მოგეხსენებათ, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლაციოს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა შეხვედრის 61-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ცნობილი გამოცემები "კვარას" თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მის შესახებ წერენ:

"ახალმა სუპერვარსკვლავმა კვლავ გაიბრწყინა! "ნაპოლიმ" შეხვედრა მისი წყალობით შემოატრიალა, გასაოცარი მოთამაშეა, ყოჩაღ ნეაპოლური გუნდის სკაუტებს"

BT Sport-ი

"ძნელია "მარადონას" სტადიონზე უკეთესი დებიუტი გქონდეს, ქართველმა ელეგანტური მოძრაობებით ნეაპოლელ ქომაგებს თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, ხვიჩა თამაშს იდეალურად გრძნობს და ყველაზე მთავარი - დრიბლინგი შიშის გარეშე, 21 წლის ფეხბურთელი ნამდვილი კაცივით თამაშობს, "ნაპოლის" ემბლემაზე კოცნა კი მის პიროვნულ თვისებებსა და გუნდის სიყვარულზე მეტყველებს"

Sky Sport.it

"ნაპოლის" მომავალი საიმედო ხელშია, მათი შანსები ამ სეზონში კიდევ უფრო გაიზარდა, ამის მიზეზი? - ხვიჩა კვარაცხელია, ახალწვეული, რომელმაც 5 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის იტანს, "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველი იყო, ვინც თავი ასწია და გუნდს გამარჯვებისკენ წინ გაუძღვა, ესეც დიდი პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. 21 წლის ბიჭი ნეაპოლში შორეული აღმოსავლეთიდან, შიშის გარეშე და დიდი კლასით ჩამოვიდა

La Gazetta dello Sport-ი

"კვარაცხელია კვლავ მთავარი გმირია, 3 ქულის მომტანი გოლი გააქვს და დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა აკლდება, რომ არა ძელი, სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლს გაიტანდა, ხვიჩამ "ლაციო" გაანადგურა".

Eurosport.it

"ქართველის თამაშით იტალიაში ტკბობას განაგრძობენ, ის არამხოლოდ ტექნიკური, არამედ ჭკვიანი მოთამაშეცაა, გონებრივად სწრაფი, აქვს ყველანაირი თვისება, რათა სუპერვარსკვლავი გახდეს".

Goal.com

ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას ოთხშაბათს გამართავს, სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

მადლობა ხვიჩა
21 წლის ბიჭმა ერს ღირსების და სიამაყის გრძნობა დაუბრუნა.
ნათია
ფეხბურთის მოყვარყლი არ ვარ,მაგრამ აღფრთოვანებული ვარ კვარაცხელიას საუბრით ნოესთან, ძალიან დაფიქრებული, ძალიან საყვარელი მოსაუბრე ყოფილა ჩვენი კვარაცხელია, ასე გააგრძელე შვილო, ასე გააგრძელე და ასახელე შენი ხალხი და შენი ქვეყანა.გისურვებ წარმატებებს და სახელს შენი ხალხის და შენი ოჯახის წევრების გასახარად.
Winter
ძლივს დავიძინე ემოციისგან წუხელ. კიდე კაი დღეს კვირაა და სამსახურებში არ ვართ. როგორ მიხარია, აი სასწაულად.
G.LA
აქ ვინმე რამეს რომ დავწერთ, ვიღაც დაგიკომენტარებს ცოტა მეტი ხომ არ მოგდისო? ზოგიც არ დათარსოთო და რა ვიცი ათას სისულელეს კიდევ.... აგერ მთელი იტალიის პრესა გადაჭრელებულია, ბრიტანეთშიც მედიაშიც იწერება და ბი-ბი-სი სად ჩამოვთვალო? ჩემ და კიდევ 15-20 კაცის კომეტრაზე თუ დაითარსება ან თავში აუვარდება ჩვენ ვყოფილვართ ვინც ვყოფილვარ DDDD (G.LA.) გააუქმეთ ყველა ეს მედია და ჩვენ გვისმინოს ყველამ. მაგარი ანეგდოტები ხართ ზოგი რაა...DDD
ბათუმი
ვამაყობთ შენით კვარა! გუშინ ღამე არ გვეძინა ბევრს ისეთ ეუფირიაში გვამყოფებ! წარმატებები, აბა შენ იცი-გაბრდღვენი ლივერპულის დაცვაც...:..
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა