როცა ირგვლივ მყოფებისგან მესმოდა: "ქალს რა უნდა სტადიონზე?!", ახლა კი ვცდილობ, სტერეოტიპები დავამსხვრიო და იმ გოგონებს, რომლებიც გვიერთდებიან, არანაირი კომპლექსი არ ჰქონდეთ. ვისაც რა მოსწონს და სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ის უნდა ეცვას და ისე იქცეოდეს. სხვისი აზრის ქვეშ არავინ უნდა ექცეოდეს. ბრაზილიის ქომაგი რომ ვიყო, ეს გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ახლა ვიდგამთ ფეხს და უფრო მოულოდნელად აღიქვამენ.

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდე, რაც ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. როგორ უმკლავდები ამ გამოწვევას?

- თაყვანისმცემელი ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია, თუმცა იქნებიან მამაკაცები, რომელთაც მოვწონვარ. ისე ნამდვილად არ მაქვს საქმე, რომ ვერ გავუმკლავდე. როცა ქალი შემდგარი, ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელია, რთულია, ის რამით გააოცო, თანაც ამ ეტაპზე პირადი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ - ჯერ შვილი მყავს დიდ კლუბში "დასაბინავებელი".

- ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა რომელია, ბათუმის "დინამოსთან" ერთად რომელსაც დაესწარი?

- ყველაზე მეტად მახსოვს ის მატჩი, უმაღლესი ლიგიდან რომ გავვარდით. ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო... კიდევ მახსოვს შარშან, თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირება, თანაც, ჩემი დაბადების დღე იყო, გავიმარჯვეთ და ყველაზე კარგი საჩუქარი მივიღე. პირველად სტადიონზე მაგ დღეს ვიტირე და ეს სიხარულის ცრემლები იყო.

- სოციალურ ქსელში შემხვდა პოსტი, სადაც სხვადასხვა გუნდის ფან-კლუბის წევრებს შორის საუკეთესოს "ლაიქების" მიხედვით არკვევდნენ და იქ შენც მონაწილეობდი. რამდენად მოგწონს მსგავსი კონკურსები?

- ვფიქრობ, ეს გვერდების ერთ-ერთი ხრიკია, გულშემატკივარი რომ მოიზიდოს და ნახვადობა აიმაღლოს. ჩემზეც გაკეთდა მსგავსი, მაგრამ ამით რა? ან მე ვარ ცუდი ქომაგი ან ის? - არანაირად. ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს გუნდის წარმატებაში. ვფიქრობ, რაღაც მომენტში უსამართლობაა, შეგაფასონ ისე, როცა არ გიცნობენ, არ იციან, რა გზა გამოგივლია ან გადიხარ. მთავარია, ყველას მიმართ უნდა გავცეთ სიყვარული და ბევრად ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება გვექნება. საკუთარი კვალი უნდა დავტოვოთ და არა სხვის ნაფეხურებს გავყვეთ.

- არსებობს სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ?

- ძალიან მიყვარს ოსკარ უაილდი. მის ფრაზებს ხშირად საკუთარ თავს ვუმეორებ. მაგალითად, იმას, რომ ვიყო ის, ვინც ვარ და არანაირმა გარემოებამ არ შემცვალოს.

- ალბათ, იქნებიან ფეხბურთელები, რომელთა გაცნობაც ყველაზე მეტად გსურს და ჯერჯერობით ვერ მოახერხე...

- საქართველოში არ არის ასეთი ფეხბურთელი, რადგან მაქვს პატივი, ვიცნობდე ყველას, ვინც მინდა. ზოგადად კი, ასეთები ზიდანი, კასილასი და იბრაჰიმოვიჩი არიან. არც სხვების გაცნობაზე ვიტყვი უარს, მაგრამ ზიდანმა შემაყვარა ფეხბურთი, კასილასი კერპია, "იბრა" კი უბრალოდ, "გიჟი".

- მსმენია, რომ ბავშვებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევი...

- ძალიან მაბედნიერებს ბავშვების დამოკიდებულება, მათგან თბილ და გულწრფელ ჩახუტებას ვიღებ, ეს კი ყველაფერია ჩემთვის, რადგან ბავშვებს არ შეუძლიათ შური, ბოღმა და ნეგატივი ატარონ, ისინი მხოლოდ პოზიტივსა და წრფელ სიყვარულს გადმოგვცემენ. მინდა მათ აქედანაც ვუთხრა, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ჩემი სტიმულატორები არიან.

მანუჩარ მახარაძე
gionat
საიდან ამდენი ბოღმა?!
gionat
ყოჩაღ, ნამდვილი გულშემატკივარია, მეტი ასეთი ადამიანიები გვჭირდება სტადიონებზე!
გიორგი
ანუ სამზარეულოში უშვებ? საჭმელი გინდა რომ მოგიმზადოს? ღიპი მოიფხანე!

საოცარი გოგოა,თეონა.შორიდან ვაკვირდები ხოლმე,არც მეგობარია და არც ნათესავი.ისეთი თბილია,სულ იღიმის,სულ პოზიტივს აფრქვევს.ასე რომ ეს ნეგატივი დაიოკეთ და როცა ადამიამს არ იცნობთ ნუ ეხებით ცუდად.წარმატებები თეო
მორიელი
მომავალ წელს ))))
ghyg

შავი კაცი
მეტი სადარდებელი არ მოგცა შენ ღმერთმა...))) დამჯდარი და მაგას არკვევ დრო სხვა რამეში დახარჯე,რამე გამოსადეგარში)))
უვიცი
წარმატებები!!! ვაჟიშვილს კიდე კარგი გუნდი და ჩვენი გახარება!!!
მამუკა
შემდეგი თამაში როდის აქვს ბათუმს?
Status quo
დამაფიცე რაა მარგალიტა დეიდა წმინდა პორფილეს ხატზე....
Mamuka
Batumi sakartveloshi kvelafrit cinaa kvela kalakze gaskdit exla s
L.J .
Zustad eg unda damewera...xalxi ra dabogmilia ra tqva eseti?
ვერის უბნის ფსიქოლოგი
ყურადღების ქვეშ უნდა იყოს კაცების მხრიდან, ასე რომ ფეხბურთი მისი თავის დამკვიდრების საშუალებაა, რომ სულ იყოს პოპულარული, არადა რეალობა სხვაა, ასაკი ემატება + დიდი თვალები აქვს, ასე რომ 5-6 წელი აქვს გაგულავების , მერე ვეღარ გაქაჩავს, ან გაქაჩავს 45+ კაცებში
წარმატებები :*)
პირადი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ - ჯერ შვილი მყავს დიდ კლუბში "დასაბინავებელი".
გიორგი
კომენტარი რო დავწერო გამომიქვეყნებთ?
გელა
რას გულისხმობ ანუ?
ირაკლი
ყოჩაღ,წარმატებები!!
ანასტასია
უსაყვარლესი გოგო❤️
სოსო
კომენტარებში რატო იბოღმებით ბიჭებოოო?!
ehh
მორიელს ძალიან უჭირს მხედველობაში, მხოლოდ შუქის და მოძრაობის აღქმა შეუძლიათ. შენც ალბათ ასე ხარ. ან ჩასაფრებული ვიღაც ხარ, ან გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის
iphone29
ამ ეტაპზე პირადი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ - ჯერ შვილი მყავს დიდ კლუბში "დასაბინავებელი".
maqsimum
იდი დამოი ბაბუსკა
ტარიელი
ფლირტია თუ სტატია?
pepe
ბავსვები გაზარდე მამი ამამია
მორიელი
ბათუმის დინამოში, შემტევი და ხარისხი სად დაინახე? ჭ კლასის ფეხბურთს რომ თამაშობს, ეგაა ხარისხი?

ისე პირატი ქართულად მეკობრეა ჯიგრებო!!! გისურვებთ წარმატებებს!!!
456
ყველაფერს ვერ იტყვი და ვერც დაწერ...
kaka
საქმეს მიხედე მაგიტოა ქარტული ფეხბურტი მწვერვალზე საქმეს მიხედე
zesta
ბათუმი რომ პირველი გუნდი იქნება საქართველოს ჩემპიონატში რა სირცხვილია, წამოცმული ყავდა ზესტაფონს სადაც დაიჭერდა. დღეს აღარავინ საუბრობს როგორ გააქრეს გუნდი და უაზრო თემებით არიან დაკავებული ჩვენი ვითომ ჟურნალისტები
ანგელოზა
დაასაქმეთ ეს გოგო კლუბში, სამედიცინო მიმართულებით ან ა.შ. რით ჩამოუვარდება ესტონეთის პაიდეს ქერათმიან გოგოს? ფეხბურთიც უკეთ საყურებელი იქნება
ევა ლონგორია
ეს ღვთისავარი სად პოულობს ფეხბურთში ამდენ ქალს? ვიდეო ვერსიების დადება გაკლიათ✌️
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა