საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მეორედ ჩავიდა სამშობლოში, აკროპოლისის თასზე სათამაშოდ. ამხანაგურ ტურნირებს შორის ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი და წარმომადგენლობითი შეჯიბრი, რომლის გათამაშებაც 32 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში ტარდება.

საქართველომ აკროპოლისის თასი 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატის წინ მოიგო, როცა მასში მუდმივად მონაწილე საბერძნეთთან ერთად სერბეთისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ამჯერად აკროპოლისის ტურნირში საბერძნეთსა და საქართველოსთან ერთად ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქე თურქეთი და პოლონეთი მონაწილეობენ.

ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბისთვის ეს 3 მატჩი იქნება კარგი გამოცდა ოფიციალური მატჩების წინ. საბერძნეთის შემადგენლობაში თამაშობს NBA-ს ორგზის MVP იანის ადეტოკუმბო, რომლის გამოც 1 კვირის წინ ათენის OAKA-ს 18-ათასიანი დარბაზი მთლიანად გაივსო. სავარაუდოდ, ანშლაგი იქნება საბერძნეთის მომავალ თამაშებზეც. საქართველოს ნაკრები ბერძნებს 18 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ჩვენი ნაკრები ათენში 15 კალათბურთელით ჩავიდა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

გოგა ბითაძე ჯერაც ამერიკაშია და ფეხს მკურნალობს, ხოლო თბილისური შეკრებიდან საბერძნეთში მიხეილ ბერიშვილი და ლუკა მაზიაშვილი არ გამოემგზავრნენ. ბერიშვილს ტრავმა აწუხებს და ნაკრებთან ვარჯიშს 20 აგვისტოდან განაახლებს.

საქართველოს ნაკრები ათენს თბილისიდან, პირდაპირი რეისით ეწვია. დღეს, საღამოს, ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად ჩვენს ნაკრებს "ოლიმპიაკოსის" სათამაშო დარბაზში ავარჯიშებს. ბერძენი სპეციალისტის თანამემამულე ასისტენტმა, გიორგიოს ლიმნიატისმა ათენში ჩასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს-ესაა, ჩამოვედით ათენში. მგზავრობა არ იყო გრძელი, რადგან პირდაპირი რეისით ჩამოვფრინდით. ცუდი ის იყო, რომ ღამე მოგვიწია ფრენამ და ახლა ყველა გადაღლილია. თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენმა გუნდმა ითამაშოს უკეთესად და დღითი დღე დაიხვეწოს. ასევე მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ ამ ისტორიულ ტურნირში, რომელიც, მე როგორც ბერძენმა, ვიცი, რომ 32 წლისაა. ყოველთვის საკმაოდ კარგი გუნდები მონაწილეობენ. განსაკუთრებით წელს, როცა იანის ადეტოკუმბო თამაშობს. როგორც ყველამ ნახა, ახლახან რომ იყო ესპანეთთან ამხანაგური თამაში, დარბაზი მთლიანად გაივსო. ახლაც კი, როცა საბერძნეთში სადღესასწაულო დღეებია და ათენი ცოტა დაცარიელებულია, მაინც ბევრი მაყურებელი მოვა ამ სამი დღის განმავლობაში. რა თმა უნდა, სასიხარულოა, რომ 25 დღის შემდეგ სამშობლოში ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცემა ჩვენი გუნდის თამაშის გაუმჯობესების შანსი და საშუალება, მოვემზადოთ მომავალი ევრობასკეტისა და მსოფლიოს შესარჩევი მატჩებისთვის".

GBF

დინამო 72
ბითაძე ამისთანას რას მკურნალობს ,დასრულდა ყველა ტურნირი აწი. მაზიაშვილი გინდ გყოლია გინდ არა,სანაკრებო დონე არაა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ნოდო
ბითაძეს დავემშვიდობოთ არავინ გამოუშვებს ფაქტია მიდი და არკვიეთ აქუ თუ არა ტრავმა თავის ნებით მაინც ვერ წამოვა რო ხვდებოდეს არაფერი ჭირს
ეეე
აქაც ვმალავთ თამაშს?დდდ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა