სამწუხაროა, რომ ბათუმის "დინამო" ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ აგრძელებს. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს ჩემპიონის მხრიდან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უფრო რეალური იყო. საქმე ისაა, რომ ახლა ეს გზა გაცილებით გართულებულია. უახლოესი მეტოქე სერიოზული ძალისაა, თუმცა ახლა კარგი პერიოდი არ უდგათ.

"ყარაბაღი" ასეთი ძლიერია თუ?

ბათუმური კლუბის მოწინააღმდეგე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი", უეფას მთავარ საკლუბო ტურნირს საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ამბიციებიც ჰქონდა, თუმცა მათ გზა აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბმა "ყარაბაღმა" გადაუღობა. ჩვენი მეზობლები ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე მოხვედრის რეალური პრეტენდენტები არიან და საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელიც ჰყავთ, თუმცა მაინც რთული სათქმელია, ამ გუნდებს შორის ამხელა სხვაობა (ორი მატჩის ჯამში 5:2) უფრო პოლონელთა სისუსტის ნიშანი იყო თუ აზერბაიჯანელთა სიძლიერის? ფაქტია, "ლეხმა" საკუთარ მოედანზე (1:0) გაიმარჯვა და სტუმრად შეხვედრის სტარტზევე გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ საკუთარ კარში 5 უპასუხო გოლი მიიღო.

"ლეხი" ცუდ ფორმაში

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გარდა, ბათუმის "დინამოს" მომავალმა მეტოქემ საკუთარი ჩემპიონატის პირველ ტურში წააგო და მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა, ვერც ქვეყნის სუპერთასზე ივარგა. ნიდერლანდელი ვან დერ ბორმის გუნდი კარგად არც მოსამზადებელ ეტაპზე გამოიყურებოდა. გამოდის, რომ ჩემპიონობის ტიტულის შემდეგ გუნდმა გარკვეული რეგრესი განიცადა. ამას ისიც დაერთო, რომ ტრანსფერებით სათანადო გაძლიერება ვერ მოხერხდა, ახალწვეულ გიორგი წიტაიშვილს ჯერ აკლიმატიზაციის პროცესი აქვს გასავლელი.

გუნდის ქართველები

ნიკა კვეკვესკირს გასულ სეზონში ნაკლებად ენდობოდნენ და სასტარტო შემადგენლობის მუდმივ წევრად არც ახლა მოიაზრება. მინდვრის ცენტრში რადოსლავ მურავსკი სტაბილურად თამაშობს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას კი კონკურენციის გაწევა შვედ იესპერ (კიმში არ აგერიოთ) კალსტრომთან უწევს.

რაც შეეხება წიტაიშვილს, მწვრთნელმა მისი შესაძლებლობები ორივე ფლანგზე ("ლეხი" ძირითადად, 4-4-1-1 ტაქტიკით გამოდის) მოსინჯა, თუმცა ის უფრო მარცხნივ წარმოუდგენია, სადაც 22 წლის ნორვეგიელი ველდე თამაშობს, რომელიც აზერბაიჯანში გამართულ დაპირისპირებაში სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ასევე 22 წლის მიხაელ სკორასი გამოდის. 21 წლის წიტაიშვილს ნამდვილად აქვს რესურსი, გუნდის თამაში უფრო აქტიური, სწრაფი და ენერგიული გახადოს.

საკადრო რესურსი

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურაა. "ლეხის" კარს უკრაინელი არტურ რუდკო იცავს, რომელიც მანამდე კიევის "დინამოსა" და კვიპროსულ "პაფოსში" გამოდიოდა. გუნდის დაცვის ფლანგებზე პორტუგალიელი ფეხბურთელები გამოდიან, ძირითად ფორვარდად კი შვედი იშაკი (და არა ისაკი) მიიჩნევა.

გამოუცდელი არბიტრი

პოლონეთისა და საქართველოს ჩემპიონთა პირველი დაპირისპირება 21 ივლისს, პოზნანში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას 33 წლის ჩრდილოირლანდიელი არბიტრი იან მაკნაბი გაუძღვება. რეფერი საერთაშორისო შეხვედრებში ნაკლებად გამოცდილია. პოლონელები საკუთარ მოედანზე ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა მათი ცუდი ფორმის გამოყენება აუცილებელია. გასაგებია, რომ თავის მხრივ, ბათუმელებიც უგუნებოდ არიან - მწარე, ბოლო წამებზე განცდილი მარცხის გამო, თუმცა კონფერენს ლიგაზე სრული კონცენტრაციაა საჭირო. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წყვილში გამარჯვებულს უძლეველი მეტოქე სულაც არ ელის ისლანდიური "ვიკინგურისა" და უელსური "ნიუ საინტსის" შორის საუკეთესოს სახით.

zura222
საზ მაუ ისევ არ აჩვენებსა ბათუმის თამაშებს ? აჭარიოისა "ტელევიზია" რატომღაც მაინც და მაინც ფეხბურთის დროს ან იბლოკება ან ისე ჭედავს რომ ეგეთ ყურებას ჯობია სვარკას უყუროს კაცმა @@
tngh
წარმატებები საქართველოს კლუბებს...
qomagi
ეეეჰ.სლოვანიც ცუდ ფორმაში იყო მაგრამ ეხლა სულ რომ წააგოს კონფერენც ლიგის პლეიოფში მაინცაა,ჩვენ 3 გუნდი უნდა გამოვაგდოთ თან წაგების უფლება არ გვაქვს:( წელსაც დაკარგა აზრი ევროტურნირებმა რაა:(
qomagi
ეეეჰ.სლოვანიც ცუდ ფორმაში იყო მაგრამ ეხლა სულ რომ წააგოს კონფერენც ლიგის პლეიოფში მაინცაა,ჩვენ 3 გუნდი უნდა გამოვაგდოთ თან წაგების უფლება არ გვაქვს:( წელსაც დაკარგა აზრი ევროტურნირებმა რაა:(
სოსო
ორივე ქართველს ათამაშებენ,რადგან იციან,მაქსიმალურად შეეცდებიან კარგად ითამაშონ.უბრალოდ სხვა გზა არ ექნებათ.ბათუმელები თუ ისევ ისე ნერვულად გადაძაბულები არ ითამაშებენ,აუცილებლად დაამარცხებენ,პოლონელებს.ბრმა მოზვერებივით კი არ უნდა ეძგერონ მოწინააღმდეგეებს,არამედ ცოტა ჭკუაც დააყოლონ,თამაშში.დღეს ბათუმი სლოვანზეც და ლეხზეც უკეთეს ფორმაში მყოფი გუნდია.არც იქ უნდა წაეგო და არც ამათთან უნდა წააგოს.
pepe
ისე სიმარტლე გიტხრატ ცუნამი რო მოხდა იაპონიასი მუჯირმა საქარტველოდან გაიგო აქედან დაურეკეს ტავს უსველეო...............
ნოდო
ეს მაგარი შეგულიანება ვიცით ცუდი ფორმა ცოტა არასერიოზულია როცა 2 ეტაპს ვერ ცდებიან ქართული კლუბები პაიდე ხო იყო ფორმის პიკში ან კლაქსვიკი ძველების გახსენების ნერვი არ მაქ :D
Z.CFC-ს
აჯობებდა კარგი ფსიქოლოგი მოეძებნათ, მაგრამ ეტყობა ეს ძვირია და ბიჭების ნერვები ზიანდება.
aron
კიდე კაი ყარაბახს არ სევხვდიტ ტორე სირცხვილს მერე ნახავდიტ
kaka
ნუ დაიწყებტ ეგრე ცუდ დგესი აეიან მერე აგმოსნდება სვენ ვარტ ჯმულები
ზურა
ფურცელზე ყარაბახზე ძლიერი გუნდიც იყო ლეხი მაგრამ რაც დაემართა კი ვნახეთ აზერბაიჯანში ვფიქრობ რომ გადაულახავი ბარიერი არ არის.
ჰაჰა
გასაგებია, რომ ბათუმი გატეხილია, მაგრამ ისინიც ხომ გატეხილები არიან. ობიექტურად ლეხი ჩვენზე ძლიერია, თუნდაც ის რომ ჩვენო ორი ნაკრების ძირითადი მოთამაშე, იმათ თადარიგში უზის, ამაზე მეტყველებს. რაც არ უნდა ვამართლოთ ბიჭები, ეს ჩვენთვის ყურადსაღები ფაქტია.
Z.CFC
მენტალურად რლთული იქნება იმ ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ, იმედია გადალახავენ ამ ბარიერს.
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
უარი სარფიან წინადადებაზე - წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპაში სურს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"