პორტუგალიასთან ქუთაისში, „აია არენზე“ გამართული ტესტ-მატჩი მე-100 იყო 34 წლის ფრთის მოთამაშე სანდრო თოდუასთვის. მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ ის მეოთხე ქართველი ცენტურიონია.

თოდუას სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ეს "ბორჯღალოსნების" საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო, 254-ე ტესტში კი უკვე თავად უწია 100-იან ზღვარს, რაც მსოფლიო რაგბიში იშვიათი და ნიშანდობლივი ამბავია.

პორტუგალიასთან მატჩის წინ „კოჭოს“ კუთვნილი კეპი ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა", თავად ცენტურიონმა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენმა დავით კაჭარავამ გადასცა, ნამატჩევს კი „ქართული რაგბის მხარდამჭერებისგან“ ტრადიციული მუზარადი მიიღო.

- ძალიან სასიხარულო დღე იყო, რომელმაც დადებითი ემოციებით ამავსო. ვგრძნობდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას როგორც თანაგუნდელებისგან, ასევე გულშემატკივრისგან. ნაკრებში ნებისმიერი თამაში ერთნაირად საპასუხისმგებლოა, გნებავთ, პირველი იყოს და გნებავთ, მეასე. იღბლიანი კაცი ვარ, რადგან ქვეყნის სახელით უკვე 100-ჯერ მომიწია თამაში.

- მე-100 თამაშს განსაკუთრებული შეგრძნებები არ ახლდა?

- ზედმეტი ყურადღებიდან გამომდინარე, რასაც მიჩვეული არ ვარ, ემოციები ჭარბობდა. მაქსიმალურად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული, თუმცა განსხვავებული შეგრძნებაც იყო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თამაშის დაწყებამდე მარტოს მომიწია მოედანზე გასვლა და დავით კაჭარავამ კეპი გადმომცა. ჩემზე მოქმედებს ასეთი უჩვეულო მომენტები. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა მე და მთლიანად გუნდს, როგორც ტრიბუნებიდან, ასევე ტელევიზორიდან თუ ინტერნეტიდან.

- როგორ მიხვედით მე-100 კეპამდე? როდის დაიწყეთ რაგბის თამაში და როგორია თქვენი განვლილი კარიერა?

- 9 წლის ვიყავი, როდესაც თამაში "ლელოში", ბათუ კევლიშვილთან დავიწყე. ის რაგბისთან ერთად მეგობრობას და ქვეყნის სიყვარულს გვასწავლიდა. ამ კლუბში ყველაზე დიდი დრო გავატარე. 2 წელი საფრანგეთში, პრო დე2-ის "ალბიში" გამოვდიოდი, საიდანაც ჯერ მშობლიურ გუნდს დავუბრუნდი, მერე კი 3 სეზონი "ბათუმში" გავატარე. ბოლო ერთი წელია "შავი ლომის" მოთამაშე ვარ.

- "შავი ლომი" ახსენეთ და რამდენად იმოქმედა ფრენჩაიზის შექმნამ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხზე?

- სტატისტიკა აჩვენებს (1 წლის განმავლობაში გატანილი ლელოების უმრავლესობა ხაზის მოთამაშეებზე მოდის) და მეც ასე ვფიქრობ, რომ ფრენჩაიზმა შედეგები უკვე მოიტანა. "შავი ლომის" იდეა ძალიან კარგია, თუმცა მას განვითარება, უფრო მაღალი დონის ტურნირებში ჩართვა უნდა. ამ ეტაპზე უდავოდ დაგვეხმარა, რადგან ნაკრების ხაზი მთელი წელი ერთად ვართ და შეთამაშება იგრძნობა.

- თქვენი სანაკრები დებიუტი 14 წლის წინ, ჩეხეთის ნაკრებთან შედგა...

- დეტალები არა, თუმცა ამ თამაშთან დაკავშირებული ემოციები კარგად მახსოვს. მაშინ პირველად მოვხვდი 23-კაციან განაცხადში, მაგრამ რეზი გიგაური ვერ ჩამოვიდა და ცენტრში, ძირითადში მომიწია თამაშის დაწყება. ეს რომ არა, ალბათ 5-10 წუთით მომიწევდა შეცვლაზე შესვლა. ამის შემდეგ მალევე ვითამაშე რუსეთის წინააღმდეგ და პირველად მოვიგე რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. 20 წლის ბიჭი ჯერ ნაკრებში მოვხვდი და მერე ჩემპიონი გავხდი.

- მას შემდეგ არაერთხელ გახდით ჩემპიონი და სამი მსოფლიო თასი ითამაშეთ. თქვენ მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან რომელს გამოარჩევთ?

- ასეთი რამდენიმეა, თუმცა იტალიასთან მოგება განსაკუთრებულია. ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ტიერ1-ის გუნდი. ტიერ1-ის წარმომადგენლებთან მანამდეც გვქონია კარგი თამაშები, მაგრამ გამარჯვება პირველი იყო. ის გამორჩეულია მნიშვნელობითაც და თამაშის ხარისხითაც.

- გჯეროდათ იტალიასთან გამარჯვების?

- ამ თამაშისთვის ქვეცნობიერად მას შემდეგ ვემზადებოდით, რაც გავიგეთ, რომ იტალია ჩამოდიოდა. ყველა მაქსიმალურად მობილიზებული იყო და თამაშის კვირაში ეს იგრძნობოდა კიდეც, მაღალი ხარისხის ვარჯიშები გვქონდა. რაც უნდა სუსტი იყოს მეტოქე, თამაშამდე არასდროს ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოვუგებთ. იტალიასთანაც ასე იყო, თუმცა ახლა რომ ვაფასებ განვლილ პერიოდს, ყველას ისეთი განწყობა გვქონდა, აუცილებლად უნდა მოგვეგო.

- ვასილ ლობჟანიძემ ბურთი ფეხით რომ შეაცურა, იცოდით, რომ დაეწეოდით?

- იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბურთი აუცილებლად უნდა დამემიწებინა. წამითაც არ გამივლია თავში, რომ არ უნდა მეცადა და სვლაც არ შემინელებია. ვიცოდი, რომ ბურთს დავეწიე და შიგნით შემოვწიე, მაგრამ სანამ ვიდეოზე არ ვნახე, არ ვიყავი დარწმუნებული, შევძელი თუ ვერა ლელოს გატანა, მაგრამ პირველივე გამეორების შემდეგ მივხვდი, რომ ლელო ჩაითვლებოდა.

- ამ გამარჯვებაში თავისი როლი ატმოსფერომ და ტრიბუნებმაც ითამაშა?

- ბათუმის სტადიონზე პირველად ვიყავი და ძალიან მაგარი აურა აქვს. მოედნის ხარისხი საუკეთესოა, თამაშიც კარგად იყო ორგანიზებული. გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, თუმცა ასეთი ხარისხის სტადიონზე მათი როლი კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. მადლობა მათ გვერდში დგომისა და დიდი სიყვარულისთვის.

Rugby.ge

ლაშა
გენაცვალე კომენტარის ავტორო, იგივეს დაწერას ვაპირებდი. მეასე თამაში მალაყურაძეს რუსეთთან უწევდა, პანდემიის გამო გადაიდო და ხომ ვერ ვეღირსეთ რა. არა და ლაშა იმსახურებს. პ.ს. იმედია ვინმე მიაწვდენს ხმას მაისაშვილს.
ძუკუ
მაცი ხვიტია
მაისაშვილს
ბ-ნო ლევან, ძალიან გთხოვთ, ათამაშეთ მალარურაძე 1 თამაში და გახადეთ ცენტურიონი
მერაბი
სულ სიკეთითა და წარმატებების გზით გევლოს!
სოსო
გილოცავ სანდრო,100 კეპის შეგროვებას.მართლაც დიდი მიღწევაა.დიდი იმედი მაქვს,რომ კიდევ მრავალს დაუმატებ და სხვა ცენტურიონებივით, აზარი ავათავეთო,თოფს არ დამარხავ.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
მიიღე პოზიტივი: "ბორჯღალოსნები" სამოაში სტუდენტებს შეხვდნენ [PHOTO]
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ