საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე მოემზადოს და მოახლოებულ ოფიციალურ მატჩების სათანადო ფორმაში შეხვდეს. ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური მატჩია. მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში ელის, სადაც ჩვენი ნაკრები ავტობუსით, როგლადან გაემგზავრება.

ვარჯიშები აქტიურ ფაზაში შევიდა. ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად ბევრ დრო კომბინაციების გათამაშებას, ძირითადად დაცვითი ტაქტიკის დამუშავებას უთმობს. ფიზმომზადების მწვრთნელიც საკუთარ გეგმას მიჰყვება და მოძლიერებული მოთამაშეების უფრო მაღალ ფიზიკურ კონდიციამდე აყვანას ცდილობს. მედიკოსთა ჯგუფიც ჩვეულად დატვირთულია – ნაკლებად ტრავმების რეაბილიტაციით და უფრო მეტად მოთამაშეების ოპტიმალურ ფორმაში ჩასაყენებლად, იქნება ეს სწორი კვება, ვარჯიშისშემდგომი სარელაქსაციო მასაჟი თუ კალათბურთელებისთვის ინდივიდუალური მოედანსგარეთა გრაფიკის შედგენა-განხორციელება.

2 დღეა, ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება ნბა-ს რეგულაციების გათვალისწინებით 4 აგვისტოდან აქვს. სანდროს თან ახლავს “მილუოკი ბაქსის” ერთ-ერთი მწვრთნელი, ჯეკ ჰერუმი, რომელიც მამუკელაშვილს ჩვენი ნაკრების დარბაზში მისვლამდე ინდივიდუალურად ავარჯიშებს. შემდეგ კი სანდრო ნაკრებთანაც ვარჯიშობს, თუმცა მხოლოდ სროლებით და ეგრეთწოდებული 5-0 კომბინაციებით შემოიფარგლება, სადაც მოთამაშეებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ.

ფორმაში შედის გიორგი ცინცაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის გამო გასული მთელი სეზონი გაუცდა. ცინცაძემ არ ითამაშა წინა საკვალიფიკაციო მატჩები უკრაინასთან და ესპანეთთან, თუმცა ის გუნდთან ერთად იყო. ნელ-ნელა გიორგი ჩვეულ ფორმას იბრუნებს და მისი ორიენტირი საკვალიფიკაციო მატჩები და რა თქმა უნდა, ევრობასკეტია.

ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დადებითად აფასებს გუნდის მზადყოფნას ამ ეტაპზე და იმ წვრთნის პროცესს, რომელსაც ჩვენი გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად გადის:

“საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი შეკრება, ვემზადებით როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და მჯერა, რომ ამ შეკრების მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება”.

GBF.GE

ლევან მაღლაკელიძე
მოქალაქე, შენ არა ხარ პატრონი? უპატრონე მერე, მარტო სიგრძე არაა საკმარისი. მიხედე მერე ასე მაგარი თუა, აქ ტირილი რას გიშველის
მოქალაქე
ტყუილად არ ჩამოყვა იმიტომ რომ უფრთხილდებიან და გუნდს ჭირდება მამუ..ამიტომ ეტყობა არ არიან ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იმ დონის რომ მამუ არ გადატვირთონ და ასე შემდეგ...ვიც კალათბურთი იცის მიხვდება...ჩვენ არ გვყავს იმ დონის მწვრთნელები ნბა ში რომ არიან. ასე რომ კარგია მომწონს ბაკსის მიდგომა თავისი კალათბურთელებისთვის....ჩვენთან რომ არის აკადემიები და ბავშვებს არ უფრთხილდებიან...ჩემი ბავშვის მაგალითზე გამოვცადე....207სმ სიმაღლის ბავშვი მყავს და უპატრონობით არის ჩაძირული...ნბა ში მიდგომა კიდო გამოჩნდა მამუს გამო რომ უფრთხილდებიან.
მოქალაქე
უფრთხილდებიან და მიტო...არაფერ შუაშია კკბ..მოლანდებები ხომ არ გაქვს..ჩვენს მწვრთნელებს არ ენდობიან არ არიან ნბას დონის
მოქალაქე
ტყუილად არ ჩამოყვა იმიტომ რომ უფრთხილდებიან და გუნდს ჭირდება მამუ..ამიტომ ეტყობა არ არიან ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იმ დონის რომ მამუ არ გადატვირთონ და ასე შემდეგ...ვიც კალათბურთი იცის მიხვდება...ჩვენ არ გვყავს იმ დონის მწვრთნელები ნბა ში რომ არიან. ასე რომ კარგია მომწონს ბაკსის მიდგომა თავისი კალათბურთელებისთვის....ჩვენთან რომ არის აკადემიები და ბავშვებს არ უფრთხილდებიან...ჩემი ბავშვის მაგალითზე გამოვცადე....207სმ სიმაღლის ბავშვი მყავს და უპატრონობით არის ჩაძირული...ნბა ში მიდგომა კიდო გამოჩნდა მამუს გამო რომ უფრთხილდებიან.
suares
საქართველოში კი არაა სლოვენიაშია ჯერ ერთი, მეორეც ერთი ზუროსზე ძლიერი თU გგონია ნბა ასისტენტი რომელიღაცა მწვრთნელი თანაც კონდიციების ძალიან ცდები. ასე რომ ვინც გვყავს მწვრთნელი ჯერ იმისგან ვისწავლოთ სასწავლი
suares
ნე ზვიზდი მაზგაჩ. როცა მოთამაშე საკუთრებაა და დიდ ფულს უხდი და იმედებს ამყარებ შესაბამისადაც ნერვიულობენ.ამას ფიბა უნდა ახერხებდეს და აგვარებდეს მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს აკეთებს და ვერც იზამს.
ნუგზარი
კონტრაქტით ნბა -ს მოთამაშეს განსაზღვრული აქვა წლის განმავლობაში ნაკრებთან ერთად ყოფნის ვადა. აგვისტოშო მსოფლიო შესარჩევია, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატი. 4 აგვისტოდან დაწყებული ევროპის ჩემპიონატამდე დღეების რაოდენობა დაცული რომ იქნას. ბითაძეზე ინდიანასთან ფედერაციამ მოახერხა, მაგრამ მცირე ტრავმა აქვს.
zura222
მწვრთნელი კი არა ფაქტიურად შპიონი გამოაყოლეს (ადრე რომ აყოლებდნენ შპიონებს კგბ დან სპორტსმენებს) რომ იმათი "წესი" არ დაარღვიოს და 4 აგვისტომდე გუნდის ვარჯიშებში არ ჩაერიოს @ ბინმემ გაგვაგებინოს რა ახირებაა ეს 4 აგვისტომდე აკრძალვა ? @@
ILIA
ჩვენი საამაყო ბიჭები!
სოსო
ნბას მწვრთნელი საქართველოშია!იმედია ჩვენი მწვრთნელები თვალს ადევნებენ მის მუშაობას და რაღაც ახალს აითვისებენ.ზუროსი დიდი მწვრთვნელია,მაგრამ ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელისაგან შეიძლება რაღაც ახალის,ან განსხვავებულის ნახვა და ათვისება.არა მგონია ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს,(თუ ისინი გაუბედავენ დალაპარაკებას) უარი უთხრას კონსულტაციებზე და ცოდნის გაზიარებაზე.ასეთი შანსი ყოველდღე არ ჩნდება და გამოყენება უნდა.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89