ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" და დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდამ" და ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღმა" გაინაღდეს. დღეს, 25 აგვისტოს, ამის შანსი რევაზ ინჯგიას "აპოლონს", გიორგი ხარაიშვილის "ფენერცვაროშსა" და გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიას "ციურიხს" ექნებათ.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, სადაც შეხვედრები ასევე ხუთშაბათს ჩატარდება - მშვენიერ ფორმაში მყოფი ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვართან" ერთად "კიოლნის" დამარცხებას საკუთარ მოედანზეც შეეცდება. შეგახსენებთ, გერმანიაში ბუდუმ გაიტანა, საგოლე პასიც შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. ჯგუფურ ეტაპთან ახლოს ვაკო გვილიას "რაკუვიცაა", რომელსაც პრაღის "სლავიასთან" პოლონეთში მოგებული (2:1) აქვს. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" ლუქსემბურგში "დუდელანჟთან" საკმაოდ სოლიდური უპირატესობით (2:0) ჩადის, აი, გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე" კი "ალკმაართან" უშანსოდაა (პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა). კოსოვოელებთან საკუთარ მოედანზე წაგებით (1:2) გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის შანსი გაურთულდა გაგი მარგველაშვილის "შკუპს". მარცხის მიუხედავად (0:1 ბოსნიურ "ზრინსკისთან"), შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ქართველებით დაკომპლექტებულ ბრატისლავის "სლოვანს" აქვს.

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის "დინამოსთან" დრამატულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ "ფენერცვაროშმა" აჯობა, რასაც ევროპა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" ორი მატჩის ჯამში წაგებაც მოჰყვა. სლოვაკი სპეციალისტი გიორგი ჩაკვეტაძეს დიდ ნდობას უცხადებს, მისი ოპტიმალურ ფორმაში შესვლის იმედი აქვს. "ჩაკვეს" მატჩის ბედის გადაწყვეტა მართლაც შეუძლია. ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კი, მოგეხსენებათ, გუნდის ლიდერები არიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კაშიამ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა:

"მეტი აგრესიულობა დაგვჭირდება, შედეგი მისაღწევია - გამარჯვება, მინიმუმ, ორბურთიანი სხვაობით. მიმდინარე ევროთასებზე საკუთარ მოედანზე არ გაგვიმარჯვია და ეს ძალიან გვინდა."

იმედია, ქართველი ფეხბურთელების კლუბები წარმატებას მიაღწევენ.

ბგ
კიტეიშვილის შტურმი გამოგრჩათ,თუ რა ხდება

ბოლო შანსები რატომ აქვს, 22 წლის ბიჭია. ხალხი 25 წლის მერე გაიხსნა ფეხბურთში და დიდი ფეხბურთი ითამაშა. იქნებ ასე ელის ჩაკვესაც.
ლაშა
ათლეტიზმის უქონლობა ღუპავს ჩვენს ფეხბურთელებს! ხანდახან ტრენაჟორებისკენ უნდა გაიხედონ. აბა რომელი ცნობილი ფეხბურთელი გინახიათ ჩვილი ხბოსავით ფეხების მქონე, იბრა, რონალდო, ოსიმენი და თუგინდ მესი, რომელსაც ზრდის ჰორმონებს აძლევდა ბარსა ადრეულ წლებში? ძალისმიერი დატვირთვა ზრდის სისწრაფეს და სწრაფძალისმიერ გამძლეობას. ისე კი გაქაჩავ სლოვაკეთში, ჩეხეთსა და რუსეთში, მაგრამ ტოპ 5-ის ჩემპიონატში შანსი 0-ის ტოლია!
Bs-s
ჰამბურგში, რომ გაიტანა ის რა გატანა იყო ცხელი მჭადივით გაუვარდა მეკარეს ხელიდან ბურთი.დდდ, მე მართლა გატანას ვგულისხმობ, აბა მწვავე გარღვევები სლოვანშიც ქონდა მარა ეგ არაა საკმარისი.
რრრ
გენტს არაფერი შანსი არ მიუცია დანარჩენებმა კი ბატონო.
თენგო
ჩაკვე ბოლოს და ბოლოს გაბრაზდი ერთი, მოიგიჟიანე თავი ბოლო შანსები გაქვს უკვე რისკებზე უნდა წახვიდე, თორემ ანანიძის ვარიანტი გაგიმეორდება! შენც უნდა ჩაგვწყვიტო გული? რაღა დროს თავის გაფრთხილებაა!?
რა მაფიაა
არა არა, მასე იყო, მარა ეხლა სლოვანის ბოლო 2-3 თამაში კარგად ითამაშა... სლოვანის გულშემატკივრები გაგიჟებულები არიან, მაგრად მოსწონთ და ეიმედებათ ჩაკვესი... ასეთი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვყოლიაო...
gela
სამწუხაროდ ჩაკვეტაძის თამაშს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მოედანზე 22 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი კიარა 35 წლის ვეტერანია რომელიც კარიერის ბოლოშია უკვე გასული და უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს და დღე დღეზე კარიერას დასრულებს რაც მე მისი თამაშები ვნახე ბოლო ერთ წელში გარდა ეპიზოდური მომენტებისა ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს მოედანზე სიარულით ფეხბურთი მე არ გამიგია შემტევმა ნახევარმცველმა ან გოლი უნდა გაიტანო ან პასი უნდა მიცე ან თამაში გამწვავო და დრიბლინგები გააკეთო და "ააწიოკო"მცველები გუნდს სარგებელი უნდა მოუტანო ყველამ მისცა შანსი გენტმაც ჰამბურგმაც და სლოანმაც მაგრამ არაფერს არ აკეთებს.
Bs
გატანა არ არი მთავარი, ეგრე ჰამბურგში რომ გაიტანა მერე დასვეს სკამზე, იმიტომ რომ თამაში არ გამოსდიოდა, ვერ ამწვავებს და ვერ ქმნიდა. ასე რომ გატანა კი არა მაგარი თამაშია სასურველი და გოლები მერე თავისით მოვა
zura222
სლოვანის იმედი აღარ მაქვს მაგათ მარტო ბათუმთან ქონდათ დიდი გული და ბათუმი რომ გამოაგდეს იმის მერე ყველაფერი წააგეს @ აქაც წააგეს პირველი ტამაში და ეხლა საპასუხოში ალბათ კიდევ ვინმეს გაუგდებენ (თითქმის ყველა თამაშში გაუგდეს ფეხნურთელები) და ამ თამაშსაც წააგებენ @@
ტტტ
ხვალაც თუ ვერ გაიტანა ჩაკვემ და აღარ ვიცი რა, უკვე საკმაო პრაქტიკა მიიღო და უკვე უნდა ქნას რამე. წარმატებები
tngh
წარმატებები ჩაკვეტაძეს... საქართველოს ნაკრებში!!!
Givi
Xval chakvetadze gaitans da mere sul sxva giorgis vixilavt tavdajerebuls da shedegians!!!warmatebebi gios da sxva qartvelebs!!!
მ.მ
როგორც მივხვდი მთავარია ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო გადალახო და მერე რამდენიც არ უნდა წააგო კონფერენს ლიგაზე ძალით გტენიან.
მწვრთვნელი
ჩაკვეტაძეს კარგი ფსიქოლოგი უნდა და 3 თვეში ფეხზე დააყენებს! სხვანაირად არ გამოვა! მარტო "ფიზიკას" არაფერი მოაქვს თუ ფსქიკურად არა ხარ მზად!
ქუთაისელი
ეს სლოვანი რამდენჯერ უნდა გავარდეს, მაინც ვერ მოვიშორეთ. :დ წარმატებები ჩვენს ქართველებს.
gio
ადრე რომ ვუყურებდი ჩაკვეს თამაშს ბურთს როგორც კი მიიღებდა მაშინვე ამწვავედე და მიდიოდა მცველზე ანთებული იყო მოედანზე ძაან მაღალ სისწრაფებზე თამაშობდა და ვიცოდი რომ ბურთს რომ მიიღებდა რაღაცას გააკეთებდა მაგრამ ბოლო 1 წელია რასაც მე ჩაკვეს ვუყურებ რადიკალურად სხვა ფეხბურთელია რომელიც თამაშს თავის თავზე არ იღებს არ ცდილობს გამწვავებას როგორც კი ბურთს მიიღებს ეძებს პარტნიორს რომ გააკეთოს პასი უკან პასები აქვს ძალიან ბევრი და ინდივიდუალურად თითქმის ეპიზოდირი მომენტებისა აღარ თამაშობს რაც ძალიან ცუდია.
გოჩა
ყველა მატჩი ვნახე ჩაკვეტაძის სლოანში ვაისმა 12 თამაში ათამაშა მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძეს არაფერი გამოზდის იმ სლოვაკეთის ლიგაშიც კი ვერაფერს ვერ აკეთებს ზოგიერთი იტყვის ფომრაში არაა ტრავა ქონდა და ა.შ მაგრამ ერთი წელი გავიდა ხალხო რაც ტრავის შემდეგ დაბრუნდა 1 წელი იმის შემდეგ გენტშიც თამაშობდა ჰამბურგშიც და ნაკრებშიც და 1 წელი ფეხბურთელმა ფორმა როგორ ვერ აღიდგინა ჩემთვის გაუგებარია იმ სლოვაკეთის ჩემპიონატშიც კი სადაც უსუსტესი გუნდები არიან იმათანაც ვერაფერს ვერ აკეთებს ძალიან არ მინდა ამ ბიჭმა ლევან ყენიას ბედი გაიზიაროს და ბოლოს სადღაც მე 7 ლიგის გუნდში დასრულოს კარიერა არც ვაისი გადაჰწყვება ვაის სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს უახლოეს პერიოდში თუ ჩაკვე რაღაცს არ გააკეთებს დარწმუნებული ვარ ვაისიც გადახედავს ჩაკვეს მდგმარეობას გუნდშ 12 მატჩი შემმტევ ნახევარმცველს რომ გოლი არ გაუტანია და 1 ასისტი აქვს სულ ამდენ მატჩში ეს ძაან დაბალი შედეგია რაღაცა უკვე უნდა გააკეთოს.
ზურა
უკვე დროა ჩაკვემ რაღაცა გააკეთოს მოედანზე თორემ ვაისის ნდობასაც აქვს ლიმიტი ჯერ ჯერობით სამწუხაროდ არაფერი გამოზდის და იმედი მაქვს უახლოეს თამაშებში ჩაკვე დადებს შედეგს.
ტარიელი
კარგია, ნელა ნელა ნაკრების ბირთვი გაუშინაურდება ევროთასების თამაშებს, ამ ტურნირებში მონაწილეობა კი ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან წაადგებათ. წარმატებები ყველას.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო