მარკ ქიუბანი: "მაიამი" უნდა გვეზიზღებოდეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა ბილ რასელი "სიეტლ-ტაკომას" აეროპორტში დააპატიმრეს, რადგან ის თვითმფრინავში დატენილი რევოლვერის ატანას ცდილობდა, - იტყობინება Fox News. უსაფრთხოების სამსახურმა იარაღი კალათბურთელის ხელის ჩანთაში აღმოაჩინა. შედეგად, რასელი დააპატიმრეს, პისტოლეტს კი კონფისკაცია გაუუკეთეს. იტყობინებიან, რომ 79 წლის რასელს ხელთ ჰქონდა 38 კალიბრის "სმიტ-ვენსონი". მოგვიანებით გაირკვა, რომ ლეგენდას იარაღის ტარების უფლება აქვს და ის გაანთავისუფლეს.

ბილ რასელი "ბოსტონ სელტიქსის" სიმბოლოა. მას NBA-ის 11 ტიტული აქვს მოგებული, ხუთჯერ დასახელდა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ და 12-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". 1956 წელს, რასელი აშშ-ის ნაკრების რიგებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მარკ ქიუბანი: "მაიამი" უნდა გვეზიზღებოდეს

"დალას მავერიქსის" მფლობელი მარკ ქიუბანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ექსცენტრიული ქცევითა და გამონათქვამებით, ჩვეულებას არ ღალატობს. ამჯერად, მან ასეთი რამ თქვა - რაც მეტ ადამიანს სძულს "მაიამი ჰიტი", მით უკეთესია ეს ლიგისთვის და თავად მოქმედი ჩემპიონისთვის.

"ისინი მაგონებენ "ოკლენდ რეიდერსს", როცა ეს გუნდი ყველას ამარცხებდა და ყველაფერს იგებდა. ყველა "მაიამის" წინააღმდეგ განეწყობა, და ამით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. ამავდროულად, ნებისმიერი მეტოქე ნებისმიერი ხერხით ეცდება "ჰიტის" დამარცხებას. ორიდან ერთი: შენ ან აღმერთებ მათ, ან მთელი არსებით გეზიზღება", - განაცხადა გამოცდილმა ბიზნესმენმა.

ალბათ, ქიუბანს ეს საკითხი ყველაზე კარგად ესმის. ბოლოს და ბოლოს, 2011 წელს, სწორედ მისმა "დალასმა" მოუგო მთელი სერია "მაიამის", რომლის რიგებში უკვე არსებობდა "დიდი ტრიო" ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშისა და რეი ალენის შემადგენლობით.

როუზი მხოლოდ "მაიამის" უფრთხის

მარკ ქიუბანს სოლიდარობას უცხადებს "ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი. ის აღნიშნავს, რომ მისი გუნდისთვის ყველაზე პრინციპული და რთული მეტოქე სწორედ "მაიამი ჰიტია". ამასთან, მცველმა ისიც განაცხადა, რომ "ინდიანა პეისერსთან" დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"შესაძლოა, ოდესღაც "პეისერსთან" ჩვენს ბრძოლას ვიღაცეები დერბის უწოდებნენ. მაგრამ დღეს მე ამას ვერ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაზე პრინციპულია "მაიამის" დამარცხება. არავინ დავობს იმაზე, რომ ფრენკ ფოგელის ბიჭები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მათთან დაპირისპირებაში დაძაბულობას ვერ ვგრძნობ", - ამბობს როუზი.

ჩიკაგოელის გამთამაშებლის მოსაზრებას აპროტესტებს "ინდიანას" წევრი დენი გრეინჯერი: "ბულზის" წინააღმდეგ თამაშები ყოველთვის პრინციპული იყო ჩვენთვის. ჩვენ ხომ ერთ დივიზიონში გამოვდივართ. გარდა ამისა, ყოველთვის რთულია მათ წინააღმდეგ სტუმრად თამაში".

"ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა: შეაქო ინდიანაპოლისის კლუბი და მას აღმოსავლეთი კონფერენციის ელიტური გუნდი უწოდა.

ამასობაში, ტიბოდომ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ უახლოეს საწვრთნელ მატჩებში არ გამოიყენებს ჟოაკიმ ნოას. როგორც ირკვევა, ფრანგ ცენტრს ბოლომდე არ მოურჩენია საზარდულის ტრავმა და ტკივილები ახლაც აწუხებს.

"სავარაუდოდ, ერთ-ორი კვირა კიდევ არის საჭირო. ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ: მან ბოლომდე უნდა მოირჩინოს დაზიანება", - განაცხადა ტიბოდომ. მისი თქმით, ნოას ენერგია და სათამაშო კლასი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დერიკ როუზის დაბრუნება.

ლოტი მაიკლ ჯორდანისგან

ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ჩიკაგოში თავისი სახლის გაყიდვას აპირებს. ლეგენდა 90-იან წლებში სწორედ ამ "მოკრძალებულ" სახლში ცხოვრობდა, რომლის საერთო ფართობია 56 ათასი კვადრატული ფუტი, აქვს ცხრა საძინებელი, 15 სააბაზანო და ნატურალური ზომის საკალათბურთო მოედანი. სახლი ქალაქ ჩიკაგოდან 25 მილის მოშორებით მდებარეობს.

ჩამოთვლილი კომფორტის გარდა, სახლის ტერიტორიაზე სხვა ბევრი საინტერესო მოიძებნება: საჩოგბურთო კორტი, კერძო სილამაზის სალონი, ღვინის მარანი სადეგუსტაციო ოთახთან ერთად, ბიბლიოთეკა და დასვენების ოთახი.

ჯორდანის მიერ მოთხოვნილმა თანხამ - 29 მილიონმა დოლარმა, როგორც ჩანს ვერ მოიზიდა პოტენციური მყიდველები, რის გამოც, დიადმა სპორტსმენმა თავისი სახლი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეისონ კიდის მუდმივი ხუთიანი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
სპორტსმენის იდეალი, სამოქალაქო აქტივისტი და ყველაზე "დიდი" ჩემპიონი ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა
NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დალასის" მფლობელს ფილმში გადაიღებენ
გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]
NBA-ს მილიარდერი მფლობელები
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტმა 30 იკმარა
NBA: მუდმივი რეკორდები
დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]
NBA-ის სამუდამო რეკორდები
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...