დღეს “დინამო-არენის” საპრესკონფერენციო დარბაზში “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ და გუნდის კაპიტანმა ლევან კაკუბავამ პრესკონფერენცია გამართეს და "სტიაუასთან" მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრეს:

ლაშა ნოზაძე: "ტიტულოვან კლუბს ვეთამაშებით, რომელსაც ჩემი წარდგენა არ სჭირდება. რუმინელები სისტემატურად თამაშობენ ევროტურნირებზე, წარმატებები აქვთ როგორც შინაურ ასპარეზზე, ისე ევროსარბიელზე. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერი გვყავს, არ გვეშინია. გამოვალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის, რათა გავახაროთ როგორც ჩვენი გულშემატკივრები, ასევე ქვეყანა.

გორში “პარტიზანთან” თამაშისას კუნთი გაიჭიმა და დაახლოებით ერთი თვე დაგვაკლდება გიორგი ჯგერენაია. დანარჩენები მწყობრში არიან და ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის. სასიამოვნოა, რომ დავიმატეთ მეკარე ბექა ქურდაძე, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ვფიქრობ, ორი კარგი მეკარე გვყავს და ვინც უკეთ წარმოაჩენს თავს, ის ითამაშებს. ახალგაზრდა მეკარეებიც საკმაოდ პერსპექტიულები გვყავს, რომლებისაც მეიმედება.

შევისწავლეთ მეტოქე, მაგრამ თუ რამდენად კარგად და სწორად შევისწავლეთ, თამაშის დღეს გამოჩნდება. გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვეცდებით, სისუსტეები კარგად გამოვიყენოთ და პრობლემები შევუქმნათ.

შანსებზე მსჯელობა არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ “დინამო არენაზე” თამაში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მადლობა გორელებს, რომ კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს. თბილისის გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ დედაქალაქში უნდა ვითამაშოთ".

ლევან კაკუბავა: "მთავარმა მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, რომ ტიტულოვანი კლუბია და ბევრი წარმატება აქვს. თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ყველას გაცნობიერებული აქვს მატჩის მნიშვნელობა. გამოვალთ მინდორზე და ვიბრძოლებთ. ვეცდებით, სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება მეტოქის პოტენციალს შეტევით ხაზში - საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჰყავთ ნაკრების ფეხბურთელები, ასევე, მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ნაკრებში თამაშობენ. უნდა გავანეიტრალოთ მოწინააღმდეგე და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ".

fcsaburtalo.ge

კახა
ერთი დიდი უპირატესობა გაგაჩნიათ რაც ფეხბურთში ხშირად ამართლებს თქვენგან აუცილებელ მოგებას ვერავინ მოითხოვს ამიტომ მოიხსენით ყოველგვარი დაძაბულობა და ისე როგორც დანიამ მოიგო ევროპის ჩემპიონატი თქვენც ლაღად ერთმანეთისთვის ბრძოლით აჩვენეთ თქვენი საუკეთესო შესაძლებლობები არ მოდუნდეთ რაცარუნდა ანგარიში მიმდინარეობდეს უფლის შეწევნით გავიმარჯვებთ მგონია რომ თქვენ უფრო გინდათ მოგება ვიდრე სტიაუა ფეხბურთელებს იმედია ლოკომოტივის მაგალითზე ნაკლებს თუ არა მეტს შეძლებთ. P.S.ზოგჯერ წვალობს კაკუბავა და რატო? უნდა რომ გუნდს ბოლომდე დაეხმაროს დაიმახსოვრე ყველაფერი გენიალური ძალზედ უბრალოა პასი და გაეხსსენი ყველაზე მთავარი ფეხბურთში ყოველთვის გაეხსნა თანაგუნდელს ამით უდიდეს საქმეს უკეთებ როცა ეეხსნები და აქვს საშულება ან პასი მოგცეს და მოატყუოს კიდევაც 50,% შენი დამსახურება რომ მოწინააღმდეგეს გასცდება.ყველა გულშემატკივრობთ ერთი პატარა ბიჭის წარმატებამ რამხელა პოზიტივი შეიტანა ერში თითქოს გულები გაათბო და ხალხი აღარა ისე დაბოღმილი და და ერთმანეთს იღიმიან უფალო შეეწიე საქართველოს და ქართველ კაცს.
dila
თბილისის გუნდი ჩემპიონატში არ ხართ? კაი თამაში თბილისში გადაიტანეთ და ჩემპიონატის თამაშებზე ისევ ჩვენ მოგვადგებით. ამათ გონიათ სტადიონს გაავსებენ,აქსიმუმ ფეხბურთელების ოჯახები და მეგობრები მოვიდნენ. სად გყავთ თქვენ გულშემატკივარი? საკუთარ თავს ატყუებენ.დ.დ.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
ლაშა ნოზაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ლაშა ნოზაძე: "პარტიზანის" შესასწავლად დრო გვაქვს
"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
Sportall.ge-ს სათვალე: ჩხუბები სამ დუბლად, ლურჯი ტრუსი და შულაიას ხელი [VIDEO]
ლაშა ნოზაძე: "სტიაუას" ორი მატჩის ჯამში დამარცხების ძალა შეგვწევს
ლაშა ნოზაძე: ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ლაშა ნოზაძე: შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ
ლევან კაკუბავა: "საბურთალომ" ქვეყნის სახელი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უნდა დაიცვას
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ