იტალიის სერია "ა" ბევრი გოლით, წითელი ბარათებითა და ემოციებით დაიწყო. დღეს, 15 აგვისტოს, ტურს ორი მატჩი დახურავს - "იუვენტუსი" სასუელოს" დაუხვდება, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კი "ვერონას" ესტუმრება.

ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება "მარკ'ანტონიო ბენტეგოდისკენაა" მიმართული, სადაც ქართველი გარემარბის დებიუტი უნდა შედეგეს. კვარაცხელია მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან დამაჯერებელი, მწვავე, შემოქმედებითი და ენერგიული იყო, თუმცა გვესმის, რომ ოფიციალური

შეხვედრა სხვა რანგისაა, ამავდროულად, ხვიჩას შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ და ისიც ვიცით, როგორი მტკიცე ხასიათი აქვს და ნერვიულობის მომენტი მინიმუმამდე ექნება დაყვანილი. უკანასკნელი ოფიციალური მატჩი, სადაც ხვიჩამ გაიტანა, ჩრდ. მაკედონიაში, საქართველოს ნაკრების მაისურით იყო. მან "ჯვაროსნებს" ივნისის ყველა დაპირისპირებაში ულიდერა.

ვერონაში გასამართი მატჩში პატივს მასპინძელი კლუბის ლეგენდარულ მეკარეს, კლაუდიო გარელას მიაგებენ, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა მისი "ნაპოლისა" და დიეგო მარადონას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი გაიხსენა. "ვერონას" გასულ სეზონში საკუთარ არენაზე

გამარჯვება უჭირდა. ბოლოს მათ 4 აპრილს, "ჯენოა" (1:0) ჯოვანი სიმეონეს ერთადერთი გოლით დაამარცხეს. დიეგოს ვაჟი ახლა გუნდთან ერთად არაა და მალე სწორედ ნეაპოლელთა რიგებში ჩაირიცხება.

"ნაპოლი" წინა სეზონში გასვლით შეხვედრებში ძალიან შედეგიანი და დამაჯერებელი იყო. ვერონაში მათი ბოლო სტუმრობა ოსიმენის დუბლითა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. ნიგერიელი ფორვარდი დღესაც ძალიან სახიფათო იქნება. ის და კვარაცხელია მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად უგებენ, მოსამზადებელ ეტაპზე ეს კარგად დავინახეთ.

"ნაპოლი" ფაბიან რუისს პსჟ-ში უშვებს და ამ გუნდიდან მეკარე კეილორ ნავასს იმატებს - ეს ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ასე რომ, გუნდს გაძლიერება ჯერ არ დაუსრულებია და განაცხადში ცვლილებებს ისევ ველით.

კვარაცხელიას ფლანგზე მაინც მარიო რუი იქნება, მატიას ოლივეირა ჯერ კონკურენციის დაძლევას ვერ ახერხებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მარჯვენა ფლანგს უფრო აქტიურად იყენებს, სადაც ევროპის ჩემპიონი ჯოვანი დი ლორენცო და მექსიკელ ირვინგ ლოსანო თამაშობენ. ამის მიუხედავად, კვარაცხელია მუდმივად შესამჩნევია, მოძრაობს, ბურთის მოპოვებას ცდილობს და გუნდს დაცვით ფაზაშიც ეხმარება. "კვარას" პირდაპირი კონკურენტი ჩრდ.მაკედონიელი ელიფ ელმასია, თუმცა ხვიჩა სასტარტოში უალტერნატივოდ მოიაზრება და მან ეს ნდობა უნდა გაამართლოს კიდეც.

შეხვედრას მიშელ ფაბრი განსჯის. 38 წლის არბიტრი ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე რუმინული "კლუჟისა" და სომხური "პიუნიკის" (პენალტების სერიაში სომხებმა იმარჯვეს) დაპირისპირებას მოემსახურა. ფაბრი "ნაპოლის" უკანასკნელი შეხვედრა მაშინ იმსაჯა, როცა სპალეტის გუნდმა "ჯენოა" (3:0) დაამარცხა. ის ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას აძლევს და ბარათების "მოყვარულად" არ მიიჩნევა.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ნეაპოლელები კი ფავორიტებად მიიჩნევიან. ვნახოთ, გაიტანს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო იტალიურ გოლს.

ტტტ
არ გვინდა ხალხო ზედმეტი მოლოდინები ჯერ დასაწყისია, დებიუტი ღელვაც იქნება და რამე ისე თუ არ გამოვიდა არ უნდა დავძრახოთ ამისთვის.
სოსო
სეტანტა სპორტზე და მატჩ ფუტბოლ 1-ზეა,გადაცემათა პროგრამებში.
ლევანი
ჰა ბურთი, ჰა მოედანი! წარმატებები, ჩვენო ბრილიანტო! დიდება საქართველოს!
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი გფარავდეს!!! სად შეიძლება რომ ვუყუროთ თამაშს? იქნებ ლინკი დადოთ ვინმემ.. წინასწარ დიდი მადლობა
ჯონი
რომელ არხზე ეს თამაში ძმებო?
Winter
აი ხომ შეიძლება ასე გაამხნევოს გულშემატკივარმა და უბრალოდ წარმატება უსურვოს, თქვენსავით... მთელი დღეა ფეისბუქ გვერდები რეიტინგს აკეთებენ იმის ხარჯზე, რომ შეკითხვებს სვამენ აბა რამენ გოლს გაიტანს კვარა, აბა ჰეთრიკი და პოკერი... კარგით რა, საზღვარი აქვს ყველაფერს. უბრალო გამხნევებას რა უდგას წინ. ნერვებს მიშლის ეგ ფეისბუქ გვერდები, უკვე ყველას ანლაიქს ვაძლევ. ხვიჩა რომ არა ერთ პოსტსაც არ დაულაიქებდათ არავინ და მოძებნეს თემა
Ტტტ
მიდი კვარა ააწიოკე მარცხენა ფლანგი
ვახო...
ჩვენს მარგალიტს უდიდესი წარმატებები!
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი გფარავდეს!!! ლინკი დადეთ რა თუ შესაძლებელია,დიდი მადლობა წინასწარ!!!
zurabi
ჯერ კვარადონას
გეგი
ხვიჩა უბრალოდ ითამაშე შენი თამაში,ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.უდიდეს წარმატებას გისურვებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენს საქმიანობაში.
Winter
მთავარია არ მიიღოს ტრავმები დანარჩენის მჯერა, ბოლომდე მონდომებით თამაშობს და სიზარმაცეს ან თამაშის დაკიდებას მისგან ვერ ნახავთ. აგერ სამგურალთან და ბოლნისის სიონთან თამაშობდა ბოლომდე თავგანწირვით, თანაც ისეთ მინდვრებზე, რომ ადვილად შეიძლებოდა ისეთი ტრავმა მიეღო, მისი კარიერა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო. მარტო უხეში თამაშის მეშინია მის წინააღმდეგ. ბევრჯერ აქვს დამტკიცებული, როგორ თამაშობს მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ,თუ არ იუხეშებენ.
Georgian
Paramount+
გიორგი
მიდი კვარა არ ინერვიულო ძმაო უბრალოდ მიყევი თამაშს ყველაფერი კარგათ იქნება. გაილაღე და შეუბერე როგორც გჩვევია. მთელი საქართველო შენ გვერდით არის
მელქისედეკი
ხვიჩა მარტო შეჭანს ვერონას, 3 ბურთს გაუტანს, პირველ ტაიმში ერთს, მეორეში - ორს!!!
REAL MADRID
სეტანტა სპორტი
123 321
გაიტანს დარწმუნებული ვარ

მოკლედ ყველა თამაშზე შეკვეთილი აქვს ქართველ მაყურებელს გოლი:)) საბედნიეროდ კარგა ხანია ხვიჩა ზედზედ ახერხებს გატანას, თუ ბათუმის დინამოში, თუ სანაკრებო თამაშებზე და თუ ნაპოლის ამხანაგურებზე. წარმოდგენაც არ მინდა ორი სამი თამაში გადაებას გოლის გარეშე, აქ რა ამბავს ატეხენ ე.წ ყოვლისმცოდნეები . მართლა მაინტერესებს, ფეხბურთი მარტო გოლები რატომ გგონიათ, მარტო გოლი გაიტანე კი არ უნდა ეძახო ფეხბურთელს, უბრალოდ მისი ტექნიკით და ლამაზი თამაშით უნდა დატკბე. რამხელა ზეწოლაა საქართველოდან ვგიჟდები რაა
მზისავარ ანთიძეს
აი, ამისთანა კომენტარებს რომ მწვანეს უნთებ და ჩემსას სულ ბლოკავ, ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას, რომ ღვთისა კი არა, მზისა ხარ, ბიჭო, მზისა...
Diax batono!!!
შენ რომ არ იცოდე, ერი ვერ გადაიტანს მაგ ამბავს და არ დაგვღუპო, წაიკითხე რაა...
ალიკა
რომელი არხი უჩვენებს ამ თამაშს?!
S.K.
და რომ არ ვიცოდეთ რა დაშავდება???
King of london D.D11
წარმატებები ხვიჩას მცველების სამშობლოში
100%
როგორ უყუროს კაცმა, რამდენიმე მარტივი ვარიანტი მომაწოდეთ. მადლობა.
რაბუ
დააა აი ეს დღეც დადგა კვარას დებიუტი ნაპოლიშიიი
მეგრელი
ეჭვი მეპარება მეგრელი იყო. პროვოკატორობ და ძალიან სამარცხვინო ხარ.
zura222
ჯანდაბას ნუ გაიტანს პირველივე თამაშში გოლს ! მე მაგალითად 1 საგოლე პასზე და ერთ აკიდებულ პენალზეც თანახმა ვარ ! ესეც კარგი იქნება დასაწყისითვის )))))
dimo
კვარაცხელია გოლი მინდა! ორი გოლი!
რომაელი
სეტანტა
ლევან მაღლაკელიძე
მთავარია როგორ მოასწრო გუნდთან შეთამაშება. გოლს გაიტანს, ასე მგონია
გიორგი
ძალიან განვიცდი ხვიჩას დებიუტს სერია აში.ყველა თამაში ლოგიკური შედეგებით დასრულდა.დარჩენილია ნაპოლის და იუვეს გამარჯვება.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
წარმატებები მეგრელ კაცს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ სამეგრელოს.
ქართველი
ღმერთმა მოგცეს იმის ძალა რომ გაიბრწყინო სერია ა ში. ძალიან ვდლოდები ამ თამაშს და იმედია მაგრად ჩაივლის. ღმერთი გფარავდეს და აბა შენ იცი
Nukri
ხვიჩას კარგი თამაში და გოლი გვენახოს ყველას, რომელ არხზე შეგვეძლება თამაშის ყურება, თუ შეგეძლებათ გვითხრათ
კვარადონა
მარადონას კლუბშია ხალხო, რა კაი ამბებში ვართ. ყოჩაღ, ხვიჩა))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა