ბილ რასელის დანატოვარი არა მხოლოდ ტიტულების რაოდენობას, არამედ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დამკვიდრებულ სტანდარტებს გულისხმობს. მან შეცვალა NBA და მომავალი ვარსკვლავებისთვის შესაძლებლობების ზღვარი დააწესა - სიმაღლე, სისწრაფე და ოსტატობა. ბილ რასელი ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, ამავდროულად, ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენიც. "დიდი ბილი" 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სპორტსმენის იდეალი

რასელის გენიალურობა არ იქნებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 11 ტიტულის ნაცვლად მხოლოდ 1-ს მოიპოვებდა. რა თქმა უნდა, სპორტსმენის კარიერაში იღბალი უდიდეს როლს ასრულებს, თუმცა ეს უკანასკნელი მათ სწყალობს, ვინც ამისთვის იბრძვის. 60-იან წლებში "ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და "ბოსტონ სელტიქსის" დაპირისპირება ეპოქალურ სანახაობას ქმნიდა. გუნდები ერთმანეთს სუპერფინალში მიჯრით ორჯერ დაუპირისპირდნენ, ჯერ 1968, შემდეგ კი 1969 წელს. ორივე შემთხვევაში, ფავორიტად "ანგელოზები" ითვლებოდა. შედგა ორი დიადის, ვილტ ჩემბერლენისა და ბილ რასელის დაპირისპირება... რასელი ზედმეტად დიდი ნებისყოფის აღმოჩნდა და დასახულ მიზანს მშვიდად, აუღელვებლად გაჰყვა, ჩემბერლენმა კი გუნდი დააღალატა, მატჩის მიმდინარეობისას ხშირად გამოდიოდა წყობიდან, ბრაზობდა მწვრთნელებზე, თანაგუნდელებზე. 4:2, 4:3 - "კელტები" ყველაზე პრინციპულ მეტოქეს სერიას ორჯერ უგებდა და ბოსტონელი პუბლიკა სიამაყით აღვსილი ეგებება ქალაქის ახალ სახეს, რომელმაც ვილტ ჩემბერლენი მოედნიდან გააქრო, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დიდი კარიერის დიდი დასაწყისი იყო...

"მე თქვენ არასოდეს გაგცვლიდით"

"ბოსტონის" ცენტრი ყველაზე სანდო თანაგუნდელი იყო. ამის დასტურია მისი როლი უკანასკნელ ჩატარებულ სეზონში, მოთამაშე - მწვრთნელი.

"მე თქვენ არასოდეს გაგცვლიდით, ბიჭებო" - ამ სიტყვებით მიმართა სეზონის უკანასკნელ მატჩში ლეგენდარულმა ბილ რასელმა მოთამაშეებს და გამარჯვებისკენ გაუძღვა. ბილი ჯილდოებით არ იზომება - დიახ, ის თავად არის ჯილდო! ფინალების საუკეთესო კალათბურთელი, რომელიც რასელს არასოდეს მიუღია, ახლა მისი სახელობისაა. იგი იყო პირველი კალათბურთელი, რომელმაც ლიგაში წესები შეცვალა. ჯორჯ მიკანმა, რომელიც ბილის საყვარელი მოთამაშე იყო, წესების უდიდეს რაოდენობაზე მოახდინა გავლენა, თუმცა ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მიკანმა თამაში დაასრულა. ბილმა კი შეცვალა წესები მაშინ, როდესაც თავად თამაშობდა.

დასაწყისამდე ტიტულოვანი

რასელის დებიუტი NBA-ში 1956 წელს შედგა. ამ პერიოდში უკვე წარმატებულ კალათბურთელად ითვლებოდა, მოგებული ჰქონდა უნივერსიტეტის ლიგა და მელბურნის ოლიმპიადის ოქროს მედლის პრიზიორობითაც იწონებდა თავს. მან მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს კალათბურთელი - მაღალი, ძლიერი, სწრაფი, დიდი ნახტომით, ჭკვიანი და დიახ, ფერადკანიანი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში როგორ ჭარბობდა რასიზმი და რაოდენ აგრესიული დოზით ვლინდებოდა 50-იანების განგსტერულ ქუჩებსა და გეტოებში.

დიადი არ იბადები, დიადი თავად ხდები

რასელი ლუიზიანას შტატში, ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ორჯერ გარიცხეს სკოლის კალათბურთის გუნდიდან, როგორც ყოველთვის იმედგაცრუებასა და ვარდნას, მიზანსწრაფულობისა და რწმენის ხარჯზე აღმასვლაც თან ახლავს, ასე მოხდა ბილის შემთხვევაშიც. მწვრთნელმა სრულიად შემთხვევით შენიშნა მაღალი, გამხდარი მოზარდი, რომელიც უნიკალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს ფლობდა. თუმცა იმ მომენტში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 10 წელიწადში რასელი პლანეტის საუკეთესო კალათბურთელად იქნებოდა აღიარებული. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მაშინ არცერთი ფერადკანიანი მოთამაშე არ გამოდიოდა, ლიგის კარი ოლიმპიურ ჩემპიონ დონ ბარკსდეილსაც კი დაუკეტეს. ყველა აფრო-ამერიკელი ვარსკვლავი სამოყვარულო ლიგაში ან საგამოფენო თამაშებში თამაშობდა. რასელი არასოდეს არ ეგუებოდა იმ მოსაზრებას, რომ NBA იქნებოდა "სოციალური ლიფტი" ფერადკანიანებისთვის.

უნარებისა და შესაძლებლობების ახალ სტილთან შერწყმა

ჯერ კიდევ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოსვლამდე, მწვრთნელები ცდილობდნენ, ბილის ათლეტიზმი საკალათბურთო უნარებად გადაექციათ. ხტებოდა ძალიან მაღლა, მაგრამ იცოდა, როგორ ეპოვა თანაგუნდელი მაშინაც კი, როდესაც ბურთით ჰაერში იყო. იყო უფრო მოქნილი, ვიდრე სხვა მაღლები. სწავლობდა მოწინააღმდეგის თამაშს, არამხოლოდ დაცვაში მოქმედების გამო, რასელს უნდა სცოდნოდა, თუ სად, რომელ წერტილში დაერტყა შემტევ ფაზაში მოწინააღმდეგისთვის.

სამოქალაქო აქტივისტი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბილ რასელი ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი იყო, რომელიც ფერადკანიანთა უფლებებისთვის იბრძოდა, ბოსტონი კი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე რასისტულ ქალაქად.

"ყველაზე მეტად ბოსტონის წინააღმდეგ მძულს თამაში, რადგან ისინი მთელი მატჩის განმავლობაში რასისტულ შეურაცხყოფებს მაყენებენ, ჩემს მეუღლესაც კი" - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა გარკვეული პერიოდის წინ.

რასელი გახდა სამოქალაქო უფლებების სიმბოლო, რის გამოც ქალაქში უამრავმა ადამიანმა შეიძულა, ქომაგებმა დაწვეს მისი მაისურები და თავს დაესხნენ მის სახლსაც.

დამაინც, ვინ იყო ბილ რასელი?

ბილ რასელის მთავარი მოწინააღმდეგე არც უილტ ჩემბერლენი და არც ბოსტონელი რასისტულად განწყობილი გულშემატკივრები იყვნენ. დადგა ახალი ეტაპი, შეიცვალა კალათბურთი, ისევე, როგორც ჩვენი მიდგომები მოთამაშეების შეფასებისას. რასელის 11 საჩემპიონო ბეჭდის ისტორია მხოლოდ საარქივო კადრებშია დარჩენილი, ძველი ბიოგრაფიული თხზულებების გაცვეთილ გვერდებზე, მშრალ სტატისტიკაში... ბილ რასელი იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალათბურთის ვარსკვლავი ან "სელტიკსის" ლეგენდა. "დიდი ბილი" რჩება მის ყველა ტიტულზე, საჩემპიონო ბეჭედსა და მიღწევაზე მაღლა. იგი ყოველთვის იქნება მოთამაშე, რომელმაც ჯერ ისწავლა, შემდგომ კი შეცვალა კალათბურთი.

მომზადებულია ნაწილობრივ Sports-ის მიხედვით

ავჭალიდან
დიადი
tngh
დიდი კალათბურთელი იყო!!!
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
გოგას მესამე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში და "ორლანდოს" მარცხი "ბოსტონთან" [VIDEO]
კალათბურთის ლეგენდა ბილ რასელი იარაღისთვის დაიჭირეს
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]
ვისი გმირობა უფრო მაგარია?: ჩემბერლენის 100 vs ბრაიანტის 81
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარის 40-მა ლებრონის 25 გადაფარა
NBA-ის სამუდამო რეკორდები
ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]
"ბოსტონმა" "მაიამი" კვლავ დაამარცხა და სერიას ინტრიგა დაუბრუნა [VIDEO]
NBA: მუდმივი რეკორდები
ბითაძის მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება "ბოსტონ სელტიკსთან" [VIDEO]