იტალიური "ნაპოლის" მორიგ მატჩს ისევ დიდი ინტერესით ველოდით. შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ შეუძლებელია, ხვიჩა კვარაცხელიას ყოველ ტურში შედეგიანი მოქმედება ჰქონდეს.

მაღალი დონის შემსრულებლებს სჩვევიათ - შესაძლოა, საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარონ, თუმცა ერთი გადაწყვეტილებით შეხვედრის ბედს წყვეტენ. ირვინგ ლოსანოს ქართველი გარემარბის მშვენიერი პასი რომ გამოეყენებინა, "ნაპოლიც", ალბათ, გაიმარჯვებდა და ხვიჩაც კიდევ ერთ "ასისტს" ჩაიწერდა. ეს წმინდა შედეგობრივი ასპექტია, ფეხბურთი კი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

წინა დაპირისპირებების შემდეგ აღვნიშნეთ, რომ "კვარასგან" ჩვეულ ართმევებს ვერ ვხედავდით, "ფიორენტინას" წინააღმდეგ კი ორი ასეთი ეპიზოდი ვნახეთ. მართალია, ბურთი შემდეგ დაიკარგა, თუმცა, თუკი ანგისას არ ჩავთვლით, ნეაპოლელების თამაშში სწორედ ნაკლები პრესინგი შეიმჩნეოდა, რაც "ფიორენტინას" საშუალებას აძლევდა, ბურთზე კონტროლი დაემყარებინა და დომინანტი გამხდარიყო.

შესაძლოა, კვარაცხელიას წარმატებული დრიბლინგი არ გამოუვიდეს, თუმცა ის მუდმივად მოწინააღმდეგეების დიდი ყურადღების ქვეშაა და ეს სივრცეებს სხვებს უხსნის, თუნდაც ფორვარდ ოსიმენის, ფლორენციაში კი გუნდი ხვიჩას ფლანგს იშვიათად ტვირთავდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ამხანაგური მატჩებიდან მოყოლებული ვწერდით, რომ სპალეტის გუნდი უფრო დი ლორენცო-ლოსანოს მხარეს ეწყობა, მაგრამ ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორები შეიცვალა. მართალია, ბრაზილიელი მცველი დოდო ენერგიულად გამოიყურებოდა და ჩვენებურს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ქართველი გარემარბი იმ სტილის მოთამაშეა, რომელსაც "აფეთქება" და რაღაცის გამოდნობა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია - პასი უკვე ვახსენეთ, ერთხელ პენალტის მოპოვებასთანაც ახლოს იყო. "კვარა" სულ ბურთის და ხიფათის შექმნის ძიებაშია.

თუ ამ დეტალისთვის დიდი ყურადღება არ მიგიქცევიათ, კიდევ ერთხელ ნახეთ მატჩი - ხშირად "ნაპოლის" მეკარე მერეტის ბურთი მარცხენა ფეხით შეჰყავს თამაშში და პასების დიდი უმრავლესობა მარჯვნივ კეთდება, რასაც ოსიმენზე აქცენტირება მოჰყვებოდა. რაღაც შეთქმულების თეორიებს არ ვუერთდებით, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავთ.

ლუჩანო სპალეტიმ ბევრი რამ იცის, რასაც ჩვენ ასე მარტივად ვერ აღვიქვამთ. მწვრთნელი ისევ ხვიჩას დაძაბულობაზე საუბრობს, თუმცა ამას რამდენად შეამცირებს ის, ასეთი შედეგიანი დასაწყისის შემდეგ, თამაში მის ფლანგზე ნაკლებად თუ აეწყობა, რთული სათქმელია. თუკი თავდაჯერების მომატებაზეა საუბარი, არცერთ სახიფათო და კართან ახლოს დანიშნული საჯარიმოს დროს "კვარა" ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა, არადა, ის ამ კომპონენტშიც გამოირჩევა და შანსის მიცემა ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, ხვიჩამ, სლუცკის მსგავსად, სპალეტისგანაც ბევრი უნდა ისწავლოს, თუმცა ობიექტური მსჯელობაც საჭიროა.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ "ნაპოლის" შემტევებმა ეს მატჩი ჩააგდეს (Sofascor-მა მათგან ყველაზე მაღალი ხვიჩას დაუწერა - 6.4) და ნეაპოლური კლუბი მარცხს უფრო იმსახურებდა. შესაბამისად, ფრით კმაყოფილი სპალეტის შეგირდები დარჩებოდნენ. არავინ ელოდა, რომ ისინი ქულებს სეზონის ბოლომდე არ დაკარგავდნენ. 3 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სერია "ა"-ში თანალიდერობენ, ისევე, როგორც ხვიჩა - ბომბარდირთა დავას. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. საქმე ისაა, რომ ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, ზოგადად, შემოდგომაზე გრაფიკი დაჩქარებულია და ამისგან ქართველის გუნდი როგორ გამოვა?

"ფიორესთან" გული დაგვწყდა, კვარაცხელიას უფრო მეტი დრო რომ არ მიეცა. ზემოხსენებულ რეჟიმში როტაცია უფრო მოსალოდნელია. 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე სპალეტის გუნდი 6 მატჩს ჩაატარებს (3 დღეში ერთხელ), მათ შორის, ორს ჩემპიონთა ლიგაზე. რაც დავინახეთ, ისაა, რომ წინა ორ შეხვედრაში ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა, ახლა ეს ვერ შეძლო და "ნაპოლიმაც" ვერ გაიმარჯვა, ასე რომ, ქართველი შემტევის ძალა და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

იმ თემას, რომ "ჩასაფრებული" ადამიანები ელიან ეპიზოდს, როცა ხვიჩას რაღაც არ გამოუვა, ეს არც არაფრისგან აგორებული საუბარია და არც ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცევა; ეს ის პათოსია, რასაც მატჩის დამთავრების მერეც არა, ხვიჩას მოედნიდან გაყვანისთანავე (61-ე წუთზე) წავაწყდით. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები დიდ გრძნობებსა და იმედებს ვერ გადაფარავს; იმასაც ვამბობთ, რომ ხვიჩა ამ ყველაფრისთვის მზადაა, თუმცა სპალეტის სიტყვებს რომ დავაკვირდეთ, მართლაც რთულია, 21 წლის ბიჭმა ამ მასშტაბის, ქართულ-რუსულ-იტალიურ გამოხმაურებებს ბოლომდე "გაუძლოს", თუმცა არც სიჩუმეა გამოსავალი. იქნებ პირიქით, რაც შეიძლება მეტი და კიდევ უფრო შემართებით უნდა ვწეროთ, რათა ჩასაფრებულებს ცოტა სივრცე დავუტოვოთ.

irakli81
დაანებეთ თავი იმ აზრის გავრცელებას, რომ ვიღაცას ხვიჩას დაღუპვა უნდა, ჩასაფრებულია და ასე შემდეგ. ფეხბუღთია და ცხელ გულზე გულშემატკივარი ათასნაირ კომენტარს დაწერს. არა მგონია ხვიჩას იმის დრო ჰქონდეს, იჯდეს და კომენტარებს კითხულობდეს. მოეშვით ამ თემის გაბუქებას.
წარმატება ხვიჩას!
სულიერ სიმშვიდეს, შესაშურ სტაბილურობას და უტრამვო სეზონს ვუსურვებ! დანარჩენი ყველაფერი მჯერა დროსთან ერთად მოვა
დიმა
კვარამ ფიორენტინასთან ერთი საგოლე პასი და ერთიც პენალტი მოიპოვა, მეტი რა უნდა გააკეთოს, ყველა თამაშში 10 გოლის გატანას ითხოვენ ამ ბიჭისგან, ხელფასი გუნდში სხვასთან შედარებით დაბალი აქვს.
giorgi
იშრომებს და გამოუვა. ეგეთი შანსი ყველას არ ეძლევა ცხოვრებაში. არც ტყუილად წაიყვნდნენ. ამიტომ შანსი მიეცა და გამოიყენებს. არ ჩანს უგუნური ბიჭი და იმედია ფსიქოლოგიურად გაუძლებს ყველა გამოწვევას და შედეგში დიდებულ ფეხბურთს ითამაშებს.
რა მაფიაა
გიო, საქმეც მაგაშია რო ხვიჩა არაა ეგეთი შუშის, როგორიც სხვა ქართველი ბევრი ფეხბურთელია, თუმცა არა ყველა... კანკავა კაშია ლობჟანიძე ფიზიკურად თავისუფლად გაძლებენ დატვირთვებს, მცირე ადაპტაციის მერე ცხადია... კვარაც ეგეთია, რაც ამას ყველგან ფეხებში ხვდება და რაც ამას ჭიდაობა უწევს ყველგან... აუწყობს დატვირთვებს და ვარჯიშებს ფეხს და ეგაა... თუმცა ამ თამაშზეც არ ყოფილა ისე რო ძაან დაჩაგრეს, ჩვეულებრივი ორთაბრძოლები იყო... პოზიციურად და გამოცდილებით ჯობნიდა ხანდახან ის დოდო...
Mesxi.
აი ეხლა დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით. ერთადერთი გამოცდილება დააკლდა მეტი არაფერი. და ეს ერთხელ ხდება პირველად მარტო მეტი არ იქნება. და ძალიან მალე გეტირებათ სუყველას ყოფა ვისაც არ გინდათ ან იმედი გაქვთ რომ ეგრე არ იქნება. იმიტომ რომ მხეცია ტიპი არ გაჩერდება
ქართველი
მიდით მიდით დაჭამეთ ერთმანეთი, არ დაინდოთ!!!!
კასტროს
და რომელი ფეხბურთის სპეციალისტი შენ ხარ რომ აბრეხვებ ვითომ აზრებს? აგდიხარ ალბათ ტოტალიზატორში და აგებ და ხარ გააბიჟნიკებული და კვარაცხელიაზე ანთხევ გესლს.
გიო
ერთი მაინტერესებს,დისლაიქების ავტორები სხვაგვარად ფიქრობენ?სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო.ქართველი ფეხბურთელების ფიზ.მომზდადება აშკარად არაა თანამედროვე ფეხბურთის შესატყვისი,ამის მიზეზი ბავშვთა ფეხბურთში უნდა ვეძიოთ.ამის შედეგია ხშირი ტრამვიანობა,რამდენმა ქართველმა ფეხბურთელმა დაასრულა ამ მიზეზით საფეხბურთო კარიერა როგორც კი საქართველოს საზღვარს გაცდნენ,ეს შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.ისიც საკითხავია,შეძლებს თუ არა ხვიჩა ბავშვობაში არასწორი ფიზ.მომზადების შედეგების გამოსწორებას.
Thomas
იმედია ეგ ბედნიერების ღიმილი მალე მოგშორდებათ მაგ სიფათებიდან, ვინც იმაზე ოცნებობთ, ნეტა მალე სათადარიგოზე დასვანო. ამას თუ სათადარიგოზე დასვამენ თქვენ რა მოგემატებათ საინტერესოა? თუმცა საკუთარი გაუბედურებული ცხოვრებისგან ცოტა შვებას იგრძნობთ ალბათ. ეგეთი პერიოდები თუ გაქთ, წიგნები უნდა წაიკითხოთ, შველის წარუმატებლობას სხვისი ტრაგედიის წიგნებში წაკითხვა. როცა სხვის უბედურებაზე გადაგაქვს აქცენტი და საკუთარი გავიწყდება. თუმცა ვის ვთხოვ წიგნის წაკითხვას, ხალხი იმაზე ოცნებობს, სერია ა ში გადასული უნიჭიერესი ფეხბურთელი იქნებ სკამზე დასვანო და გამიხარდებაო. შორიდან რომ შეგახედათ საკუთარ თავებზე გული აგერეოდათ.
გიო
100%,არაა ხვიჩა ფიზიკურად ისე მზად,რომ ყველა პასი და ყველა შეტევა ხვიჩაზე აეწყოს,თუმცა ისიც სათქმელია,რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფს არ მისცეს პასი და შეტევის სხვა,უფრო არასახარბიელო მიმართულება აირჩიეს.
კასტრო-ს
საკუთარი თავი არ გენანება მასეთ შურში და ბოღმაში რომ იცხოვრებ მთელი ცხოვრება?
Москов
საერტოდ ცუდატ იტამაშა ნაფოლიმ,ცენტრი დაკარგული იხო კრაიზე კვარას ბურტს არ აცლევდნენ ან უგვიანებდნენ ან კიდევ ისეტ მომენტში მიცემდნენ გამოსავალი არ კონდა,მეორე ტაიმში ზელინსკი იხო ტუ ლოფოტკა არ მახცოვს მარცხნივ რო მიეცა ბურტი ფირის-ფირ გადიოდა კვარა იმენა ტიფმა მარჯვნივ მიცა,მეორე ტავზე დაუსვა აცილება უფრო ცნელი იხო ვიდრე გატანა.სფალეტიმ უნდა დატვირტოს კვარას კრაი,უნდა მოტხოვოს ხველას რო უფრო დატვირტონ მარცხენა კრაი.ამ გიენების გასაგონატ კვარა ხოველ ტამაში გოლს ვერ გაიტანს მტელ სეზონში 10-12 გოლი რო შეაგდოს ცან მაგარი იკნედა ეს სერია-A ცან რტულია,გუშინ გოლი ვერ შეაგდო და დაესიენ გიენები,ეს არახალხი ამატ ფეხბურტან შეხება არ აკვტ არაფერი არ ესმიტ და ხალხს ახეზიანებენ ეს არაკარტველები ახლა 31 სასტავში ტუ არ დახენეს დაგვესევიან ეს გიენები.მე ფეხბურტან მაკ შეხება და ვიცი კვარას ცოტა დრო უნდა რომ ალხო აუხოს სერია-Aს რო მონაცემები და ცუდი იგროკი რო იხოს იტალიაში ვერ მოხვტებოდა სტრეს მოიხსნის და მტლიანად გაიხსნება ვინც ფეხბურტან ახლოს ხარტ ალბად დამეტანხმებიტ,ცარმატებები კვარას,გაეხარებინოს ხველას გული,მარტო კვარას კი არა ხველა კაი იგროკებს.ხმერტი გფარავდეტ ხველას ხველა ჭეშმარიტ კარტველს.მოსკოვიდან შემოგევლეტ ხველას ხმერტი ტვენსკენ.
გიორგი
გაანებეთ ამ ბიჭს თავი ამ ვითომ ჟჟჟჟჟურნალისტებმაა. ხვიჩა დაიკიდე მეგობარო და გააგძელე წინ სვლა ეს ისენი გაკრიტიკებენ ვინც ნულები არიან სამსახურშიც და ადამიანობაშიც,,
გუსანი
დილეტანტიზმია ყველა თამაშში სასწაულები მოითხოვო, მითუმეტეს 21 წლისგან, კი ისტორიაში არის გამონაკლისებიც, მაგრამ მთლად მასეც არა, დადებითი მაინც დატოვა ხვიჩამ იმ პასით, ოსიმენი ალბად გაიტანდა...მინიმუმ უკათ დაარტყავდა,არაუშავს კიდევ იქნება... გაყვანასაც თავის ახსნა აქვს, ჯერ ერთი დოდოც და მილენკოვიჩიც ფიზიკურად ხვიჩაზე ძლიერად გამოიყურებოდნენ, ფიზიკა კი ჯერჯერობით ხვიჩას მაგ დონეზე არ აქვს რომ ყველა პასი და ყველა შეტევა მაგაზე აეწყოს, თუ გინდ მესამედიც, თანაც ჩემპიონატი ეს ესაა დაიწყო, წინ კიდევ ლიგის თამაშებია, სპალეტიმ ჩვენზე კარგად იცის როგორ დატვირთოს და გამოიყენოს ხვიჩას ნიჭი, აცადეთ....ზურგის ქარი ხვიჩას!

ვისაც არ მოგწონთ, ნუ უყურებთ უჯიშოებო. თუ მარტო იმიტომ უყურებთ, რომ მერე აძაგოთ წადით და მარჯვენა ხელი ავარჯიშეთ შინაურებისთვის. ესე რამ მოგწამლათ, თამაშობს რაც შეუძლია კაცს და მე პირადად იმედი მაქვს, რომ უფრო გაიხსნება კიდევ, აქ ივარჯიშა საქართველოში და რასაც მიაღწია თავისით მიაღწია, რას კადრულობთ ბოღმებო, გასკდებით შურით და ბოღმით თქვე............
უვიცი
ჩემი ბიძაშვილი იყო მატჩზე, ერთი შეხედვით მიხვდებოდი ვინც იყო ქართველიო, სულ სხვა ფიზიკურ დონეზე არიან უცხოელები
კასტრო
3-4 თამაში და ნა..ი სათადარიგოზე დასვავენ, შეტევის ხაზში სიმეონე ჰყავთ ჩემპიონატში ჭიპმოჭრილი რა კვარადონა არა ფახლავა
ირაკლი
სამი ასოა ყველა ვინც იტყვის რომ ხვიჩამ ეს მატჩი ჩააგდო. 28 წუთანდე ბურთი არ მიუციათ მისთვის, ერთხელ სულ მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და მაონც. როგორც კი მიიღო, პენალტიც გამოიმუშავა, უბრალოდ სირმა მსაჯმა არ დანიშნა. მეტიც ნაპოლი ფიორენტინამ იმიტომაც დაჩაგრა, რომ ხვიჩას ფლანგს არ იყენებდა.ხვიჩა ნაპოლიში საუკეთესო იყო!
ivan
მონცასთანაც პირველი ბურთი გადმოვარდნილი მიიღო და ისე გაიტანა
გეგი
ბიჭო რუსი კომენტატორიც კი აქებს ხვიჩას და პირიქით ტავისებურად აქებდა მატჩის დროს და ეს აქაური ნაზირლები რამ გაგაბოროტათ ტავის მედია თანამშრომლებიანად,ასეთი ქვეყნის მტრები როგორ ხართ ანალოგი რომ არ მოგეპოვებათ.არ დაბლოკოთ.
შავი კაცი
ფაქტია რო ფიზიკურად მოსამატებელი აქვს და გუშინ მასზე გაკეთებული პასებიდან 70% დაკარგა და აქედან გამომდინარე დრიბლინგიც არ ქონია.. რეალურად კარგი ეპიზოდიც ქონდა როცა იდეალური ბურთი დაასვა კვადრატას თსვზე უბრალოდ იმასაც თავის მახვილ კუთხეში მოხდა და კარის ნაცვლად ბურთი კუთხურის ალმოსკენ წავიდა... საერთო ჯამში დაღლილობა ეტყობოდა თან ახალი ფეხბურთელებსაც მისცა მწვრთნელმა შანსი რომლებსაც წინა სასეზონო მომზადება არ გაუვლიათ.. კვარა კიდევ უფრო მოუმატებს და ამაში ეჭვი არ მეპარება, ჩემი პორადი მოსაზრებია კი ეგეთია რომ, კვარა შემოეყვანა 61 წუთზე ჯობდა გამომდინარე იქედან რომ 2 აზრი არ იყო პერსონალურ დაცვას მიმართავდა ფიორე კვარას მიმართ და თამაშის დროს ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ!!!
papai
გეთანხმები, ყველა თამაშში თუ გოლი მოვსთხოვეთ ხვიჩას გამხდარა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და ეგაა
ლაშა
მერე იტყვიან გოლი რატომ არ გადისო, როცა მარცხენა ფლანგზე არ გადაჰქონდათ ბურთი. მონცასთან მისცეს - გაიტანა არაერთი და აქ როგორ გაიტანდა, როცა ბურთი დაუმალეს?
35
რუსი კომენტატორი ამბობს რო ეს იტალია არისო დრიბლინგი როგორც რუსეთშიი არ გამოდისო რთულიაო ლომონოსოვივით მსჯელობდა.რეალურად მანამ სლუცკი არ მივიდა რუბინში ხვიჩა ვერ ათამაშდა ვერ გაიხსნა.შალიმოვის დროს ეძლეოდა შანსი ძირითადიდან მაგრამ შედეგიანი არ იყო შემდეგ დასვეს.რაღაც პერიოდი ასე იყო . ზურიკო იწყებდა ძირითადან.ინსინიეს შედეგი თამაშიდან გოლის გატანა უკვე აქ.რაც მას მთელი ბოლო სეზონის განმავლობაში ქონდა .პენლების გარეშე.არაფერი არ ხდება საგანგაშო.კლასი ისაა რომ ამდენ რაგბისტში და ჯაგა ჯუგში კლასი აჩვენა ბურთი თავზე დაასვა და 7 მეტრიან კარში ვერ მოარტყა ღაბაგუნდელმა.
რობი
ხვიჩას წარმატებიბი! ყველაფერი კარგად ექნება! ის მაქსიმალისტია ყველაფერს ისე გააკეტებს როგორც ჩვენ გაგვიხარდება! ისე ველოდი რომ ასეთი თამაში იქნებოდა! მაგარი ხისტი პრესინგი ჩაუტარა ფიორენტინამ ნაპოლის! ხვიჩა და ლობოტკა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ყავდათ აყვანილი! ორივე თითქმის გაანეიტრალეს! მაგრამ საგანგაშო არაფერია თუ ხვიჩა დაუღალავად იმუშავებს, ისწავლის პრესინგის ქვეშ თამაშს და ფიზიკურად გაძლიერდება ყველაფერი კარგად იქნება!
ჭირი იქა ლხინი აქა
პური და სანახაობა. ცოტა თვალები გაახილეთ; ყურები დაძაბეთ და ფიქრი დაიწყეთ ; ქვეყანა რა დღეშია იმაზე იფიქრეთ. ხვიჩა კაი ბიჭია და მიხედავს თავს როგორმე რა
შალვა ოგბაიძე
„რა ქნას კარგმა მონარდემა. დროზე შაში თუ არ მოვა“ („გლახის ნაამბობი“)
ლაშა
ყველაფერი შედარებითია, მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა და კვარაცხელიამაც შესაბამისად, თუმჩა 20 სანტიმეტრი ლოზანოს თავურისა და ყველა კმაყოფილი ან მინიმუმ ჩუმად იქნებოდა. ასეა ფეხბურთი. მართლა ვინმეს თუ იმის მოლოდინი აქვს რომ ხვიჩა 38 თამაშში ყველგან გოლს გაიტანს ან საგოლე პასს გააკეთებს ან ფეხბურთი არ ესმეს ან ცხოვრება :)
ალექს
ვერ გავიგე , რა გინდათ ?! კაცმა ასპროცენტიანი საგოლე პასი ორჯერ გააკეთა , ორჯერ პენალტი, რომ არ გავიდა არ ნიშნავს , რომ არ და ვერ გააკეთა , მერე ეგა გორის დილა კი არა, ფიორენტინა იყო , მე ვიცი რაც გინდათ თქვენა, თქვენ გინდათ სტალინი კრემლში და ხვიჩა გორის დილაში და არ გამოგივათ ეგა !
gio
კარგად ითამაშა და ას პროცენტიანი საგოლე პასიც მიცა. გვერდში დავუდგეთ ამ პატარა ბიჭს ქართველებო. რამხელა ტვირთი ავკიდეთ ხვიჩას და რამდენს ვთხოვთ, ისიც დაძაბულია და მაქსიმალურად იხარჯება. უყვარს მისი ხალხი და მისი ქვეყანა და ამისათვის ყველაფერს აკეთებსა. შემოგევლოს მთელი საქართველო ხვიჩა, შენ უკვე ბევრი გააკეთე შენი ქვეყნისთვის და კიდევ ბევრს გააკეთებ. ღმერთი იყოს შენი მფარველი.
გიორგი
არა მგონია რომ ხვიჩას ჰქონდეს პრობლემები თანაგუნდელებთან, უფრო პირიქით მგონია, თუ ასეთი პრობლემა საერთოდ არსებობს ნაპოლიში. წარმოიდგინე, პატარა ბიჭი მივიდა 'არსაიდან' ა სერიაში და გულშემატკივრების და პრესისი ინტერესი ერთბაშად თავისკენ გადაქაჩა დანარჩენი მოთამაშეებიდან. აბა ერთი საფეხბურთო ქვეყნის ავტორიტეტის მქონე ქვეყნიდან ყოფილიყო, მიიღებდნენ როგორც ჩვეულებრივ ფაქტს.
რეზო
ე.ი. ბევრს " მოგვეჩვენა" რომ რაღაც ისე არ არის! აშკარად პასებს არ აძლევდნენ. თიტქოს არა აქვთ კარგი ურტიერტობა და ხვიცასაც სურვილი გაუქრა ყველა ბურტისტვის ებრძოლა. ის გოიმი.ოსიმენი მოსასორებელია. ხვიჩას ფრცხილად არ ღირს და მაგაზე თამაში არ არის ჩვენი ოცნება. არა და 1 მომენტი შექმნეს და ისიც ხვიჩამ, თან 100%იანი.
რა მაფიაა?
საკმაოდ აზრიანი კომენტარია, ხვიჩას და ლოზანოს ფლანგების შეცვლა თემა იქნებოდა. ან იმ გამაზული თავურის მერე, ლოზანოს ნაცვლად ელმასს შემოვიყვანდი და ხვიჩას მარჯვნიდ გადავიყვანდი. იმ დოდოს დაჯაბნა თუ გაუჭირდა საჯარიმოში შეწევის ამბავში, სწორ ხაზზე სისწრაფეში არაფერი დაუთმია და მარჯვნიდან ლოზანოზე უკეთაც ჩაუწვდიდა ოსიმენს ხვიჩა, სუ რო გადაყოლოდა დოდო. არაფერი დაშავებულა შეცვლითაც, მარა ეს ვარიანტიც ძაან საინტერესო იქნებოდა... ლოზანომ მთელი თამაში ერთი კარგი ჩაწოდების მეტი ვერაფერი ქნა. ცუდი ფეხბურთელი არაა, მარა რაღაცა რო არ გამოდის ტაქტიკის შეცვლა ცუდი არ იქნებოდა.
რა მაფიაა?
გაგიმარჯოს ღმერთმა... ყოველ თამაშში რო დუბლები გვინდა სხვა საკითხია და ყველა თამაშში "მოვთხოვოთ" დუბლები და ასისტები სხვა საკითხია... მთავარია რომ მწვრთნელს და ყველას გუნდში, უნდა ხვიჩას წარმატება, იმიტომ რომ ეს პირდაპირპროპორციული იქნება გუნდის წარმატების, თუნდ ფინანსური და თუნდაც შედეგების მხრივ... წნეხი ცხადია იქნება და სპალეტიმ დარწმუნებული ვარ იცის და ზრუნავს იმაზე რომ ეს წნეხი ადვილად დაძლიოს...
მიხო
ისეთი შთაბეჭდილება დარჩება კაცს, რომ მთლად დალაგებული ურთიერთობა გუნდთან არა აქვს,შესაძლოა ზოგ ზოგიერთებს გუნდში შურდეს კიდეც ხვიჩასი, თუ ასეა ეს მისი დაძაბულობაც ამის ბრალია, ეს კი უკვე სპალეტის საზრუნავია
რა მაფიაა?
ამდენი წინადადებიდან და ვითომ გულშემატკივრობიდან, ასეთი არაადეკვატური კომენტარი პირველად ვნახე... 1-2 წინადადება იყო მხოლოდ აზრიანი (ასეთ თამაშებში რო იზრდება მაგალითად) 1) ძალისმიერ ორთაბრძოლა დოდოს რამდენჯერმე მოუგო კიდეც და თუ დაძაბულია არფერი პრობლემ ამაში არაა, შეეჩვევა... 2) არ იხსენვა ვერ იხსნება, აბსურდი. ძაანაც კარგად იხსნებოდა კონტრშეტევებზე თუმცა რამოდენიმეჯერ აშკარად ძალიან კარგ პოზიციაში არ მიცეს პასი, არ ვამბობ რომ სპეციალურად და ჯინაზე, თუმცა ის რომ იციან ინდივიდუალისტიაო და ამიტომ დაკარგვის ეშინოდან - აბსურდი. 3) არავის არაფერი გაუკეთებია არათუ ნაპოლიში, ორივე გუნდიდან. ხვიჩამ კიდე ერთი საეჭვო საპენლე მომენტი შექმნა, 100% იანი საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ ძალიან კარგი პრესინგით დაიბრუნა ბურთი და გუნდელები ვერ აყვნენ პრესინგში, მართლა ანგისას გარდა ამ კომპონენტში გადასაგდები იყო ყველა სანაგვეზე... ერთადერთი ტექნიკური მინუსი თამაშისას, დრიბლინგის მცდელობისას სახიფათო ზონაში ბურთის დაკარგვა იყო და ამას გაარჩევენ და მიიღებს დარიგებებს და როგორც ვთქვით ასეთ თამაშებში იზრდება... არავინ ელოდა რომ ყველა თამაშში აფორთხიალებდა ყველა მცველს და წნეხსაც გადალახაცს აუცილებლად და როტაციაში მოხვედრაც არაა საგნაგაშო. როგორ ჯობია მწვრთნელმა უკეთ იცის, მთავარია მწვრთნელს ეიმედება და მთლიანად კოლექტივს და აღიქვამენ როგორც ძალიან მაგარ ინვესტიციას და დასაყრდენს მთელი სეზონის განმავლობაში და არაა არავინ გუნდში ჩასაფრებული რო ერთი ფეხის წაბორძიკებაზე სკამი ახეხინონ როგორც ზოგიერთ ვაიგულშენატკივრის კომენტარში იყო ნახსენევი სხვადასხვა სტატიის ქვეშ... ასე რომ ყველანი დაშვიდდეთ და ვისიამოვნოთ მომდევნო დღეებით სადაც ზოგან მეტი დრო მიეცემა ზოგან ნაკლები, მარა თავის გამოჩენის შანსი ექნება აუცილებლად და გამოიჩენს კიდეც... ფორცა კვარა სემპტე
თორელი
ქართული სოციუმი იმდენად დაცლილია პოზიტიური ამბებისგან, რომ ამ დანაკლისის კომპენსირება 21 წლის პერსპექტიულ ფეხბურთელს დააკისრეს. ეს არაჯანსაღი და ავადმყოფური მოლოდინია, რომელიც აპრიორი განწირულია ფიასკოსათვის, რადგან ერთეული გამონაკლისების გარდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ ახსოვს ტოპ ლიგაში ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ზედიზედ ყველა მატჩში თავი გამოეჩინა. როგორც ყოფილი ფეხბურთელს შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩას მიეცა შესაძლებლობა უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბების. მისთვის ყოველი ვარჯიში და თამაში ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია, რადგან მაღალი დონის გარემოცვაში მოხვდა, როგორც ფეხბურთელების ისე სამწვრთნელო და ტექნიკური პერსონალის თვალსაზრისით. არაგონივრულია სამ თამაშზე დაყრდნობით პროგნოზების და დასკვნების კეთება. ხვიჩა კი არ არის დაძაბული,არამედ ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რომელთაც უბრალოდ ენდორფინების დიდი დოზის მიღება უნდათ ხვიჩას ყოველი თამაშის შემდეგ , რაც როგორც თავში ავღნიშნე წარმოუდგენელია. საზოგადოების ადეკვატურად მოაზროვნე ნაწილი კარგად ხვდება, რომ ხვიჩიას საკმაოდ ბევრი ოფლი აქვს დასაღვრელი იმისათვის, რომ იმ მწვერვალზე ავიდეს , რომლითაც ყველა ვიამაყებთ. მას ყველა მონაცემი აქვს საამისოდ.
არჩი
წინასწარ ვიტყვი - ძალიან მინდა ხვიჩას წარმატება, ქართული ფეხბურთის და საქართველოს წარმატება. ხვიჩა კი არა, ამას წინებზე მოსკოვის დინამოს თამაში იყო და პარალელურად რეალის და მიხედავად იმისა, რომ რეალის დიდი გულშემატკივარი ვარ, დინამოს თამაშს ვუყურებდი, იმდენად მაინტერესებდა ლუკა გაგნიძის თამაში და ველოდებოდი რას გააკეთებდა კარგს. ერთი - ორი წლის წინ ვინისიუსზე ვფიაქრობდი, ამას რეალში რა უნდა, ხვიჩა აეყვანათ აჯობებდათქო. ბენზემა ამბობდა ვინისუსზე - ეს ჩვენი გუნდის მოათამაშეაო, მაგრამ როგორ დანვითარდა ვინისიუსი, ხომ ვხედავთ. კრიტიკული ვიქნები - მეშინია, რომ ხვიჩამ ცოტა სისწრაფე დაკარგა. შეიძლება წონაში მოიმატა და იმიტომ. დრიბლინგები აღარ გამოდის ისე, როგორც რუბინში პირველ წელს, სამაგიეროდ პასები და კარში დარტყმები დახვეწა, გოლები გააქვს. არ არის ზომას გადასული ისტერიები და მოლოდინები საჭირო და ქართველები კი არ ვცოდავთ ამაში, მგონი იტალიელებიც. ნაპოლიში მაგარი ფეხბურთელები არიან, ოსიმენი აღიარებული ლიდერია, ძირითადები მაგრები არიან და მათ გარდა გუშინ ძალიან მომეწონა რასპადორი და პოლიტანო, სიმეონიც კარგია. ასე ადვილად არ ითამაშებს გუნდი ხვიჩაზე, ლიდერობას დამსახურება ჭირდება. სპალეტი მაგარი პროფესიონალია და ყველაზე კარგად იცის, რა ჭირდება ხვიჩას. ალბათ ფიზიკურად გაძლიერება, ამავე დროს სისწრაფის აწევა, თორემ ფინტები და კაცის მოტყუილება ხვიჩამ იცის. წარმატებული დრიბლინგი ჭირდება, თორე პასი და კარში დარტყმა უკვე კარგია. დრო უნდა ყველაფერს. მარადონას და მესის ნაირი გენიოსები თითო-ოროლაა, რონალდოსაც კი დრო დაჭირდა დონის მისაღწევად. ხვიჩა მაგარი ბიჭია - თავმდაბალი და მშრომელი, ყველაფერს მიაღწევს და ორ-სამ წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. მოთმინებაა საჭირო. ჩასაფრებულ ხალხზე კი ლაპარაკიც არ ღირის - ეს ის სექტაა, რომელსაც ყოველივე ქართულის წარმატება აღიზიანებს თავისი მახინჯი აზროვნების გამო.
zura222
ეს თამაში რომ ვერ მოიგეს ეს მთლიანად სპალეტის ბრალია ! შე მაგარო ტრენეროო ხომ ხედავ რომ ლამის მთელ მოედანზე კატენაჩოს გეთამაშებიან და ცენტრს მაგრა უჭირს ბურთის დაჭერა (ლობოტკა ზელინსკის წგვილი) და შეტევებსაც ვერ იწყებენ შეცვალე რაა დროზე @ ანგისა (99) რომ არა ყოლოდათ ცენტრში საერთოდ დაუთმობდნენ მთელ ცენტრს და წააგებდნენ თამაშს ! მერე ხომ ხედავ ხვიჩას ტკიპასავით აზის ის დოდო შეცვალე რამე მაგალითად ხვიჩას და ლოზანოს დაავალე ადგილები შეცვალონ ცოტა ხნით ან ხვიჩამ ცენტრისკენ გადაიწიოს ! ზუსტად ასეთ თამაშს გვეთამაშა მაკედონია იმ წყეულ ფინალში და მაშინაც ვაისმა ვერაფერი ვერ ქნა ასევე იყო რუბინშიც როცა ხვიჩას 2-3 კაცი დარაჯობდა იქმნებოდა დერეფნები და იმათ ვერ იყენებდა სლუცკი ! მწვრთნელი მაშინ ხარ როცა თამაშის დროს შეგიძლია შეცვალო ტაქტიკა! ან ხვიჩას შეცვლა რა იყო მე-60 წუთზე ?? სხვათა შორის კითხეს ამაზე სპალეტის და იმან თავი იმართლა რა ვქნათ 3 დღეში თამაში გვაქვს და ხომ უნდა დავასვენო ფეხბურთელებიო გეგონება სახლში ლეჩეს კი არა რეალს ან ბავარიას ეთამაშებიან სტუმრად @ ლეჩესთან ხვიჩამ 1 ტაიმიც რომ ითამაშოს მაინც იზავს რაღაცას და მაინც მოიგებს გუნდი მითუმეტეს ასეთი გრძელი სკამი გაქვს და იმ სკამზე უმაგრესი ფეხბურთელები გიზის ! გუშინდელი თამაშის მოგება იყო მთავარი და არა ლეჩეზე ფიქრი @ ლეჩეს წესით მეორე შემადგენლობითაც უნდა მოუგონ მითუმეტეს სულაც არაა ის მეორე შემადგენლობა სუსტი

ერთ თამაშში ვერ გაიტანს გოლს და მზად არ არის ევროპისთვისო რომ დაიწყებთ, საკუთარ თავებზე არ გეცინებათ? ეს კატეგორია ცალკე გამოსაყოფია :)) ხომ ვამბობდი მზად არ არისო, წინასწარ აქვთ ტექსტი გამზადებული, იქნებ რომელიმე თამაშზე ვერ გაიტანოს. იმედია ხვიჩა ტვინს არ დაბინძურებს თქვენი ჭაობი კომენტარების კითხვით. აი თქვენნაირებმა როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა ამ გადასარევ და უნიჭიერეს ბიჭზე. დაძაბული რომ არის ეგ ბუნებრივია, რადგან დიდ ჩემპიონატში მოხვდა და თავის თავისთვის სურს პირველ რიგში ბევრი რამის დამტკიცება და არა ამათთვის. აბა ასეთ ფსკერ გულშეატკივარს როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება, გოლს რომ გაიტანს ეგრევე მარადონა რომ არის და თუ ვერ გაიტანს თამაში არ იცის. ამ დონის გულშეატკივარი გვყავს.
გეგი
ჩემის აზრით ცოტა დაიღალა მაგრამ არაუშავს,მთავარია შრომა არ დაიზაროს და ბევრად უკეთესად იქნება ყველაფერი.ყველანაირად ვუსურვებ ბევრ წარმატებას და იმაზე როგორ დამწყდა გული ლოსანოს რომ თავზე დაასვა და ვერ გაიტანა იმანაც.
ჯუჯი
გუნდმა ცუდად ითამაშა .ხვიჩა არაფერ შუაშია.პირიქით მცველები მას აქცევდნენ წნეხში და სხვებს უნდა ესარგებლა.100პროცენტიანი საგოლეც შექმნა. სხვათა შორის შეცვლებით გათვალისწინებით ხვიჩამ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. კიდევ ბევრი გააკეთა ამ მოკლე დროში. იტალიის ჩემპიონატში ყოველ ნახევარ საათში ბურთს ვერ გაიტან.
აბო
როი, ლობოდკა და ოსიმენი არ აზლევენ პასს დროლად, განასკუთრბით რუი. ეგოისტი ხალხია ზოგადად, თანაც ყველას უნდა თავის გამოჩენა. ასევეა მიქაუტაძის გუნდშიც. აუცილებლად უნდა მოშორდეს ჟორჟი მაგ მეცს, ვერაფერს მიაღწევენ ეგეთი თამაშით. სპალეტიმ უნდა უთხრას რომ მოამარაგონ ხვიჩა, ისე არაფერი გამოუვა, შეისწავლიან რუსებივით და ფეხს არ გაანძრეევინებენ, როგორც დოდო ეეთამაშა ისე.
ანდრი
ფიზიკურად მოძლიერდეს და სიხისტეც ექნება ნდობაც მეტი, და თავდაჯერებაც. აკრეფილზე გაქცევა, მოტყუება, დარტყმა მაგისია, მაგრამ სუსტია მაინც ფეხებში, აქ კუნთის მასა არ იგულისხმება, სისხარტე, მოქნილობა აკლია, დინამიკა, მდგრადობა, საშუალო ან დაბალ სიჩქარეში, კარგ მეურვესთან ორთაბრძოლაში. ფეხზე საკმარისად მყარად თუ ვერ იგრძენი თავი საიდან გექნება საკმარისი სიმშვიდე და თავდაჯერება. პირველ ტაიმში ბავშვივით მოიქცა, პასიც არ მისცა ოსიმენს და დარტყმითაც ვერ დაარტყა წესიერად, ვერ იყო მშვიდი მოუნელებელ მეურვესთან. იმედია ყავს იქ კარგი დამრიგებელი.
ზურა
ჯანსაღი კრიტიკა სხვაა და შეურაწყობა ბოღმა და ღვარძლი მეორე არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი ყველას ვიცით ვინც არიან ეგენი და რეები აღარ იკადრეს ბოლო 1 წლის განმვალობაში რომ ამ ბიჭისთვის მიეყენებინად შეურაწყობა ხან რუსეთუმე ეძახეს ხან ქვეყნის მოღალატე იმ ხალხს არ აინტერესებს ხვიჩამ რა გაკეთა ნაკრებისთვის იმ ხალხს არ აინტერესებს ხვიჩას წასვლა ნაპოლიში და იქ კარგი თამაში რამხელა ნახტომია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის სანაკრებო ფეხბურთისთვის რომ ევროპული გუნდებიდან გაჩნდება მეტი ყურადღება სხვა ქართველი ახალგაზრდების მიმართ უფრო მეტად მიაქცევენ ჩვენს ახალგაზრდებს ყურადღება მეტი აგენტი მეტი სკაუტი ჩამოვა და ეს გზას გაუხსნის სხვა ახალგაზრდებს ევროპისკენ ასევე იგივე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის ხვიჩა გახდა წარმატების მაგალითი რომ მათაც გაუჩნდეთ ორმაგი მოტივაცია და უფრო მონდომებით ივარჯიშონ რომ თუ ხვიჩამ შეძლო და მამარდამ შეძლო ისინიც შეძლებენ და იგივე ჩვენი ემიგრანტებისგან გამიგია ვინც ნეაპოლში ცხოვრობს ხვიჩას გამო როგორ შეიცვალა ადგილობრივი იტალიელების დამოკიდებულება ქართველების მიმართ რამხელა სიყვარული წამოვიდა და პატივისცემა და ამ 21 წლი ბიჭს გაცილებით უფრო მეტი აქვს გაკეთებული ნაკრებისთვის ქვეყნისთვის ჩვენი ახალგაზრდებისთვის და უკვე ემიგრანტებისთვის ვიდრე იმ ე.წ ბაბლს ბოღმიან ღვარძლიან ვაი პატრიოტების ვაი ჟურნანილსტებს რომელებსაც ეზიზღებათ ყველაფერი ქართული ეკლესით დაწყებული ქართული სუფრთი დამთავრებული ზოგიბოღიან ხვიჩას პოსტებს უძღვნის ზოგი იმას ამბობს რომ რა უნდა ხვიჩას ნაპოლიში და ვინც წაიყვანდა მაგას და მერე ბოდიშსაც არ იხდიან როცა თვითონ თქვეს რომ მოიხდიდნენ ზოგი მაისურს წვავს ეს არის ერთი ხალხი ერთი ბაბლი ყველაფერი ქართული და ქართველი ხალხის მტრები ეს ჩემი სუბიექტური აზრია ხვიჩას იმიტომ მტრობენ რომ არ არის მათიანი იმათი წრიდან არ მოდის ეს ბიჭი და არც სურვილი აქვს მაგ წრეში შესვლის არ იზიარებს მათ შეხედულებებს ცხოვრებაზე და ა.შ
tngh
ყველა თამაშს ერთნაირი წარმატებით ვერავინ ვერ ითამაშებს... "ფიორენტინა" ტრადიციული, ძლიერი გუნდია და ფრე გასვლაზე... კარგი შედეგია "ნაპოლისთვის".
dato
ობიექტურად, 1. ხვიჩა არ არის მზად ფსიქოლოგიურად, მიუხედავად იმისა რომ სპალეტი და სხვა ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამაიანი ფიქრობდა რომ იდეალური სტარტი მას დაეხმარებოდა გახსნაში სამწუხაროდ პირიქით მოხდა, პირველმა ორმა კარგად ჩატარებულმა თამაშამა, გაზარდა მოთხოვნები და მოლოდინები მის მიმართ, ვერ გაუძლო ამ წნეხს,უფრო მეტად დაიწნეხა. არა და სპალეტიმ თქვა იმდენად ემოციურია რომ კუნთები ეჭიმებაო, თუ დააკვირდით გუშინ ხვიჩას სირბილს როგორ მძიმედ დარბოდა, გეგონებოდა სიმძიემეები ადევს ფეხებზეო. ფსიქოლოგიურად თუ არ მოძლიერდა ისე ვერანაირად ვერ წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს და იქ სხვა საფეხბურთო ლაფსუსებზეც საუბარი უაზრობა. ჯერ თავისუფლად უნდა იყოს, მშვიდად რომ შეძლოს თავის შესაძლებლობების წარმოჩენა/გაუმჯობესება. 2.ხვიჩა არ არის მზად ფიზიკურად, არ შედიოდა ძალისმიერ ორთაბრძოლებში მეტოქეებთან, რაშიც შევიდა ყველა დაჯაბნეს. ცალსახად ფიზიკური კონდიციებს გაუმჯობესბება ჭირდება ამასთან ერთად ჭირდება მეტი აგრესია და სიხისტე. 3. მართალია რომ არ აძლევენ პასს მთელ რიგ მომეტებში რადგან იციან მისმა გუნდელებმა რომ ხვიჩა არის ინდივიდუალური მოთამაშე და წავა გამწვავებაზე, ბურთი კიდევ თუ დაიაკრგა მერე ეს ყველას საშრომი ხდება, ეს არის ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი ამის არის ის რომ ხვიჩას ვერ იხსნება, არ იხსნება, კარგად ყავთ ამოკეტილი, ან არჩევს ისეთ პოზიციას სადაც პასის გაკეთება რისკთან არის დაკავშირებული. პ.ს საშრომი ძაან ბევრი აქვს, არაფერი ცუდი არ მომხდარა, პირიქით ბევრი ასეთი თამაში ჭირდება რომ გაიზარდოს, საოცრებებს ნუ მოითხოვთ არ ხდება ეგრე რომ წახვიდე ტოპ დივიზიონში არა ტოპ დივიზიონის ჩემპიონატიდან და მზად იყო ყველაფრისთვის, ის რაც აჩვენა უკვე ეგეც უკვე კარგია. ხვიჩას ეხლა ჭირდება დასვენება, დაფიქრება, ფსიქოლოგიურად მოძლიერება, სპალეტი თუ არ დააყენებს შემდეგ თამაშებს ძირითადში მე ვფიქრობ ხვიჩასთვის უკეთესი იქნება. მამარდას როგორც მიეცა დრო რომ ფსიქოლოგიურად და საფეხბურთო უნარების კუთხით მოემატებინა, ეგეთი დრო ჭირდება ეხლა ამასაც და გაცილებით ძლიერი დაბრუნდება. არაფერს აზრი არ ექნება თუ წნეხისგან ვერ გათავისუფლდება და არ იფიქრებს მარტო ფეხბურთზე და მეტზე სხვაზე არაფერზე.
დავით
უფრო ტაქტიკაა ეგეთი, თუ დააკვირდები, შეტევის დროს მარიო რუია მთელ ფლანგზე და კვარა ოდნავ ცენტრისკენ შემოდის ხოლმე და ბოლო პასს აკეთებს ან ურტყამს. ძირითადად ლოზანოს ფლანგით ცდილობენ შეტევას, სადაც დილორენცოც კარგად ერთვება და დაცვაშიც კარგია, მარა ალბათ შეცვლის შემდეგ თამაშებში, იმიტო რო მარგი ქმედება ლოზანოსი ვერ ვნახე მე, ადგილზე ატყუებს და დიდად ვერ ამწვავებს.
დავითი
ძალიან ვუფრთხოდი ხვიჩას სერია ა-ში გადასვლას,ეს იტალიელები უსამართლო ხალხია,არც ნეპოტიზმია მაგათთვის უცხო და არც მიკერძოებულობა,კლანური აზროვნება აქვთ,აშკარად გარიყულივით გამოიყურება ხვიჩა,სამი გოლიდან ორ შემთხვევაში პასი მასზე საერთოდ არ კეთდებოდა,შემთხვევით მიუვიდა ბურთი,სულ სხვაა ბუნდესლიგა ან პრემიერლიგა,უფრო პროფესიონალები და შედეგზე ორიენტირებულები არიან იტალიელებისაგან განსხვავებით,მახსენდება ფიოლერის შემთხვევა,ტიპმა რომაში მწვრთნელად 2 კვირაც ვერ გაძლო,არ მიიღეს ფეხბურთელებმა და იძულებული გახდა წასულიყო.ხვიჩა ძაან მაგარი მოთამაშეა,ცოტა ფიზიკაში მომატება ჭირდება,ეგაა და ეგ,სხვა მხრივ ყველასგან გამორჩეული მოთამაშეა კარგი გაგებით.
Gia
Xvichas yovel tamashi gols ro txoven,sxvebis fasi da girebuleba 5jer metia minimum da isini ras aketeben mag fasis?gushindeli misuli biji dabali donis gundidan jadoqari kiaraa.misi shefaseba martebulia pirveli wris bolos.ase ro xvicha daikide uazro komentarebi.
დ
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველას შურს კვარასი, ეგენი რა ხანია ნაპოლიში არიან და უცებ მოვიდა ვიღაც ბიჭი უცნობი ქვეყნიდან და ყველა მასზე ალაპარაკდა, რა თქმა უნდა ეს შურს გამოიწვევს, ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი გასაკვირი ამაში არაა, ეს ყველაფერში ჩანდა, შეტევას სულ სხვა ფლანგიდან იწყებდნენ, ან თუ ხვიჩას ფლანგზე იყო ბურთი, სამიდან ერთჯერ თუ მისცემდნენ კვარას პასს, ეს არ იყო ეპიზოდური, მუდმივად ასე იყო, თან ფიორეს თამაში სუფთა ანტიფეხბურთი იყო, ერთი მომენტიც არ შეუქმნიათ ნაპოლის კართან, მსაჯიც კაი ნაბ-რი იყო. მერე რა, ხვიჩა სუპერია და ამას ბევრჯერ დაამტკიცებს მოედანზე.
Winter
ეს ვითომ ექსპერტები რომ გამოდიან და აბა რა ეგონა ფიორენტინა ვერონა კი არ არისო. ძალიან სასაცილოები არიან. ამათ ჰგონიათ გუნდი თუ ჩაკეტილ ანტიფეხბურთს თამაშობს მაგარი გუნდია? რამე მომენტი შექმნა ფიორენტინამ? გოლი გაიტანა? ან საგოლე მომენტები ჰქონდა? ერთადერთი მომენტი შეიქმნა სრულ მატჩში და ისიც ხვიჩას დამსახურებით. ასევე ხვიჩაზე არდანიშნული პენალიც აღსანიშნავია. დაცვაში უღიმღამო ჩაკეტილობის გარდა რამე გააკეთა ფიორენტინამ? ასეთი გუნდი რომ მაგარი გგონიათ იმათმა ფეხბურთს აღარ უყუროთ, ჩემი რჩევაა :) თურმე ევროპისთვის არ ყოფილა მზად, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ჩართეთ, როგორ თამაშობს ხვიჩა ევრპოპელი მცველების წინააღმდეგ და მერე ილაპარაკეთ. რა დონის ქვეყანაც გვაქვს იმ დონისაა გულშემატკივარიც. მეტს ვერც მოსთხოვ. წარმატებები!
ზურა
მარტო ხვიჩას გაკეთებული პასი თავზე რომ დაასვა და არც ერთი დამცველი არ უშლიდა ხელს რომ გაეტანათ, პენალტს ჯობდა. სამწუხაროდ მარცხენა ფლანგზე იშვიათად ანვითარებდა ნაპოლი შეტევას. რომ გაიყვანეს ხვიჩა მერე დაიწყეს მარცხენა ფლანგის უფრო აქტიურად გამოყენება. არ ვიცი რას ნიშნავს ასეთი მიდგომა, ვერ გუობენ ხვიჩას თუ ასეთი მითითება ჰქონდათ?
დავითი
ბიჭებო მაინტერესებს სუბიექტურობისგან მეჩვენება თუ მართლა ეგრეა? პასებით იმდენს არ ამარაგებენ რამდენიც საჭიროა. განსაკუთრებით მარიო რუიმ სწრაფ შეტევისას რამდენჯერმე საერთოდ ალოგიკური გაგრძელება აირჩია ლოზანოსკენ. გუშინ ხვიჩას პასების 90 პროცენტის მიღება უკვე წამგებიან პოზიციაში უწევდა. აი ესე გამართულად მცველთან ერთიერთზე მაქსიმუმ ორჯერ დარჩა და ერთი მაგარი პასი დადო. არვიცი შეიძლება მეჩვენება მაგრამ ლოზანო ხვიჩას პატივს არ სცემს ( ეგოს პონტი მგონია, დღეების მოყვანილი ჩემზე წინ როგორ დააყენესო) ხვიჩას პირველ გოლზე მონცასთან მთელმა გუნდმა მიულოცა და ამან ტრაკი არ გაანძრია. ეს რაც იავნად გამოჩნდა და არც სხვა გოლებზე დამინახია სიხარული გამოეხატოს ხვიჩაზე.
rembo
მაგას ეხლა რუბინი არ დაემართოს იქაც მაგრა დაიწყო და ბოლოს თავის თავს არ გავდა ეს 30-50 წლის ქალები რამ გაგაგიჟათ ნაპოლის საიტზე ქაჯებივით იქცევით კაცებსაც ეხება
მოქალაქე
რა წაიღეთ ტვინი აუცილებელია ყველა თამაშში გაიტანოს ბურთი ვაა...ხომ გააკეთა პასები და იხსნებოდა კარგად...ისტორიას ახსოვს საერთოდ ასეთი ფეხბურთელი ვისაც ყველა ტურში აქვს გატანილი გოლი...ხვიჩას რატო ვთხოვთ მაინტერესებს...ფეხბურთია ფასის ჭამა ხომ არ არის ვაა
Rrr
Pass ar adzleven da ra qnas xvicham, otxeulshi xvicha tu sheiyvans napolis ise dz gauchirdebat, dzalian susti fexbuertelebi yavs spaletis.
დავით
შეთქმულების თეორიას ვერ დავარქმევდი, მარა რამდენიმე მომენტში, საჯარიმოსთან გახსნილ კვარას არ მისცეს პასი, ლობოტკა იყო ბურთით და ზოგადად ძაან უჟმური გუნდელები ყავს, ერთი დილორენცოა, რომელიც მოედანზეც ლაპარაკობს და ყველას თანაბრად ექცევა, დანარჩენი, მე რასაც ვხედავ, არ არი შეკრული გუნდი. საინტერესო საყურებელია მთლიანობაში, ლამაზი მომენტებიც აქვთ, ხარისხიც, მარა ეს გუნდურობა და ერთმანეთის ნდობა აკლიათ ჩემი აზრით.
ქართველი
ამას იმიტო არვწერ რო ხვიჩა ქართველია და ასეშემდეგ. უვრალოდ უყურეთ გუშინდელ თამაშს თავიდან. ფაქტია რო ხვიჩას ფლანგზე საერთოდ არც კი იყურებიან. იგივე ანგისა, ზიელინსკი. მარიო რუიზე ხოარაფერს ვამბობ. მიიღებენთუარა იმწამსვე თავი მარჯვნივ აქვთ მიტრიალებული და ლოზანოს ტვირთავენ. არადა ბევრჯერ იყო ხვიჩაზე მისაცემი. თუნდაც პირველი ტაიმის ბოლო შეტევა ნახეთ. ნერვები დამაწყვიტეს და ძან გავბრაზდი. სპალეტიმ აუცილებლად უნდა მიუთითოს ამაზე თორე ხვიჩა ფინიშერად უნდათ მარტო?? ეგ არ არის მაგ ბიჭის მთავარი პლიუსი
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ