ძანეტი მწვრთნელს სრულ მხარდაჭერას პირდება
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი ახალი სეზონისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება და როცა კი საშუალება აქვს, ჟურნალისტებთანაც აქტიურად ურთიერთობს.

ამას წინათ, "მილანის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის კომენტარი გაგაცანით, რომელმაც მისი გუნდის მთავარ კონკურენტად "ინტერი" მიიჩნია. სწორედ ამ თემაზე დაეკითხნენ გასპერინის და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ჩემი აზრით, მომდევნო სეზონში უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია იქნება, რადგან სკუდეტოს მოგებისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდის იბრძოლებს. "მილანი" ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "იუვენტუსი" და "რომა" სერიოზულად ძლიერდებიან. ჩემი აზრით, ტურინელებსაც და დედაქალაქელებსაც უძლიერესი გუნდები ეყოლებათ - ამაში დასარწმუნებლად კი საკმარისია მათ სატრანსფერო პოლიტიკას გადავხედოთ. "იუვეს" მესვეურებმა ანდრეა პირლო, რეტო ციგლერი, შტეფან ლიხტშტაინერი და მიკელე პაციენცა დაიმატეს, მათ რიცხვს კი ალბათ მალე სერხიო აგუეროც დაემატება;

რაც შეეხება "რომას", ეს გუნდი ბოიან კრკიჩით და ერიკ ლამელათი გაძლიერდა. არ შეიძლება "ნაპოლის" დავიწყებაც, გუნდის, რომელიც პროგრესირებს და ჩემი ინფორმაციათ, სატრანსფერო ბაზარზეც აპირებენ გააქტიურებას. მოკლედ, წინ უაღრესად საინტერესო სეზონი გველის, რომელიც აგვისტოს დასაწყისში "მილანთან" იტალიის სუპერთასის პაექრობით გაიხსნება. ვფიქრობ, ამ მატჩის მნიშვნელობასა და პრინციპულობაზე საუბარი ზედმეტია".

ჟურნალისტებს სამშობლოში მყოფი ხავიერ ძანეტიც გაესაუბრა და "ინტერის" ახალ მთავარ მწვრთნელზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა: "გუნდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მთავარი სიახლე კი უდავოდ ჯანპიერო გასპერინის მოსვლაა. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მაღალი კლასის მწვრთნელია და "ინტერში" დიდი მიზნებით მოვიდა. ჩვენი სურვილიც ისაა, რომ ახალ დამრიგებელთან ერთად ყველა იმ ტურნირის მოგებისთვის ვიბრძოლოთ, სადაც მონაწილეობას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ლეონარდოს წასვლამ გული დამწყვიტა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასპერინის კვალიფიკაციაში ეჭვი მეპარება - პირიქით, მას ბოლომდე ვენდობი და აქედან ვპირდები, რომ გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა