თბილისის “საბურთალო” რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩავიდა და ხუთშაბათამდე სწორედ იქ მოემზადება კონფერენს ლიგის მეორე წრის განმეორებითი შეხვედრისთვის. გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ლაშა ნოზაძის კრებულმა რუმინული FCSB ლევან ნონიკაშვილის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და ახლა საპასუხო შეხვედრის მოლოდინშია. 28 ივლისს გასამართი მატჩი, რომელიც ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

რა შეიძლება ითქვას პირველ შთაბეჭდილებებზე? თვალშისაცემია აქაური კლიმატი – რუმინეთის დედაქალაქში ძალიან ცხელა და სუნთქვა ჭირს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 28 ივლისს შესაძლოა იწვიმოს და ამ ფაქტორმა ერთგვარი შვება მისცეს ფეხბურთელებს.

ზემოთ ცენტრალური სტადიონი ვახსენეთ, რომელიც ოფიციალურად 55.600 გულშემატკივარს იტევს. დიახ, მასპინძლებმა გვითხრეს, რომ 28 ივლისს სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან და სავსე ტრიბუნების მოლოდინში არიან. ამ დროისთვის უკვე 22.000 ბილეთია გაყიდული. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, მატჩს ემიგრანტი ქართველებიც დაესწრებიან, რომელთა რიცხვი 100-მდე იქნება.

მეტოქის ბანაკში მთავარი ამბავი ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ანტონ პეტრეამ, რომელმაც თბილისში გამართულ მატჩში უთავკაცა გუნდს. როგორც გაირკვა, ამიერიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ნიკოლაე დიკა შეასრულებს, რომელიც FCSB-ში უცხო ადამიანი არაა, რადგან წლების წინ სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბში იყო, 2017-18 წლებში.

“საბურთალო” დღეს აღდგენით ვარჯიშს თბილისის დროით 20:30 საათზე გამართავს. ხვალ ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს 21:30 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის – ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია იგეგმება.

fcsaburtalo.ge

nk
არ ვიცი ზუსტად საბურთალოდან რამდენი თამაშობს ჩვენს 21 წლამდელებში, მაგრამ სავარაუდოდ სხვებთან შედარებით ბევრი (უფრო ახალგაზრდებზე გათვლილი გუნდი იყო ყოველთის). აი შემდეგ წელს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის კი გამოცდილება და ცოტა სახელის გაგდება ჭირდებათ საბურთალოს ფეხბურთელებს (კვარა, მამარდა, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და ა.შ უკვე სერიოზულად დაღვინებულებიც იქნებიან). 21 წლამდე ევროპაზე მინ ნახევარ ფინალის იმედი მაქვს :დ შეიძლება გავნაგლდეთ და მოგებაც მოვთხოვოთ თუ წაუვიდათ (კომედია იქნება, პირველივე მოხვედრაზე, რომ მოიგონ, მაგრამ ჩვენ 2000 წელს+ დაბადებულებს, რომ გადავხედოთ მაგისი გარკვეული პრეტენზიაც კი უნდა გვქონდეს ))
გურამი
მაინც უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, გვჯერა ბიჭებო თქვენი
bejo
ახალი მწვრთნელი არაა კაი ამბავი , მაგრამ საბურთალო მაინც გაცდება ყველა ვარიანტში და ნუ პანიკობთ ...
სოსო
დღევანდელი რესურსებით,საბურთალომ უკვე იმაზე მეტი გააკეთა,რისი მოლოდინიც გვქონდა.ვიცი,რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ,ისიც ვიცი,რომ რუმინულ კლუბს მეტი რესურსი აქვს და თავიდანვე ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.თუმცა არა მგონია ამას საბურთალოს ფეხბურთელები და მწვრთნელი ეთანხმებოდნენ.იბრძოლებენ,ყველაფერს დადებენ,მიზნის მისაღწევად და რა გამოვა,საქმე გვიჩვენებს.მე მათი დიდი იმედი მაქვს.სიხარულიძე გუნდის ერთერთი ლიდერია და მის ადგილზე სხვა რომ აღმოჩენილიყო,შესაძლოა ის მომენტებიც ვერ შეექმნა.არ შეიძლება ასე ხელის დადებით ვიღაცაზე ასეთი სიტყვების წერა,მით უმეტეს ასეთი მძიმე მატჩის წინ.გამხნევების და თვითრწმენის გაზრდის ნაცვლად,ბიჭებს უფრო თრგუნავთ და დამარცხების მოლოდინს უძლიერებთ.ამას,პესიმიზმი,ან გულშემატკივრობა კი არა,გაცილებით უარესი სახელი ჰქვია.
საქ...
ასე მწირი მონაგარით რომაა საბურთალო იმ მითომ თავდამსხმელი სიხარულიძის ბრალია,მას ის 100% ნი მომენტები რო გამოეყენებინა 3:0 მაინც უნდა ყოფილიყო...მეკარესთან ორჯელ აღმოჩნდა პირისპირ და ბურთს კი არ დაარტყა უბრალოდ მეკარეს დაუგორა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს