თანამედროვე ფეხბურთში როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, გუნდები ყველანაირად ცდილობენ, ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავდეთ. თუმცა ცვლილებები ასე მარტივად არ ხდება, თითოეულ დეტალს, მათ შორის იღბალსაც კი, მნიშვნელობა აქვს. ლუჩანო სპალეტის აშკარად ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ჯიუტობა არ დაუწყია, მეორე ტაიმის სტარტიდანვე ყველაფრის გამოსწორება სცადა, მაგრამ მაინც დაგვიანებული გამოდგა. ამას "ლეჩესთან" დაფიქსირებული შედეგი (1:1) მოწმობს.

ქართველი გულშემატკივრების ინტერესი და მოლოდინი გასაგებია, თუმცა, როცა ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ვერ ვიხილეთ, ნეაპოლელთა "ფეისბუქგვერდი" ისევ "ავაფეთქეთ". მთავარმა მწვრთნელმა აშკარად ლიდერები დაასვენა და დაახლოებით მსგავსი რამ მომავალშიც მოსალოდნელია, თუმცა ეს განგაშისა და უკმაყოფილების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, ისევე, როგორც ის, "კვარას" უკვე 2 მატჩია, რომ არ გაუტანია.

განგაშის კი არა, "ლეჩესთან" მატჩის ბოლოს მოსაგებად გაწეული "ნაპოლის" ქმედებებში უფრო მეტად ქაოსი და ნაკლებად ორგანიზებულობა რომ იყო, გამარჯვების გზა მხოლოდ ინდივიდუალურ ქმედებებში ჩანდა. მოწინააღმდეგეც კარგად ხედავდა, ყველაზე მეტად ეს ქართველ გარემარბს რომ შეეძლო. მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავთ, მან ვერ გაიტანა და გუნდმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა...

მწვრთნელი ხვიჩას ზედმეტ ინდივიდუალიზმს რომ საყვედურობს ხოლმე, შესაძლოა კი, ტექნიკური ფეხბურთელების პრობლემა ბურთის დაკარგვა იყოს, რადგან ყოველთვის წარმატებული დრიბლინგი ვერ გექნება, თუმცა ბოლო მატჩიც კარგად დავინახეთ - კვარაცხელია ყოველთვის გასცემს იმ პასებს, როცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია და მეორე, თუკი შეტევაში ბურთი დაკარგა, იქვე არ რჩება, ბურთის დაბრუნებასა და შესაბამისად, ახალი შეტევის დაწყებას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოგივა.

შესაძლოა, დაცვით ფაზაში მარიო რუი უფრო საიმედო იყოს, თუმცა მატიას ოლივეირა აშკარად უკეთ უტევს და ხვიჩამაც მასთან კარგი კომბინირება მოახერხა. იყო ეპიზოდები, როცა ქართველი შემტევი მკვეთრად ფლანგისკენ წავიდა, მინდვრის კიდესთან რამდენიმე მცველის გარემოცვაში აღმოჩნდა და იმ პოზიციიდან პასის გაკეთება ვეღარ მოახერხა. მეტოქის ახალგაზრდა ფრანგი მცველი გენდრაი, რომელსაც "კვარასთან" ერთი-ერთზე არ ტოვებდნენ, მასთან წარმატებულ დუელს საკმაოდ ემოციურად აღნიშნავდა. ხვიჩამ მას მაინც ბევრი პრობლემა შეუქმნა და გაფრთილებაც "აჰკიდა".

კვარაცხელიას შესრულებით რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვნახეთ, თუმცა დაგვირგვინებასთან ახლოს ყველაზე მეტად მაშინ იყო, როცა ორჯერ ბურთზე ოსიმენთან ერთად ახტა, თუმცა უკეთეს პოზიციაში მყოფს, ფორვარდმა დარტყმის უფლება არ დაუთმო. ნიგერიელს შეხვედრა აშკარად ჩაუვარდა, ქართველი ფეხბურთელის გარდა, მისი პასით მომარაგება უჭირდათ და ამის გამო უკმაყოფილო იყო. ერთხელაც გამოჩნდა, რომ გუნდურობა "ნაპოლის" "ცხრიანის" საუკეთესო მხარე არაა და გოლზე ორიენტირებულს, საკუთარ თავზე ზედმეტად თამაში სჩვევია.

როტაციის მიუხედავად, იგივე სურათი იყო - "ნაპოლი" მარჯვენა ფლანგს მაინც უფრო ჩაჭიდებულია, ლოსანოს არყოფნაში პოლიტანო დაიტვირთა და თავიდან ის საკმაოდ აქტიურიც იყო. ბოლოს, როცა მატჩი მოსაგები იყო, დი ლორენცოს ჩაწოდებებს ვხედავდით, რომლებსაც წარმატებული ნაკლებად ეთქმოდა.

სპალეტიმ მეტი უნდა იმუშაოს ისეთ სქემებზე, სადაც კვარაცხელიას უფრო დიდი როლი ექნება და გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვიჩას შესაბამისი სივრცე და შესატევი სიტუაცია შეექმნას. ამას იმიტომ არ ვწერთ, რომ "კვარა" ქართველია, ეს თავად გუნდისთვისაა უკეთესი. გასაგებია, ნეაპოლური კლუბი ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების მსგავსად ვერ ითამაშებს, როცა ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მაქსიმალურად მოძებნა ის ტაქტიკა და გზა, კვარაცხელიას სისწრაფე ბევრს რომ წყვეტდეს. ჩვენებური არასდროს ჩაიკარგება და თამაშში სიმწვავის შეტანას მუდმივად ეცდება, თუმცა კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს. ახალი შემტევების გამოცდა იქნებ სწორედ წინა ხაზზე მეტი ორგანიზებულობის ძიებასა და მრავალფეროვნებას ემსახურებოდა. სპალეტი ჩვენზე უკეთ შეამჩნევდა, რომ ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა ზიელინკი-ლობოტკას შემოსვლის შემდეგ უფრო სწრაფი გახდა.

ხვიჩამ "ლეჩესთან" თამაში კარგად გაამწვავა და გამარჯვებისთვის ყველაფერი სცადა. ის იტალიაში იმხელა ნაბიჯებით შეიჭრა, ყოველ შეხვედრაში კიდევ უფრო მეტის ნახვას ველით, მომდევნო გამომცდელები კი უფრო ძლიერია - ერთ კვირაში ჯერ "ლაციო" და შემდეგ "ლივერპული"...

დავით67-ს
იმენა მაგრად ართმევ თავს,ეს კარგია.
კაპიტან გარდენბურგი
ღვთისავარ კარგი , სწორი სტატიაა, მადლობა

ზუსტად ვიცი, რომ არუნდათ კარგად ითამაშოს. ბედნიერები იქნებიან თუ ცუდად წაუვა კარიერა. ძალიან ბევრი ჰეითერი ჰყავს საქართველოში.
დავით 67
ამ ეგრეთწოდებული კრიტიკოსების ვერაფერი გავიგე. კრიტიკა მესმის, როდესაც გინდა, რომ უკეთესად ითამაშოს. ბევრის (ყველას არ ვგულისხმობ) კომენტარებიდან გამოსჭვივის აგრესია, ცინიზმი, ბოროტება და ა.შ.ვეკითხები მათ არ გინდათ რომ ხვიჩამ მაღალ დონეზე ითამაშოს? თქვენი ბოდვით მას რომ არაფერი დააკლდება ამას ვერ ვხვდებით?
მ.მ
ნაპოლის დონეზე ვერ ჯობია ვერავინ, მთავარია პასი მოძრაობაში მისცენ და არა პოზიციური ეეტევუს დროს. მე ერთი რაღაც არ მომეწონა მხოლოდ, თავდაღუნული (მოწყენილი) სიარული უბურთოდ. ბურთით უფრო ხალისიანი ჩანს.
zura222-s
რა გაუხურე ხვიჩას საქმე რა გინდა..თუ წერ კარგი დაწერე რაც არაა შენი საქმე შეეშვი რა
ssi
ემიგრანტებს რა ეშველებათ უფასო პიცები არ ექნებათ..მიხედონ იტალიელ ბებიებს და ბაბუებს..
Skeleton
ადრე დავწერე აქ, იმ გოლების მერე ლექსებს რომ უძღვნიდით და აქებდით. ექნება ჩავარდნა და მერე დავინახავ რეალურად რას წაროადგენთთქო, როგორი გულშემატკივარი ხართ ან თუ ხართ საერთოდთქო. ხო და მართალი აღმოვჩნდი. ყველამ გამოავლინა რეალური სახე. მითუმეტეს ჩავარდნა არ ყოფილა, უბრალოდ უგოლო თამაში იყო. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დამანახეთ რასაც წარმოადგენს რეალურად ქართველი გულშემატკივარი:) მარტში რომ თავგადაკლული ვიცავდი აგრესიული ბრბოსგან მაშინ ვთქვი, მოვა დრო და ისევ ყალბ ქებას დაუწებთთქო და ხვიჩამ თქვენთვის კი არ უნდა ითამაშოს, ადეკვატური გულშემატკივრისთვის უნდა ითამაშოს, ვინც ცუდ და კარგ მომენტებში გვერდით დაუდგებათქო. როცა აღზევევის ხანა ექნება, პათეტიკურ ლექსებს კი არ მიუძღვნის და ერის გადამრჩენელს კი არ უწოდებს, ან ცუდი თამაშების დროს ლანძღვა-გინებას კი არ დაუწყებს, არამედ უგულშემატკივრებს ბოლომდე და ყოველთვის ექნება მისი იმედი. აი ასეთებისთვის უნდა იშრომოს ხვიჩამ. ალბათ უკვე თავადაც იცის რას წარმოადგენს აქაური ვითომ ფანობა. ბევრჯერ გამოსცადა საკუთარ თავზე თქვენი რეალური სახე. თუნდაც მაშინ, კოვიდის მოგონებას რომ აბრალებდით, ოღონ მაკედონიასთან არ ეთამაშა, ან შარშან ტრავმა მოიგონაო,ნაკრებში თამაში არუნდაო აქ რომ ყველაფერი ააფეთქეთ. რეალურად ეგ ხართ 90%!
ლაშა
კარგია თუ სპალეტი მიხვდება ამას, თორემ ისე გამოვა, ანდაზისა არ იყოს, ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის...
zura222
ეხლა ლაციოსთან წესით უკეთ უნდა ითამაშოს ხვიჩამ იმიტომ რომ ლაციო რა თქმა უნდა არ ჩააყენებს სხვა გუნდებივით ავტობუსს დაცვაში თანაც საკუთარ მოედანზე და ხვიჩას სივრცეები ექნება და ყველამ ვიცით ასეთ სიტუაციებსი თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში ! ამ რონალდუს გადასვლასაც ვერ დაადგა საშველი რაა @ მე დარწმუნებული ვარ რონალდუ ნაპოლისთვისაც კარგი ვარიანტი იქნებოდა და თვითონ ხვიჩასთვისაც !
zura222
ზოგიერთი რომ გაიძახის ხვიჩას უკვე მეორე თამაშია (!!!) გოლი ვერ გააქვსო რაა ოსიმენს გააქვს ?? ვისი ძირითადი მოვალეობაცაა გოლის გატანა იმას ორი გოლი აქვს გატანილი და ხვიჩას კი სამი ! ასე რომ მოკეტონ ხვიჩას "კრიტიკოსებმა" და სინამდვილესი ჩასაფრებულმა ვირთხებმა @
ქ. გ.
ლივერპულის წინააღმდეგ ხვიჩა ისე კარგად ითამაშებს, რომ მის ყველაზე დიდ გულშემატკივრებსაც კი გაუკვირდება.
beqa
ნაპოლი ხვიჩას როგორც საჭიროა ისე ვერ იყეენბს რაღაც ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და ცხენს შეუწყოს ხელი პასებით მოამარაგოს არადა პირიქით მგონია ცხენმა ნაკლები რეპლიკები და უფრო გუნდურობას მიაქციოს ყურადღება უკეთესი იქნება
35
წინა სამ თამაში არ მიუციათ იმდენი პასი რა ნახევარ საათში მიცეს.ეს ერთი . მეორე ის არის რუბინის ხვიჩა გამოჩნდა. მეტი აგრესიულობაა საჭირო სიხისტე და ყველაფერი კარგად იქნება.არ უნდა შეზღუდონ კიდევ უნდა გათამამდეს . მიდი ხვიჩა შენ ჩემპიონად ხარ დაბადებული .
las
ერთი ტაიმის მიუხედავად და იმისა რომ ბევრი ვერაფერი მოასწრო ხვიჩამ ვინც ფეხბურთში ოდნავ მაინც არის ჩახედული მიხვდება რომ ნაპოლის არ ყავს ხვიჩასნაირი კლასნი მოთამაშე, უბრალოდ შეუიარაღებელი ტვალითაც კი ჩანს რომ მთელ გუნდს აღემატება ინტელექტით და აზროვენებით. და კიდევ ნაპლის უნდა გაეხერხებინა ოსიმენის რონალდოში გაცვლა თუ ეს იყო შესაძლებელი. ოსიმენი თუ 100 მილიონი ღირს მაშინ აღარ ვიცი. ბოლო წუთზე კვარა იდგა მაგის უკან და რო არა ეს თავკომბალა გოლს იტანდა ხვიჩა
ტანკისტი ვიყავი ომამდე
ვეთანხმები გამყრელიძის (ანთაძის) დასკვნას
სოსო
კვარამ თუარ იფრინა, იტალიელები და რუსები არაფერს წერენ, მეტი ქართული აზრი ხვიჩაზე!
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე