როგორც მოგეხსენებათ, შესვენების შემდეგ ევროპული საკლუბო ფეხბურთი განახლდა, ტოპ გუნდებმა სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იმუშავეს, რაც გვაძლევს მიზეზს, მათ გამოსვლას აქტიურად მივადევნოთ თვალყური, არ უნდა დაგვავიწყდეს ლეგიონერებიც, გთავაზობთ რამდენიმე შეხვედრას:

"მანჩესტერ იუნიტედი" - "ბრაიტონი" (17:00) ("ოლდ ტრაფორდი")

"ოცნებების თეატრში" ახალი რეჟისორის დადგმულ სპექტაკლებს ელიან, რთულია ჟანრის წინასწარმეტყველება, იქნება ბოლო დროისთვის ნაცნობი სურათი, თუ დრამა ბედნიერი დასასრულით. ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველ მატჩს გამართავს, კლუბის ახალმა თავკაცმა რამდენიმე მისთვის ნაცნობი მოთამაშე დაიმატა, ლისანდრო მარტინესი ("აიაქსი"), კრისტიან ერიქსენი ("ბრენტფორდი"), ტაირელ მალასია ("ფეინოორდი"). საფეხბურთო ექსპერტები "მანკუნიანელების" მიზნებს არც ისე ოპტიმისტურად უყურებენ, გაურკვეველია კრიშტიანო რონალდოს საკითხიც, პორტუგალიელი გუნდის დატოვებას ცდილობს, თუმცა მსურველი კვლავ არ ჩანს... კლუბი 11-მა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, ხუან მატამ, ედინსონ კავანიმ, ნემანია მატიჩმა, პოლ პოგბამ. "წითელი ეშმაკებისთვის" კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ გუნდებს შორის უკანასკნელ გამართულ შეხვედრას, "მანჩესტერს" მხოლოდ მოგება მართებს, გასულ სეზონში "თოლიებმა" მოწინააღმდეგე 4:0 გაანადგურეს.

"ვესტ ჰემი - "მანჩესტერ სიტი" (19:30) ("ლონდონ სთედიუმი")

"მანჩესტერ სიტის" მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია, მაგრამ ერლინგ ჰოლანდის პრემიერ ლიგურ დებიუტს კიდევ უფრო მეტი ქომაგი ელის. "ქალაქელები" რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ დატოვა, გაბრიელ ჟესუსი ("არსენალი"), რაჰიმ სტერლინგი ("ჩელსი"), ოლექსანდრ ზინჩენკო ("არსენალი"). მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე ნაკლები აქტიურობისა, პეპ გუარდიოლას გუნდი კვლავ მრისხანედ გამოიყურება და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. სიმბოლურია, რომ გასულ სეზონში "სიტიმ" ჩემპიონობა სწორედ "ჩაქუჩების" წინააღმდეგ "ლონდონ სთედიუმზე" დრამატულ მატჩში (2:2) გაინაღდა. დევიდ მოიესის "ვესტ ჰემმა" ამ ზაფხულს გამორჩეული ტრანსფერი განახორციელა, იტალიის ნაკრების ფორვარდი, ჯანლუკა სკამაკა ლონდონელთა ღირსებას დაიცავს. უკანასკნელი 5 გამართული მატჩიდან "სიტიმ" მეტოქის დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ვნახოთ გაგრძელდება თუ არა უსიამოვნო სტატისტიკა...

"კიოლნი" - "შალკე" (19:30) ("რეინ ენერჯი სთედიუმი")

ერთ დროს გამორჩეული, დიდი ისტორიებისა და ტრადიციების მქონე "შალკე" კვლავ ბუნდესლიგაშია და ერთსეზონიანი პაუზის შემდეგ პირველ მატჩს გამართავს. ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას გამო, ქართველ გულშემატკივარს მათ მიმართ ნოსტალგიები ყოველთვის აქვთ, "გელზენკირხენელებმა" სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზი გააძლიერეს და გამოცდილი ცენტრალური მცველი მაია იოშიდა დაიმატეს. "კიოლნმა" გასულ სეზონში ბუნდესლიგაში დამაჯერებლად იასპარეზა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. კლუბმა 9 ახალი ტრანსფერი განახორციელა. ორივე გუნდი ბევრს უტევს, ამიტომ შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი უნდა გამოდგეს.

"სლოვანი" - "სკალიცა" (20:00) ("ტეჰელნე არენა")

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას განაგრძობს, ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ლიდერობით, კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ მე-3 პოზიციაზე იმყოფება. განსაკუთრებულად გვახარებს "ჩაკვეს" კარგი თამაში, ვაისის ხელში ქართველი აღარც ტრავმებს უჩივის და მისი ტექნიკური თამაშის გამო ადგილობრივ ქომაგთა აღტაცებაც გამოიწვია. მართალია, შეხვედრის უპირობო ფავორიტად "სლოვანი" ითვლება, თუმცა ბრატისლავურ გუნდს 3 დღეში "ოლიმპიაკოსთან" უმნიშვნელოვანესი თამაში ელის. ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ ვაისმა ლიდერები დაასვენოს. "სკალიცას" და "სლოვანს" 6 ურთიერთშეხვედრა აქვთ გამართული და ყველა ჯერზე გამარჯვებული ბრატისლავური გუნდი აღმოჩნდა.

zura222
"სლოვანი" - "სკალიცა" ს სად ვუყუროთ ?
მე
:D აუ ჯიგარი ხარ, რაღაცა ეგეთს ვგრძნობდი შინაგანად და ვერ კი ამოვთქვი...
lado
ეს ჰოლანდი (ჰალანდი) ჩემს მეზობელ, ტასო ბებიას გავს, ერთი-ერთშია.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
40 წლის ასაკში ბუნდესლიგაში - "შალკეს" ჯეკოს შენარჩუნება სურს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა