ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტის დედა აგინეს - ქართველმა ვაიგულშემატკივრებმა გაიხარეს

სპალეტის დედა აგინეს - ქართველმა ვაიგულშემატკივრებმა გაიხარეს

სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუზავდა (0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. არ გაგვიკვირდა, როდესაც მის მიმართ ღვარძლს რუსი ფანები გამოხატავდნენ, მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ზოგიერთმა ქართველმა ვაიგულშემატკივარმაც გაიხარა თანამემამულის მიერ უგოლო მატჩის შემდეგ.

უბრალოდ იძულებული გავხდით ამ კომენტარების ძირითადი ნაწილი "დაგვებლოკა", ისევე, როგორც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ტრავმის შემთხვევაში, რომელსაც მეორე ხელის მოტეხვასაც უსურვებდნენ, რაც რა თქმა უნდა, არა სპორტული, არამედ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მშობლიურ

ქალაქში დედა აგინეს, ძალიან იმედგაცრუებულია, ხვიჩა ზედმეტად ფლობდა ბურთს, დაღლილობა დაეტყო, დაძაბულობაც, თუმცა მშვიდად ყოფნა მართებს, ლოზანოს კი მისი პასით გოლი უნდა გაეტანა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დატვირთული კალენდარი აქვთ და როტაციას არ გამორიცხავს. ასე რომ, შემდეგ მატჩში შეიძლება კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენონ.

• Giorgi

Sagol dzmao shem rom amis dawera ar dagezara.nobelis premia gekutvnis leteraturis dargshi

• სოსო

ლევან-ს-ს.ლევანია ნაცი?ზოგჯერ შეიძლება არც ვეთანხმებოდე,მაგრამ ამ კაცმა ფეხბურთი იცის,სამშობლო უყვარს და თანაც მართლაც კაცია,არგუმენტებით რომ ცდილობს სათქმელის დამტკიცებას.მთავარი კი მაინც ის არის,რომ ნაცებში,პატრიოტ კაცებს ვერ იპოვი და სამშობლოც,მხოლოდ სათავისოდ უყვართ.სხვათა შორის,ძალიან ვაფასებ სკელეტონსაც,ძალიან სწორად მოაზროვნე და წესიერი,სამართლიანი ბიჭია,თუმცა პოსტებიდანაც ჩანს,რომ ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ვერ მივიდა მათ მიმართ საბოლოო დასკვნის გამოტანის კონდიციამდე.ცოტა დრო კიდევ დასჭირდება.რაკი სკელეტონს შევეხე,იმასაც ვიტყვი,რომ ძალიან კარგად წერს და თავისუფლად შეუძლია თავი სპორტულ ჟურნალისტიკაში სცადოს.ორიოდე წელიწადში,ძალიან კარგ ჟურნალისტს მივიღებთ და არა მხოლოდ სპორტული განხრით.იმედი მაქვს წაიკითხავს და დაფიქრდება,ამ საკითხზე.

• ლადო

მე არა არ პროფესიონალი და საფუძვლიან კომენტარსაც ვერ გავაკეთებ მაგრამ ერთი უნდა ვთქვა ..აცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში..ასევე სხვებსაც..ზედმეტი არც ქება ვარგა და არც კრიტიკა..განსაკუთრებით სპორტს და პოლიტიკას ნუ აურევთ ერთმანეთში..

ნუ ადარებთ ხვიჩას და თოკოს, ხვიჩას არაფერი გაუფუჭებია! და იმედია არც შეეშლება, როგორც შენგელიას და იმას მერი რომ ჰქვია!

• giga

და რა მოხდა, რომ ვერ გაიტანა ხვიჩამ გოლი? დაიქცა ქვეყანა? მართლა შეუბიბინეთ და შეუკიკინეთ უკვე ყველამ ამ ბიჭს რა?

• ვ100კო

ე ბიჯო ყველა რო ლანძღავთ ხვიჩას ვირტუალურ "მტრებს" ერთი ეგეთი ქართველი ან კომენტარი მაჩვენეთ, რაა... გარდა ვიღაც გაჩეჩილი ქალისა, რომელიც ვერ ფეხბურთში ერკვევა და არც არაფერს წარმოადგენს... ამასწინათ სადღაც წავიკითხე, ხვიჩა პირჯვარს რო იჭერს, იმიტომ ვერ იტანენო... ამის დამწერზე უტვინო ადამიანი არ მინახავს... ხვიჩა ყველას უყვარს და ნუ უგონებთ მტრებს, მოქმედებს ადამიანზე!!!

• ლაშას

ეგ არი ჩემო ძმაო,... მაიბახი რომ გყავდეს და ცემენტის ტომრებით დატვირთო და მთიან სოფელში არბენინო ოფროუდის გზებზე

• Skeleton

არვიცი რატომ დაამკვიდრეს ვიღაცეებმა, რომ ლიბერალებს და რუსეთის მოძულეებს არ გვიყვარს ხვიჩა და მისი წარმატება არ გვინდა. ეგეთი შეიძლება იყოს ათასში ერთი მაგრამ ასე როგორ უნდა დაყო ხალხი არმესმის. ვიღაცეებმა დაისაკუთრეს ხვიჩა, თითქოს რომელიმე პარტიას ეკუთვნოდეს, მაგალითად ქართულ ოცნებას. ეს ჩემთვის მიუღებელია, არსად გაუკეთებია ამ ბიჭს რომელიმე პარტიის სასარგებლო განცხადებები და რატომ ეტენებიან? რეიტინგისთვის გასაგებია მაგრამ ცუდად იქცევიან ძალიან. აზარალებენ ამით მას. არავის ვაღმერთებ, მეც ვიცი რამხელა წნეხია ეს მისთვის მაგრამ ადამიანებს ვერ ვაგნებინებთ ამდენს. აქვთ ვინმეს გაღმერთების უფლება რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მოსულა კერპები. მითუმეტეს ასეთი არავინ გვყოლია ბოლო ხანებში. ჩემი აზრით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია მისი მსგავსი არავინ. უსამართლო კრიტიკას ვერ ვიტან არ დაუმსახურებია ეს. თუ რამეს არასწორად გააკეთებს იმდენი ვინმე ჰყავს იქ, ვინც გააკრიტიკებს და მიუთითებს, კიდე დილეტანტები არ დავემატოთ აქედან :)

• zura222

დავწერე მე მაგ მომენტზე და არ გამომიქვეყნეს @ ოსიმენმა კი არა ზელინსკიმ არ მისცა მაგ მომენტში პასი ეგ სამეულია (ზელინსკი ლობოტკა მარიო რუი ) აშკარად რომ აიგნორებენ ხვიჩას @

• ლაშა

ანუ აზრზე ხარ, დაცვაშიც უნდა ჩამოვიდესო ხვიჩა და რას მიკეთებენ მაშინ დამცველები თუ ერთმა მეორე არ დააზღვია? დაცვაში უნდა ჩავიდეს ესე იგი ხვიჩა, ითამაშოს ართმევაზე, მოატყუოს ყველა ანდა პასებით გავიდეს ფონს და ოსიჰმენს მისცეს პასი ან გაიტანოს. სადღაც ეს თანამედროვე ფეხბურთში გამართლებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმუმ კმ. უნდა ირბინოს!

• სოსო

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი,ხვიჩას ჰქონდა,როცა მარჯვნიდან ჩაწოდებულს,ხვიჩა თავს უხვედრებდა და მცველმა წამოთ დაასწრო.მეორე ტაიმში ხბიჩამ 100%-იანი საგოლე პასი მისცა ლოზანოს და მან კარში რომ ვერ დაარტყა,ხვიჩას ბრალი ნამდვილად არ არის.პირველი ტაიმის სულ ბოლოს,საჯარიმოს წინ მგონი ოსიმენმა საჯარიმოში ფლანგზე გახსნილ ხვიჩას პასი არ მისცა და მეორე ფლანგზე,ლოზანოს გადაუგზავნა,რითაც შეტევა პოზიციურში გადავიდა.არადა ხვიჩა იმ პოზიციაში იყო,სადაც ნურთს მიიღებდა და პირდაპირ დარტყმაც შეეძლო და მცველის მოძრაობაზე დაჭერის შემთხვევაში,მარჯვენა ფეხზე ბურთის გადატანა და კიდევ უფრო სახიფათო დარტყმის გაკეთებაც.სწორედ მაგ პოზიციიდან გამოადნო წინა შეხვედრაში ხვიჩამ პირველი გოლი და არც ახლა ჰქონდა ნაკლები პოზიცია.ასე რომ მაგაზე ხმა არავის ამოუღია,მაგრამ ეგეც ხვიჩას კარგი თამაში და პარტნიორების არასწორი გარჯა იყო.ცხადად ჩანს,რომ შარშანდელი შემადგენლობის ბიჭები,ჯერჯერობით ერთმანეთს უფრო ენდობიან,ვიდრე ახალს.აქ საკვირველი არაფერია,დრო სჭირდებათ,რომ ხვიჩა მათთვის მთლიანად შინაური გახდეს.იტალიის ვერც ერთი გუნდი ვერ იტყვის,რომ ფიორენტინას,გასვლაზე,აუცილებლად მოუგებს და არც განახლებული ნაპოლისთვის არის იქ ფრე,ცუდი შედეგი.მით უფრო,რომ იების ნახევარდაცვამ,ცენტრისათვის ბრძოლაში აჯობა სტუმრებს და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს.მამარდასი არ იყოს,მოდი სიმართლე ვთქვათ და არავის გვეგონა,რომ ხვიჩა სტარტიდანვე სასტარტოში დაიმკვიდრებდა ადგილს,თუნდაც ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე.ველოდით,რომ ადაპტაციას დრო დასჭირდებოდა,თუმცა მას თავიდანვე ენდნენ და არც მას შეურცხვენია თავი.მომდევნო თამაშებში,სპალეტი აუცილებლად მიმართავს როტაციას,რადგან ასეთ დატვირთვას,ერთი შემადგენლობა ვერაფრით გაუძლებს.წუხელ უკვე სხვა ბიჭები შემოიყვანა შეცვლებზე,რათა ისინიც შეაჩვიოს შემადგენლობას და თან ნახოს,როგორ ითამაშებენ.ისინიც აუცილებლად დასჭირდება ამ თვეში.სპალეტი აუცილებლად შეეცდება უძლიერესი შემადგენლობა,ლივერპულთან თამაშს,საუკეთესო მდგომარეობაში შეახვედროს და საამისოდ,ჩემპიონატში,მათ აუცილებლად შეუმცირებს დატვირთვებს.კარგი იქნება,თუ ხვიჩაც ამ ჩამონათვალში მოხვდება.ასე რომ ზოგიერთ საჩემპიონატო თამაშში,ხვიჩას არ დაყენება,ან შეცვლაზე შემოყვანა,საგანგაშო არ უნდა გახდეს.თუნდაც სიმეონეს,აუცილებლად სჭირდება საკმაო სათამაშო დატვირთვა,რომ შეეჩვიოს ნაპოლის და შესძლოს მისი დახმარება.რატომღაც მგონი,რომ ის უკეთესად შეთამაშდება ხვიჩასთან და უფრო პროდუქტიული დუეტი გამოვა,ვიდრე ოსიმენთან აქვა.სულო ცოდვილო და ოსიმენს,თითქოს სათამაშო ინტელექტი,მთლად საჭირო დონეზე ვერ აქვს განვითარებული და თამაშს კარგად ვერ კითხულობს.ის უფრო ფიზიკური მონაცემების ხარჯზე გამოირჩევა და ძალიან ბევრ მომენტს,არასწორად ავითარებს.მაინც ძალიან მაგარი ცენტრფორვარდია,მაგრამ შესაძლოა რონალდუს მოსვლა და მისი გაყიდვა დიდ ფულად,მართლაც სწორი გადაწყვეტილება გამოდგეს.არა მგონია,მაგრამ თუ ორიოდე წელიწადში სხვა კარგი ცენტრი იპოვეს,ნაპოლისათვის ეს მართლაც მომგებიანი გადაწყვეტილება გამოვა.რონალდო კი,ერთი წელი მაინც,თავის გასატანს,აუცილებლაფ გაიტანს.

• Skeleton

გასაგებია თქვენი მოსაზრება, მე უბრალოდ ცენზურის დაწესებას და აზრის აკრძალვას ვერ დავეთანხმები, რაც არუნდა მიუღებელი იყოს. და ავხსნი რატომაც, ყველანაირი აკრძალვა იწვევს უკურეაქციას. ცენზურით და აკრძალვით არასოდეს არაფერი გამოსწორებულა. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ვისაც აუკრძალავ იმას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ "სიმართლისთვის" იდევნება. ამიტომ აუცილებლად უფრო მეტად გაღვივდება მისი თუნდაც სულელური აზრი. თუ ძალადობისკენ მოწოდებას ან მუქარას არ შეიცავს, ყველა აზრს აქვს გაჟღერების უფლება. აი კორპუსის წინ ღრიალზე კი სრულიად გეთანხმებით. გერმანიაში კანონით არის აკრძალული, იმიტომ რომ ძალადობაა ჩვეულებრივი, როცა ღამის საათზე ვიღაც ბოლო ხმაზე ღრიალებს. ბავშვის ფსიქიკაზეც მოქმედებს და ზრდასრულზეც. ასე რომ ეგ არაა თავისუფლება და დემოკრატია, როცა ვიღაც ღრიალებს და სხვის უფლებას არღვევს. მისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება, ამიტომაც არის ცივილურ ქვეყნებში ასეთ რამეებზე ჯარიმა.

• Skeleton

ლიბერალ ახალგაზრდობას მივეკუთვნები და თვალებს ვთხრი ხვიჩაზე ცუდის მთქმელს. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ხვიჩა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან იდეოლოგიის საკუთრება. ვისაც ფეხბურთი გვიყვარს იმათია და დაგვანებონ თავი პოლიტიკოსებმა. შეგნება არის საჭირო ყველა საკითში, სხვანაირად არაფერი გამოვა :)

• zura222

1. რუსეთის სიძულილი პოლიტიკა არ არის. 2 ხვიჩა ყველას უყვარს მსოფლმხედველობისდა მიუხედავად (ქვემოთ ვიღაც წერდა რომ ლიბერალები და სლავა უკრაინა ხალხი ლანძღავსო) 3. ხვიჩას როცა აღმერთებენ ამით ფსიქოლოგიურად წნეხს ადებენ. 4. ჯანსაღი კრიტიკა ყველასი მოსულა

• zura222

ალვათ მაგიტომაც გიბლოკავენ რომ რაღაცა აბდაუბდას წერ ! სამჯერ გადავიკითხე და აზრი ვერ გამობიტანე რისი თქმა გინდოდა D რა ებრაელები რა ჰიტლერი რა სლავა უკრაინა ????

• Givi

Araferi tragikuli gushin ar momxdara,kvela tamashi goli vis gauketebia???normalurad itamasha ertxel cota daaklda golamde da losanosac unda gaetana amis pasis meree...erti rac ar momwons pass ar adzleven xshirad,rac sheexeba vaigulshematkivrebs trak... daakenet!!!!!

• რეზო

აზრის გამოთქმის კი, მაგრამ არა შეურაცხყოფის

• G.LA

კი დაბოღმილი მაგას ნიშნავს და რატომ უნდა გეწყინოს? მეც ძალიან მწარედ ვაკრიტიკებდი თოკოს მარა როდესაც წამოვიდა მადლობაც დაუწერე და დავივიწყე მისი შეცდომა. ეს მე მგონია რომ მას შეეშალა და შენც გეგონა მარა მას თავისი შეხედულება ქონდა. ახლა კი როგორ უნდა გაგიხარდეს თოკო რომ ნაკრებში არ არის ამას ვერ ვიგებ. ახლა მის გარეშე უფრო მეტი შანსი გვაქვს? ასეთი რა გაბრაზებული ხარ და გაბოროტებული რომ ვერ აპატიე კაცს შეცდომა?

• ვვვ

ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავთ?? არცერთი ჩემი კომენტაარი ცენზურას არასოდეს არღვევს და აზრის გამოთქმა ყველას უფლებაა. ეს არ არის ჟურნალისტიკა რასაც ეს სპორტულ-პოლიტიკური გვერდი აკეთებს და ძალიან კარგად იცით , აი მაქსიმუმ ბლოგი ქვია ამას შენს აზრს რომ სტატიას უძღვნი. კვარაცხელიას წარმატებები , მეცოდება თქვენს ხელში . ჯერ ერთი ნებისმიერი ადამიანის გაღმერთება არის უბრალოდ ტვირთის აკიდება მისთვის. მეორეც შევარცხვინე ის ხალხი ებრაელების მიერ ჰიტლერის და ფაშისტური გერმანიის სიძულვილს "პოლიტიკას" რომ ეძახდნენ თავისი უსუსურობის გამო. და მესამეც, ოდესმე გადახედეთ ინსტაგრამს და ფეისბუქს, თვალებს თხრიან ზუსტადაც ლიბერალი და "სლავა უკრაინა" ახალგაზრდება კვარაზე ცუდ მთქმელ უცხოელებს სოც.ქსელების კომენტარებში, ქართველი ვაჟკაცები აქ ნატაშებს და მათ ქმრებს რომ ემსახურებიან მაშინ.

• დავით 67

ტრამვაზე გავიგეთ შენი აზრი, მაგრამ ისინი ვინც უსაფუძვლოდ, თანაც ცინიკურად გამოთქვამენ ( ზოგ შემთხვევაში აგრესიულადაც) აზრს ,მათ არ უნდა ჰქონდეთ აზრის გამოთქმის უფლება საჯაროდ , ბოროტებასთან ერთად ცილისმწამებლები არიან! სახლში კი ბატონო ბებიამისთან რამდენიც უნდა იბაზრონ. დემოკრატია ყოველთვის არ ამართლებს, უფრო სწორად მისი მნიშვნელობა არ ესმის ბევრს,ასევე თავისუფლების მცნება. მაგალითად ღამის სამ საათზე კორპუსის წინ იღრიალოს დაუძახოს ძმაკაცს. ეს თავისუფლებაა ზოგისთვის.ასე რომ მე არ ვარ მომხრე, ვისაც რა უნდა ის იბაზროს, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ასე ფიქრობს.

• დავით 67

მე არ მომწონს სპალეტი, როგორც მწვრთნელი. ის ეუბნება ხვიჩას ბურთი არ დაკარგოო და ამიტომაც უკლო დრიბლინგებს ,უკლო კი არა თითქმის აღარ აკეთებს . ფრთხილობს ძალიან. ვფიქრობ მეტი თავისუფლება უნდა მისცეს ხვიჩას. ბურთის დაკარგვა დრიბლინგის გარეშეც ხდება. რაც შეეხება ვაიგულშემატკივრებს, გამოაშკარავეთ სახელით გვარით. მერე ჩაი..ჯმენ. ესეთი კატეგორიის ხალხი ხომ მშიშრები არიან!

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს,მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა ექსპერტი როგორ არის?! ხვიჩას ძალიან სტაბილური თამაში ჰქონდა,ლოზნოს ცოტა მეტი ფხა რომ გამოეჩინა, 3 მეტრიდან არ უნდა აეცილებინა გოლი!

• გუსანი

იტალიაში მესისაც მაგრად გაუჭირდებოდა, რონალდოსაც უჭირდა, მცველებს ასწავლიან მეტოქეები როგორ ამოკეტონ, რუსეთი კი არ არის. იქაც ძლიერ გუნდებთან ხვიჩა ვეღარ ილაღებდა, მაგრამ საქმეს აკეთებდა, მთავარია მომენტები სწორედ წაიკითხეოს, და ასეთი ამ თამაშიც მაგარი გაჩარხა, ოსიმენი სავარაუდოდ ამ მომენტს გამოიყენებდა, ლოსანომ სამწუხაროდ ჩაისვარა, ხვიჩასთვის უკვე პლიუსია ეს მომენტი... , ოსიმენივით და ანგისასავით ვერ ირბენს ( ქართველია მაინც) მაგრამ მთავარია ფიზიკაში გაძლიერდეს- მცველებმა უბრალოდ ფიზიკით მოუგეს...

• Skeleton

წაკითხულიდან აზრი ყველას ვერ გამოაქვს. "აპარებ" ში რა იგულისხმება ვერ მივხვდი მაგრამ წარმატებებს გისურვებთ! ყველა აგრესიულ ადამიანს სჭირდება წარმატებული ცხოვრება, რადგან სხვის წარუმატებლობაზე არ იყოს ორიენტირებული.

• გია

ხვიჩას დონეში ეჭვი არავის შეეპაროს. უბრალოდ მცველი იყო კარგად მომზადებული და ამასთან ძალიან სწრაფი, ზონას კარგად უკეტავდა და უბურთოდ დაღალა კვარა. არაუშავს, მაგარი გამოცდილებაა ეგ ყველაფერი და იმედია გამოიტანს სწორ დასკვნას.ახლა დაიწყო ჩემპიონატი,ყველაფერი წინაა, ჯერ 21 წლისაა ხალხო, აცალეთ.

• ზურა

თუ არაკორექტული და უცენზურო კომენტარი არ არის ნუ ბლოკავთ. თავისი აზრია და აფრქვიოს რაც უნდა, ამის დანიშნულებაც ეგააა. მეც მეშლება ნერვები, მაგრამ ვიღაცას ჩემი აზრებიც არ მოსწონს, გავიგოთ რას ფიქრობენ, რა პრობლემააა

• გიორგი

გაიხარე სიმართლის თქმისთვის.

• მერაბი

ხვიჩა რომ მაგარია-ცხადზე უცხადესია.კიდევ უფრო მაგარი და მძლავრი რომ გახდება -ამის გარანტი მისი პროფესიონალიზმია! ღმერთმა დაგიცვას,ჩვენო ხვიჩა,სერიოზული ტრავმისგან და,განსაკუთრებით,შავი სულის,შხამგესლა "ადამიანთაგან"!

• skeleton-s

მაგრად აპარებ საღოლ

• Skeleton

ეგ ხალხი დიდი ხანია გავშიფრე. სხვისი ფეხის დაცდენა იმიტომ უხარიათ, რომ საკუთარი გასაცოდავებული ცხოვრება გადაფარონ და შვება იგრძნონ. რამდენი სპორტსმენი ყოფილა, ვინც არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მისი ტრავმა ან ფეხის დაცდენა როგორ უნდა გამიხარდეს, უბრალოდ დამიიგნორებია თუ არ იყო ჩემთვის საინტერესო. ფეისბუქზე ვიღაც წერდა აი ხომ ვამბობდი არ არის ევროპისთვის მზადო. 19 წლის ასაკში ბიჭი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, 20 წლისამ ესპანეთს და შვედეთს გაუტანა და თურმე ევროპელი მცველების წინააღმდეგ სათამაშოდ არ ყოფილა მზად. ეს ძირითადად ის ხალხია, ლიბერალებს რომ გვლანძღავენ და როგორც კი შეეპასუხები ასეთ სისულელეს რატომ წერო, ეგრევე ლიბერალიზმს და სიტყვის თავისუფლებას ამოეფარებიან, რასქვია აზრის გამოთქმას მიზღუდავო. სინამდვილეში აზრის გამოთქმას კი არ გიზღუდავ, ცოტა ტვინის დატანებას გთხოვ აზრისთვის. სიტყვის თავისუფლება განათლებას არ გამორიცხავს. რათქმაუნდა გაუნათლებლებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როცა ადეკვატურად შეგეკამათებიან და არგუმენტებს მოგთხოვენ კივილი არ უნდა დაიწყო ნუ მიზღუდავ აზრსო :)) და საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველას აქვს უფლება თავისი, თუნდაც მცდარი აზრი გამოთქვან. ხვიჩამ თქვა, ყველას აქვს უფლება ყველაფერი თქვას და ამას პატივს ვცემო, მე აქამდე მსგავსი თავისუფლად მოაზროვნე და ჰუმანური სპორტსმენი არ მინახავს, იმიტომ ვიქნები ბოლომდე მის მხარეს და რაც არუნდა ცუდი მომენტები ჰქონდეს, ბოლომდე მხარს დავუჭერ. თოკო შენგელიას ფანი არასდროს ვყოფილვარ, პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან აგრესიულია და არ მომწონს მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებთან და გულშემატკივართან, როგორ იჯდა და საქმეს ურჩევდა რას ქვია გამაკრიტიკეთო, ყველას გვაქვს უფლება რომელიმე სპორტსმენი არ მოგვწონდეს, მაგრამ მისი ტრავმა როგორ უნდა გამიხარდეს.ნაკრების ლიდერიც რომ არ იყოს და უბრალო ადამიანი იყოს, იმისი ცუდი როგორ უნდა გამიხარდეს არ მესმის. ანუ ზოგადად ძალიან ბევრი რამე არ მესმის. ადამიანები იჩემებენ ჰუმანურობას და სხვისი ცუდი უხარიათ, თან ამას ხმამაღლა გამოთქვამენ. კატა და ძაღლი რომ დაშავდება იმაზე ვკვდები დარდით და ადამიანი, როგორი იდეოლოგიისაც არ უნდა იყოს, რანაირად უნდა გავიმეტო, რომ ტრავმები ვუსურვო არვიცი. ხანდახან ძალიან უსუსურად ვგრძნობ თავს, ეგეთი რამეები რომ არ შემიძლია.

• შულაია

კრიტიკულ კომენტარებს რატომ ბლოკავთ მაინც არ მესმის... რა გამოდის? ვისაც შენგელიას რუსული არმიის კალათბურთის გუნდში გადასვლა არ მოგვეწონა, უარყოფითი აზრის გამოთქმის უფლებასაც გვართმევთ? ჩემთვის[არა მარტო ჩემთვის] კიდევ ერთი ბედნიერებაა რომ თოკო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმას ვერ მოირგებს ამ ევროზე, მას შემდეგ რაც მთელი სეზონი ცსკა-ს რუსული ბომდამშენებზე მოხატული ხუთქიმიანი ვასკვლავის ლოგოიანი ფორმით დარბოდა ევროპაში. ან კიდევ, ხვიჩამ გუშინ თუ მაგრად ვერ ითამაშა ამის აღნიშვნა ან საერთოდ თუ მისი ფეხბურთი არ მომწონს და არ მიმაჩნია ყველაზე მაგარ ქართველ ფეხბურთელად აუცილებლად ბოღმიანი ვარ და კომენტი უნდა დაბლოკოო...წერეთ აბა მარტო სადღეგძელოები და იყავით...

• ვოოტ

მართალი გითხრა, ეგ მომენტი ძალიან ცუდად მენიშნა იმ გაგებით, რომ ასეთი პასის შემდეგ ყველაზე უხიაგი ფეხბურთელებიც კი მადლობას იხდიან ხოლმე და ლოსანომ კი ისე გამოხედა ხვიჩას, თითქოს დაემდურა კიდეც - ხომ იცი, თავი კუალდასავით მაქვს და რატომ ზედ მარჯვენა ფეხზე არ დამასვი ბურთიო...

• Winter

ფრეზე რა ამბავი ატყდა და რომ წააგებს ნაპოლი მერე რაიქნება. ყველა მოცლილმა ქართველმა კლავიატურა ალესა :) ნაპოლიმ ქულა წამოიღო ფლორენციიდან. თამაში არ იყო სანახაობრივი, ხვიჩას მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, ვერცერთი გუნდი ვერ ბრწყინავდა, პენალი უნდა დაედოთ ხვიჩა რომ წააქციეს და სახეში ფეხი მოარტყეს, ინსტაგრამი აჭრელდა მაგ მომენტით და ყველა იძახის პენალი უნდა დანიშნულიყოო. ასისტი 100% იანი იყო მაგრამ ვერ გამოიყენა თანაგუნდელმა. მოკლედ ტრაგედია არაფერი ყოფილა, უბრალოდ სამი ქულის წამოღებაც შეეძლო ნაპოლის. პირადად მე არ მიყვარს ჩაკეტილი ფეხბურთის ყურება და იმედია მარტო ფიორენტინა თამაშობდა ასე და მთელი სერია ა ეგეთი უღიმღამო. ფიორენტინას თამაშს ბოლოს ღრმა ბავშვობაში ვუყურე, როცა ლიგაზე ხვდებოდნენ და ჯილარდინო თამაშობდა, მაგის მერე არ მინახავს. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მეზიზღება არასანახაობრივი და ჩაკეტილი ფეხბურთი. ხვიჩა ასეთი ფეხბურთისთვის არ არის შექმნილი.

• ლევან-ს

აი მჭერმეტყველი ნაცი..რაო შენმა მიხომ?

• Semi

ეს ჩემი კომენტარი თქვენ გეხებათ ჟურნალისტებო, თუ გნებავთ კრიტიკად მიიღეთ, თუ გნებავთ სულელად ჩამთვალეთ. თქვენ ატეხეთ არაადეკვატური აჟიოტაჟი ხვიჩას გარშემო და ეს ბეჩავი ხალხიც აგყვათ. ეხლაც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და არ ხდება. მაგრამ დღეში ათობით სტატია "ხვიჩას და მარადონას სტატისტიკაზე" "22 წლამდე ფეხბურთელებში ახალ ვუნდში გოლების შექმნაში მოაწილეობაზე" ,"ჰაალენდსა და მბამპესთან ხვიჩას სტატისტიკის შედარება" "რომელი ორღობის ჟურნნალისტი ფეისბუქსე რა სტატუსს დაწერს" "როგორ იყივლა ემიგრანტ ბებოში ქართულმა სისხლმა და უფასო პიცაც დაითრია" "ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის ყოფილა ქვრივმა როგორ ამჯობინა ხვიჩა ინსინიეს" დასგა სი სტატიები, თუმდაც ეს სტატია რაც გიწერიათ ეს არ არის ნორმალური, არ ქმნის ჯანსაღ გარემოს ხვიჩას გარშემო.

• გიო

ყველა თამაშის შემდეგ ასეთი აზრების ფრქვევა არ არის საჭირო ჩემი აზრით, ვისაც არ მოგწონთ ხვიჩა და არ გახარებთ მისი წარმატება ცალი თვალით გვიყურეთ შორიდან, მშვენივრად ითამაშა და 100% მომენტიც შექმნა... წარმატებები ხვიჩა იმედია ამ ავადმყოფების ვაი აზრები არ მოქმედებს შენზე... გვიყვარხარ მთელს საქართველოს

• გიო

ჩემი კომენტარი ვისაც გახსოვთ და ზოგიერთებს არ მოეწონა, სასწრაფოდ კრიშტიანო უნდა დაიმატოს ნაპოლმა, მაგ მომენტს 10000% გოლად აქცევდა, ხვიჩას ჭირდება უფრო მაგარი მეწყვილეები და ნახავთ რაც იქნება

• ლევანი

მგონია, ბოღმიანი კომენტარების ავტორების უმეტესობას სპორტთან კავშირი არ აქვს და ყველაფერში მხოლოდ ნეგატივი სურთ რომ იყოს. მათ სწყინთ, კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძის, ლევან საგინაშვილის("ჰალკი") წარმატება, უხარიათ ჯანო ანანიძის, გიორგი ჩაკვეტაძის, თორნიკე შენგელიას ტრავმები. არაფრად მიიჩნევენ ფეხბურთში იბრაჰიმივიჩის ძლიერ შვედედთან, კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან გამარჯვებებს. კაპიტნის და ლიდერის გარეშე გუნდის მიერ იტალიაში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ, დაძაბულ, ბოლო წუთებზე წაგებულ გუშინდელ მატჩზე კი ილანძღებიან. ყველა მატჩში გოლს კვარაცხელიას როგორ თხოვთ, როცა მარადონაც ვერ იტანდა. მოკლედ, მაგ "ვაიგულშემატკივრებს" ყურადღებას ნუ აქცევთ.

• ვენეციის კომისია

შენ რა იცი გაიხარა თუ ვერ გაიხარა, ბანძი და ბოროტი ტიპია ამის დამწერი, გისწორდებათ რომ შუღლს აგდებთ?

• ქ. გ.

პატივცემულო ჟურნალისტებო! მესროპ კარაპეტოვიჩის სულელური კომენტარი წაშალწთ, თუ შეიძლება.

• WTF

ხვიჩა ყველა თამაშს ერთნაირი შედეგიანობით ვერ ითამაშებს, თუმცა ყველა ჩატარებულ მატჩში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გუნდის თამაშზე და შედეგზეც. გუშინ შექმნა 100%-ანი საგოლე მომენტი, რაც ვერ გამოიყენეს. მართალია რამოდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სამაგიეროდ იბრძოლა და ისევ უკან დაიბრუნა. გუნდი აქცენტს ისევ მარჯვენა ფლანგიდან შეტევაზე აკეთებდა, ხვიჩას ფაქტიურად გამოუვალ მდგომარებაში მყოფები აძლევდნენ პასს და მემგონი ამაზე სპალეტიმ უნდა გაამახვილოს ყურადღება. სხვათაშორის ხვიჩა როდესაც საჯარიმოში წააქციეს მსაჯს არც კი შეუწუხებია თავი რომ პენალზე გადაემოწმებინა, სულ ცოტა ჯარიმას მაინც იმსახურებდა.

• odala

იმაში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები რომ შენგელიას სამართლიანად მოხვდა კრიტიკა, მაგრამ აზრის გამოხატვის საშუალება რომ ყველას უნდა ჰქონდეს როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, ამაში გეთანხმები. სიტყვის თავისუფლება სხვა კი არაფერია. მით უმეტეს ჟურნალისტებს არ უნდა ესწავლებოდეს ეგ. მაგრამ ხან უწმაწურობებს აქვეყნებენ და ხან უბრალოდ აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევენ ხალხს.

• alexandre

იმ მექსიკელს გოლი რომ გაეტანა, საგოლე პასი იქნებოდა. რაღაც თავით მოჭრა გადაწყვიტა, ახლო კუთხეში! პირდაპირ რომ დაერტყა, 99% გოლი იყო! ჰო და დაწყნარდებოდნენ მაშინ ეს ყველა "კეთილისმსურველნი". ეს უფრო ადვილი გასატანი იყო, ვიდრე ზელენსკიმ ხვიჩას პასით რიმ გაიტანა ვერონასთან. ის საგოლე პასია და ვაშაააა, ვიძახით. ეხლა პარტნიორმა გააფუჭა ნაღდი გოლი, და ხვიჩას თამაში არ მოგწონთ! გაიხარე ხვიჩა, ძალიან მაგარი ხარ! მთელი დალაგებული ქვეყანა, ყველა ალალი ქართველი შენს გვერდითაა. წარმატებები!!!

• ბაბაია

მრავალი წელი ჩაივლის, ზოგისთვის აღმაფრენით, ბევრისთვის ფუჭად, აბა გაიხსენეთ როგორი ბიჭები იყავით 21 წლის ასაკში ? ცხრა ნაბადს ახტებოდით თუ ორთაჭალის ბაღში მუშტებს იქნევდით ? ჩვენი გაჭირვებულ ქვეყანიდან ვინ და სად და რას მივაღწიეთ? აქ ხომ "მიღწევად" ოჯახის რჩენა ხოლო "დიდ მიღწევად" ბიუჯეტიდან მოპარული სახსრებით გაჩეხილ წყნეთში " დაჩი"-ს აშენება ითვლება! დამშვიდდით და ნუ იჭრით ვენებს ხვიჩას ქომაგებო და ანტისხეულებო! მას თავისი ცხოვრება აქვს და ბევრზე უფრო კარგად მართავს მას. ნუ დავავალდებულებთ რომ ყველა ჩვენი ყველა უბედობა დაგვავიწყოს და ქვეყანა ზეყანად გვიქციოს ! თუ პატარა სიხარულს გაჩუქებს გაიხარე კარგია . თუ არ იქნება ყოველთვის ასე, მაინც გაუმარჯოს ! ღმერთმა გარგად ამყოფოს , კარგი ბიჭია , კარგი ფეხბურთელია და არ არის აუცილებელი მისგან კერპი შევქმნათ და საბოლოოდ პარლამენტის გაბღენძილი დეპუტატი გამოვაცხოთ.

• ჰაჰა

რაც ითამაშა ნაპოლიმ, ის ითამაშა ხვიჩამ. პლიუს კინაღამ მოაგებია. სამაგიეროდ დაცვას მშვენივრად ეხმარებოდა. ვაღიაროთ, რომ ფიორენტინას მცველს კვარა კარგად ყავდა შესწავლილი. ამ დროს დახმარებას ზურგიდან ვერ გრძნობდა. არა უშავს, კარგად არ უთამაშია, მაგრამ ჩავარდნაც არ ყოფილა.

• gio-s

აუ როგორ არ გიხარია ხვიჩას წარმატება,გესლოან და ირონიულ კომენტარს წერ

• თემოs

ბოღმისტების ადგილი მარტო სანაგვეზე კი არ არის, არამედ კანალიზაციაშიც არის!

• თემო.

ფეხბურთელი რობოტი არ არის, რომ ყოველ ჯერზე ერთ და იგივე სტილში ითამაშოს და გოლები გაიტანოს, ფეხბურთელიც ადამიანია და ხან უმაღლეს დონეზე წაუვა თამაში, ხანაც დახატავს მოედანს და ზოგჯერ კი ვერა, ვერ წაუვა ისე, როგორც თვითონ სურს! ამიტომ სეზონი ახალი დაწყებულია და მჯერა, რომ ხვიჩა თავის სიტყვას, იტყვის მოედანზე! რაც შეეხებათ "ჩასაფრებულებს" უბრალოდ მოვისროლოთ სანაგვეზე, რადგანაც მაგათი ადგილი მხოლოდ მანდ არის!

• ვოოტ

არც ეგ იქნება პრობლემა, თუ ყოველთვის სასტარტოში არ იქნება, შეცვლაზე შემოსული დაღლილ მცველებთან უფრო გაილაღებს... წინ ხანგრძლივი და მომქანცველი სეზონია და ხვიჩას ფიზ. მომზადების დონე ჯერ ვერ გაუძლებს მაქსიმალურ დატვირთვას... თან საკმაოდ უხეში თამაში იყო და სპალეტი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა შეცვალა, - სხვა საქმეა, რომ ჩვენ სულ ხვიჩას ყურება გვინდა...ვითომ გულშემატკივრებს კი უბრალოდ იგნორი გავუკეთოთ ყველამ, ეგ სანაიას კლასტერია და თავისი გასჭირვებიათ...

• ციციკორე

შენგელიას დამსახურებულად მოხვდა ის კრიტიკა და არავის საქმე არაა, ვინ რას დაწერს. ისე წერენ, კომენტარები დავბლოკეთო, ვითომ კაი რამე გააკეთეს. რაც შეეხება ხვიჩას, ყველა მატჩში გოლს ვერ გაიტანს და აქა-იქ სუსტი მატჩებიც ექნება. ეგ არაფერი. იმ საყასბედან, ტოპ ჩემპიონატში გაფასვლის ფონზე, ძალიან მაგარი დებიუტი აქვს.

• Aba hee

ვაი გულშემატკივარმა გაიხარაო,ისე რა არის გასაკვირი მოღალატეები ხოარ დაილევა ამ ქვეყანაში,ჯერ ფეხბურთის აზზე არ არიან მოღალატეობას თავი რო გავანაებოთ,კვარა ვარსკვლავი არ ჩაქრება რამდენმა მოღალატემაც არ უნდა გაიხარონ ერთი ან ორი თამაშიც კარგად რო ვერ ჩაატაროს კვარამ,ჯერ ერთი იმიტო რო ეს კაცი ნიჭის გარდა დაჯილდოებულია შრომის მოყვარეობით,უყვარს ვარჯიში და ფეხბურთით ცხოვრობს,ვისაც ოდნავ ფეხბურთი ესმის იცის სიტყვა ადაბტაცია,ჯერ ადაბდაცია მაინც სჭირდება მით უმეტეს იტალიაში სადაც დაცვაზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული,სულ მალე შეისწავლის თუ როგორ იცავენ იტალიაში თავს და მერე უფრო ძლიერიც იქნება კვარა,მეორეც უნდა დავაკვირდეთ სპალეტის იმ ფრაზას სადაც ამბობს რომ ბურთს დიდხანს ფლობა,ანუ დავალება აქვს დრიბლინგზე ნაკლებად წავიდეს,აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ რომ შედარებით შეზღუდულია ვიდრე ეს სხვა გუნდებში იყო,მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ალღოს როდესაც აუღებს იტალიურ დაცვას მაშინვე გაშლის ფრთებს(ისედაც ხო სტარტი აქვს სასწაული სერია ა-ში)და მერე ამის გამჩერებელი არავინ იქნება,რაც შეეხება გუშინდელ თამაშს ნამდვილად ეტყობოდა დაძაბულობა და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი იმიტო რო ძალიან ძლიერ გუნდშია და დაძაბულობაც არ უნდა იყოს გასაკვირი,მაგრამ 1 თვეში ვნახავთ კვარადონა ტყულა რო არ შეარ1ვეს,წარმატებები ხვიჩა!!!ძაქნ მაგარი ფეხბურთელი და პიროვნება ხარ...!!!

• დიმო

ჩვენს საზოგადოებას ( სუყველას არ ვგულისხმობ) ტვინის გამორეცხვა აქვს ჩატარებული. ჩვენი ჩემპიონატი ევროპაში 50-ე ადგილზეა და ჩვენგან წასული ბიჭმა რა დონეზე შეძლო ასვლა. ბოლოს კალაძის მერე ამ დონეზე არავის უთამაშია. არ ვიცი რა ვთქვა , იმ ადამიანებზე , რომლებიც ჩასაფრებული არიან 21 წლის ბიჭს ფეხი სადმე როდის დაუცდება. მე მინდა მათ ყველას ვუთხრა: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ,იმდენს გაიტანს სათვალავი აგერევათ,ჩვენ დიდი ხნის მერე, ვარსკვლავი გვეღირსა და მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია.

• კაპიტან გარდენბურგი

არაფერი ცუსი ხვიჩას არ უქნია, მშვენივრად თამაშობდა, უბრალოდ ელოდა მომენტს და ეს მომენტი ლოზანომ გაუფუჭა, თორე საგილე პასი.ექნებოდა. მაპატიეთ და გამოჩნდა, რომ სპალეტი სუსტი მწვრთნელია ძალიან. პრიველი ორი მატჩი ხვიჩამ ისე მოიგო, რომ საკუთარ თავზე აიღო თამაში, თორე ზუსტად იგივე იქნებოდა. ამას თუ ვერ ხედავს გულშემატკივარი ეს ფეხბურთის უცოდინრობის ბრალია. პირიქით ხვიჩას მადლობა უნდა ითხრან, ტომ სპალეტის სულელურ ტაქტიკაში უკვე 4 ჯერ გაიბრწყინა მარტომ, უპასოდ!!! თან

• თენგო

ძალიან მშვენიერი მატჩი ქონდა დაგეშილი დასდევდნენ კაცს დიდი ყურადღებით და გაფაციცებით. მაინც მოახერხა ას პროცენტიანი საგოლე გადაცემა, მეც გავიტანდი იმ გოლს. სულ ვის გააქვს და რომელი ბრწყინავს ყოველ მატჩში.

• ელგუჯა

ერთ კასტას თუ ბაბლს თავისიანად არ მიაჩნიათ ხვიჩა იმიტომ რომ ქართული ოჯახიდანაა, პირჯვარს იწერს თავის წარმატებას ღმერთს უმადლის და ეს არ გამორჩენია "ელიტას". აბა რამდენიმე ტატუ გაიკეთოს რაღაც ორიგინალური პრიჩოსკა გაიკეთოს ნეიმარ-ოსიმენის სტილში, საყურე ჩამოიკიდოს, "სლავა უკრაინე" იძახოს ახლა "ცვეტშია", და გარანტირებული აქვს ლიბერალური "ლაიქები". მაგრამ იმედია ხვია გაუძლებს და ბოლომდე ასეთად დარჩება. მიდი ხვიჩა, ნამდვილი საქართველო შენთანაა, ურალო ხალხს უყვარხარ და შენი იმედი აქვს, ეს "ბაბლი" კი მალე გასკდება შურით და ბოღმით.

• არტ

არაფერი განსაკუთრებულად ტრაგიკული არ მომხდარა. ერთ დონეზე ყველა მატჩს ვერავინ ჩაატარებს. ეს გამორიცხულია ამის გარდა, ხვიჩა ახალი გადასულია იტალიაში, ბევრ რამეს ახლა ეჩვევა და შიგადაშიგ პრობლემები ექნება, რაც ნორმალყრია. ჩვენმა გულშემატკივარმა კი უნდა ისწავლოს გულშემატკივრობა - ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა არის გოიმობა, და საფეხბურთო უმეცრება. სპალეტიმ სწორი თქვა - უდიდესი ზეწოლაა კვარაზე საქართველოდან რაც ხვიჩას ხელს უშლის. საერთოდ რა უბედურებაა ეს ისტერუილი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ - პოლიტიკოსი ან ღმერთია ან სატანა, მომღერალი ან კარუზო ან საერთოდ არაფერი, ფეხბურთელი ან მარადონა ან თამაში არ იცის. ხვიჩას აქვს ყზარმაზარი ტალანტი და ნაბიჯ ნაბიჯ ხვეწს თამაშს. რაც მაღლა ადიხარ მით უფრო ძნელდება და აქ მთავარია, ხვიჩამ ისწავლოს ამ ხამი და უმეცარი ტიპების კომენტარების იგნორირება და საქმის მშვიდად გაგრძელება. მიდი ხვიჩა , ყველაფერი ნორმალურადაა, გააგრძელე მუშაობა , უდიდესი მომავალი გაქვს! წამატებები!

• gio

ნაპოლის იტალიელი ფანატები ერთსულოვნად აღნიშნავენ რომ კვარას პასი იყო საუკეთესო და ის გოლი უნდა გასულიყო. ასევ ყველა აღნიშნავს რომ ხვიჩა ერთ საათზე მეტი უნდა ათამაშონ და არ გაიყვანონ მოედნიდან. უმრავლესობა წერს რომ ხვიჩას პასს არ აძლევენ და რასაც აკეთებს მხოლოდ მისი დამსახურებაა. გვერდში დგომა უნდა ამ პატარა ბიჭს და არა დაუმსახურებელი კრიტიკა.საცივის მოყვარულო ზოგიერთო ქართველო, იტალიიდან ცოლის გამოგზავნილ ფულს რომ უცდი.

• odala

დარწმუნებული ვარ არ არსებობენ ეგეთები და თუ არსებობენ ალბათ რამდენიმე. რას გაიგებ ვის რა უჭირს. ზოგი მთლად დალაგებულიც ვერ არის. დღეს ყველას აქვს საშუალება რამე დაწეროს და წერს კიდეც. უბრალოდ ესენი არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას. მაგრამ ესენი პირიქით ბუას ეძებენ, პოულობენ და მერე აქ ძალად პატრიოტების აგდებას ახერხებენ. ჟურნალისტების მეტი ყველაფერი არიან და სხვებს ამუნათებენ, პოლიტიკაში გადადიანო.

• აკო

ხოდა ძალიან კარგი რომ არ აქვეყნებთ და ნორმალურ გულშემატკივარს არ აღიზიანებთ (მცირედით მაგრამ მაინც) არ წაუვიდა მთლიანად ნაპოლს თამაში განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისე ვფიქრობდი და განა რა დაუშავა ხვიჩამ ამ რამდენიმე "ადამიანს" ისეთი რომ ესე ელოდებიან რამე სათქმელი მიეცეთ. ალბათ ის მცველები არიან რომლებსაც ადრეულ ასაკში ხვიჩამ გადაუარა და მერე არ აეწყოთ კარიერა და დაიბოღმნენ თორე ისე ვერ ვხვდები 21 წლის ფეხბურთელს შენთვის რა უნდა ქონდეს ისეთი დაშავებული ესე გძულდეს. ხვიჩა საქართველოს უყვარხარ

• odala

აუჰ, პოლიტიკური შემადგენელი ნაწილიაო, ისე ამბობთ, თითქოს თქვენ მაგის მეტს რამეს აკეთებდეთ აქ. ჩვეულებრივი ფარისევლები ხართ. თანაც უინტელექტო.

• ქართული

ქართველი ცუდი როგორ იქნება ოპერიდანაა? ქართველი გეი და ქართველი მოღალატე არ არსებობს. ყველაფერი კარგი ქართულია

• irakli

უგუნურ ხალხს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. ყველა თამაშში პელეს და მარადონას ვერ გაქონდა ბურთი და ეს ვისაც არ ესმის სასეირნოდ წავიდნენ რბილად რომ ვთქვათ...

• G.LA

ვაი გულშემატკივარი არ არსებობს. ან ხარ გულშემატკივარი ან შურიანი და მტერი. დაბლოკეთ და ნურც გვეტყვით ჩვენ. მე არც შემოვსულვარ კომენტარის დასადებათ ისეთი კომენტარები წავიკითხე აქ. თუ ასე გაგრძელდა საერთოდაც აღარ დავტოვებ კომენატებს. სხვა საიტებზე უკვე აღარც ვდებ კომენტარებს ისეთებს ვკითხულობ პოლიტიკაზე. ზოგი აქაც იმიტომ წერს რომ უფრო გააღვივონ ხალხის დაპირისპირება, ეს არის ზუსტად ეფ-ეს-ბეს დავალება რომ ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ და ამაში თქვენც ხელს ნუ შეუწყობთ. თქვენთვის თუ პრობლემაა მხოლოდ დარეგისტრირებით კომენტარი რომ იყოს შესაძლებელი. ყველა დაბლოკეთ გთხოვთ.

• დასავლეთს უნდა ომიიი

თავი უნდა დაიმკვიდროს სასტარტოში

• zaz197

ავად ვართ მთელი ერი და ამის დანახვა არ გვინდა. აქაც პოლიტიკა და აქაც ნაც-ქოცი? რა გვჭირს? ისიამოვნეთ ფეხბურთით და მხარი დაუჭირეთ კვარას, რომელიც მართლა მაგარი ბიჭია. კვარამ სულ არაფერი რომ არ გააკეთოს აწი წელს, უკვე გააცნო თავი მთელ მსოფლიოს. ნუ აკიდებთ ამ ბიჭის იმაზე მეტს პასუხისმგებლობას რისი ზიდვაც შეუძლია (სპალეტიმაც ეს თქვა). ხვიჩა, შვილო, ნუ კითხულობ ქართულ კომენტარებს ცუდი თამაშის შემდეგ, ჩვენ ხომ ასეთი ერი ვართ, კაცს ერთ დღეში გავაღმერთებთ და მერე ნახევარ საათში მოვკლავთ. კვარა ჯერ არაა სალაჰის და ნეიმარის დონის ფეხბურთელი (მომავალში ვნახოთ) და ისინი აგდებენ თამაშებს, მერე რა......ხვიჩა, მიდი შეუბერე, ყველაფერი კარგადაა, ვისაც ფეხბურთი ესმის, ესეც ესმის...ცოტა აგრესიულობას მოუმატე და ყველაფერი იქნება სუპერ...

• დავით 2101

ნუ აღვივებთ ზიზღს ისედაც ორად ვართ გაყოფილები!!!

• გიო

ისე უნდა ვიცოდეთ მაგათი სახელები სათითაოდ

• დათო

ჩემი აზრით ნორმალურად ითამაშა. პენალტის გამომუშავებაც შეეძლო, მსაჯი რომ ყურადღებიზით ყოგილიყო და ლოზანოს 100პროცენტიანი შანსი გამოეყენებინა გადამწყვეტი საგოლე პასის ავტორი იქნებოდა. ასე რომ სულ ცოტა დააკლდა მატჩის გმირობამდე. ძალიან მაღალი კლასის ფეხბირთელია და მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი საფიქრალი რომ მისი განეიტრალებაა, უკვე დიდი საქმეა.

• აეე

პასი თუ არ მისცეს არაფერი გამოვა. თვითონ აართვას მოარყუოს გაიტანოს ეგრე სადაა, კარებშიც ჩადგება ბარემ!

• ქ. გ.

ე.წ. "ქართველი ვაიგულშემატკივრები" არ არიან ქართველები.

• ზაური

პირველ რიგში წარმატებები ხვიჩას შემდეგ მატჩებში. მართლა მაინტერესებს რა დაუშავა კვარაცხელიამ ამ ვაი გულშემატკივარს ასეთი რომ მისი უგულო მატჩი და შეცვლა ასე ახარებთ ? რომ არაა კვარაცხელია დღეს ნაკრებს ექნებოდა ის მოგებები და შედეგი რაც გვაქვს მაგაზე ხომ აშკარაა პასუხი ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა და უმადურება ამ ადამიანის მიმართ მე ვფიქრობ მხოლოდ ძალიან შურიანი ბოღმიანი ადამიანი თუ გაიხარებს ამით რომელმაც საკუთარი თავის რეალიაზცია ვერ მოახდინა ცხოვრებაში და უბრალოდ შურს და ბოღმა აქვს წარმატებული ადამიანებისადმი და ამ თავის ბოღმას სხვადასხვა მიზეზებით ფარავს და ვითომ ამიტომ ლანძღავს კვარას რეალურად კი ეს ნამდვილად შური და ბოღმა.

• გოჩა

ფიორენტინა არ არის სუსტი გუნდი საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგად თამაშობდა და ახლა მითუმეტეს გუნდი იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ასეთ გუნდთან გასვლაზე ქულა კარგი შედეგია რაც შეეხება ხვიჩას თამაშს არ ქონდა კარგი მატჩი მაგრამ დღეს ნაპოლიში არავის ქონდა კარგი მატჩი და ყველა თამაში ვერ გაიტან და ყველა თამაშს ვერ ჩატარებ უმაღლეს დონეზე მესის და რონალდოსაც ქონიათ უამრავი ჩაგდებული მატჩები სადაც ფაქტიურად არც ჩანდნენ მოედანზე წარმატებები სხვა მატჩებში.

ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა

"ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია" - ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე

მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი - "ლივერპულმა" "იოკოჰამას" დაუქამბექა

"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება

იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს

"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"

გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება

ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება

ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება

ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა

"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა

"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება

ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები

ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა "გალათასარაიში" - ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა

დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

ნაპოლიმ სერია B-ს "კატანძაროს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა

არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა