ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღეს ზესტაფონი საქართველოა!

დღეს ზესტაფონი საქართველოა!

მატჩამდელი დიპლომატია: გეგუჩაძე მეტოქეს პატივს სცემს, დობროვოლსკიმ კი შანსები გაყო
დღეს, "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში მოლდოვის ჩემპიონს, "დაჩიას" უმასპინძლებს. მოლდოველები ორი დღეა საქართველოში იმყოფებიან და 30-მდე გულშემატკივარიც ახლავთ.

გუშინ, 12 ივლისს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ორივე დებიუტანტმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშები ჩაატარეს. პირველად სტადიონი მასპინძელთა გუნდს დაეთმო. ვარჯიშის დაწყებამდე "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და მათ კითხვებს უპასუხა.

- როგორი განწყობით ხვდება "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრას?

- რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე საგრძნობლად გაძლიერდა. ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ და შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვლილია. ერთის მხრივ, ეს შესაძლოა, ჩვენთვის კარგი იყოს. ახალი ფეხბურთელები სათანადოდ ვერ მოასწრებდნენ შეთამაშებას და ამ მხრივ პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ.

სამაგიეროდ, მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს და ყოველი მათგანი ეცდება, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს და მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ.

ჩვენ პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ვეცდებით, მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. თუ ყველა ფეხბურთელი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს და მაღალი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველ შედეგსაც მივიღებთ. მთავარია, ფეხბურთელებმა თავიანთი ძალების ირწმუნონ და მაქსიმალურად კონცენტრირებულად ითამაშონ.

- დაჩიას რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევდით. ვისგან ელით ყველაზე დიდ საფრთხეს?

- "დაჩიას" თამაშის ამსახველი რამდენიმე ვიდეოფირი ვნახე, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით შუა ხაზსა და შემტევებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასვლითი შეხვედრა აქვთ და სავარაუდოდ კონტრშეტევებზე ააგებენ თამაშს, თუმცა ჩვენ ყველანაირი სიურპრიზისთვის მზად ვართ.

- "ზესტაფონის" რომელიმე ფეხბურთელს ტრავმა ხომ არ აქვს?

- მიკროტრავმები არის, მაგრამ ვფიქრობ, ვინც განაცხადში გვყავს, ხვალინდელი თამაშისთვის ყველა მზად იქნება.

- გულშემატკივართა ფაქტორზე რას იტყვით?

- იმედია, ხვალინდელ მატჩზე ანშლაგი იქნება. მაყურებლების გვერდშიდგომის იმედი გვაქვს. "ზესტაფონი" რომ გაჩემპიონდა, ამაში გულშემატკივარმა დიდი წვლილი შეიტანა. მაყურებლების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა თუ იქნება, ჩვენს თამაშსაც დადებითი მუხტი ექნება.

- თქვენი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში...

- ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისთვის ორივე შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

პრესკონფერენციის შემდეგ გეგუჩაძემ გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. მოთელვების შემდეგ ფიზმომზადების მწვრთნელმა ივან ვუჩეტიჩმა ფეხბურთელები სპეციალურ ბარიერებზე ავარჯიშა. ამას კი ერთი შეხებით თამაში, საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანა, შეტევების სწაფი განვითარება და კარში დარტყმები მოჰყვა.

ზესტაფონელები მხნედ გამოიყურებოდნენ და ხალისიანად ვარჯიშობდნენ. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიტვირთა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არავის ჰქონია. 50-მდე გულშემატკივარი კი, რომლებიც საკუთარი გუნდის ვარჯიშს ადევნებდნენ თვალს, იმედს გამოთქვამდნენ, რომ "ზესტაფონი" მოლდოვური ბარიერის გადალახვას შეძლებს.

"დაჩია" სულაც არ არის ჩია...

ზესტაფონელებს ჯერ ვარჯიში არ ჰქონდათ დამთავრებული, როცა "დავით აბაშიძეზე" მოლდოველებიც გამოჩნდნენ. "დაჩიას" მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- როგორ შეაფასებდით "ზესტაფონის" წინააღმდეგ თქვენს შანსებს?

- თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ ქართველთა მასპინძლობით ძალზედ კმაყოფილები ვართ. კარგად მიგვიღეს და პირობებიც საუკეთესო შეგვიქმნეს. რაც შეეხება შანსებს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სუსტი გუნდი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, შანსები 50/50-ზეა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ ყველაფერი მინდორზე წყდება და ამიტომ, ხვალ უკეთ დავინახავთ, რა როგორ იქნება.

- დანაკლისი ხომ არ გაქვთ?

- ჯერჯერობით განაცხადში მყოფი 22-ივე ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, პრობლემები არ გვექნება. 90%-ით უკვე ვიცი, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

- თქვენთვის რამდენად ხელსაყრელია "დაჩია" პირველ მატჩს სტუმრად რომ ატარებს?

- საერთოდ, ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მით უფრო, ასეთ ტურნირებზე, როცა გამარჯვებულის ბედი ორი მატჩის ჯამში წყდება. შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, შინ და გარეთ ერთნაირად ძლიერად უნდა ვითამაშოთ.

- ხვალინდელ შეხვედრაში ფრე თუ დაგაკმაყოფილებთ?

- სპორტში ყველა მოგებისთვის იბრძვის და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. რა გამოვა აქედან, ხვალ დავინახავთ.

- მეტოქე რამდენად გყავთ შესწავლილი?

- რამდენადაც მათ ვყავართ გაშიფრული... ჩვენ ვნახეთ "ზესტაფონის" რამდენიმე შეხვედრის ვიდეოფირი, რომელიც ქართულმა კლუბმა მოგვაწოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც-რაღაცებს არ გამოააშკარავებდნენ...

- თქვენ თუ დაუმალეთ მეტოქეს პლუს-მინუსები?

- რა გვაქვს დასამალი? როცა ვთამაშობთ, რაიმეს დამალვაზე არ ვფიქრობთ. განა "მანჩესტერ იუნაიტედი" მალავს რაიმეს?

- ალბათ, ხვალ მეორე ნომრად ითამაშებთ?

- რას ნიშნავს მეორე ნომრად ან პირველ ნომრად თამაში? გამოვალთ და ფეხბურთს ვითამაშებთ, ისე როგორც ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ.

- რამდენად მოტივირებული არიან ქართული კლუბის წინააღმდეგ "დაჩიას" ქართველი ლეგიონერები?

- სამწუხაროდ, კორღალიძეს ტრავმა აქვს და ხვალინდელ შეხვედრაში ვერ გვეხმარება. ასე, რომ "ზესტაფონთან" ერთი ქართველი გვეყოლება... გამეზარდაშვილი ადრე "ზესტაფონში" თამაშობდა და ალბათ, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოტივაციაც მეტი ექნება, თანაც მისთვის სასიამოვნოა, რომ ფაქტობრივად სახლში, ნაცნობ გარემოში მოუწევს შეხვედრის ჩატარება.

- მოლდოვიდან 30-მდე ერთგული გულშემატკივარი ჩამოგყვათ. შეძლებენ ისინი თქვენთვის სასურველი ატმოსფეროს შექმნას?

- ვფიქრობ, რომ შეძლებენ. ძალიან აქტიური გულშემატკივარი გვყავს და მათგან დიდი მხარდაჭერას ველოდებით.

- საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატებს როგორ შეადარებდით?

- ქართული ფეხბურთის სკოლა საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო,. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთი კვლავ ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოდ რჩება. რაც შეეხება ჩემპიონატების შედარებას, ეს ძალიან რთული საქმეა...

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე "დაჩიას" კაპიტანი გენადი ორბუ მოვიდა და ჟურნალისტები მასაც გავესაუბრეთ.

- როგორი განწყობით ხვდებით ხვალინდელ მატჩს?

- გუნდში ჩვეულებრივი, სამუშაო ვითარებაა. ყველაფერი რიგზეა და ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინში ვართ. "ზესტაფონი" ძლიერი მეტოქეა და საინტერესო თამაში იქნება. პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

- გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელიც კარიერის დასაწყისიდან დღემდე "დაჩიაში" თამაშობთ. ნუთუ სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობა არასდროს გქონიათ?

- 10 წელიწადია "დაჩიაში" ვთამაშობ და ამას არც ვნანობ. ალბათ, აქ კიდევ დიდხანს ვითამაშებ...

მოლდოველებმა ვარჯიში თავიდან დაანონსებული 20.00 სათის ნაცვლად ნახევარი საათით ადრე დაიწყეს. მსუბუქი მოთელვებსა და "კვადრატს" კარში დარტყმები მოჰყვა. თვალშისაცემია მოლდოველ ფეხბურთელთა სიმაღლე და "მეორე სართულზე" კარგი თამაში. გამეზარდაშვილის მიერ თავით გატანილი გოლები საქართველოშიც არაერთი გვინახავს და ამ მხრივ "დაჩიას" სხვა მოთამაშეებიც სახიფათონი უნდა იყვნენ. ამდენად, ზესტაფონელებს "სტანდარტულებისას" დიდი ყურადღება მართებთ. თუმცა, მეტოქის პლუსები და მინუსები ჩვენზე უკეთ, გია გეგუჩაძეს ეცოდინება და იმედია, ხვალ ყოველივეს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aleqsa

აუ რა თამაშს არ გვაყურებინებენ ეს არაადამიანები. 3:0 იგებს ზესტაფონი, ესეთი თამაში არნახვა შეიძლება? მეორე ეტაპზე რო გავა ზესტაფონი ისევ 8 საათზე დანიშნოს თამაში და აბა ერთი არ აჩვენონ. ამოვიდნენ უკვე ყელში.

• tengo

უნდა დაისაჯონ ორივე მხარე--- ფულზე ფიკრობენ- ხალხი ფეხებზე კიდიან!!! თხა და გიგო?!!! ვაი თქვენ პატრონს!! ესენიც დასაჯერია!!! მართAლია მიშა!!! მუცლისტები Kველა ციხესშ!!!

• Tornike

ჩემი აზრით ავტორმა იგულისხმა "მთელი საქართველო" და არა მხოლოდ საქართველოს ზესტაფონური ნაწილი :) თუმცა dega-სი არ იყოს, სად უნდა ვუყუროთ ამ ტამაშს? ჩემთვის აუხსნელია ის ფაქტი, რომ ქართველ კაცს არ შეუძლია ტელევიზორში უყუროს ზესტაფონის პრინციპულ საერთაშორისო მატჩს. ამას არანაირი ახსნა არ უშველის, ეს არ ჯდება არცერთი ლოგიკის ფარგლებში... მაყურებელს არ აინტერესებს ვინ ვისთან ვერ მორიგდა. არ აჩვენებენ? ესეიგი ვიღაც ძალიან არასწორად მოიქცა

• Burton

zukazugdidi, ზუსტად იგივეს სათქმელად შემოვედი.. გაიხარე, სწორი შენიშვნაა!!!

• zukazugdidi

დღეს კი არა ზესტაფონი ყოველთვის საქართველოა და ცოტა დაუკვირდით როცა სტატიას წერთ

• dega

თამაშს პირველი არხი არ აჩვენებს და სად ვუყურო??

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?