პირველი გამოსასვლელი დღის წინ ტურ დე ფრანსის მონაწილეებს ურთულესი 200-კილომეტრიანი ურთულესი ეტაპი ელოდათ მეორე კატეგორიის სამი მთით
პირველი გამოსასვლელი დღის წინ ტურ დე ფრანსის მონაწილეებს ურთულესი 200-კილომეტრიანი ურთულესი ეტაპი ელოდათ მეორე კატეგორიის სამი მთით. რა თქმა უნდა, ეს რბოლა დიდ გავლენას ვერ მოახდენდა საერთო ჩათვლაში ლიდერთა განლაგებაზე, მაგრამ სცენარი მაინც საინტერესო უნდა ყოფილიყო.

თავდაპირველად იყო გაქცევის რამდენიმე უშედეგო მცდელობა, რასაც მასიური წაქცევა მოჰყვა, რომელშიც დაზარალდნენ დევიდ მილარი, რობერტ გესინკი და თვით ალბერტო კონტადორიც, თუმცა ისინი უპრობლემოდ დაეწივნენ პელოტონს.

შემდეგ იყო ტომას ვიოკლერის უფრო მომზადებული და წარმატებული შეტევა. აქტიურმა ფრანგმა პირველმა დაძლია მესამე კატეგორიის მთა. მოგვიანებით გაქცეულებს კიდევ ოთხი ველომრბოლი შეუერთდა, რომლებსაც ეტაპზე წარმატების დიდი იმედი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ხუან ანტონიო ფლეჩა და ლუის ლეონ სანჩესი. უკვე მეორე ამაღლების წინ სხვაობამ სამი წუთი შეადგინა. მეორე მწვერვალზე სამთო სპრინტი ისევ ვიოკლერმა მოიგო.

ამ მთიდან დაშვება ნამდვილ კოშმარად იქცა. საათში 80 კილომეტრ სიჩქარეზე კოლოსალური ზედახორა წარმოიქმნა. ყველაზე მძიმედ ალექსანდრ ვინოკუროვი დაეცა და საერთოდ მიატოვა კარიერაში თავისი ბოლო ტური. უფრო ადრე "ასტანამ" თითქმის დაკარგა თავისი კიდევ ერთი ლიდერი რომან კროიციგერი.

ბელგიელმა იურგენ ვან დენ ბრუკმა მძიმედ დაარტყა თავი ასფალტზე და ტრასის მიღმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. უფრო გაუმართლა ანდრეას კლიოდენს, რომელმაც დაცემის შემდეგ შეძლო რბოლის გაგრძელება. მომხდარის შემდეგ ავტორიტეტული მრბოლელები ფილიპ ჟილბერი, ფაბიან კანჩელარა და ტორ ჰუშოვდი პელოტონის თავში გადავიდნენ და კოლეგებს ტემპის დაგდება სთხოვეს. ამით მოგებული გაქცეულები დარჩნენ და მალე მათმა უპირატესობამ შვიდ წუთს მიაღწია.

მორიგ სამთო ფინიშებზე ჰოლანდიელმა ჰოგერლანდმა ორჯერ აუღო რევანში ვიოკლერს. თანდათან სხვაობა ლიდერებსა და პელოტონს შორის სტაბილური გახდა და მცირე ტემპით იწყო კლება. ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე სხვაობა ხუთ წუთს უდრიდა, რაც გაქცეულებს გამარჯვების კარგ შანსს უტოვებდა.

ცოტა ხანში კიდევ ერთი საშინელი ეპიზოდი მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობას ორგანიზატორები ვერ გაექცევიან. თუ მარშრუტის რთულ მონაკვეთებზე წაქცევები და ტრავმები შეიძლება მრბოლელთა შეცდომებს დავაბრალოთ, ამ ეტაპზე მომხდარი ყოველგვარ საღ აზრზს სცილდება. სატელევიზიო მანქანა მთელი სისწრაფით შევარდა ლიდერთა ჯგუფში და ხუთიდან ორი მრბოლელი - ფლეჩა და ჰოგერლანდი მძიმე ტრავმებით ტრასის მიღმა აღმოჩდნენ.

ამ ველომრბოლებს ეყოთ გამძლეობა და სითამამე რბოლის გასაგრძელებლად. რაც შეეხება დარჩენილ კილომეტრებს, აქტიურობა მხოლოდ ლიდერთა ჯგუფში იყო. მთელი დისტანციის განმავლობაში აქტიურმა ვიოკლერმა წააგო ფინიში ლუის ლეონ სანჩესთან, სამაგიეროდ, ფრანგმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა საერთო ჩათვლაში. სანჩესი კი გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადავიდა და შეიძლება "რაბობანკის" ლიდერიც გახდეს - თუ გაირკვევა რომ გესინკი ტრავმის გამო ვერ შეძლებს მომავალ სამთო ეტაპებზე აქტიურობას.

რბოლის შემდეგ ტურის მონაწილეები საავადმყოფოდან ცნობებს ელოდნენ. გაირკვა, რომ ვან დენ ბრუკს ხელი აქვს მოტეხილი, ვინოკუროვს - ბარძაყი და იდაყვი.

IX ეტაპი. 208 კმ

1. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - 5.27,09; 2. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +0,05; 3. სანდი კასარი (საფ, FDJ) - +0,13; 4. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - +3,59; 5. პეტერ ველიტსი (სლოვაკ, THR) - იგივე დრო; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო; 7. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 8. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო; 9. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 10. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 14. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 18. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +4,07... 23. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო; 24. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 38.35,11; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,26; 4. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,29; 5. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,37; 6. ტონი მარტინი (გერ, THR) - +2,38... 8. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +2,43... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,36; 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,37... 16. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,07... 20. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +5,01... 36. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,16...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა