ქართველი გულშემატკივარი ქართული არხებით ვერც "ზესტაფონი"-"დაჩიას" და ვერც "ლანელი"-"დინამოს" თამაშს იხილავს
დღეს, 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ზესტაფონი" მოლდოვის "დაჩიას" უმასპინძლებს. ჩვენი მაყურებელი მატჩს ვერც ერთი ქართული არხით ვერ ნახავს, რადგან "ზესტაფონსა" და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, კლუბმა მატჩის დაწყების დროდ 20 საათი დათქვა, ამ დროს კი, მოგეხსენებათ, "საზოგადოებრივზე" "მოამბე" იწყება.

მართალია, ამან გულშემატკივარი გააღიზიანა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელევიზიისთვის საეთერო ბადე, ფაქტობრივად, კონსტიტუციაა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ შეიცვლება.

"ზესტაფონთან" შეუთანხმებლობითა და ჩაშლილი რეპორტაჟით არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერი დავით მინაშვილი გულდაწყვეტილია.

" საქართველოს ჩემპიონის მატჩის ჩვენებისა და მაყურებლის გახარების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრან "ზესტაფონმა" მატჩის დაწყება 20 საათზე გადაწყვიტა.

კლუბმა უარი თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მისაღებ დროზე, 21 საათზე. მხოლოდ ეს იყო მიზეზი და არა სხვა რამ, რაც ითქვა. არ მესმის ბავშვური ქვეტექსტებით ლაპარაკი, თითქოს არ გვსურს "ზესტაფონის" მატჩის ტრანსლირება. ჩვენი ჩემპიონია და გუნდის იმედი გვაქვს. იმის თქმა, რომ არ გვსურს რეიტინგული მატჩის გადაცემა, აბსურდია", - გვითხრა მინაშვილმა.

მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უპრობლემოდ შეუთანხმდა ევროთასებზე მოასპარეზე დანარჩენ სამივე ქართულ კლუბს და "გაგრას" და რუსთავის "მეტალურგის" საშინაო რეპორტაჟებს აჩევენებს.

ხვალ, 14 ივლისს 21 საათზე შეგიძლიათ იხილოთ "გაგრას" საგარეო მატჩი ლარნაკაში "ანორთოსისთან". კლუბებთან მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ მაყურებელი უელსის "ლანელისთან" თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩსაც ვერ იხილავს, მაგრამ მიზეზი დინამოელთა ტელევიზიასთან შეუთანხმებლობა როდია - "გაგრა"- "ანორთოსისის" მატჩი ზესტაფონში 21 საათზე დაიწყება, ისევე, როგორც თბილისში "დინამო"-"ლანელი". თბილისელთა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" კლუბის მართლაც რომ საზოგადოებრივი პოზიცია დააფიქსირა - "გაგრას" ევროთასზე გასვლა საქართველოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, აჯობებს, მათი მატჩი გადასცეთო.

პირდაპირი რეპორტაჟების განრიგი:

14 ივლისი

"მეტალურგი"- "ირტიში" 18:00

"ანორთოსისი"-"გაგრა" 21:00

21 ივლისი

"გაგრა"- "ანორთოსისი" 21:00

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "ზესტაფონი" თამაშების ტრანსლირებაზე ვერ თანხმდებიან - როდესაც დაისვა კითხვა, რატომ არ აჩვენებდა "საზოგადოებრივი" "ზესტაფონის" მეტ საშინაო მატჩს ეროვნულ ჩემპიონატში, მაშინაც იგივე გაირკვა - კლუბი ტელევიზიას მიუღებელ დროს სთავაზობდა.

თუმცა ახალ სეზონში ვითარება უნდა შეიცვალოს, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული პირველობის პოპულარიზაციისთვის მატჩების რეპორტაჟებზე "საზოგადოებრივთან" შეთანხმებას მიაღწია, ცენტრალური მატჩები კი 18 საათზე უნდა დაიწყოს.

გვინდა თუ არა, 21-ე საუკუნე ტელევიზიისა და მას ყველა ანგარიშს უწევს: 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი მეხიკოს "აცტეკას" სტადიონზე დღის 12 საათზე ტელევიზიის მოთხოვნით დაინიშნა, ამერიკაში ჩასატარებელ მატჩს ევროპელები პირდაპირ ეთერში მხოლოდ ასე იხილავდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otar
მაინც არავინ უყურებს მაგ მოამბეს
Giorgipirweli
უფრო და უფრო ვბრაზდები!!! პირველი ტაიმი 3:0 დამთავრდა. ამისთანა თამაშის არ ჩვენება შეიძლებოდა? მოამბის მეტს არაფერს უნდა აყურებინო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა.
daviti
მიშა რომ სიტყვით გამოდის ხოლმე და 10000 ჯერ ნათქვამს იმეორებს და მთელი 8 საათიანი მოამბის დროს მთლიანად ჭამს,ეგ შეიძლება და ფეხბურთისთვის არა....
Giorgipirweli
სასიზღარი სტატიაა!!! ნეტა რა უნდა გადმოსცენ იმ მოამბეში ასეთი??? კლუბი რაღაცა ლოგიკით ირჩევს თამაშის დროს. იმ ტყუილებით სავსე მოამბეს საქართველოს ჩემპიონის თამაშის ჩვენება არ ჯობდა?
datka
ქომაგი გეთანხმები ყველაფერში ძალიან ცუდი სტატიაა ესეთი მგონი არც ყოფილა აქ გაიკეთონ თავისი მოამბე უკან ყველა არხზე მოამბეა სირცხვილია არც ერთ ქვეყანაშია არ არის ესე (თუნდაც იყოს) გამომომივიდნენ აქ BBC და CNN სირცხვილია!!!
qomagi
ძალიან სუსტი სტატიაა. რა შუაშია მეხიკოს ფინალი ამ თამაშთან. მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის ისეთ დროს გადის ყველამ რომ უყუროს პლანეტაზე (ამერიკაშიც მასე იყო და კორეა იაპონიაშიც) და არა იმიტომ რომ სადღაც რომელიმე არხზე მაგ დროს მოამბე, ბასტიბუბუ თუ "ლობას საიდუმლო" გადის. გერმანიაში მაგალითად მნიშვნელოვანი საღამოს თამაში (გერმანიის თასის თამაშებიც კი) ყოველთვის საინფორმაციოს ემთხვევა მაგრამ ეგ თამაშების ტრანსლაციას არ უშლის ხელს. სუბ ტიტრებით ამცნობენ ხოლმე რომ საინფორმაციო იქნება მოგვიანებით და ტაიმებს შორის შესვენების დროს გადის შემოკლებული ვარიანტი. სამწუხაროა რომ სპორტული გაზეთი ტელევიზიის მხარეს იჭერთ თითიდან გამოწოვილი მიზეზის საფუძველზე (და კიდე საკუთარი არაკომპეტენტური "ფაქტებით" ამდიდრებთ).
tengo
ესენი რას შVებიან??!! რას კვია არ შეთანხმდენ??!! ხალხს კითხეს??!! რაგაცას ჩალიჩობენ!! ხალხი რომ მოვიდეს ბევრი- ალბათ!!! უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ!!! თხა და გიგო!!! ვაი თქვენ უGირსებო!!! სზგვარგარეთ ვარ და ტანამგზავრი დავაკენე რომ მეკურებინა!! ესენი კი რას შვებიან!!!
givi
domenta11
sandro
კონსტიტუცია არა ფეხი... 19:00 თბილისური დროით პირველ არხზე გადის მოამბის მოკლე გამოშვება, მერე ორი დოკუმენტური ფილმი და "პეპეს ზღაპრები". ეს ისე... შვიდზე რო გაეშვათ გრძელი მოამბე და რვაზე თამაში ეჩვენებინათ არაფერი დაშავდებოდა. როცა საქართველოს ჩემპიონზეა ლაპარაკი, პატარა დათმობაზე პირველი არხიც უნდა წასულიყო!!!!!!!! სირცხვილია...
Nerou
მომბისაც კიდე რა ))) აჩვენეთ ფეხბურთი
Nerou
კარგით რა მოამბის დედაც........... აჩვენეთ რა ფეხბურთი :|
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა