როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიაში გამუდმებით საუბრობენ. საფეხბურთო ექსპერტები, მწვრთნელები თუ მოთამაშეები ჩვენებურის თამაშით აღფრთოვანებულნი არიან. იტალიური გამოცემა fantacalcio.it-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის და მის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს.

"მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია, წილად ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა და მოლოდინებიც მაღალია. ქართველს მხრებზე დიდი ტვირთი აწევს. თუ მის პირადობის მოწმობას ვნახავთ, ვიფიქრებთ, რომ 21 წლის ბიჭისადმი ამხელა აჟიოტაჟი უადგილოა, თუმცა ხვიჩას კარიერა უკვე არატრივიალურია და თინეიჯერ მოთამაშედ არ უნდა განვიხილოთ.

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა 2001 წელს დაიბადა და თბილისის "დინამოს" აკადემიაში აღიზარდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2017 წელს, სულ რაღაც 16 წლის ასაკში შედგა. მალე პირველი პროფესიონალური გოლი ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გაიტანა. გარკვეული მიზეზების გამო "რუსთავს" შეუერთდა, საიდანაც მოსკოვის "ლოკომოტივის" ყურადღება მიიქცია და იჯარის წესით "რკინიგზელებს" შეუერთდა. 18 წლის შემტევს თავდაპირველად გაუჭირდა უცხო ჩემპიონატთან ადაპტირება, თამაშებში უმეტესწილად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. 10 გამართული შეხვედრა და "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა ყოყმანობს, გამოისყიდოს თუ არა ქართველი. ყაზანის "რუბინის" უფროსობა სწრაფი და მოქნილი აღმოჩნდა, ხვიჩას შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარათ და "კვარაც" მათ რიგებში აღმოჩნდა. ბედის ირონიით, პირველი მატჩი ახალ გუნდში სწორედ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ (1:1) გამართა და ყოფილ გუნდს სადებიუტო გოლი გაუტანა. 2019-20 წლების სეზონში 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, უამრავი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დასახელდა. მომდევნო სეზონში მისი თამაშები უფრო და უფრო სპექტაკლს დაემსგავსა. ამიტომ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო. ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის მორიგი ჯილდოს მოპოვების შემდეგ, მესამე სეზონში მოვლენები განსხვავებულად განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხვიჩამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. მომენტით კარგად ისარგებლა "ნაპოლიმ" და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გარემარბი გაიფორმა.

ხვიჩა კვარაცხელიას როლი

კვარაცხელიას რთული მისია დაეკისრა, შეცვალოს ლორენცო ინსინიე, მარცხენა ფრთაზე მოთამაშე იტალიელი ოსტატი, რომელიც 10 წლის განმავლობაში გუნდს ლიდერობდა. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ხვიჩა თავდამსხმელის სტილის მოთამაშეა, ლორენცო კი უფრო სიღრმიდან მოქმედებს.

რატომ შეიძინა "ნაპოლიმ" კვარაცხელია

დღეის მდგომარეობით, ხვიჩა ოსიმენთან, რაჰმანისთან და დი ლორენცოსთან ერთად იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგანია, რომელსაც სასტარტო თერთმეტეული პრაქტიკულად განაღდებული აქვს. "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბმა ქართველს სრული ნდობა გამოუცხადა, ფეხბურთელმაც გაახარა გულშემატკივრები და თავი გოლებითა და ასისტებით გამოიჩინა. "კვარა" ორივე ფეხით ძალიან კარგად ურტყამს, მრავალფეროვანი შემტევი არსენალი აქვს... 21 წლის მოთამაშე ირვინ ლოსანოსა და ვიქტორ ოსიმენის თამაშში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ხშირად უბურთოდ მოძრაობს, ქართველი კი მათი შედეგიანობის სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს. თუ მის პროფილს დავუმატებთ ოფიციალურ პოზიციას (ნახევარმცველი), მაშინ ორჯერ დაფიქრება საჭირო აღარაა და ასეთი ფეხბურთელი ხელიდან არ უნდა გაუშვათ!

რატომ არ უნდა შეეძინათ ხვიჩა კვარაცხელია?

გავაგრძელოთ იქიდან, სადაც შევჩერდით, ხვიჩა პოზიციით ნახევარმცველია. თუკი ქართველი სერია A-ს პირველ ორ-სამ ტურში გაიბრწყინებს, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და გონივრულ ზღვარსაც გასცდება. აქ კი კითხვის ნიშნები უნდა დაისვას, ღირს თუ არა ისეთ მოთამაშეში დიდი თანხის გადახდა, რომელიც ტოპ-ჩემპიონატში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. იტალიის ჩემპიონატი სავსეა მაგალითებით, თუ როგორ უჭირთ თავდაპირველად ფეხის მოკიდება შემტევებს, მაგალითად, "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დრის მერტენსი, პატრიკ შიკი, ჯანლუკა კაპრარი. მით უმეტეს, თუ ნეაპოლელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებენ, შესაძლოა, ხვიჩაც მათ რიცხვს შეუერთდეს.

ხვიჩას სტატისტიკა

21 წლის ხვიჩამ პროფესიონალურ დონეზე 117 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე 22 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება. ციფრები ნამდვილად იმედისმომცემია, თუმცა ქართველი ფეთქებადია, 20 ყვითელი და 1 წითელი, ძირითადად, ზედმეტი მონდომების გამო, ეს შეიძლება სერია A-ში პრობლემა იყოს, თუ ბოლო სეზონში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვიმსჯელებთ".

მოთამაშის წიგნაკი

აბსოლუტური სატრანსფერო ღირებულება: 3.5/5

შესყიდვის ღირებულება (იგულისხმება ტრანსფერი "ნაპოლიში"): 4/5

პოტენციალი: 4/5

ტრავმებისგან თავის არიდება: 4/5

შეგახსენებთ, ჩვენებურის დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ გაიმართება.

jorj
ზუგდიდის „დინამო“ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას უარყოფს და პროკურატურას მიმართავს ქათული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრეთ...................
Skeleton
ბატონო გიორგი, დავწერე, რომ შეგნებული ხალხი მიხვდება რასაც ვგულისხმობთქო და არა თქვენნაირი:) ნაც-ქოცების ჭიდილს რომ ვერ გაცდენილხართ და თუ ვინმეს რაიმეზე პროტესტი გაუჩნდა ყველას მიშსტად რომ ნათლავთ. ყველას ისეთი ჰგონია სხვა, როგორიც თავად არის. წარმატებებს და ინტელექტის ამაღლებას გისურვებთ :)
giorgi
შენ ალბათ მიშა სააკაშვილის ფანიც ხარ ქვეყანა კი ვითარდება და წინ მიდის ყველა პარამეტრით
სოსო
იტალიაში სათამაშო დისციპლინა ყველაფრის სათავეა და თუ ხვიჩა ცენტრისაკენ და მეორე ფრთაზეც გადადის,ეს აუცილებლად მწვრთნელის ნებართვით,ან მითითებით ხდება.სხვა შემთხვევაში,დაუყოვნებლივ დასვამდნენ სკამზე.
Georgian
გეთანხმები,უბრალოდ ერთ შესწორებას შევიტან,ასე თუ გაგრძელდა რუსების შემოსვლა საქართველოში და დასახლება, ძალიან მალე ვიქნებით უმცირესობაში და მერე,შეიძლება ასეთი გამონათებებით ვეღარ ვიამაყოთ!
goga
G.LA -"ხვიჩას შესაძლებლობა ჯერ ჩვენც მთლად არ ვიცით"- მსგავსი სიმართლე კვარაცხელიაზე არავის უთქვამს)- დავამატებ - ვფიქრობ ხვიჩა ფლანგზე თამაშით არ უნდა შემოიფარგლოს, რჩება შთაბეჭდილება, რომ შეზღუდულია, სივრცე არ ყოფნის (გაიხსენეთ მომენტები როცა ბურთს ეძებს თავის ნახევარზეც მოძრაობს, ცენტრშიც შემოდის, ფლანგსაც იცვლის), მისი შესაძლო მოქმედების დიაპაზონი აშკარად გაცილებით მეტია და ალბათ გამოჩნდება მწვრთნელი, რომელიც ცენტრში გადმოწევს და თავისუფლებასაც მისცემს. მხოლოდ მაშინ ვნახავთ იმის მაქსიმუმს, რასაც ახლა პოტენციურად ყველა ვგრძნობთ.
Skeleton
ეს ბიჭი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაზე ბოლომდე გულაცრუებული არ ვიყო, კიდე რაღაცის იმედი მქონდეს და კიდევ ვიფიქრო, რომ ბოლომდე ჭაობში არ ვართ... არ განვავრცობ რას ვგულისხმობ, შეგნებული ნაწილი მიხვდება, ვინც ვერ გაიგებს უბრალოდ დისლაიქს დაწერს :)) ყველას წარმატებები!
G.LA
სწორი შენიშვნაა. რამოდენიმე ტურის შემდეგ თუ ფურორი მოახდინა ხვიჩამ და მგონია რომ ასეც იქნება. მისი ფასი გეომეტრიულად დაიწყებს ზრდას. მგონია ნაპოლი ისე ვეღარ გაქაჩავს, რადგან 6 კაცის დაკარგვა მხოლოდ სამტრედიას და თელავს შეუძლიათ კრისტალ ჩემპიონატში, ნაპოლი კი ლიგის ზონაშიც ვერ შევა. ამიტომ მგონია რომ ხვიჩას ნაპოლი ვერ შეინარჩუნებს და დიდ მოგებაზე უარს არ იტყვის მომავლის სტარტეგიული გათვლით. ხვიჩას შესაძლებლობა ჯერ ჩვენც მთლად არ ვიცით. ხვიჩა ჯერ ასეთ მაღალი დონის გუნდში არ ყოფილა მიუხედავათ ნაპოლის რეგრესისა. ნუ დაგვავუიწყდება ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაც, რაც კიდევ დამატებითი ამბიციია საკუთარი თავის წარმოჩენისა. მე მგონია რომ მაქსიმუმ 1.5 სეზონი შეინარჩუნებს ნაპოლი. დაახლოვებით ისეთი რამ იქნება რაც ლოკოს შემთხვევაში მოხდა.
გიო
გასაკვირია იტალიური პრესა ყურადღებას რომ არ უთმობს მელქისედეკ ცვალეს ტრანსფერს საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში.
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ