არც ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პრობლემა მწვავედ იდგა. შესაძლოა, წინ მდგარ შემტევს ბურთით სათანადოდ ვერ ვამარაგებდით, თუმცა რეალიზების მაჩვენებელიც დაბალი გვქონდა. იმ პერიოდში დიდი მოლოდინები წარმოიშვა გიორგი მიქაუტაძის მიმართ, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა. ყველაფერი გაკეთდა, "ჟორჟს" "ჯვაროსნების" ფორმა რომ მოერგო...

ბრწყინვალე დებიუტი

მიქაუტაძემ პირველივე სანაკრებო მატჩში გაიტანა, როცა სასტარტოში იყო და ვილი სანიოლის გუნდს რუმინეთში (2:1) გაამარჯვებინა. მანამდე, შვედეთში, მან მხოლოდ რამდენიმე წუთით ითამაშა. დასაწყისი მართლაც მშვენიერი იყო და კიდევ უფრო გაგვიმყარდა განცდა, რომ წინა ხაზზე შესაბამისი დონის ფეხბურთელის პრობლემა მოიხსნა.

ცუდი გაგრძელება და "დაბრუნება"

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცუდი დროება დაუდგა, რომელიც ივნისში ნიდერლანდებთან ამხანაგური შეხვედრით დაიწყო და ოქტომბერში საბერძნეთთან ბათუმურ დაპირისპირებამდე გაგრძელდა. "ჯვაროსნების" თავკაცი იდეალური განლაგების ძიებაში იყო და ამ პერიოდში მიქაუტაძე ბევრით ვერაფრით გამოირჩა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდს მისი ძლიერი მხარეების გამოყენება უჭირდა.

ვილი სანიოლის ნაკრების აღმავალი პერიოდის დიდი ნაწილი გიორგის ტრავმის გამო გაუცდა. "ერთა ლიგის" ახალი სეზონის სასტარტო მატჩში "მეცის" ფორვარდი სასტარტოში ვიხილეთ და მან გოლიც გაიტანა. ჩვენი ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა თქვა, რომ მიქაუტაძემ იმ კომპონენტებზე იმუშავა, რომელიც გამოსასწორებელი ჰქონდა. თუკი გიორგის ადრე იმის გამო ვაქებდით, რომ მუდმივად მეტოქის კარზე ორიენტირებული იყო, ბოლო მატჩებში მას მაინც გარკვეული ეგოიზმი შევამჩნიეთ, თუმცა სურვილი, რომ ნაკრების ფორმით გოლი ისევ გაეტანა, დიდი იყო, საბა ლობჟანიძემ კი მშვენიერი პასით ეს საკითხი აუსრულა კიდეც.

გამოჩნდა, რომ სანიოლს ძირითად ფორვარდად ბუდუ ზივზივაძე წარმოუდგენია, რომელიც ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და მიქაუტაძეს კიდევ უფრო დიდი ჯაფა დასჭირდება, სასტარტოში თამაში რომ დაიმსახუროს.

საკლუბო ამბები

ყოველთვის გვსურს, ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო პროგრესი ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი კიდევ უფრო მაღალი კლასის გუნდსა და უკეთეს ფორმაში იყვნენ. სამწუხაროდ, მიქაუტაძის შემთხვევაში ასე არაა. "მეცს" ელიტაში ადგილი რომ არ დაეკარგა, ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 1-ში იასპარეზებდა, ახლა კი მას გამოსვლა რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს. "ჟორჟი" ბელგიაში წარმატებული იყო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სხვა დონისაა. გასულ სეზონში "სერენში" მას ნდობა ჰქონდა და "მეცში" თადარიგში ყოფნას ბელგიაში დაბრუნება ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

სადაც უნდა იყოს, მიქაუტაძემ უნდა გაიტანოს, თუმცა ბოლოს მან ეს სწორედ გიბრალტართან შეძლო. "მეცის" წინასასეზონო მომზადების ფარგლებში, ქართველმა შემტევმა 4 შეხვედრიდან 3 შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც იმ მატჩებში შეძლო, სადაც გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

"მეცი" სეზონს რამდენიმე დღეში, 30 ივლისს, "ამიენის" მასპინძლობით იწყებს და უახლოეს სანაკრებო პაუზამდე მიქაუტაძეს 9 მატჩის ჩატარების საშუალება ექნება. იმედია, ის გოლების ალღოს სრულფასოვნად დაიბრუნებს და "ერთა ლიგის" დარჩენილ შეხვედრებსაც კარგ ფორმაში შეხვდება. ფრანგულ ლიგებში ძველებური მდგომარეობა არაა, როცა ძალიან ცოტა გოლი გადიოდა, თუმცა ლიგა 2-ში დაცვის თამაშს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...

საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში კონკურენცია სჭირდება, მათ შორის, შეტევაში და გიორგი მიქაუტაძეს დიდი რესურსი აქვს, სტაბილური მეგოლე იყოს.

ზურა
საფრანგეთის ლიგა 2 ში უფრო მეტი შანსი აქვს დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში და ბევრი სათამაშო დრო მიიღოს ვიდრე ლიგა 1 ში მიიღებდა თან გუნდში მწვრთნელიც შეიცვალა და იმედი მაქ ახალი მწვრთნელის ნდობა ექნება წარმატებები მთავარია გოლები გაიტანოს.
beqa
ეს ბიჭი სერია ა ში გადავა დაიმახსოვრეთ
Burton
მიქაუტაძე კლასით საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია დღეს და კარგი იქნება თუ მეტი დრო მიეცემა ძირითადში, შეთამაშებისთვის და თავდაჯერებულობისთვის. ძალიან "დაგეშილია" კარზე, ამდენი კარში დარტყმები მე ქართველი თავდამსხმელისგან არ მახსოვს. ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია კარში დარტყმა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუდუც კარგი ბიჭია, მაგრამ მე პირადად მიქაუტაძის შემცვლელად უფრო ვხედავ. წარმატებები ორივეს.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა