როგორც უკვე გაცნობეთ, "საბურთალოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სტიაუას" მწვრთნელი ანტონ პეტრეა გადადგა. დღეს მის ნაცვლად ნიკოლაე დიკა დანიშნეს, რომელიც ამ გუნდს 2017-18 წლებში ედგა სათავეში.

დაბრუნების წინ დიკამ კლუბის პრეზიდენტ ჯიჯი ბეკალის გარანტია მოსთხოვა, რომ მინიმუმ ახალ წლამდე მის საქმიანობაში არ ჩაერევა და კარისკენ არ მიუთითებს. რუმინული მედიის ცნობით, ბეკალიმ პირობა მისცა, თუმცა გაიხსენეს, რომ ასეთივე გარანტია ედი იორდანესკუს სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ პეტრეასაც მისცეს, მაგრამ ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

"სტიაუას" გენერალურმა დირექტორმა მიხაი სტოიკამ დიკა შეაქო. მან აღნიშნა, რომ 2018 წლის შემდეგ ნიკოლაე, როგორც სპეციალისტი, გაიზარდა, უფრო თვითდაჯერებული გახდა, ცოტას ლაპარაკობს, კონკრეტული ამოცანები გააჩნია, სათამაშო სისტემას შეცვლის და მისი ეიმედება.

სტოიკას თქმით, მწვრთნელის ცვლილება რთულ მომენტში მოხდა, არ იცის, ეს როგორ იმოქმედებს გუნდზე "საბურთალოსთან" დაპირისპირების წინ, მაგრამ პეტრეას წასვლა კარგია, რამეთუ ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის ახალი იდეები მოაქვს.

"სტიაუასა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.

rembo
ხო დაცინეთ და ყველას აჯობა
Saburtalo
ხეჩომ რაო? ხეჩო იანს უნდა მოგება?
გიზოგ
ყველა ქვეყანას თავის ფიფია ჰყავს. იმედია სტიაუს შედეგიც ფიფიასეული იქნება. წარმატებები საბურთალოს.
master
ავსტრიის ბუნდესლიგა დაბალი დონის არასდროს ყოფილა.ვენის რაპიდი 90-იანებში თასების თასის,კაზინო ზალცბურგი კი უეფას თასის ფინალებში თამაშობდნენ,შტურმი 5-6 ჯერ გავიდა ლიგის ჯგუფში.ყავდათ საკმაოდ ძლიერი ტიროლი და აუსტრია.ავსტრია არაა ჩვენი შესადარი.ჯერ სომხებს,აზერებს და ყაზახებს დავეწიოთ.ავსტრიის დონეს კი მინიმუმ 20-30 წელი ვერ გავქაჩავთ საკლუბო ფეხბურთში.აგერ პიუნიკმა კონფერენსის ჯგუფი გაინაღდა.ბოლო ორ წელში,ორი სხვადასხვა სომხური გუნდი გავიდა ჯგუფში,რაც ჩვენთვის ოცნებაა.ორი სხვადასხვა გუნდის გაყვანა შემთხვევითობა ნამდვილად არაა.
Oqri
Piuniki da somxuri fexburtze ras ityvi it?? Somxebmac gagvasrwees cxovrebis doniit
ზურა
თავის დროზე ავსტრის ჩემპიონატი იყო ძალიან დაბალი დონის მე 2 ბუნდესლიგის დონეც არ იყო და დღეს 2 გუნდი გაყავთ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი პირდაპირ ჯგუფში ხვდება რატომ?? იმიტომ რომ იქ მოვიდა ხალხი რომელმაც იყიდა ზალსბურგი ჩადო სერიოზული ინვესტიციები გუნდში მოიყვანეს კარგი მწვრთნელები კარგი ფეხბურთელები და გუნდმაც დაიწყო წარმატებით თამაში რეგულარულად ხვდებოდა ევროპალიგის ჯგუფში იგებდა თამაშებს და ბოლოს იმდენი სარეიტინგო ქულები დააგროვა რომ უკვე ავსტრიას ზალსბურგის დიდი დამსახურებით პირდაპირ ჯგუფში ჰყავს გუნდი აი ესაა შედეგი და ჩვენ სად ვართ?? ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს პატრონი უკვე ნახევრად პროფესიონალურ გუნდებთან ვაგებთ და ერთი გუნდი თუ იქნება გამონაკლისი რომელიც 1-2 ეტაპს გაივლის.
ზაური
ურთულესი მატჩი გველის რუმინეთში იქაური გულშემატკივრის ფონზე თამაში ძალიან რთული იქნება მთავარია პირველი ტაიმი გავუძლოთ ზეწოლას ისე რომ არ გავუშვათ და მეორე ტაიმში უკვე გვექნება შანსები. ცუდია რომ თბილიში 2-0 მაინც არ დავასრულეთ იყო უფრო დიდი ანგარიშით მოგების შანსიც.
მიშა
გადაგვივლიან, დაიმახსოვრეთ!!!
რაბუ
აჰაა სომხური პიუნიკი კონფერენსის ჯგუფშია მინიმუმ და ლიგაზე მესამე ეტაპზე. მომავალში რას იზამს ვნახოთ. ჩვენ დავაღოთ პირი და ვიღლაბუცოთ. გამოვარდეთ პაიდეებთან, კლაკსვიკებთან, კუთხურიდან გავუშვათ გოლები და მსაჯებს დავაბრალოთ სულ ჩვენი უნიათობა. დაცინვაში ხო პირველები ვართ. რა ჭირს ჩვენი დასაცინი სომხურ საკლუბო ფეხბურთს?! აზერბაიჯანმა ხო ვაბშე ჩაგვიქროლა წლებია. გაუმარჯოოოს კავკასიის პირველ გუნდს ბათუმის დინამოსო. კაი რაა კაი. იყიდოს თბილისის დინამო ვინმე ღვთისნიერმა დროზე და დააბრუნეთ ფეხბურთი საქართველოში, ისედაც არეული ცხოვრება ფეხბურთით მაინც გაგვიხალისეთ. დავიღალეთ !!!
დათო
იმათი ფიფიაა ნაღდად სტიაუს პრეზიდენტი...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს