შეფილდი 14-დან 20 ივლისამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მუშკეტერებს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვება შეეძლებათ
შეფილდი (ინგლისი) 14-დან 20 ივლისამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს იქნება 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი, სადაც სალიცენზიო ქულების მოპოვება შეუძლიათ მუშკეტერებს.

ამ შეჯიბრებაში საქართველოდან მხოლოდ ოთხი მოხმალავე იასპარეზებს. ესენი არიან: ბექა და სანდრო ბაზაძეები, კადეტთა შორის წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი და თათია აფციაური. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება კახაბერ მაღრაძე, ამიტომ გუნდურში სათადარიგოს გარეშე მოუწევთ ბრძოლა.

ჩემპიონატზე მსაჯად არის მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე. დელეგაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე უხელმძღვანელებს.

ამ ასპარეზობისთვის საქართველოს მოხმალავეთა ნაკრები, რომელიც ხვალ დილაადრიან მიუნხენის გავლით შეფილდში გაემგზავრება, თბილისში ემზადებოდა. 14 ივლისს საფარიკაო ბილიკზე გავა თათია აფციაური, 16-ში ბიჭები პირად პირველობაში გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო 19 ივლისი გუნდური პაექრობების დღეა.

საგულისხმოა, რომ 15 ივლისს შეფილდში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართება, სადაც საბოლოოდ დადგინდება თბილისში 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ევროპის თასის გათამაშების თარიღი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა