28 წლის იტალიელმა რობერტა ვინჩიმ ბუდაპეშტში, ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამე ტიტული მოიგო
გასულ კვირას გამართული სამი ტურნირიდან ერთის შესახებ გუშინდელ ნომერში მოგიყევით, კვირას კი გამარჯვებულები გაირკვა ბუდაპეშტისა და ნიუპორტის ჩემპიონატებში.

უიმბლდონის შემდეგ ქალები ყველაზე ნელ საფარზე - გრუნტზე გადავიდნენ, მამაკაცებმა კი ამ სეზონში ბალახის ბოლო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

უნგრეთის დედაქალაქში მთავარი პრიზი გაითამაშეს იტალიელმა რობერტა ვინჩიმ და 20 წლის რუმინელმა ირინა-კამელია ბეგუმ.

სასტარტო სეტი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და უფრო ძლიერი 28 წლის იტალიელი აღმოჩნდა. პარტიის შუაში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ვინჩიმ თქვა, რომელმაც ბოლოს გადამწყვეტი სეტბოლი გამოიყენა.

მეორე სეტში რუმინელის შეჩერება შეუძლებელი იყო. ბეგუმ ინიციატივა მოიპოვა და მთლიანად კარნახობდა თავის პირობებს მეტოქეს. ვინჩიმ ამ სეტში მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო და ისიც მეტოქის მოწოდებაზე, ბეგუმ კი სამი ბრეიკი გააკეთა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

რუმინელმა გადამწყვეტი პარტიაც წარმატებით დაიწყო და ორი სასტარტო გეიმი მოიგო, მაგრამ გამოცდილი იტალიელი მოთმინებით ელოდა შანსს და ის მერვე გეიმში მიიღო, რომელშიც ბრეიკი დაიბრუნა, მოგვიანებით კი კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამე ტიტული მოიგო.

ზედიზედ მეორედ წააგო ნიუპორტის ტურნირის ფინალი ბელგიელმა ოლივიე როხუსმა. შარშან ის ამერიკელ მარდი ფიშთან დამარცხა, ამჯერად კიდევ ერთ მასპინძელს ჯონ ისნერს ვერ მოუხერხა ვერაფერი.

ფინალი მაქსიმალურად კონტრასტული გამოვიდა - 168 სანტიმეტრი სიმაღლის ბელგიელი და მასზე 38 სანტიმეტრით მაღალი ისნერი. ამერიკელის პირველ მოწოდებაზე თამაში საერთოდ არ ყოფილა - 22 ეისი და უამრავი მოუგერიებელი მოწოდება. როხუსმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. თუმცა ისნერის მეორე მოწოდებაზე ბელგიელი იბრძოდა და ხშირად დაბალი დარტყმებით პრობლემებს უქმნიდა მასპინძელს. ოლივიემ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ის ვერ გამოიყენა. ისნერს ასეთი 10 შანსი ჰქონდა და ერთხელ იხეირა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად, მეორეში კი ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა.

ATP

Hall of Fame tennis

ნიუპორტი (აშშ). ბალახი

საპრიზო ფონდი: 442 700 დოლარი

ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ, 1)-ოლივიე როხუსი (ბელ, 6) 6:3, 7:6(6).

WTA

Budapest Grand Prix

ბუდაპეშტი (უნგრეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

რობერტა ვინჩი (იტა, 1)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 7) 6:4, 1:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა