მომავალი მატჩის წინ ალექს გარსიას გუნდში ყველა ჯანზეა, უელსელები კი ბრძოლისთვის ემზადებიან
"დინამო" უკვე უელსშია და პატარა ქალაქ ლანელიში ადგილობრივებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ალექს გარსიას გუნდი გუშინ, 12 ივლისს ნაშუადღევს თბილისიდან კარდიფში ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა, უელსის დედაქალაქიდან ლანელიმდე კი ავტობუსით ჩავიდა.

"დინამოს" სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელები დიდად არ დაუტვირთავს, გუნდი მსუბუქი ვარჯიშით შემოიფარგლა. დღეს, 13 ივლისს თბილისელები "სტებონჰით პარკზე", რომელიც 3 700 მაყურებელს იტევს, გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. თამაში კი 14 ივლისს ამავე სტადიონზე თბილისის დროით 21 საათსა და 50 წუთზე დაიწყება და მას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება მატიას გესტრანიუსის ხელმძღვანელობით.

ამ შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ვერ ვნახავთ, რადგან უელსური ტელეკომპანია S4/C, რომელიც "ლანელი"-"დინამოს" ტრანსლაციას აწარმოებს, სიგნალს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ავრცელებს. ისღა დაგვრჩენია, თამაშის ნახვა ინტერნეტით ვცადოთ.

"დინამოს" იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც გარსიამ უელსში იახლა, ყველა ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, "ლანელისთან" თამაშის შანსი 20 ფეხბურთელს აქვს, 21-ე, რობერტინიო კი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, თუმცა გარსიამ დელეგაციაში ისიც შეიყვანა.

თბილისელთა 18-კაციანი განაცხადი, წესით, დღეისთვის უნდა გახდეს ცნობილი. "დინამოს" ბარსელონელი თავკაცი განაცხადს ამ ოცეულიდან შეადგენს.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე;

მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ირჟი ჰომოლა, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი;

ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი კახელიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი თექთურმანიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, ნიკოლოზ კვეკვესკირი, ჩისკო მუნიოსი, კარლეს კოტო;

თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა, ლადო ახალაია, ალბერტ იაგუე ხიმენესი.

რაც შეეხება "ლანელის", მისი მოთამაშე-მწვრთნელი ენდი ლეგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ საკადრო პრობლემების მიუხედავად, გუნდი კარგადაა მომზადებული და მზადაა "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე ებრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizo
რომელ საიტზე იქნება მატჩის ჩვენება? გთხოვთ დაწერეთ.
PAATA
"tiflis" სახეშეცვლილი არ არი! საერთაშორისო დონეზე ორივე სწორია და "tiflis" ისეთივე ხშირად გამოიყენება როგორც "tbilisi". ისე კი ამ ყველაფერს მგონი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რომ გავიმარჯვოთ.
shota
ისედაც სახეშეცვლილი აქვთ tiflis ესე უწერიათ და ჩვენ რომ 1 ლ მიუმატოთ არაფერი დაშავდება...
vova
ალბათ გინდოდათ დაგეწერათ ლლანელლი ,არ არის სწორი როცა ქალაქის დასახელება სახეშეცვლილად გადმოგაქვთ,მართლა საწყენი იქნებოდა თუ თბილისს სახეს შეუცვლიდნენ უელსელი კორესპოდენტები
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა