"ვოლგას" ხელმძღვანელობას ხშირად უსვამენ კითხვას - რატომ გაუშვით კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი "კრასნოდარშიო"
ბოლო ორი კვირაა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ხელმძღვანელობას ხშირად უსვამენ კითხვას - რატომ გაუშვით კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი და ვიცე-კაპიტანი ოთარ მარცვალაძე "კრასნოდარში", ნიჟნელები დასუსტდით, მისი შემცვლელს ასე იოლად ვერ მონახავთ, კონკურენტი კი გაძლიერდაო.

"ვოლგას" ახალ მთავარ მწვრთნელ დმიტრი ჩერიშევსაც ამას დაეკითხა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

"დაასუსტა თუ არა გუნდი ბენდძისა და მარცვალაძის წასვლამ? ორივე მაღალი კლასის მოთამაშეა, მაგრამ წასვლა გადაწყვიტეს. ბენდძს მშობლიურ მხარეში სურდა დაბრუნება, მარცვალაძესაც ჰქონდა მიზეზები. რა თქმა უნდა, ორივეს დატოვება გვსურდა, მაგრამ ძალით ვერავის გააბედნიერებ. თუ ფეხბურთელს გული სხვაგან მიუწევს, მისი აზრის გათვალისწინება აუცილებელია", - ამბობს ჩერიშევი.

"მაგრამ ხომ შეიძლებოდა მოლაპარაკება, თანაც ორივეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა?" - ამ კითხვას "ვოლგას" მწვრთნელმა ასე უპასუხა:

"მოლაპარაკება და ოქროს შუალედის მოძებნა, საბოლოოდ მოთამაშეც კმაყოფილი რომ დარჩეს და კლუბიც, ყოველთვის შესაძლებელია. მაგრამ თავადაც მითამაშია და ვიცი, რას ნიშნავს, წასვლა რომ გსურს და უფლებას არ გაძლევენ, ეს ყველაზე ცუდად მოქმედებს"

ნიჟნინოვგოროდელთა ქომაგები კი "ვოლგას" გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან, რაზეც ფორუმზე ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ გამოთქმული მოსაზრება მეტყველებს:

"მარცვალაძის წასვლა გუნდისთვის დიდი დარტყმაა. სამწუხაროდ, "ვოლგას" არ აქვს "ზენიტის" მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები, რათა მისი შემცვლელი დროულად მოძებნოს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა