ამერიკის ღია პირველობის მე-3 წრეში სერენა უილიამსის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგა, 40 წლის სპორტსმენის ტურნირზე გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, დამშვიდობება კი ემოციური.

ჩოგბურთის გულშემატკივრებს სურდათ, ამერიკელს კარიერა ჩემპიონის რანგში დაესრულებინა, ისევე როგორც პიტ სამპრასმა 2002 წელს ამავე ტურნირის მოგებისას.

უკანასკნელ თამაშში მარცხის მიუხედავად, სერენამ მენტალური სიმტკიცე გამოავლინა და აილა ტომლიანოვიჩთან ბოლომდე იბრძოლა. მატჩის შემდეგ ვეტერანმა აღიარა, რომ ტურნირისთვის მომზადება უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა დაეწყო.

გთავაზობთ, სხვა სახელოვანი სპორტსმენების გამოსამშვიდობებელ მატჩებს

კობი ბრაიანტის უკანასკნელი შეხვედრა

რა თქმა უნდა, სერენას ბოლო დამშვიდობება შთამბეჭდავი იყო, თუმცა ახლო წარსულიდან კიდევ უფრო ლეგენდარული და ამაღელვებელი სანახაობის მომსწრენი გავხდით. კობი ბრაინტმა 2016 წელს კარიერა დაასრულა. "შავმა მამბამ" უკანასნელ მატჩში "ლეიკერსს" ულიდერა და მისმა გუნდმა "იუტა" 101:96 დაამარცხა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 60 ქულა დააგროვა და ჯეკ ნიკოლსონს ახალგაზრდობის საუკეთესო წლები გაახსენა.

ფლოიდ მეივეზერის ბოლო ბრძოლა

ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა უკანასკნელი ბრძოლა UFC-ის ჩემპიონ კონორ მაკრეგორთან გამართა და კარიერა 50 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა. თუმცა ფლოიდი დაბრუნებას კვლავ აპირებს და განაცხადა, რომ 200 მილიონი დოლარის შეთავაზების შემთხვევაში, ის რინგზე დაბრუნდება და იბრძოლებს. მისი დამშვიდობება ნამდვილად ხმაურიანი გამოდგა, რადგან 11 წლით უმცროსი კონორი, ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა.

აცრემლიანებული დევიდ ბექემი პარიზში

ლეგენდარულმა დევიდ ბექემმა კარიერის უკანასკნელი წლები MLS-ში გაატარა, სადაც ჩემპიონატის დონე გააუმჯობესა და ფეხბურთი ამერიკაში კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად აქცია, ინგლისელის გამოსამშვიდობებელი მატჩი პარიზში, "პარი სენ ჟერმენის" მაისურით შედგა. ფრანგულმა გუნდმა "ბრესტი" 3:1 დაამარცხა, შეხვედრაში ზლატანმა დუბლი შეასრულა, თუმცა მთელი ყურადღება ბექემისკენ იყო მიმართული. ფინალური სასტვენის შემდეგ ინგლისელმა ემოციები ვერ შეიკავა და გულშემატკივარს თვალცრემლიანი დაემშვიდობა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ბექჰემმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს საქმეში კვლავ ვიხილავთ
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
"ერთ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით "ბარსელონა" როგორ უყვარს" - ბექჰემმა მესიზე ისაუბრა
9 წლის წინ NBA-მ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გაცვლას ვეტო დაადო
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
39 წლის ლეგენდისთვის საჩოგბურთო წელი დამთავრდა
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
რონალდო ზამთარში შესაძლოა, MLS-ში წავიდეს
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?