იტალიის სერია "ა"-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და საგოლე პასს განსაკუთრებული პოსტი მიუძღვნა და "ნაპოლის" ქართველი შემტევის შედეგიან მოქმედებებს "კვარაცგოლია" და "კვარასისტია" გვართან მიამრთებით უწოდა, შემდეგ კი 4 წარმატებული დებიუტანტის შესახებ დაწერა - "მიხარია რომ გაგიცანი" - ფეხბურთელების, რომლებიც იტალიის მთავარ ლიგაში პირველად თამაშობენ - ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია, ლუკა იოვიჩი და ჩარლს დე კეტელაარი.

ხვიჩას მსგავსად, არგენტინელმა დი მარიამაც "იუვენტუსში" სეზონი გოლითა და საგოლე პასით დაიწყო, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა, სერბმა იოვიჩმა "ფიორენტინას" გამარჯვებაში მეტოქის კარის აღებით დიდი წვლილი შეიტანა, ბელგიელმა ნახევარმცველმა დე კეტელაარმა კი "მილანს" 3 ქულის მოპოვებაში დასკვნით 20 წუთში შეეშველა.

WhoScored-მა ხვიჩა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, შეფასება - 7.7. "ნაპოლი" მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "მონცას" უმასპინძლებს.

ლებრონასთან გინდა შენ ერთი დღე ერთად ოთახში
Spain
სანაიას და მაქარას არაფერი მაგრამ შუბლაძემ საქებარი პოსტი მიუძღვნა ხვიჩას :) ყველას ვაკვირდები და მიხარია რომ მერე უკან მიაქვთ ხოლმე თავიანთი მწარე ნათქვამები. რათქმაუნდა არის ხალხი ვისაც არ უხარია, მაგიტომ დავწერე ფრჩხილებში, იმათ არ ვგულისხმობთქო, მაგრამ ადეკვატურად ვინც აზროვნებს, თუნდაც იმ კრიტიკოსებიდან, ვინც ხვიჩას იქედან წამოსვლას თხოვდა და ცოტას საყვედურობდა, ყველას უხარია. ხალხს ცრემლები მოსდიოდა ხვიჩას გოლზე და ეს ემოცია რუსეთში გატანილზე ვერ გვექნებოდა ფაქტია. მოკლედ უზომოდ მიყვარს ხვიჩა და გოლს რომ იტანს მგონია, მთელი საქართველო მიყვარს, მიუხედავად ბევრი ცუდისა, რაც გვაქვს. მთელი ერის გამაერთიანებელი ძალა აქვს ფეხბურთს და საყვარელი ფეხბურთელის გოლს. ნეტა კიდე ბევრჯერ გვქონდეს ეგ მომენტი
zura222
სანაია-მაქარა-შუბლაძეს და სხვა ნაცებსაც უხარიათ ? ისე მაგათიიი ....ჟურნალისტებთან ლაპარაკს რაც შეეხება სად ხედავ ჟურნალისტებს ? 100 დან 1-2-ია ისეთი ჟურნალისტი რომ დაუძახო და ისიც გაჭირვებით ! ორი სიტყვის დაწერა ისწავლეს და მიკროფონის ხელში დაჭერა და თავი ბრუნო პიცულები ლარი კინგები და ოპრა უინფრები გონიათ @
Spain
ეს ისეთი ემოციაა, საერთოდ აღარ გახსოვს ოპონენტი და მოწინააღმდეგე იდეოლოგიის ხალხი, ეს ემოცია ყველას აერთიანებს. ხვიჩას ადრე ვინც აკრიტიკებდა, ყველას გვერდები ჩამოვიარე და ყველა ბედნიერია ახლა,( ნუ იმ იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა). რეალურად ეს რაც ხდება ყველას გვინდოდა და გვიყვარს, გვენატრება, ასეთი საერთო სიხარული, ერთმანეთს ეხუტება უცნობი ხალხი, როცა გოლი გადის, ამას მარტო ფეხბურთის მოყვარული ადამიანი იგრძნობს რას ნიშნავს. ამ ემოციის მოტანა მარტო ფეხბურთს შეუძლია. აღარაა საჭირო ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკები, აი შენ ადრე ასე რომ ამბობდი და ახლა ისე რომ ამბობთქო :) იმხელა ემოციამ ამოხეთქა გუშინ ყველანაირი იდეოლოგიის ადამიანში, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. ადრე მაგრად ვბრაზდებოდი ხვიჩას ვინც გააკრიტიკებდა და მომავალშიც გავბრაზდები, მარა ეს სიხარული იმდენად საერთოა და იმდენად ჩვენია, სისულელეა ერთმანეთს ადრე ნათქვამ სიტყვებში ვსდიოთ. თვითონ ხვიჩამ თქვა, ყველას შეუძლია ყველაფერი თქვასო და ამაში პრობლემას ვერ ვხედავო, ასე მხოლოდ პროფესიონალები ფიქრობენ, იმიტომ ვაფასებ ყველა სხვა სპორტსმენზე მეტად. იმდენად საოცარი ადამიანია, ერთი საპასუხო რეაქციაც არსად დაუფიქსირებია კრიტიკაზე. ორმაგად დავაფასე ამის გამო. სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის ინტერვიუს ვუსმინე დღეს, სადაც ლამის ქურდული გარჩევები მოუწყო ჟურნალისტებს, რასქვია გაგვაკრიტიკეთო, და შემრცხვა რასაც ქვია, იჯდა ეთერში და ცენზურას უწესებდა წამყვანებს, გამოვშტერდი :( ისწავლოს ამ პატარა ბიჭისგან ყველამ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, როგორ უნდა იღებდეს კრიტიკას, თუნდაც დაუმსახურებელს და არ ეჭიჭყინებოდეს ჟურნალისტებს თუ მაყურებელს გაბრაზებული ან ნიშნისმოგებით, აი მე რა მაგარი ვარ და თქვენ არაფერი გაგეგებათო. დიდი ადამიანი იქ მთავრდება,სადაც კრიტიკას აგრესიულად უპასუხებს და თავისი უპირატესობის დამტკიცება დასჭირდება. "მე სახალხო არტისტი ვარ და შე არავინო", ამ ნარატივს რომ გამიჟღერებს ჩემი კუმირი, იქ მთავრდება უკვე მისი დიდება.
ბოდიშს ვიხდი
ლაიქს ვწერდი და შემთხვევით დისლაიქს დავაჭირე უკაცრავად
ვაჟა მასწავლებელი
ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი - შენ ხარ იტალიაში ჩვენი ყოჩი!
roma bejanidze
გენაცვალე კვარა.შენ იტალია აალაპარაკე. არ უნდა გაჩერდე. თამასა დაბლა არ დაწიო. წინ იყურე. პ.ს.მგონი იტალიელები ჩვენზე მეტად აღფრთოვანდნენ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა