კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა.

"საბურთალო" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და თამაშის სადავეებს აკონტროლებდა. თბილისური გუნდის შეტევები უმეტესწილად მარჯვენა ფრთიდან ხორციელდებოდა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა 21 წლის განაპირა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც ფლანგიდან რამდენიმე გარღვევა განახორციელა და მეტოქე გუნდის კართან ხიფათი შექმნა. მე-40 წუთზე ლაშა ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონტრშეტევა განახორციელა და ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ "საბურთალოს" კარნახით წარიმართა. 55-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ლამაზი ცრუმოძრაობებით ერთბაშად რამდენიმე მეტოქე გააბრუა და მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დატოვა, თუმცა გამოცდილმა ფორვარდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ძლიერ რუმინულ გუნდს სძლია და მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ვთქვათ სიმართლე - ყველა ქართული გუნდისგან განსხვავებით, გაგვახარა იმან, რომლისგანაც ამას ნაკლებად ველოდით. მადლობა!

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“

საბურთალო - სტიაუა 1:0

გოლი: ლ. ნონიკაშვილი (40)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა (ო. მამაგეიშვილი 67), ჩადუნელი, ჯინჯოლავა, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი (მიოჩი 80), ტაბატაძე (გოშთელიანი 67), ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 83), გულიაშვილი, სიხარულიძე

სტიაუა: ტარნოვანუ, ტამი, ჰარუტი (ოიდა 86), დავა, ოვიდუ პოპესკუ, სუტი, ეჯუმა (კომანი 46), კორდეა (სტოიკა 86), ოლარუ, ოქტავიან პოპესკუ (მამუტი 69), ტანასე

კახა ქ.
მე მახარებს ის,რომ გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი,ეტყობა რომ მის დავალებებს ასრულებენ.არადა ყველაზე უფრო ,ვთქვათ გულახდილად ხალხს ნაკლებად ქონდა საბურთალოს იმედი,მაგრამ მოხდა პირიქით.ვინც ყველაზე ნაკლებს იძახოდა იმან გაამართლა გულშემატკივრების იმედები.წარმატებები ბიჭებო.ეხლა უნდა მოიხსნათ ყველანაირი სანერვიულო და ითამაშოთ სიამოვნებისთვის
სოსო
ყოჩაღ ბიჭებო!თუმცა ვალდებულები იყავით,მეტი გაგეტანათ.მატჩის წინ ვფიქრობდი,რომ სულ ცოტა,თანაბარი შანსი გვქონდა,მაგრამ მატჩის კომენტატორისაგან განსხვავებით ვფიქრობ,რომ ერთგოლიანი გამარჯვება,სულაც არ არის შესანიშნავი შანსი,მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.ეს დაახლოებით თანაბარ შანსს ნიშნავს,განმეორებით მატჩში მასპინძლისათვის მცირე უპირატესობით.თუ დამატებითი დრო დაინიშნა,მასპინძელს უფრო მეტი შანსები აქვს,მაყურებლის დახმარებით,ბოლომდე დახარჯის ძალები.საბურთალომ ბევრი შანსები შეიქმნა და ვფიქრობ,ამას გასვლაზეც შესძლებს.მთავარია გამოყენება შესძლონ.ესაა ჩვენი აქილევსის ქუსლი.საბურთალოს უკეთ თამაშიც შეუძლია და გაცილებით უკეთესად თამაშიც.ასე რომ ყველაფერი ბიჭების ხელშია.მთავარია არ დაიძაბონ და ისე ითამაშონ,როგორც წინა თამაშებში.ზედმეტი ფაციფუცის და ნევროზულობის გარეშე.
tngh
წარმატებები "საბურთალოს"!!!

პირველად გაგვახარა ვგონებ და მე მახსოვს წინა წლებში რაც გააკეთეს როგორ გაგვიცრუეს იმედები სომხეთის გუნდთან
დავით 67
სამწუხაროდ შანსი არ აქვთ! მე მეშინია ბათუმივით არ განადგურდნენ ბუქარესტში

ბუქარესტში მატჩამდე, ასე მოკლე ხანში წარმოუდგენელია თამაშის კლასის პრობლემის აღმოფვრა. ძალიან გაგვიჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა.
odala
ოდნავ მაინც საბურთალო სჯობდა ალბათ. ვიყავი თამაშზე და ვისიამოვნე. უბრალოდ, კლასში სხვაობა მაინც იგრძნობა. დიდები, მაღლები, თითქოს უფრო გამოცდილებიც, უფრო თავდაჯერებულად თამაშობდნენ რუმინელები. ყველა ფიზიკური ორთაბრძოლა მათ მოიგეს. ის გუნდია, რომელსაც თუ გოლი გჭირდება, შეიძლება რომ 180 წუთში არ გაგატანინოს, არა თუ 90-ში. კარგია რომ გასატანი მათ აქვთ, რაც ჩვენ შანსებს ზრდის.
კახა ქ.
ყოჩაღ.რაც მთავარია გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და მერე უფრო მოუმატებენ.წარმატებები.
ზურა
საბურთალომ მართაც კარგად ითამაშა აშკარად აჯობა ამ თამაშში სტიაუას საბუთალოს ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს ძაან ტექნიკურები და ფიზიკურადაც კარგად არიან მაგრამ სამწუხაროდ ამ მატჩში გამოჩნდა ის კლასის ნაკლებობა რაც ტოტალური პრობლემა ქართულ ფეხბურთში როცა მეტოქეს ჯობნი ქმნი მომენტებს და ვერ ახერხებ 100% მომენტების რეალიზებას ესაა ძალიან სამწუხაროო ამ მატჩშიც გოლის გარდა 2-3 100% მომენტი გვქონდა და ასეთ მეტოქესთან აუცილებელია ასეთი მომენტების გამოყენება დიდი ანგარიშით მოგება როცა მიგდის თამაში რადგან გასვლაზე რუმითში ძალიან რთული მატჩი იქნება რუმინელი გულშემატკივრის ფონზე და 1-0 ანგარიში ნამდვილად არ იძლევა დაწყნარების საშუალებას და როცა კონფორტული უპირატესობით მიდიხარ მაშინ ნაკლები დაძაბულობით და წნეხით თამაშობ,თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ნამდვილად კარგი თამაში იყო დარწმუნებული ვარ იმუშავებენ პრობლემების გამოსწორებაზე.
ფიდელ კასტრო
რაც მთავარია გამართულ და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს გუნდი, რაც შედეგის მომტანია. ასე გააგრძელეთ და არ შეუშინდეთ ტიტულიან გუნდებს, თქვენი იმედი გვაქვს
ვანჩოპე
თუ გავითვალისწინებთ რომ საბურთალო გასვლაზე კიდევ უკეთესად თამაშობს არ გამოვრიცხავ რომ იქაც მოიგონ. ერთი თავით სჯობია სტიაუას. კარგი ახალგაზრდები არიან. ხოოო, სიხარულიძესგან მეტს ვითხოვ
maqsimum
ესეც ხან მოკლე სიხარულია
კახა
ყოჩაღ საბურთალო. გადაარჩინე ქართული საკლუბო ფეხბურთი სირცხვილს. წარმატებები
მადრიდისტი
ნათელი წერტილი..მადლობა ნამდვილად!!!
საბურთალო
მადლობა ბიჭებო! რედაქციას მადლობა უბრალო, მარა გულიანი სათაურისთვის. არ მეგონა, ფრეს უფრო ველოდებოდი. ყოჩაღ და რუმინეთში ბრძოლა და წარმატება ჩვენს ბიჭებს!
T.q კახელი
მილოცვას ჯგუფში მოხვედრისთვის შემოვიტოვებ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ირაკლი სიხარულიძე რა გჭირს რა შანსები ვერ გამოიყენე ?
გიორგი
""საბურთალო" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა" ... ცოტას აჭარბებთ მაგრამ, ბიჭებს მადლობა, კარგად ითამაშეს!
Rezz
გილოცავთ, ძალიან კარგი თამაში იყო. მგონი დროა გოჩოლეიშვილი ეროვნულშიც ვნახოთ
Rezz
გილოცავთ, ძალიან კარგი თამაში იყო. მგონი დროა ნონიკაშვილი ეროვნულშიც ვნახოთ
levani
საბურთალოს იქაც ექნება შანსი თამაშიდან გამომდინარე. მთავარია არანაირი რიდი და კრძალვა არ ქონდეთ მეტოქის. ეტყობა აზროვნებენ ამ კლუბში
ილია
გენაცვაალეეეეეეთ ბიჭებიიიიი .. ყოჩაღ , აფერუმ .. 2-0 უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს... იქ გავუტანთ დარწმუნებული ვარ ! მთელი ქვეყნის სირცხვილს თქვენ გვწმენდთ.. მეამაყებით !
რრრ
ერთი თბილისის დინამოა ქართული ფეხბურთის გრანდი და მეორე სტიაუა რუმინული ფეხბურთის.DDD თუმცა საბურთალოს მადლობა რა თქმა უნდა.
გიორგი
ყოჩაღ ბიჭებო!!!
შავი კაცი
დიდი მადლობა საბურთალოს.. კლუბი ყველაზე სტაბილურია ბოლო წლებია ადგილობრივშიც და ევროსარბიელზეც.. სულოსკვეთება ჟინი და მონდომება არ დააკლეს ბიჭებმა თავის დამრიგებელთან ერთად რასაც გეგუჩაძეზე ვერ ვიტყვით ალბად ვერასდროს... წარმატებები საბურთალოს იმედი მაქვს დავძლევთ ამ ბარიერს...
ანტა
მადლობა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
მიქაუტაძემ მცველი გააბითურა და ტალიაფიკოს გაატანინა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის ლამაზი საგოლე პასი - "ლიონმა" "სტიაუას" მოუგო [VIDEO]
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
მიქაუტაძის მეთერთმეტე გოლი - ქართველმა "სტიაუას" გაუტანა [VIDEO]