საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის თასზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. შეჯიბრებას უნგრეთის ქალაქი შოლნოკი უმასპინძლებს და მასში საქართველოსთან ერთად 11 ქვეყნის ნაკრები – ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებში 6 კალათბურთელია, რომელთაგანაც 2 სათადარიგოა, 4 კი შოლნოკში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ნაკრების მწვრთნელი დავით გასიტაშვილი გახლავთ, ხოლო გუნდის მენეჯერი - კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე.

ნაკრების ძირითადი 4 კალათბურთელია: ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე და საბა სალაძე, სათადარიგონი კი - ლუკა ზაბახიძე და საბა ვაჩნაძე. ევროპის თასის 12 მონაწილე 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო B ჯგუფში მოხვდა ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის.

საქართველო 6 აგვისტოს ესტონეთს, ხოლო 7-ში შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში D ჯგუფის მოწინავე გუნდებს დაუპირისპირდებიან, სადაც ლიეტუვა, ლატვია და დანია არიან თავმოყრილნი.

GBF

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა