ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

სპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ ვერ სძლია - 1:1.

სპალეტიმ კვარაცხელია ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში სასტარტოში დააყენა და მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჯერად კი რაჰმანთან, მარიო რუისთან, ლობოტკასთან, ლოსანოსთან და ზილენსკისთან ერთად სათადარიგოთა შორის დატოვა. მწვრთნელმა როტაციას გადატვირთული კალენდრის გამო მიმართა.

25-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 20 წლის კოლომბომ გამოიყენა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულებინა და მისი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. 27-ე წუთზე კი ელმასმა „ნაპოლი“ დააწინაურა. თუმცა მალე კოლომბომ ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მოედანზე ლობოტკა და ზელინსკი შეუშვა, ხოლო 56-ე წუთზე - კვარაცხელია. ქართველმა რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში. “ნაპოლი“ ბევრს და უშედეგოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა. მოკლედ, მწვრთნელის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

„ნაპოლი“ 8 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 სექტემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლეჩე 1:1

გოლები: 1:0 ელმასი (27), 1:1 კოლომბო (31)

გამოუყენებელი პენალტი: კოლომბო (25)

• ტიტე

მესხი, მეტრეველი, სტრელცოვი, იაშინი და სხვა საბჭოთა ფეხბურთელები, როგორც ევროპაში მოთამაშე მარადონა, მესი და სხა ასობით სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, ევროპას არ აღუზრდია. რა თქმა უნდა, თუ მაგარი ხარ მსოფლიო გაგიცნობს. მესხის გვარს, ევროპის სტადიონები სკანდირებდნენ, მაგრამ ევროპას არ აღუზრდია, ევროპამ გამოაჩინა. მატერიალური დაინტერესებით, ევროპა აქ ყოველთვის იგებდა. მეორედ ასეთი სისულელე არ დაწეროთ. დაფიქრდი და მიხვდები.

• დათო

მესი ერთია სხვა ვერავინ ვერ იქნება მარა ხვიჩა რო ძალიან ნიჭიერია მაგას მგონი არ ჭირდება მტკიცება. ვარსკვლავ სუარესს ერთი წელი დასჭირდა თავის დასამკვიდრებლად

• გუჯი

უბრალოდ ჩვენ მიკროსკოპით ვაკვირდებით ხვიჩას თამაშს და გვინდა რომ ყოველთვის ძაან მაგრად წარმოაჩინოს თავი თორემ გუშინ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. რამოდენიმე კარგი და ჭკვიანური პასებიც დაარიგა მაგრამ ცოტა პრობლემატური არის მისი არასაკმარისი მოძრაობა უბურთოდ. სულ ერთ და იგივე ადგილზე რომ მიიღებ პასს და 2 კაცი უკვე ფეხზე გაზის ძნელია იქ რამის გაკეთება. აი მოძრაობაში რომ ბურთს მიიღებ სულ სხვა არის და ეგ მოდის მაშინ როცა უბურთოდ მოძრაობ ბევრს.

• ID

ძალიან კარგია კვარა. ცოტა შებოჭილობა მალე მოეხსნება. ერთი-რამე: მოძრაობა... ვფიქრობ რომ თუ ეს სპალეტის დავალება არ არის, მეტი უნდა იმოძრაოს, ანუ სულ უნდა იმოძრაოს - განუწყვეტლივ ბურთით თავის თავად და რაც მთავარია უბურთოდ... მუდმივად, მიუხედევად იმისა რო მის ამპლუა ეპიზოდის ფეხბურთელობაა მეტად. დარწმუნებულ ვარ მის წარმატებაში, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა და მეტი მოძრაობა ! გუშინ ამის კარგი შანსი იყო, რადგან მეტად ტვირთავდნენ პარტნიორები (წინა თამაშებისგან განსხავებით)

• rembo

წელს ზემოთ მუსკულატურა აკლია ფიზიკა მთავარია

• დე ლაურენტისი

სკუდეტო არ მოუგიათ მარადონას შემდეგ და რა ლიგაზე ფიქრობენ მაგრამ ფული ბაბა ფული…დე ლაურენტისი რომ ფულის გიჟია ყველამ იცის

• გიორგის

მშვენიერი ანალიზია და დავამატებდი ყველანი დაღლილები ჩანდნენ და ბურთს იშორებდნენ ამიტომ იყო ხვიჩაზე ამდენი პასი და ადაპტაციის შემდეგ ხვიჩასგან მივიღებთ საშუალოზე ბევრად უკეთეს ფეხბურთელს და თუ მძიმე შრომის არ ეშინია წლების შემდეგ ვარსკვლავადაც ჩამოყალიბდება

• კამავინგა ძირითადში!!!

ერთი ორჯერ გაიბრწყინა ხვიჩამ, მაგრამ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი არ უნდა დადიოდეს მოედანზე. ძალიან დაკომპლექსებული ჩანს. ოსიმჰენისნაირი პარტნიორი თავდასხმაში ჩემს მტერს, მთელი მატჩი ხელების შლაში და საყვედურებშია.

• ჯიმი

ერთადერთი გამართლება სპალეტის "ქსპერიმენტის" მაშინ შეიძლება თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და თან მოიგებს კიდეც.სხვა შემთხვევაში მაგრად მიქარავს.

• ილია

100%

• გიორგი

ვუყურე მატჩს თავიდან ბოლომდე. შემოვიდა შეცვლაზე კვარაცხელია. წინა მატჩთან შედარებით, შთაბეჭდილება თუ დაგვრჩა რომ ხვიჩიას პასებს არ აძლევდნენ, აქ პირიქით იყო. ცდილობდნენ მისთვის მიეცათ და მისი დრიბლინგის ან არასტანდარტული გადაწყვეტილების იმედი ქონდათ. სავარაუდოდ ვარჯიშზე უფრო ლაღია ხვიჩა და თანაგუნდელებსაც ახსოვთ ეს. ფაქტია ძალიან დააკომპლექსეს, ძალიან შებოჭილად თამაშობს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეშინია ბურთი არ დაკარგოს და ვეღარ რისკავს დრიბლინგებს. სიმართლეც უნდა ითქვას, იტალიის კატენაჩო ყოველთვის ცნობილი იყო და გასაკვირი არაა რომ ჯერ უჭირს ალღოს აღება. მოდი შევთანხმდეთ, რომ არაა კვარა მესი. ეს თვითონაც იცის და დიდი შრომით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, დროის საქმეა უბრალოდ. მთავარია ტრავმებმა არ შეაწუხოს. ეს კვარადონა, კვარასტელა, მეგაკვარა და მისთანანი კი სუპერ ემოციურ იტალიელებს დავუტოვოთ და არაა, ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, კვარას გაფეტიშება საჭირო.

• საქართველო

მე ვფიქრობ აქამდე ნათამაშები თამაშებიდან ხვიჩამ ყველაზე ლაღად გუშინ ითამაშა, სულ თამაშში იყო,ძალიან აქტიური იყო,ლობომ,ჟელენსკიმ და ხვიჩამ გამოაცოცხლეს თამაში.თუმცა ბოლო ფაზაში სცოდავდნენ,განსაკუთრებით ოსიმენი,იმედია სიმეონე მოიხოდება,რომ კონკურენციაში ამყოფოს ოსიმენი,თორემ შეუცვლელი ჰგონია თავი,ყველაფერზე წუწუნებდა გუშინ, 1-2 მომენტში ხელებიც კი გაუშალა გუნდელებს.მენტალიტეტ თითქმის ბალოტელი :-)

• ქ. გ.

ძალიან კარგად თამაშობს ხვიჩა.

• simartle

Kვარს ვურჩევდი უფრო მეტი იმოძრაოს და ნუ არის მიჯაჭვული მარცხენა პლანგს. ჩასაფრებულები არიან და იციან დამცველებმა სად დგას. შპალეტიმ ადგილების შეცვლა უნდა ურჩIოს სამივე თავდამსხმელს. ოსიმჰენი ძალიან ტლანქია ფიზიკურად სისწრაფისა დაყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრ მომნეტს აფუჭებს. ლოზანო კი საერთოდ უტვინოდ თამაშობს. ხვიჩა კარგად კი ჩაერთო მარამ დრო არ ეყო და ლეჩე სულ დაცვაში იდგა მთელი გუნდით სიცრეები ვერ შეიქმნა. ნაპოლიმ ძალიან ბევრი აგორავა ბურთი უაზროდ. ამ თამაში მოგება შეიძლებოდა ადვილად. მაგრამ შეინახეს ძალები და გამოცნდა სკამზე მოთამაშეებს უნარიც. პირიქით უნდა ექნა ამათ დაეწყოთ და მეორე ტაიმში დაესვენებინა ყველა.

• ქუთაისი

აქ ვინც წერთ, ვერ ითამაშა ხვიჩამ და მსგავს ტექსტებს, თქვენ ან თამაში არ გინახავთ და მაინც წერთ, ან თუ უყურეთ თამაშს, მაშინ აზრზე არ ხართ ფეხბურთის...ძალიან კარგად შემოვიდა კვარაცხელია...მისი შემოსვლის შემდეგ თამაში ფაქტიურად მარცხნივ გადმოვიდა...მანამდე კი პოლიტანოდან მიდიოდა ნაპოლის შეტევები...ოსიმენი, რასპადორი, სიმეონე დღეს იყვნენ ნოლი...ცოტა მათზე უკეთესად ითამაშა ელმასმა და ლოსანომ...ხოლო პოლიტანო და კვარაცხელია იყვნენ საუკეთესო შეტევის ხაზში...

• Superman

რა გეშველებათ ამ იგროკებს. ტვინი სულ დაბინდული გაქვთ თამაშისგან

• Levani

Cecxli Ara tuturi.iyomara Napolim.2,5+ mqonda da 100€ mets mtavazoba cashouti mogebas..ra magari vylape. Vin itamasha Napolidan uketesad? Iyomares,fuli moguna gunDma. Osimenma iseti 3 gamaza ro 3ves gaitanda

გეთანხმებით. ძალიან კარგადაც შემოვიდა და კარგი მომენტებიც შექმნა, თამაშს არ უყურებენ და გოლი გაიტანა თუ ვერა იმით საზღვრავენ ყველაფერს. ასეთი უვიცი ხალხის კომენტარები არც უნდა წავიკითხოთ. შემოვდივარ სპორტულ საიტზე, მგონია ნორმალური ანალიზი დამხვდება და ხალხს არც აქვს თამაში ნანახი ისე აკომენტარებს, სირცხვილია მართლა. მთელს თამაშს ვუყურე და იმდები მომენტი შექმნა კვარამ, ის ქუსლით პასი საერთოდ არავის უხსენებია. არ უყურებიათ და იმიტომ. ამათთვის ხო გოლია მთავარი, მერე პრიმიტივებივით რომ აღრიალდნენ :)

• Soso

ცეცხლი არ ენთო თვალებში უხასიოთოდ იყო ეს ის კვარა არ არი რამე ხომ არ აწუხებდა? არც კი მოყვებოდა დაცვის დროს დადიოდა, ისეთი დაღლილი სახე აქვს ხოლმე რაღაც ვერ არი , ძალიან მინდა ყველაფერი კარგად წაუვიდეს არ დაუსვენია ფაქტიურად ამ ზაფხულს სწორი მიდგომა უნდა არ შეეშლებათ ნაპოლიში , და კიდევ ისე ნუ იზამთ მთელი დედამიწის პრობლემები ამ ბიჭს ავკიდოთ

• Dyogene

პირველი რაც უნდა ითქვას არ იცის რას ტამაშობს.... ანუ რაა მისი დანიშნულება... მოატყუოს ერტი კაცი შექმნას უპირატესობა ჩააწოდოს მაღალი ბურთი...გამჭოლი თუ შევიდეს საჯარიმოში.... რა უნდა გააკეთოს? თამაშობს აი რაც გამოვა გამოვათი კაცს რომ ცდება მერე იბნევა ფიქრობს რა გააკეთოს და ბურთს კარგავს ფიზიკა... საუკეთესო ფორმაში რომ იყო 65 წუთის მეტს მაშინაც ვერ თამაშობდა... როგორც სისწრფეში ისე ფიზიკურადაც ჯობნიან მცველები არის პასიური დადის.... ოსიმენი ახალშემოსულ ხვიჩაზე მეტს მოძრაობდა.... პასებს არ მისცემენხშირად კარგავს ბურთს აი ძაან უაზროდ... მოკლედ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად კლასის ნაკლებობა ჩანს მის თამაშში....ან ძაან მოუმატებს ან დასვამენ სკამზე.... ამ თამაშით ეგ ცალსახად ჩანს ლივერპულს რც შეეხება ახლა ვინც ინგლისის ჩემპიონატი იცის ცხენებივით დარბიან და ინდივიდუალურად თუ დაუდგებიან ძაან გაუჭირდება მოკლედ თავიდანვე ვამბობდი აიაქსი არის ხვიჩასთვის ოპტიმალური რომ გაიზარდოს ისწავლოს თამაში.... ეს გარდამავალი ეტაპი სჭირდებოდა ტოპ ჩემპიონატში გადასვლამდე

• ლაშა

სპალეტი, ოსიმენი და ასე შემდეგ ხელის შემშლელი ფაქტორების ჩამოთვლა ბევრის შეიძლება, ის რო არეალი შეზღუდული აქვს ფაქტია, მარცხენა ფრთას ვერ სცილდება, ერთხელ ცენტრში არ შეწეულა ( ეს ყველა ვარიანტში მითითება იქნება) მაგრამ ფაქტია ბოლო ორ თამაშში ხვიჩა დადის, დღეს განსაკუთრებით სეირნობდა და ამას ვერავის დააბრალებ. უნდა მოუმატოს და ჟიკლა დაიბრუნოს, ნახოს პირველ სეზონში ვინისიუსის დრიბლინგები რეალში, ხუთიდან ოთხს დაკარგვით ასრულებდა მაგრამ არავის გაუგდია გუნდიდან. მწვრთნელის მითითება გასაგებია მაგრამ ხვიჩამ ის თამაში უნდა ითამაშოს რაც იცის. კიდევ ერთი ბევრი წერს რომ ხვიჩას პასს არ აძლევენ, უყურეთ დღევანდელ თამაშს და ნახეთ რამდენჯერ გაიხსნა ხვიჩა, ძალიან ცოტა გახსნა ქონდა და როცა გაიხსნა პასიც მისცეს. ცოტა მეტი მოინდომე კვარა და ყველაფერი მაგრად იქნება!

• spectator

ეხლა ვნახე ვიდეო და 2 ძალიან მაგარი პასი გააკეთა საჯარიმოში ერთი ქუსლით მეორე კი გამჭოლი ძალიან სახიფათო ორივე ფაქტიურად საგოლე მომენტები შექმნა. ბურთი ვერ გააჩერა ვიღაცამ არადა ოსიმენთან ერთად ორნი იყვნენ კარის წინ 1 მცველის წინააღმდეგ. ერთხელ კი მაგარ დასარტყამ პოზიციაზე იყო თვითონ ხვიჩა და ვიღაცამ არ მისცა თვითონ დაარტყა საჯარიმოს კუთხიდან თან. არადა აშკარად დასარტყმელ პოზიციაზე იდგა ხვიჩა საჯარიმოს ხაზზე და არავინ არ ედგა წინ 3 მეტრის რადიუსში ხელიც გაშალა რატო არ მომეციო. ისეთი აგრესიული არ იყო როგორც წინა თამაშებში მაგრამ მაგას თავისი მიზეზები აქვს მშვიდად წყნარად ითამაშა

• ნერვები

აი მაგ ინერტულობის გამო და რომ ყველა ველოდით შემოვა და გოლზე გაიწევსო დადიოდა იმენნნა დადიოდა ყველა ბურთი დაკარგა რაც მიიღო კინაღამ ტელევიზორი დავამტვრიე და მივაყოლე რაღაც რაღაცეებიც ელმასის საბლატაო სად არის ბიჭოოო@^@&@*@*^#^&!((#&×/@

• ვანჩოპე

დისლაიქი ვინც დამიწერა საკუთარი აზრი ამიხსნას

• spectator

3 მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს კვარაცხელიამ ლაივსქორის კომენტირებაში ასე წერია და ამაზე რატო არავინ ლაპარაკობს ან ვიდეოებში რატომ არ აჩვენებენ.

• ზაზა

სპალეტიმ გააპარა პიპკიდან...

• Charley

აშკარად ვერ თამაშობს ისე როგორც მიგვაჩვია...ხასიათზე ეტყობა, რომ ჩამქრალია ის ცეცხლი რაც ქონდა პირველ 2 ტურში, სისწრაფეც მოკლებული აქ რაც თვალნათლივ ჩანს და რაც უმთავრესია დრიბლინგი რომ განახორციელო. ფსიქოლოგიურადაც რაღაც თითქოს დიდი წნეხის ქვეშ გამოდის მოედანზეო. ხვიჩა უნდა დაწყნარდეს დამშვიდდეს მაქსიმალურად თორემ ეს სერიოზულ პრობლემად შეიძლება ექცეს მინდორზე. ხვიჩამ ფიზიკაში თუ არ მოუმატა იტალიაში ასე მჭიდროდ დაგიდგება სულ მცველი და კაცს ვერ გაცდები ასეთი ინერტული ქმედებებით. არ ვიცი არ მინდა რომ ეს საგანგაშოდ მივიჩნიოთ მაგრამ ამ ოთხ თამაშში ერთი ერთზე ახლო დისტანციაში კაცს ფაქტიურად ვერ ატყუებს. ფიზიკა ფიზიკა და ფიზიკა არის ის წამალი რაც ხვიჩას ეხლა ჭირდება ყველაზე მეტად მისი გაუმჯობესება. მინიმუმ 20-25 თამაში უნდა ჩაატაროს რომ ამ ასპექტში ხვიჩა დაღვინდეს და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება სერია ა სხვა ლეველია ხომ უყურებთ პატარა გუნდის მცველებიც კი მითუმეტეს გარემარბები უსაინ ბოლტივით დაქრიან მთელი 90 წუთი და ერთ ოდნავ დაღლასაც ვერ შეატყობ. თანამედროვე ფეხბურთი არის ჯერ ფიზიკა და მერე დანარჩენი.

• ზვიადი

სანამ, კვარას თავისუფლებას არ მისცემს და შეზღუდავს სპალეტი ასე იქნება სულ...

• zura222

ეხლა ისევ ხვიჩას მივარდებიან და ყველაფერს მაგას დაააბრალებენ @ გუნდს დამუშავებული ტაქტიკა და კომბინაციები არააქვს ოსიმენი ღირს 100 მილიონი ?? მთელი თამაში ერთი წესიერი დარტმა არ ქონია @ ხვიჩამ რა უნდა ქნას მარტომ ? მთელი გუნდი მოატყუოს და ცარიელ კარში გაიტანოს ???

• gori

ფიზიკა აკლია ხვიჩას , ფიზიკააააააააააა. სითამამე მაგას კიდევ არ აკლია ზედმეტიც აქვს. დრიბლინგი კი სიტუაციამ უნდა მოითხოვოს და მერე ამოქოქავს. რუბინი, საქ.ჩემპიონატი და უცებ ნაპოლი, იოლი არ არის, დრო უნდა და მაგარი მონდომება, მე მგონია, რომ აქაც გაიმარჯვებს ხვიჩა თავის თავზე

• Anjelo

მეტი სითამამე შჭირდება ამ ბიჭს! რაღაც შებოჭილია! ან ვერ ბედავს ან არ ბედავს თავის თავზე თამაშის აღებას. ლოსანოსავით ვერ დარბის ფლანგზე რაც აუცილებელია. პასები მიცემა კარგია! მაგრამ, თუ მეტი არ იაქტიურა და თავის სტილში არ ითამაშა. გაუჭირდება ძირითადში დამკვიდრება!

• kaxa

ჯერ ძირითადს უნდა ეთამაშა და მათ შორის რა თქმა უნდა კვარას და მერე უნდა გამოეყვანა ისინი ვის გასინჯვასაც აპირებდა. სპალეტი პირიქით მოიქცა და ეს მისი შეცდომაა. გუნდი ბოლომდე ჯერ შეთამაშებულიც არ არის და როტაციების დროა??????? პირიქით გააკეთა და შეცდა, სპალეტია დამნაშავე........

• ვანჩოპე

გამოჩნდა დღეს რომ ხვიჩას მოსამატებელი აქვს ფიზიკაში და ამას აუცილებლად გააკეთებს. ადრე თუ ბაზაში ცხოვრობდა ახლა სპორტდარბაზში იცხოვრებს. თავიდან ისე სჩანდა თითქოს ადაპტაცია არ დასჭირდა, მაგრამ ამაში ყველა შვცდით. ასე უცებ ბათუმის დინამოდან ნაპოლიში გადასვლა არაა ადვილი. აქედან ადვილია მარჩიელობა. ხვიჩამ ყველაზე უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს. ადრე უმართლებდა მწვრთნელებში. ჯერ მხოლოდ ის გავარკვიე რომ სპალეტი კაი ტიპია, ხვიჩას ენდობა, მაგრამ სპალეტისაც მოსამატებელი აქვს. ის ორი მოგებული თამაში მხოლოდ ხვიჩას დამსახურებაა. მიდი ხვიჩა, არაფერზე ინერვიულო, იკაიფე ფეხბურთით და ჩვენც გვაკაიფე. ჩვენ შენი გვჯერა

• დავით 67

100%

• სოსო

სამი ტურის შემდეგ,უკვე ყველა გუნდს ჰქონდა, დაკარგული ქულები.იტალიის ჩემპიონატია,სადაც ადვილად ვერავის დაამარცხებ.ნაპოლიმ საგრძნობი ცვლილებები განიცადა და თამაშის საპოვნელად,რაღაც დრო ეტყობა მაინც სჭირდება.ტოპ ჩემპიონატებში,გუნდები ნამდვილ ფორმაში,უკვე გაზაფხულისაკენ შედიან ხოლმე,ოპტიმალური შემადგენლობაც გარკვეულია და ძლიერები, შედარებით სუსტ გუნდებთან,ქულებს თითქმის აღარ ჰკარგავენ.ჩემპიონატის სტარტზე კი,დაუგეგმავი ქულების დაკარგვა,ჩვეულებრივი ამბავია.ნაპოლიში მაინც იგრძნობა,რომ სრული ურთიერთგაგება,ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

• ჯუჯი

ხვიჩას შეცვლაზე ცუდად არ უთამაშია,მაგრამ მეტი სითამამე სჭირდება.სრულიად ვერ იყენებს იმ კოზირს რაშიც ძლიერია-დრიბლინგს.უცნაურია,მაგრამ ყველაზე სუსტად სწორედ ამ კომპონენტში გამოიყურება. არა უშავს, ადაპტაციას გაივლის და დარწმუნებული ვარ საუკეთესო იქნება.ისე გუნდი სუსტად გამოიყურება.დღეს აუცილებლად უნდა მოეგოთ.ოსმენხემმა რამდენჯერმე შეუშალა ხელი ხვიჩას შეტევის დაგვირგვინებისას.

• გერმანია

ეს ოსიმენი მაგარი ნერვოზიანია ეტყობა

• მახო

ვაისი 2

ცუდად ნამდვილად არ უთამაშია ხვიჩას. თავიდანვე რომ დაეწყო ბევრად უკეთესი იქნებოდა. ახლა კიდე სამ დღეშია თამაში. ამოსუნთქვის საშუალება არ აქვთ.

კი ცოდოა და გადატვირთული გრაფიკი აქვთ მაგრამ თავიდანვე რომ დაეყენებინა ამ თამაშს მოიგებდნენ. სულ რომ არ მისდიოდეს თამაში მაინც შეუძლია მისი ბედი შეცვალოს. ახლაც ჰქონდა მომენტები მაგრამ რას ვიზამთ, ყველა მომენტს ვერ გამოიყენებ. ლივერპულთან მაინცდამაინც არ მაქვს იმედი მაგრამ ვნახოთ რაიქნება.

• რუსთავი

ხვიჩაზე დავწერე უკვე ფიზიკურად თუ არ მოძლიერდა არ გამოვა არაფერი. სპალეტი კიდევ მგონია რომ ჭურში ზის, როტაცია გავიგე რომ საჭიროა მაგრამ მთელი გუნდის ცვლილება რა უბედურებაა და მერე 25 წუთში როგორ უნდა შეცვალონ თამაშის მსვლელობა როცა მთელი გუნდი თავს იცავს.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ