თქვენს წინაშეა ყველა ის თავდამსხმელი, რომელთაც ევროპის ხუთი მოწინავე ჩემპიონატის საკლუბო სეზონში თავი გამოიჩინეს
ახლა სეზონებს შორის პერიოდია, როდესაც ევროპულ ფეხბურთში მთავარი სალაპარაკო თემა ტრანსფერებია. ამიტომაც, ჩვენი სტატიების დიდი ნაწილი სწორედ განხორციელებულ ტრანსფერებს, თუ სატრანსფერო სპეკულაციებს ეძღვნება. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და დროდადრო სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, რომლებიც სეზონის ბოლოს უხვად დაგროვდა.

ახლა კი ცოტა ორიგინალურ მეთოდს მივმართავთ: გთავაზობთ ხუთი მოწინავე ევროპული საფეხბურთო ქვეყნის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი) შედარებით სტატისტიკურ ანალიტიკას, თუმცა ერთი წუთითაც არ გვავიწყდება ის, რომ გერმანელები ცოტა დაჩაგრულ პოზიციაში არიან, მათი ბუნდესლიგის გარდა ყველა ჩემპიონატი 20-გუნდიანია. დღეს პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ, რომლის თემა გოლებია...

თქვენს წინაშე ყველა ის თავდამსხმელია (თუ შემტევი ნახევარმცველი), რომელთაც ევროპულ საკლუბო სეზონში თავი გამოიჩინეს. მათი პირდაპირი მოვალეობა ხომ გოლების გატანაა. ამიტომაც კარგად ჩანს ვინ გაამართლა და ვინ ვერა. სიაში ყველა ფეხბურთელია, რომელთაც ტოპ-5-ში 12 და მეტი გოლი გაიტანეს სეზონის განმავლობაში. სია საკმაოდ დიდია, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოდან კორეელ ჩუ-იუნ პარკამდე (მონაკო).

"რეალის" ვარსკვლავს საოცარი სეზონი ჰქონდა - 40 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუციც" გაინაღდა. მეორე ადგილზეც ლა ლიგის წარმომადგენელია - ლეო მესიმ 31 გოლი შეაგდო, სეზონის ბოლოს რომ არ მოეკლო, ვინ იცის, იქნებ რონალდოსთვის "ოქროს ბუცისთვის" დუელიც მოეგო. მესამე ადგილზე "ბაიერნის" 26 წლის ფორვარდი მარიო გომესია, ვინც 28 გოლი გაიტანა (ამდენივე აქვს გატანილი ანტონიო დი ნატალესაც, მაგრამ, ბუნდესლიგის ჩემპიონატი 4 ტურით მოკლეა იტალიურზე).

როგორც ვთქვით, ჩვენ სიაში მხოლოდ 5 მოწინავე ქვეყანა შევიტანეთ. განზე დაგვრჩა ისეთი ძლიერი ჩემპიონატები, როგორიც, მაგალითად, ჰოლანდიური ერედივიზიეა. ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი "ნეიმეგენის" ბელგიელი ფორვარდი ბიორნ ფლემინქსი იყო 23 გოლით. პორტუგალიური ლიგა საგრეშის ბომბარდირი "პორტუს" ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი გახდა - 22 გოლი. რუსულ ლიგაში (2010 წ.) იყოჩაღა "სპარტაკის" ბრაზილიელმა შემტევმა ველიტონმა - 19 გოლი. უკრაინულ პრემიერლიჰას 17 გოლით სათავეში დნიპროელი ევგენი სელეზნიოვი მოექცა. ბელგიაში ბომბარდირი ჟილ ვოსენი (გენკი) გახდა - 17 გოლი, შოტლანდიურ პრემიერლიგაში ბადალი არ ჰყავდა კენი მილერს (რეინჯერსი) - 21 გოლი. არადა, კენი იანვარში "ბურსასპორში" გადაბარგდა, თორემ კიდევ რამდენი გოლის გატანას მოასწრებდა. თუმცა დავანებოთ თავი სხვა ქვეყნის ჩემპიონატებს და ისევ ტოპ-5-ს დავუბრუნდეთ.

ყველა ეს გოლი ევროპის ტოპგოლეადორებს ღია თამაშიდან არ გაუტანიათ. ზოგიერთი მათგანი გოლთა მარაგს ხშირად პენალტების მეშვეობით ზრდიდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდომ და ფრანჩესკო ტოტიმ ისარგებლეს, მათ 8-8 თერთმეტმეტრიანი გაიტანეს. 7-ჯერ გაიტანა ნიშნულიდან ბლექპულელმა ჩარლი ადამმა.

დიდი სარგებელი მოაქვს შემტევთათვის საჯარიმო დარტყმის კარგად შესრულების უნარს. ბოლო წლებია, სულ უფრო და უფრო ჭირს ამ მეთოდით გოლის გატანა, მეკარეები და მცველები უხეშ შეცდომებს იშვიათად უშვებენ და ახლა საჯარიმოდან გოლის გატანას დიდი მოხერხება უნდა, თუმცა კრიშტიანო რონალდოსთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - ლა ლიგაში მან 5-ჯერ გაიტანა საჯარიმო დარტყმით და ევროპაშიც მასთან ახლოს ვერავინ მივიდა - მხოლოდ სამჯერ შეაგდო საჯარიმოდან ანტონიო დი ნატალემ და ეს ტოპ-5 ჩემპიონატებში ბომბარდირთა შორის მეორე შედეგია. ამ საქმეში სახელგანთქმულ ფრანჩესკო ტოტის სულ 2 გოლი აქვს ბოლო სეზონში საჯარიმო დარტყმით გატანილი.

ფეხის გარდა გოლის თავით გატანის უნარი თავდამსხმელებში ძვირად ფასობს. ვნახოთ, რომელი ფეხბურთელი გამოირჩა ამ მხრივ: ყველას ბასკმა ფერნანდო ლორენტემ აჯობა, რომელმაც თავისი გოლების ზუსტად ნახევარი - 9 - თავურით შეაგდო. შემდეგ მოდის "სოშოს" ფორვარდი მოდიბო მაიგა, ვინც 15 გოლიდან 8 თავით გაიტანა. არადა, მაიგა სულ რაღაც 185 სმ-ია სიმაღლეში. მარსელელი ლოიკ რემის ანგარიშზე 7 შედეგიანი თავურია.

ჩვენი შემდეგი სტატია უკვე ევროპის საუკეთესო მეპასეებს მიეძღვნება.

გოლები

გოლი ფეხბურთელი კლუბი ლიგა

40 კრიშტიანო რონალდო რეალი ლა ლიგა

31 ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა

28 მარიო გომესი ბაიერნი ბუნდესლიგა

28 ანტონიო დი ნატალე უდინეზე სერია ა

26 ედინსონ კავანი ნაპოლი სერია ა

25 მუსა სოვი ლილი ლიგა 1

22 პ. დემბა სისე ფრაიბურგი ბუნდესლიგა

22 კევინ გამეირო ლორიანი ლიგა 1

21 სამუელ ეტოო ინტერი სერია ა

21 დიმიტარ ბერბატოვი მანჩესტერი პრემიერლიგა

21 კარლოს ტევესი სიტი პრემიერლიგა

20 სერხიო აგუერო ატლეტიკო ლა ლიგა

20 ალვარო ნეგრედო სევილია ლა ლიგა

20 ალესანდრო მატრი კალ. იუვ. სერია ა

19 მარკო დი ვაიო ბოლონია სერია ა

18 რობინ ვან პერსი არსენალი პრემიერლიგა

18 დავიდ ვილია ბარსელონა ლა ლიგა

18 ჯუზეპე როსი ვილიარეალი ლა ლიგა

18 ფერნანდო ლორენტე ბილბაო ლა ლიგა

18 რობერტო სოლდადო ვალენსია ლა ლიგა

17 მილოვიე ნოვაკოვიჩი კიოლნი ბუნდესლიგა

17 დარენ ბენტი ასტონ ვილა პრემიერლიგა

17 ჯანპაოლო პაცინი სამპ. ინტ სერია ა

17 ლისანდრო ლოპესი ლიონი ლიგა 1

17 იუსეფ ელ-არაბი კაენი ლიგა 1

17 გრეგორი პუჟოლი ვალანსიენი ლიგა 1

16 სრდან ლაკიჩი კაიზერსლ. ბუნდესლიგა

16 ლუკას ბარიოსი დორტმუნდი ბუნდესლიგა

16 ტეოფანის გეკასი აინტრახტი ბუნდესლიგა

16 ლოიკ რემი მარსელი ლიგა 1

15 ანდრე შიურლე მაინცი ბუნდესლიგა

15 პიტერ ოდემვინგიე ვესტ ბრომვიჩი პრემიერლიგა

15 ქარიმ ბენზემა რეალი ლა ლიგა

15 ფრანჩესკო ტოტი რომა სერია ა

15 ჟერვინიო ლილი ლიგა 1

15 მოდიბო მაიგა სოშო ლიგა 1

15 იდეი ბრაუნი სოშო ლიგა 1

14 დიდიე ია კონანი ჰანოვერი ბუნდესლიგა

14 სალომონ რონდონი მალაგა ლა ლიგა

14 ალეშანდრე პატო მილანი სერია ა

14 რობინიო მილანი სერია ა

14 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი სერია ა

14 ნენე პსჟ ლიგა 1

13 ლუკაშ პოდოლსკი კიოლნი ბუნდესლიგა

13 რაულ გონსალესი შალკე ბუნდესლიგა

13 ფლორან მალუდა ჩელსი პრემიერლიგა

13 რაფაელ ვან დერ ვაარტი ტოტენჰემი პრემიერლიგა

13 დირკ კუიტი ლივერპული პრემიერლიგა

13 ენდი ქეროლი ნიუკ. ლივ. პრემიერლიგა

13 დ.ჯ. კემპბელი ბლექპული პრემიერლიგა

13 ხავიერ ერნანდესი მანჩესტერი პრემიერლიგა

13 პედრო როდრიგესი ბარსელონა ლა ლიგა

13 პაბლო ოსვალდო ესპანიოლი ლა ლიგა

13 ფელიპე კაისედო ლევანტე ლა ლიგა

13 ანტონიო ფ. ფლორესი უდინეზე სერია ა

13 დიმიტრი პაიე სენტ ეტიენი ლიგა 1

12 არიენ რობენი ბაიერნი ბუნდესლიგა

12 თომას მიულერი ბაიერნი ბუნდესლიგა

12 ჩარლი ადამი ბლექპული პრემიერლიგა

12 კლინტ დემპსი ფულჰემი პრემიერლიგა

12 დიდიე დროგბა ჩელსი პრემიერლიგა

12 კევინ ნოლანი ნიუკასლი პრემიერლიგა

12 ფრედერიკ კანუტე სევილია ლა ლიგა

12 დავიდ ტრეზეგე ერკულესი ლა ლიგა

12 ალბერტო ჯილარდინო ფიორენტინა სერია ა

12 ანდრეა კარაჩოლო ბრეშია სერია ა

12 ალექსის სანჩესი უდინეზე სერია ა

12 ოლივიე ჟირუ მონპელიე ლიგა 1

12 ჩუ-იუნ პარკი მონაკო ლიგა 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს