ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებდა და გამოუვიდა...

"ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებდა და გამოუვიდა...

დღეს, 10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, თუმცა ქართველ გულშემატკივრებს უკმარისობის განცდას ის გვიჩენს, რომ იტალიის ჩემპიონატი დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშების ნახვისგან დასვენება გვიწევს. შესაძლებელია, ეს განცდა მოგონებებით შევივსოთ, გასახსენებელი კი ბევრია...

კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2022 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდა. სერია "ა"-ს მეორე ტურის შემდეგ, სადაც "კვარამ" "მონცასთან" დუბლი შეასრულა, ვწერდით, რომ ის ჩვენს "გაგიჟებას" აპირებდა. ეს ხვიჩას ნამდვილად გამოუვიდა - მთელმა სეზონმა აღმაფრენაში, ემოციებსა და ფეხბურთთან ყველა თაობის ქართველის "დაბრუნებაში" გაირბინა...

როგორც კრიტიკას, ასევე ქებას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება. ორივე მათგანი საჭიროა, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი და დოზა აქვს. თუკი ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო მატჩში გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, მე-2 ტურში ტაქტიკურად უფრო სრულყოფილი 77-ე ნომერი ვნახეთ - ქართველი გარემარბი როგორც ჩანს, სპალეტის კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, მაქსიმალურად გაფრთხილებოდა ბურთს და როცა "კვარა" ორი და მეტი მცველის გარემოცვაში ექცეოდა, დრიბლინგზე მეტად, რომელიც შესაძლოა ბურთის დაკარგვით დასრულებულიყო, პასზე ეფიქრა.

პირველი ტაიმი მშვიდად მიდიოდა, თუმცა სულ რჩებოდა განცდა, რომ ისევ ხვიჩა "აფეთქებოდა" და ასეც მოხდა. კვარაცხელიამ ბურთი მოიპოვა და ძალიან დამაჯერებელმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა - ჯერ დასარტყმელად კარგად მოიხელთა, წამით კარს ახედა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ხვიჩამ გუნდს გზა ისევ გამარჯვებისკენ გაუკაფა და საკუთარი საქმეც გაიმარტივა - "მონცას" ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, მეორე ტაიმში უფრო მეტად ზემოთ ამოწეულიყვნენ და კვარაცხელიამ როგორც კი მინიმალური სივრცე იგრძნო, მცველებს შორის მოხდენილად გაძვრა და კარის დასალაშქრად ისევ იდეალური წერტილი შეარჩია. ეს უკვე სხვა დონის ფეხბურთია! "კვარა" ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს (თავითაც გაიტანა), თუმცა მხოლოდ ინდივიდუალისტი არაა, მას პასის კულტურაც მაღალ დონეზე განვითარებული აქვს. "მონცასთანაც" კარგად გამოჩნდა, ოსიმენი რამდენჯერ ისეთ სიტუაციაში "შეიმჩნია", როგორებშიც თავად პასს ვერ იღებდა. ნიგერიელი ფორვარდი ქართველ შემტევს ყველაზე უკეთ უგებს, თუმცა "ცხრიანი" მაინც უფრო ინდივიდუალისტია და ამ მხვრივ სამუშაო ისევაა.

სპალეტიმ თქვა, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ დაძაბულია. ჩვენ ჯერჯერობით მაინც მთავარ მწვრთნელზე კარგადაც ვიცით, "კვარას" რა შეუძლია, კი არ ვიცით, საკუთარი თვალით გვინახავს. თუნდაც ის, რა კარგია დაცვით ფაზაში და საქართველოს ნაკრებში წარმატებული ართმევებითაც როგორ გამოირჩევა (ახლა გოლი სწორედ ბურთის მოპოვების შემდეგ გაიტანა). მომდევნო ტურებიდან ნეაპოლელებს უფრო რთული გამოცდა ელით, "ფიორენტინასა" და "ლაციოს" ესტუმრებიან. კარგია, ხვიჩას გუნდმა შედარებით იოლი მეტოქეებით რომ დაიწყო, თუმცა ისიც ვიცით კვარაცხელიას თამაშები ესპანეთისა თუ შვედეთის ნაკრებებთან და გვჯერა, ჩვენებური გრანდებთანაც გამორჩეული იქნება. ის კი არა, შეტევების მიმდევარ და ფავორიტ მეტოქესთან ხვიჩა კიდევ უფრო მეტ თავისუფალ ზონას ნახავს, რაც ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის დამანგრეველი იქნება. წარმოიდგინეთ, ახალბედა ბიჭი, რომელსაც ერთი მცველის ამარა ვერასდროს ტოვებენ - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა!

"ყოჩაღ, ქართველო!" - "Napoli24"-ზე დაწერილი ერთ-ერთი იტალიელის კომენტარია. მართლაც შექების ღირსია ხვიჩა, რომელმაც მთელი ქვეყნის ემოციები გააერთიანა და თუ ვინმე ამ ზეიმს არ უერთდება, უბრალოდ ჩუმადაა, ვერაფერს ამბობს. აპლოდისმენტი კვარაცხელიას, რომელმაც დიდ ფეხბურთში არა უბრალოდ დაგვაბრუნა და მის აკლიმატიზაციას მშვიდად ველოდებით, არამედ ბრწყინვალედ დაიწყო. ემოციები უკვე უსაზღვროა და თანაც ვიცით, ყველაფერი ეს კიდევ უფრო უკეთესად რომ გაგრძელდება - ხვიჩა ბოლომდე "გაგვაგიჟებს!" თანაც, ის ნეაპოლში მაინც "დროებითაა", ტოპ-კლუბებიც ძალიან ახლოსაა, "კვარას" ხომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

• ფეხბურთის გულშემატკივარი.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გადმოსახედიდან, თორემ შევჩენკო, ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ იყო.

• skaro

დახლა ტყვიის გამიგია, დაჟე კვერცხისაც არა

• H

ადმინიატრაციას მინდა ვკითხო, ამ დაბალ ორგანიზებულ არსებას რატომ უქვეყნებენ კაცთ და ქართველთ მოძულე კომენტარებს?! სხვას, რომ თხოვ 24 საათი მოედანზე ყოფნას და შრომას შენ თვითონ, რომ გესწავლა ახალგაზრდობაში და შემდეგ დრო თვითრეალიზებისთვის დაგეთმო, ამ შანაარსობრივად და გრამატიკულად ჯოჯოხეთური კომენტარის დასაწერად დრო აღარ დაგრჩებოდა. საკუთარი ქვეყნის გუბერნიად მოხსენიებით გეტყობა რა ცარიელი აღმნიშვნელი ხარ და ვინც გილაიქებს შენზე უარესია.

• ქ. გ.

ნაპოლის ახალი მწვრთნელი მარადონა უმცროსი: "მზად არის ყველაფრისთვის".

• ამო

დამიჯერეთ, კარგად იცის როგორ მოიქცეს. თქვენ უბრალოდ მოეფერეთ.

• გიხაროდენ !

შენი *ნიკი* ზუსტად შეესაბამება შენს *დონეს* , ქართული ენის და ფეხბურთის ცოდნაში.

• nk

კვარა წელს გუნდიდან არ უნდა წავიდეს და პირიქით ოსიმენი თუ წავიდა, ჩათვალე კვარა ხდება ერთპიროვნული ლიდერი. ლობოტკა, ანგისა მშვენიერები იყვნენ მთელი წელი, ასე თუ ისე ზელინსკი (რომელიც შეცვლადია ვინმე უფრო კაი ფეხბურთელით). აი კიმის წასვლა საწყენია ყველაზე მეტად, სერიოზული მცველის დამატება ჭირდებათ თუ რამეზე აქვთ პრეტენზია შემდეგ სეზონში. რაც შეეხება კვარას დაღლილობას, შენ მარტო ფიზიკურ დაღლილობას გულისხმობ როგორც ვხედავ, მაგრამ ადამიანისთვის ემოციური ფაქტორები არაა სახუმარო და რაც კვარამ გაიარა თავისი შეუსვენებელი რუსეთი-საქართველო-იტალია და ყველგან მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა - ორგანიზმი იფიტება და იღლება, მითუმეტეს კვარას სარგებელზე მეტი პირადი კარიერისთვის ზიანი უფრო შეიძლება მიაყენოს. (აი მიქაუტაძესაც შეიძლება არ ჭირდებოდეს, თან არანაკლები დატვირთული სეზონი ქონდა, რომელსაც იდეალურად გაართვა თავი და ევროზე რო ჩააგდოს გამოსვლა, რამდენიმე მილიონით შეიძლება იქონიოს მის ფასზე გავლენა (ან იდეაში, პირიქით - უფრო გააძვიროს). მინდა რო იყოს კვარა, მარა გავიგებ, თუ არ ითამაშებს (დანარჩენი ყველასგან ველოდები და ნახ ფინალში მაინც უნდა გავიდეთ :დ )

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

იმ შემთხევაში უნდა წავიდეს თუ გუნდი არ გააძლიერეს. ფაქტია რო ნახევარმცველი გამთამაშებელი ამ გუნდში საჭიროა. ოსიმენი გასაყიდია რო არ გააფუჭონ თავისმა ზანგმა ფანებმა ატმოსფერო გუნდში. ანგისა თამაშობს მაგრამ მე არ გამიგონია რო მაგის ფანები ესე იქცეოდნენ. კი უშვებს შეცდომებს მაგრამ სულით და გულით გუნდთAN არის და აუცილებლად უნდა დატოვონ. მცველი უნდა მოიყვანონ კარგი. იტალიის ნაკრების მცველი 19 წლის მაგაზე იმუშაონ ჯობია. და რათქმაუნდა მარჯვენა ფრთაზე ვინმე საყიდია თორე ამ ნაპოლი მომავალ სეზონში მაგრა დაერხევა და არამგონია რო კვარაცხელიამ უშველოს ისე როგორც ამ სეზონში. ახლა კი კვარაცხელიამ უნდა მიხედოს ეროვნულ ნაკრებს და 21 წლამდელებს. აბა ნაპოლის დშვც ყველაზე პირველ ადგილზე ნამდვილი ქართველისთვის უნდა იყოს საქართველო და მერე უკვე სხვა. არ დაწეროთ ახლა დაიხალაო. და შეურაწყოფას ნუ აყენებთ ამ ბიჭს. კაცი 22 წლისაა და არა 42 წლის. არ თქვათ ბიჭო ეს სადმე თორე დაგცინიან. რაიან გიგზი 39 წლის ასაკში 3 თამაშს კვირაში თAMAშობდა ინგლიში. და ეს რამ დახალა ? ბოლო თამაშები მითუმეტეს ნაპოლის იყო უაზრობა . დადიოდა მოედანზე ჩათვალე. ასე რომ ვინც ლაპარაკობს დაიხალაო ის ფეხბურთის ან გარტყმაში არააა ან ყველა ისეთი ქალოსია გონია როგორც თვითონაა. აქ მეტი აზრი არ არსებობს. აბა 22 წლის ბავშზე რო იტყვი დაიხალაო წადი რა ბიძია მაშინ ეს შენი საქმე არაა ფეხბურთი. ფეხბურთის თAმაში თუ გიყვარს და გინდა 24 საათი უნდა იყო მოედანზე და ბურთი აგორაო თუ ეს შენ მართლა გიყვარს. აბა შენ თუ დასვენება გინდა მანდ ფეხბურთელის კარიერა დასრულებულია. ესეგი ფეხბურთი უკვე მისი ცხოვრება არაა. მაგრამ როგორც ჩანს კვარაცხელიას უნდა თამაში 21 წლამდელებზე და ერთი არ გამიგია ან მამამის ეთქვას დაიხალაო. მარტო აქ წერენ ამ დახლაზე და რამხელა შეურაწყოფას აყენებენ ამ ბიჭს თვითონ კიდე არ იციან . მაგრამ 14 წლის ბავშს ამდენი არ ესმის ეს გასაგებია მაგრამ მაინც.

• ზურა

მიხარია, მაგრამ ვშიშობ ზედმეტი მოლოდინის გამო ხვიჩა ისე არ დაიძაბოს, რომ მხოლოდ გოლზე აქცენტირდეს და თვითგანვითარებაზე უარყოფითად იმქმედოს.ნუ მოვთხოვთ მას იმ ას, რაც ჯერ არ მოეთხოვება.უდავოდ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ დავაცადოთ, ჩვენზე ძალიან მას ეჩქარება...

• Suxumchanin

ჭეშმარიტი პატრიოტი გულშემატკივრის კომი

• ენძო

არა მგონია ლუკას წარმატება ვინმეს ნაკლებ უხაროდეს.მხოლოდ ესაა რომ ხვიჩას ფანტასტიურმა დებიუტმა ისეთი ემოციური ფონი შექმნა,რომ ლუკასთვის ვერ მოვიცალეთ.ლოჩოშვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებს და არც ის გამიკვირდება ის და ხვიჩა ერთ გუნდში თუ გამოვლენ.ლუკას მოქმედება სადებიუტო მატჩში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

• ტიტე

ფეხბურთით და სიმღერით.

• დ.დ.

რა რეგვენი უნდა იყოს ე.წ. გულშემატკივარი, რომ კვარასთვის შევჩენკოზე მეტი დონე ვერ გაიმეტოს !

• დავითი

გაიხარე ხვიჩა ჩვენი ბედნიერებისთვის,სოფელში ვარ,ცოტას წავიმუშავებ,შევალ სახლში,ჩავრთავ მობილურში ნაპოლი-მონცას თამაშს,კიდევ ერთხელ ვუყურებ ხვიჩას გოლებს,დავისვენებ და ისევ საქმეს შევუდგები,აღარც ვიცი მერამდენედ ვუყურებ.

• მარადონას ფანი

აუ მართლა, ალბათ ზევიდან იყურება და გახარებულია

• ბუჯანგა

გეთანხმები..ლუკას დებიუტი აქვს დღეს და ძალიან მაგრად თამაშობს...გამორჩეულია ახალ პოზციაზე..მარცხენა მცველის..მეორე ტაიმი დაიწყო და ფაქტიურად მის კრაიზე..გაუვალია...

• Lochoshvili

ლოჩოშვილი სასტავშია რომასთან. არაფერს წერთ?

• თენგო

სანაია გამოდი გიძახი

• ოპტიმუს

ეს ყველაფერი კარგი და გადასარევია, მაგრამ ერთი სიტყვა ლოჩოშვილზეც დაწერეთ კაცი ეგრევე ძირითადში დააყენეს რომასთან და პირველი ტაიმი რასაც ქვია იომა. ცოტა გვერდზეც მიმოიხედეთ, ტეხავს.

• ემიგრანტი

ჩველი სიმდიდრეა ეს ხვიჩა კვარაცხელია, გმერთმა ქნას წელსვე გახდეს ლიგის ჩემპიონი სერია ასი და თასი ამ ყველაფერს რომ მოიგებს ოქროს ბურთიც ბონუსად მოყვება წარმატებები წვარა რატომაც არ უნდა ვიოცნებოთ რომ მოიგოს ოქროს ბურთს ერთხელქც მოიგებს ამის მჯერავს

• ელენე

წარმატებები კვარაცხელიას!!! შეუდარებელია!!!

• dato

ეჰ მარადონა ცოცხალი იყოს .რას ილაპარაკებდა კვარაზე .

• zurabi

რომელი ხარ ?

• ვახო...

უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!

• gio

ხვიჩას ბევრ ვინმეს ადარებენ რაც ჩემი აზრით არასწორია. ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავდა მსოფლიოს , მაგრამ მარადონა მარადონა იყო ერთადერთი და განუმეორებელი. ბევრი ფეხბურთელის თამაში მინახავს მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ხვიჩას შეუძლია იყოს ერთადერთი და განუმეორებელი. ყველა დავიწყებას მიეცემა , მარადონა კი სულ იქნება. ესშსეუძლია ხვიჩასაც. შევშენკოსთან მისი შედარება საერთოდ ცა და დედამიწა.

• aleko

კარგია ყველაფერი გოლები პასები მაგრამ ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი თუნდაც შევჩენკოს დონემდე რომ ავიდეს ამდენი აჟიოტაჟი და ეიფორია კიდე არ არის საჭირო. ყველაგვერძე საიონფორმაიცოებში რა აიკლეთ ყველაფერი

• Ttt

Am or tamashshi sakmao momentebi iyo sadac xvichas ubralod pass ar adzlevdnen, spaleti shecvlis albat am situacias, rom gaixsneba xvicha mere ra iqneba. Midi xvicha yvela shen gverdit vart...

• დავით

რუბინსაც შეეძლო ხვიჩასთან ერთად ლიგის მოგება.

• dato

ნაპოლი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ახალგაზრდა გუნდია და ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს სერია აში. გულშემატკივარმა შეიყვარა, დარწმუენბული ვარ მანდ დიდ ისტორიას დაწერს, შეიძლება უკეთესიც ვიდრე ტოპ კლუბში გადასვლის შემთხვევაში. მარადონამაც ყველაზე დიდი ისტორია ნაპოლიში შექმნა. საოცარი მუხტია მაგ ქალაქში, ფეხბურთით ცხოვრობენ.

• ქ. გ.

ხვიჩას ნაპოლისთან ერთად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. არ არის აუცილებელი სხვა გუდში წასვლა. ნაპოლიში უკვე შეაყვარა თავი გულშემატკივრებს და მწვრთნელებს. რეალში და ბარსელონაში რა მოხდება, ეს ძნელი სათქმელია. ჯერ ნაპოლიში უნდა დაამტკიცოს, რომ ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. ჩელსიმ ამ თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, როგორი შედეგი მიიღო.

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია