როგორც მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას აღარ დაიცავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქომაგებში ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაცია ლაზარემაც დაადასტურა და "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით. ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი აღარ ვარ.

ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.

მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს

სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე, ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრად.

მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით".

შეგახსენებთ, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

kaxak
საერთოდ გუნდურ თამაშში წაგება ან თუნდაც მოგება ერთ კაცს დააბრალო ძაან დიდი შეცდომაა და ნამდვილი მიზეზეზის გადაფარვას ნიშნავს (პირდაპირი დიაგნოზია,... სხვათა შორის ეს განმარტება ზოგადია და თამაშში მარტო სპორტი არ იგულისხმება, მაგალითად ქირურგიაც გუნდური თამაშია
სოსო
ვხედავ,რომ გულისტკივილი გალაპარაკებს,მაგრამ შენ გულშემატკივრობაში მიალიე ნახევარი სიცოცხლე და მწვრთნელს,ან ფეხბურთელს,ვისაც ასეთი რამე დაემართა,შენზე მეტი განცდები არ ექნებოდა?აბა ეს კლუბიდან წასვლა,რას ნიშნავს?შენი თავი წარმოიდგინე მეგობარო,მის ადგილზე და დარწმუნდები,რომ აქ სიტყვები სრულიად ზედმეტია.ბიჭებს,კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ გვერდში დადგომა,ლაზარეს წასვლასაც დიდ შეცდომად ვთვლი და კლუბისაგან ამაზე დათანხმებასაც.დარწმუნებული ვარ,აჯობებს გადაწყვეტილების გაუქმება და საკუთარი შრომით,შეცდომის გამოსყიდვა.ლაზარე ვიღაც შემთხვევითი პიროვნება არ არის ბათუმისათვის.მთელი სულით და გულით,მისი ნაწილია,თქვენც მისი ნაწილი ხართ და ერთად უნდა გადაიტანოთ დარტყმა და სიხარულიც.სიხარულში მართლაც ერთად იყავით,ახლა კი,ჭირის გაძლების დროა.ასეთი კლასის მეკარეებიც ორღობეებში არ ყრია და არც ის დიდი თბილისის დინამო შექმნილა ერთ და ორ წელში.ჯერ კიდევ მურთაზ ხურცილავას,კახი ასათიანის,გივი ნოდიას და რეზო ძოძუაშვილის დროს ჰქონდათ დებიუტი ევრო თასებზე და გამოუცდელობის გამო,ძალიან მწარე მარცხსაც ხშირად განიცდიდნენ.ეს ეტაპი,ბათუმელებსაც გასავლელი აქვთ.პირველივე მარცხზე ყურების ჩამოყრა და გუნდის დაშლა,იმას ნიშნავს,რომ ხელახლა აწყობილი ბათუმი,ისევ ასეთივე მარცხის გარდაუვალობის მსხვერპლი გახდება.ბიჭებმა თავი გადადეს სლოვანთან და ისეთი გამოცდილება მიიღეს,რომლის სწავლა შეუძლებელია.არ შეიძლება ამ გამოცდილების წყლისთვის გატანება.ლეგიონერს იყიდა,ან გაყიდი,მაგრამ ადგილობრივ კადრებს,მოფრთხილება სჭირდება.ბათუმი ხომ მათთვის,უბრალოდ კლუბზე გაცილებით მეტია.არა ვარ ბათუმელი,მაგრამ ვხედავდი როგორ რუდუნებით იქმნებოდა ეს ბათუმი და ასე ემოციების ფონზე გუნდის დაშლა,თქვენ თვითონ არ უნდა დაუშვათ.თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ ყველას,თუნდაც ამ თამაშების ანტიგმირებს და ერთად წამოდგეთ ფეხზე.დღევანდელი ბათუმის დინამო,თავის გულშემატკივრებიანად ხომ უბრალოდ კლუბზე გაცილებით უფრო დიდი ფენომენია.
მოურინიო
ხუთი გაუტანეს ბათუმს ერთი სამის გატანა კიდევ შეეძლოთ რა შუაშია აქ მეკარე პოლონეთის ჩემპიონს რომ შემტევ ფეხბურთს ეთამაშები გასვლაზე ქეცბაიას მაინც კითხეთ რას ნიშნავს ეს
საავედრა
პირველრიგში მადლობა ლაზარეს ყველაფრისთვის. სამწუხაროდ როცა ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა მისი საიმედობა იმ ისტორიულ თამაშში ვერ მოხდა ისე როგორც მას და ყველას გვინდოდა. ყველას კარგად გვესმის რომ სლოვანის ბარიერი რომ გადაგველახა რომელიც ძალიან რეალური იყო, ახლა სხვა საფეხბურთო სურათი იქნებოდა ქვეყანაში. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მეტნაკლებად ყველას მთელს გუნდს, სამწუხარო ისაა რომ პასუხისმგებლობას ყველა გაურბის ეს ჩვენი ქართული სენია, სამწუხაროდ. პირველრიგში არც მწვრთნელს და არც ლაზარეს ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება თამაშის მერე და არ აუღიათ პასუხისმგებლობა კონკრეტული თამაშის შედეგზე ( სლოვანთან). ესეც ფეხბურთის ნაწილია რომ მწვრთნელს და ფეხბურთელს უნდა ეყოთ ვაშკაცობა და გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს გულშემატკივარს რომელმაც ნახევარი სიცოცხლე მიალია სლოვანთან თამაშს, და დაიკარგა ეს ისტორიული შანსი, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი წინ არის. და მათ გარეშე გაკეთდება ეს, ფეხბურთელები და მწვრთნელები მიდიან და მოდიან კლუბი კი რჩება, წინ დინამო!
Levan
Warmatebebi lazare. Saqartvelo odidganve ase iyo 1000 kargi gaaketo da 1001 shegeshalos chagqolaven. Magari biwi xar da aravis kritikas ahyve. Miaweqi dzma da bevr warmatebas miagwev.
ანესთეზეოლოგი
თავად გუნდიდან გაშვების ფორმა იყო მიუღებელი, გოიმური და არაპროფესიონალური. ეს იყო განტევების ვაცის ძებნა საკუთარი განავლის დაფარვის მიზნით. ვაღიარებ, რომ ლაზარემ წააგო სლოვანთან თამაში, მაგრამ რატომ მაშინვე არ გაუშვეს? იმიტომ რომ მისი შეცდომა ნათელი იყო. და გაუშვეს ლეხთან დამარცხების შემდეგ, სადაც მთლიანად გუნდმა ჩაისვარა. ეს კი უკვე აღარ აწყობდათ, რადგან მხოლოდ მეკარის ბრალეულობა არ იყო და პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ვინმეს, ჰოდა დააკისრეს მეკარეს. ამაზრზენია ბათუმის ხელმძღვანელობის საქციელი, გეგუჩაძე არაკაცულად მოიქცა. რატომ იდგა ლაზარე ასე წინ სლოვანთან? რატომ აგვიანებდნენ ან საერთოდ არ იძლეოდნენ მინდვრის მოთამაშეები პასს გადამწყვეტ მომენტში? იმიტომ, რომ დისციპლინის დაბალი დონე აღმოაჩნდათ. ვის უნდა ეზრუნა ამაზე? მწვრთნელს! ამაზე მას უნდა ემუშავა. ესენი კი ქათმებივით მოიქცნენ.
ბოკინიო
ქოცები,ნაცები და პოლიტიკები მოიკითხეთ სხვა საიტებზე. აქ დაგვასვენეთ ხალხი გვაფიქრეთ სპორტზე.
Alexandre, თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
მე, ცალსახათ, ბრალს ვდებ იმ კომენტატორებს, რომელთაც მიყავდათ ტელერეპორტაჟი დ.ბთ - სლოვანი. მეორე, აქაც sportall.ge-ზე, გავაკრიტიკე ჟურნალისტი, ვინაც ეს მატჩი გააშუქა. ჩემი აზრი იყო: მეორე გოლში მთავარი დამნაშავე იყო მცველი (აღარ მახსოვს გვარი, მაშინ დავწერე), რომელიც იდგა ახლო ძელთან და რატომღაც შეიწია შიგნით. კომენტატორები და საიტი კუპატაძეს ადანაშაულებდნენ. და ყველას დაავიწყდა მაშინ, რომ ბათუმის ფრე ბრატისლავაში მთლიანად კუპატაძეს დამსახურება იყო, 3-4 ისეთი მკვდარი ბურთი აიღო, რომ გაეშვა, ვერცერთში ვერ დაადანაშაულებდი. შედეგად, ამდენი არასწორი კრიტიკის მერე, მოიშალა და მივიღეთ სწრაფად 0-2 პოლონეთში. შემდეგ დაცვაც აირია და 0-5.უარესი კი ისაა, რომ თურმე კუპატაძე წავიდა. ჩემი აზრით, ეს ტრაგედიაა, პირველ რიგში ბათუმისთვის.
სოსო
ბათუმის დინამო!ლაზარე კუპატაძე!ორივე მხარე რომ რომ მაგრად მიჰქარავთ,ხვდებით?მაგ ერთი სიტყვისათვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ სხვა რა დავარქვა თქვენს გადაწყვეტილებას?ლაზარეც მაგრად აიჭრა და კლუბის ხელმძღვანელობაც,მაგრამ ეს არის გამოსავალი?თბილისის დინამოს გზაზე დგებით?მორჩით შენი ბრალია, ჩემი ბრალიას და განაგრძეთ მუშაობა.ეს გადაწყვეტილება ბათუმის დინამოს პროექტის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს და ყველა წააგებს,საქართველოს ნაკრების ჩათვლით.დავითაშვილის და აზაროვის ტრანსფერიო,კუპატაძის წასვლაო....ესე იგი ყველაფერი მორჩა?ყველა გაიყიდება და ყველაფერი ნულიდან დაიწყება?არავინ დაიჯეროს!ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალო,ნათქვამია.აღარ მივა ბათუმის სტადიონზე მაყურებელი,ნდობას და შეგრძნებას დაკარგავს,რომ რაღაც დიდი იქმნება და მისი თამანონაწილეები არიან.ნდობის დაკარგვა კი,კატასტროფა იქნება.ბატონო არჩილ!არჩილ ბერიძეს მივმართავ.დარწმუნებული ვარ ირაკლი აზაროვის და ზურიკო დავითაშვილის გაყიდვა,ლაზარე კუპატაძის გაშვება,ძალიან ნაადრევია პირველ რიგში მათთვის,მერე კი ბათუმის და ქართული ფეხბურთისათვის.აზრი არ აქვს ასეთ მდგომარეობაში გუნდიდან წასვლას.ისინი იმ დროს უნდა წავიდნენ,როცა საუკეთესო მდგომარეობაში იქნებიან.ემოციები, ამ დროს ცუდი მოკავშირეა. გაერთიანდით, წამოდექით ფეხზე და განაგრძეთ გზა.ესაა ერთადერთი სწორი გამოსავალი.გუნდს გაძლიერება სჭირდება და ეს ცალსახაა,მაგრამ ცივი თავითაა ყველაფერი გასაკეთებელი.ახლა გჭირდებათ ბიჭებო,ერთად დგომა!დარწმუნებული ვარ,შესძლებთ ფეხზე წამოდგომას და წინსვლის გაგრძელებას.ვინც გადარჩება,ის უფრო ძლიერდება და თქვენც ამას გისურვებთ.თავზე დახვეული ტურების კივილს და სვავების ყარყაშს,ყურადღებას ნუ მიაქცევთ და განაგრძეთ წინსვლა.
კახა
კუთხურიდან გაუტანეს ძალიან მნიშვემელოვანი გოლი,რამაც უდიდესი გავლენა იქონია მთელ ქარტულ ფეხბურთზე!
Niko
ძმაო სად ხარ მაგრად გიჭირს ეტყობა, გამაგებინე როგორ შემოგეხმიანო მინდა დაგეხმარო ფსიქიატრის ფულს მაინც გადაგიხდი სხვა თუ ვერ მოვახერხე.
baba
დინამოს სპორტული დირექტორი რა მაგრა მუშაობსო და რა არის მაგარი მუშაობა ვერ ვიგებ. მოიყვანა გრიცურეკი არაფრის მაქნისი, მოიყვანა, სანოგო არაფრის მაქნისი, მოიყვანა ყაზახეთის ლიგიდან გავარდნილი გუნდიდან დენკოვიჩი არაფრის მაქნისი, მოიყვანა ფრინპონგი ტურისტად, ქართველი ფეხბურთელის მოყვანას კიდევ რა უნდა მთავარია 500 ლარით მეტი მიეცი ხელფასი, მაგათ ხო არ აინტერესებთ გუნდის პროექტი? ან ითამაშებენ თუ არა? სამაგიეროდ არ მოიყვანა კვირკველია და გაუშვეს კუპატაძე თურმე მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორც თვითონ კუპატაძემ თქვა. კაია ესე გააგრძელეთ ესეთი მუშაობით ლიგის ჯგუფში კი არა ლიგას მოიგებთ.
შერლოკ ჰოლმსის მეზობელი
ჩემი აზრით, გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილებაში ბევრად ღრმა შინაარსია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. მანდ სხვა რაღაც მოხდა აშკარად. დაუჯერებელია, რომ უბრალოდ გოლების გაშვების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან. სავარაუდოდ სხვა რაღაცაზე აქვთ ეჭვები. ამიტომ განმარტება უნდა გაკეთდეს ოფიციალური, თორე დიდი ლანძღვის ნიაღვარია მიმართული გუნდის ხელმძღვანელობაზე!
ocnebistebis adgili gazis kamerashia : Adolf Hitler
ანტიქართული საქმეები გააკეთა რუსულმა დინამო ბათუმა. ახლა ვიგოდაც უნდა აიხონ გრუზინებმა აბა როგორ გინდათ. გაუმარჯოს პირატებს . სლავა რასიი.
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძე "გონიოს" ფეხბურთელია
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ლაზარე კუპატაძე შესაძლოა, ეროვნული ლიგის კიდევ ერთ გუნდში გადავიდეს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" მეკარეს ქართველების ექსკლუბს უკავშირებენ
ლაზარე კუპატაძე “საბურთალოში” დაბრუნდა
"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა