მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ბრეშაში იტალიასთან 84:91 დამარცხდა.

შენგელიას ტრავმის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდის სხვა წამყვანი კალათბურთელებისგან უფრო შედეგიანი თამაშის მოლოდინში ვიყავით. თუმცა, თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ მოკლე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით კაპიტნის გამოკლება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან და თანაც გასვლაზე, აუნაზღაურებელ დანაკლისს წარმოადგენდა და გამარჯვების შანსები შეგვიმცირდა. თორნიკემ შეხვედრის დაწყების წინ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, მეტოქეს უნდა ენერვიულა, ვინაიდან სახლში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ერთმანეთისათვის იბრძოლებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეტადრე დაცვაში კარგად მოქმედება სჭირდებოდათ.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ცინცაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. დებიუტში 7:0 გავიჭერით წინ და ვიზავის მწვრთნელმა უმალ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ანგარიში გაათანაბრეს, მერე წინ გავიდნენ, ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში წავიდა და პირველი მეოთხედი 19:25 დავთმეთ.

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით დაიწყო, თუმცა იტალიამ ისევ მოახერხა დაწინაურება, მოხსნებში გვჯაბნიდნენ, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ და პირველი ტაიმი 43:38 დასრულდა.

გასაოცარი ფაქტია, ჩვენმა გუნდმა დიდი შესვენების შემდეგაც მოახერხა გაქცევა, თან 12 ქულით. ჩინებულად ირჯებოდა ბითაძე. სამწუხაროდ, მეოთხე პერსონალური მიიღო მამუკელაშვილმა და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა. შემდეგ კვლავ შეძლეს მასპინძლებმა წინ გაჭრა, ნერვების თამაში და ქულა ქულაში წავიდა და მესამე მეოთხედი 66:66 დასრულდა.

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში მოწინააღმდეგის ლიდერმა გალინარიმ ტრავმა მიიღო, დარბაზი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა, იტალიელებმა ოთხი სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაკფადენმა ზედიზედ ორი სამიანით უპასუხა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, საბოლოოდ მაინც წავაგეთ.

ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), მაკფადენმა 16, შერმადინმა 12, სანაძემ 11, ცინცაძემ 8 (11 პასი), მამუკელაშვილმა 8, ჯინჭარაძემ 5, ბურჯანაძემ 3, ბექაურმა კი 2. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულით ფონტეკიო გახდა და MVP-ც სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით. გალინარიმ 17 ქულა მიითვალა, სპისუმ 15, მელიმ 12, ხოლო დატომემ 9.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 1-ელ სექტემბერს თბილისში ბელგიასთან გამართავს.

არა აქვთ ასეთ სიტუაციებში თამაშის გამოცდილება და ზოგადად სანაკრებო პრაქტიკა, თორემ პირველ 2 მეოთხედში კარგად ითამაშეს .
კახაბერი
ზუროსი 3-ნებს სათადარიგოთან ვერ ჩაგვიგდებს... ნბს- მწვრთნელიც ამ შემადგებლობით, მით უმეტეს შენგელიას არ ყოფნით -ასეთ თამაშს და ამ შედეგსაც ვერ დადებს! ზოგადად მეტოქის 3-ბის ჩახშობა- დ ა ბ ლ ო კ ვ ა ( მით უმეტეს ისლანდია 3-ბის ლიდერია) და ფარზე დომინირება მეტად - 2 ქულიანებით თამაში გვჭირდება და ყველა მოვუგებთ.

სხვებიც. ეგ რომ ვთქვი, ვიღაცამ შენი ახლობელი ხომ არ არისო, ეგრე მითხრა
გელა
ძალიან მაგარი თამაში ვითამაშეთ, არ დაგავიწყდეთ როგორი ძლიერი შემადგენლობით იყო იტალია. ფაქტიურად ყველა კალათბურთელი ყავდა და კინაღამ მოვუგეთ, რომ არა მსაჯების აშკარა სიმპათია მათ მიმართ.
geo
ბექაური მეტად უნდა ათამაშოს მაგარი ბიჭია
ბექაურს არ ვიცნობ
ბექაურს მარტო მე ვითხოვ ამ საიტზე, კაცი არაფერს აფუჭებს თამაშში და ამხანაგურებზე რატო არ დატვირთა, უპატივცემულობაა ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის. მიიღო შენგელიამ ტრავმა და დაჭირდა ახლა თურმე. ამხანაგურში ათამაშე, მიიღოს ის ტონუსი.
ლეო
იტალიის გუნდს ბოლო წამებზე რომ დასჭირვებოდა მსაჯების დახმარება, კიდევ მეტ უკადრებელს იკადრებდნენ მსაჯები, საერთოდ ნებისმიერ სპორტის სახეობაში, თუნდაც თბილისში მსაჯობა ჩვენს წინააღმდეგაა, არ ვიცი ალბათ რუსეთში ვეშლებით??!!
მოქალაქე
ბიჭებმა რაც ითამაშეს თავისი ოსტატობის ხარჯზე...მწვრთნელი არა გვყავს მწვრთნელი..იტალიელებმა 3 ჯერ გაიყვანეს სასროლად დატონე და ჩააგდო...ჩვენ ერთხელაც ვერ დავხაზეთ კომბინაცია ისეთი ,რომ მაკფადენი ცარიელი გაგვეყვანა სასროლად...რაც თამაში ვნახეთ ბიჭების დამსახურებაა მწვრთნელის გარეშე...თუნდაც ვინც ერკვევა 82-82 ანგარიშზე მაკფადენი სასროლად ვერ გაიყვანა კომბინაციით ზუროსმა.რაც ისროლა თავის ოსტატობით... მწვრთნელი უნდათ ამ ბიჭებს
bondo
მსაჯებმა მართლა დიდი უნამუსობა ჩაიდინეს ! პატარა ქვეყანა ვართ ....
გიორგი
სერიოზული ნამდვილადაა ოღონდ არასერიოზულად უდგება საქმეს.ანიავებს უდიდეს პოტენციალს.
სსსს
ეგ თამაში იტალიას არ მოუგია , მოგვიგო მსაჯებმა
Teof
ბევრი არასერიოზული გულშემატკივარი ყავს ჩვენ ძალიან სერიოზულ ნაკრებს !
რრრ
მოკლე სკამი რას ნიშნავს ჯიგარ იცი? ეგა რაა, თოკოს ტრამვამ კიდე უფრო დაამოკლა სამწუხაროდ.
რრრ
თქვენი არ ვიცი და მე კმაყოფილი ვარ, მეორე თამაშის პირობაზე გოგა კარგი იყო, იმედია საჯარიმოების პროცენტს გაზრდის, სანდროს ეტყობა ევროპული კალათბურში რომ არ ააქ ნათამაშები და უჭირს იმედია შეეჩვევა, ცინცაძე დღეს კარგი იყო, დუდაც უკეთესი.
კახაბერი
ყოჩაღ ბიჭებს თავისი შეცდომები , თავგამოდებით თამაშით... - მოკლედ- ფარის მოგება, როგორც მეტოქის, ისე თავისთავად საკუთარის, რისი შესაძლებლობაც არსებობს და მინიმუმ 12 3-ნი გვჭირდება ყოველ თამაშში (5 მაკდაფენი,2-2 მაინც ცინცაძე, სანაძე, ანდრონიკაშვილი...) და ყველა გუნდათ გვაქვს მოგების შანსი. ბითაძე და მამუკელაშვილმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან,მით უმეტეს გადამწყვეტ მომენტებში შეცდომები არ უნდა დაუშვა.
ირაკლი
ისევე როგორც კოკოშკოვი არა?!…
ირაკლი
მეც ხალიან მაინტერესებს… ამოცანა გვეკითხება! - დაწყება გაქვთ კარგი, გაგრძელება - ცუდი… სად გვაქვს პრობლემა ჩემო საქართველოზე შეყვარებულებო? გულწრფელად მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო
ATP 16
მარტო იტალიასთან არა , მსაჯებთან დამარცხდა სამწუხაროდ , მასპინძლები ჩვენც ვყოფილვართ მაგრამ რაც ბოლო მეოთხედში მსაჯებმა იკადრეს , მაგას უნამუსობის მეტი არაფერი არ ჰქვია . არა უშავს , მოუწევს იტალიას თბილისში თამაში და ნახავენ როგორია გულშემატკივრობა . მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის , ერთი მსროლელი მოგვცა სტაბილური ,ძალიან გაუჭირდებათ ჩვენთან მოგება .
912
სამიანების სროლას როდის ვისწავლით? თავგანწირვა დასაფასებელია მაგრამ კლასი არ გვყოფნის წარმატებას გისურვებთ ევროპაზე...
შოთა
დასანამი მარცხი მაგრამ, მაინც გავალთ მსოფლიოზე და ევრობასკეტსაც მოვიგებთ!!!
მ.მ
82:82 ზე ყველა შეტევა სროლის გარეშე დავასრულეთ, რატო გვეკართება, ისროლე და აცდეს…
დმ
ეს მწვრთნელი პირველივე ევრობასკეტის მერე გასაშვები იყო
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ევრობასკეტი 2017. 1/4 ფინალი: სლავური ნახევარფინალი [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან ხუთი ქულით მარცხდება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
აშშ-მა იტალია გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა
ზუროსი: ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ
ისლანდიაში გამარჯვებით დამუხტული საქართველოს ნაკრები იტალიის დამარცხებით შანსების გაზრდას გეგმავს